მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია
ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი დი­რექ­ტო­რი ჰყავს და ეს პოს­ტი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ჩა­ი­ბა­რა ქალ­მა. სე­ნატ­მა დი­რექ­ტო­რად ჯო ბა­ი­დე­ნის მიერ წარ­დგე­ნი­ლი, 51 წლის ავ­რილ ჰე­ინ­სი და­ამ­ტკი­ცა.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰე­ინ­სის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი სე­ნა­ტის 84-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა, წი­ნა­აღ­მდე­გი კი 10 წა­ვი­და.

  • ვინ არის ავ­რილ ჰე­ინ­სი?

ავ­რილ და­ნი­კა ჰე­ინ­სი 1969 წლის 27 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. მას რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სია აქვს და მათ შო­რის, იუ­რის­ტის გა­ნათ­ლე­ბაც. მუ­შა­ობ­და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მრჩევ­ლად, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (CIA-ის) დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ ბა­რაკ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს და ის იყო პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა.

ჰე­ინ­სის დედა მხატ­ვა­რი იყო, რო­მე­ლიც ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა მა­შინ, როცა ავ­რი­ლი 15 წლის იყო. მამა არის ბი­ო­ქი­მი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც CUNY-ის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბი­ო­ქი­მი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და.

  • ძი­უ­დო­ის­ტი, მან­ქა­ნე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის შემ­კე­თე­ბე­ლი

ჰე­ინ­სის ბი­ოგ­რა­ფი­ის კი­თხვი­სას ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს აღ­მო­ა­ჩენთ და ნა­ხავთ, რომ მას ბევ­რი, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მის კე­თე­ბის უნა­რი აქვს. მა­გა­ლი­თად, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჰე­ინ­სი ერთი წლით ია­პო­ნი­ა­ში წა­ვი­და, სა­დაც ძი­უ­დო კო­დო­კა­ნის ელი­ტა­რულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

1988 წელს ჰე­ინ­სი ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და, სა­დაც სწავ­ლობ­და თე­ო­რი­ულ ფი­ზი­კას და სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ძრა­ვე­ბის შემ­კე­თებ­ლად მუ­შა­ობ­და.

ძრა­ვე­ბის შე­კე­თე­ბის გარ­და, ავ­რილს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვის აწყო­ბაც კი შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ხე­ლით. რო­გორც მისი ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ჰე­ინ­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მარ­თავს თვითმფრი­ნავს.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ჰე­ინ­სი

თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე დე­ვიდ დე­ვიდ­ჰი მან ნიუ ჯერ­სი­ში 1991 წელს გა­იც­ნო. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­რი­ლე­ნის შტატ­ში, ბალ­ტი­მორ­ში გა­და­ვი­და და ჯონ ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა. წლის ბო­ლოს ჰე­ინსმა თა­ვის მო­მა­ვალ ქმარ­თან ერ­თად ბალ­ტი­მორ­ში ბარი იყი­და, სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა და წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია გახ­სნა, ეს იყო ერ­თგვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კაფე, სა­დაც ასე­ვე ავ­რი­ლის დე­დის ნა­ხა­ტე­ბიც გა­მო­ფი­ნეს.

წიგ­ნის მა­ღა­ზია მალე მთელს ქა­ლაქ­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და მას ქა­ლა­ქის სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭეს. ეს ად­გი­ლი ცნო­ბი­ლი იყო უნი­კა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბით, ერო­ტი­კუ­ლი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რით, მცი­რე პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით.

1998 წელს ჩა­ი­რი­ცხა ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე და 2001 წელს მას უკვე იუ­რის­ტის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ჰქონ­და.

  • კა­რი­ე­რა

მას აქვს ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, 2003 წლი­დან 2006 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი მრჩევ­ლის ოფის­ში, 2007 წლი­დან 2008 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­ში რო­გორც "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ მთა­ვა­რი მრჩევ­ლის მო­ად­გი­ლე. 2015-2017 წლებ­ში ის იყო CIA-ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

ახლა კი უკვე ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რია. რო­დე­საც ბა­ი­დენ­მა ჰე­ინ­სი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წა­რად­გი­ნა, ასე და­ა­ხა­სი­ა­თა: "ბრწყინ­ვა­ლე, თავ­მდა­ბა­ლი. შე­უძ­ლია ისა­უბ­როს ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და თე­ო­რი­ულ ფი­ზი­კა­ზე, შე­ა­კე­თოს მან­ქა­ნე­ბი და იყოს თვითმფრი­ნა­ვის პი­ლო­ტი, მარ­თოს წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია და კაფე.“

ავ­რი­ლი ბა­რაკ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში

  • კა­რი­ე­რის სკან­და­ლუ­რი ეპი­ზო­დი

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ავ­რილ ჰე­ინ­სი ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს CIA-ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო ცხა­დია, მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლონ­და დი­რექ­ტორ ჯონ ბრე­ნან­თან. ბრე­ნა­ნი და ჰე­ინ­სი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტე­ბი გახ­დნენ მას შემ­დეგ, რაც სხვა­დას­ხვა ტე­რო­რის­ტულ სა­მი­ნიზ­ნე­ებს დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ანად­გუ­რებ­დნენ. მა­შინ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ დრო­ნით იე­რი­შის მი­ტა­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი მთა­ვა­რი პირი ჰე­ინ­სი იყო.

ზო­გა­დად, ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო და ამ­ბობ­დნენ, რომ ამით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ო­და, რად­გა­ნაც ტე­რო­რის­ტე­ბის გარ­და ასე­თი იე­რი­შე­ბი­სას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც იღუ­პე­ბოდ­ნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჰე­ინ­სი ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მომ­ხრე იყო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მი­მართ უფრო ხის­ტი პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბის და ის მხარს უჭერ­და ე.წ. Pivot to Asia-ს სტრა­ტე­გი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მმარ­თვე­ლი ძა­ლი­სად­მი ზე­წო­ლის გაზ­რდა იყო.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
51
ამერიკის სახელმწიფო, ყოველთვის ჭკუა გახსნილ, ინტელექტუალებზე იდგა და არა ტრამპისნაირ გინება შეზღუდულებზე.
rasa
9

მარია ზახაროვას შუაზე გააპობს ცალი ხელით, ანუ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია

ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს და ეს პოსტი ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩაიბარა ქალმა. სენატმა დირექტორად ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი, 51 წლის ავრილ ჰეინსი დაამტკიცა.

CNN-ის ინფორმაციით, ჰეინსის კანდიდატურას მხარი სენატის 84-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 წავიდა.

  • ვინ არის ავრილ ჰეინსი?

ავრილ დანიკა ჰეინსი 1969 წლის 27 აგვისტოს დაიბადა. მას რამდენიმე პროფესია აქვს და მათ შორის, იურისტის განათლებაც. მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მრჩევლად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) დირექტორის მოადგილედ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს და ის იყო პირველი ქალი, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.

ჰეინსის დედა მხატვარი იყო, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა მაშინ, როცა ავრილი 15 წლის იყო. მამა არის ბიოქიმიკოსი, პროფესორი, რომელიც CUNY-ის მედიცინის სკოლის თანადამფუძნებელია და სადაც წლების განმავლობაში, ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.

  • ძიუდოისტი, მანქანებისა და თვითმფრინავების შემკეთებელი

ჰეინსის ბიოგრაფიის კითხვისას ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ და ნახავთ, რომ მას ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული საქმის კეთების უნარი აქვს. მაგალითად, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰეინსი ერთი წლით იაპონიაში წავიდა, სადაც ძიუდო კოდოკანის ელიტარულ სკოლაში სწავლობდა.

1988 წელს ჰეინსი ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სადაც სწავლობდა თეორიულ ფიზიკას და სწავლის პერიოდში ის ავტომობილების ძრავების შემკეთებლად მუშაობდა.

ძრავების შეკეთების გარდა, ავრილს ავტომობილებისა და თვითმფრინავის აწყობაც კი შეუძლია საკუთარი ხელით. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ჰეინსი შესანიშნავად მართავს თვითმფრინავს.

  • პირადი ცხოვრება და ლიტერატურის მოყვარული ჰეინსი

თავისი მომავალი მეუღლე დევიდ დევიდჰი მან ნიუ ჯერსიში 1991 წელს გაიცნო. ამავე პერიოდში საცხოვრებლად მერილენის შტატში, ბალტიმორში გადავიდა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. წლის ბოლოს ჰეინსმა თავის მომავალ ქმართან ერთად ბალტიმორში ბარი იყიდა, სრულიად შეცვალა და წიგნების მაღაზია გახსნა, ეს იყო ერთგვარი ლიტერატურული კაფე, სადაც ასევე ავრილის დედის ნახატებიც გამოფინეს.

წიგნის მაღაზია მალე მთელს ქალაქში გახდა პოპულარული და მას ქალაქის საუკეთესო წიგნის მაღაზიის სტატუსი მიანიჭეს. ეს ადგილი ცნობილი იყო უნიკალური ლიტერატურული კოლექციებით, ლიტერატურული შეთავაზებებით, ადგილობრივი მწერლების წიგნებით, ეროტიკული ჟანრის ლიტერატურით, მცირე პუბლიკაციებით.

1998 წელს ჩაირიცხა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე და 2001 წელს მას უკვე იურისტის დოქტორის ხარისხი ჰქონდა.

  • კარიერა

მას აქვს ჰააგის სასამართლოში მუშაობის გამოცდილება, 2003 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული მრჩევლის ოფისში, 2007 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში მუშაობდა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში როგორც "დემოკრატების“ მთავარი მრჩევლის მოადგილე. 2015-2017 წლებში ის იყო CIA-ის დირექტორის მოადგილე.

ახლა კი უკვე ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორია. როდესაც ბაიდენმა ჰეინსი ამ თანამდებობაზე წარადგინა, ასე დაახასიათა: "ბრწყინვალე, თავმდაბალი. შეუძლია ისაუბროს ლიტერატურასა და თეორიულ ფიზიკაზე, შეაკეთოს მანქანები და იყოს თვითმფრინავის პილოტი, მართოს წიგნების მაღაზია და კაფე.“

ავრილი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში

  • კარიერის სკანდალური ეპიზოდი

როგორც აღვნიშნეთ, ავრილ ჰეინსი ობამას ადმინისტრაციის დროს CIA-ის დირექტორის მოადგილე იყო ცხადია, მჭიდროდ თანამშრომლონდა დირექტორ ჯონ ბრენანთან. ბრენანი და ჰეინსი კრიტიკის ობიექტები გახდნენ მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ტერორისტულ სამინიზნეებს დრონების გამოყენებით ანადგურებდნენ. მაშინ მედიაში წერდნენ, რომ დრონით იერიშის მიტანის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი პირი ჰეინსი იყო.

ზოგადად, ობამას ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდნენ დრონების გამოყენების გამო და ამბობდნენ, რომ ამით ადამიანის უფლებები ირღვეოდა, რადგანაც ტერორისტების გარდა ასეთი იერიშებისას ჩვეულებრივი, უდანაშაულო მოქალაქეებიც იღუპებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰეინსი ობამას ადმინისტრაციის პერიოდში მომხრე იყო ჩრდილოეთ კორეის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკის წარმოების და ის მხარს უჭერდა ე.წ. Pivot to Asia-ს სტრატეგიას, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის მმართველი ძალისადმი ზეწოლის გაზრდა იყო.

სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?

სისხლიანი დარბევა მიანმარში -  პოლიციამ პროტესტანტებს ცეცხლი გაუხსნა (+ ფოტოები)

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება - Bloomberg-ი ბოლო მონაცემებით