მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფიცირების შემთხვევათა 10-ჯერ შემცირებას კიდევ 2 თვე დასჭირდება" - მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, საქართველო დეკემბერში მსოფლიოს 1-ელ ათეულში იყო, განახევრებულია
"ინფიცირების შემთხვევათა 10-ჯერ შემცირებას კიდევ 2 თვე დასჭირდება" - მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, საქართველო დეკემბერში მსოფლიოს 1-ელ ათეულში იყო, განახევრებულია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის ნა­წილ­ზე უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ფორ­მატ­ში მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­მა­ტე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კვი­რა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

„შემ­სუ­ბუ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საბ­ჭოს ფორ­მატ­ში ეკო­ნო­მი­კურ გუნდთან ერ­თად ვმსჯე­ლობთ. ამ კვი­რა­ში მი­ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფორ­მატ­ში გა­ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ ეპიდმდგო­მა­რე­ო­ბას, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ არის ინ­ფექ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა. დღეს სტა­ცი­ო­ნარ­ში 3499 ადა­მი­ა­ნი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას, ჯამ­ში 10 ათას­ზე მეტი აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა. ექი­მე­ბი წარ­მა­ტე­ბით მარ­თა­ვენ პრო­ცესს", - აღ­ნიშ­ნა ტი­კა­რა­ძემ.

ინ­ფექ­ცი­ის კლე­ბი­სა და ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ასე­ვე "ჯე­ო­ქე­ი­სის" მკვლე­ვა­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი ზვი­ად კირ­ტა­ვა. მისი თქმით, მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, დე­კემ­ბერ­ში მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ათე­ულ­ში ვი­ყა­ვით, დღეს გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია.

"აშ­კა­რაა, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გვაქვს. 28 ნო­ემ­ბერს შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ ვი­ვა­რა­უ­დეთ, რომ სა­დღაც 20 დეკ­მებ­რის­თვის მოხ­დე­ბო­და და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კის გა­მოვ­ლე­ნა და მარ­თლაც ასე მოხ­და. ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ხევ­რდა - 5,500-დან 2.300-მდე, ხოლო ბოლო დღე­ებ­ში - უკვე 1000-1500-ს ჩა­მოს­ცდა.

ამავდრო­უ­ლად აშ­კა­რაა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მკვეთ­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რაც დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია და უფრო სწო­რია და გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რის დი­ნა­მი­კა რომ ავი­ღოთ:

  • ბოლო ორ კვი­რა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­დათ­ვლით, რაც 1-10 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში 14,000-ზე მეტი იყო.

მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით მსოფ­ლიო ლი­დე­რა­დაც კი გვევ­ლი­ნე­ბო­და - ახლა კი ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დაქ­ვე­ით­და და 8 იან­ვრის­თვის უკვე 4,000-მდე ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა შემ­დეგ დაქ­ვე­ი­თე­ბა შე­ჩერ­და.

  • არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­რო­ნა­ვირუს­ზე პო­ზი­ტი­უ­რი ტეს­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში - დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში, სა­სურ­ვე­ლი 4-5%-ის ნაც­ვლად, 20-30% შო­რის მერ­ყე­ობ­და.

ამი­ტომ, ამ დროს ჩვე­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­ა­ლურ ციფ­რებ­ზე ძა­ლი­ან აც­დე­ნი­ლი იყო რე­ა­ლურ გავ­რცე­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ყო­ველ­დღი­უ­რი 4,000-5,000 შემ­თხვე­ვის ნაც­ვლად 10-15,000 ან მე­ტიც კი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ახლა კი სწრა­ფი და PCR ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდის წყა­ლო­ბით, უკვე პო­ზი­ტი­უ­რი ტეს­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 8-9%-ია და მალე, იმე­დია, ჯან­მოს მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ 5%-საც მი­აღ­წევს. რაც იმის გა­რან­ტია იქ­ნე­ბა, რომ სრულ სუ­რათს ვფლობთ ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­ა­ლურ ციფ­რებ­ზე.

გარ­და გა­მოვ­ლე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა გახ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი. სხვა­თა შო­რის, ევ­რო­პის დიდ ნა­წილ­ში ბოლო ორი კვი­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლა­ვაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია (ჩე­ხე­თი, ლი­ე­ტუ­ვა, ირ­ლან­დია, სლო­ვე­ნია, ბრი­ტა­ნე­თი, ასე­ვე ის­რა­ე­ლი - 10,000-ზე მეტი) და ევ­რო­პის ოცამ­დე ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-და­დე­ბი­თი ტეს­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც 10-25%-ია.

ეს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­ე­ტყო სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებლსაც. ბოლო 2 კვი­რა­ში მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­დათ­ვლით ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უმაღ­ლე­სი იყო 25 დე­კემ­ბერს - 152 (მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ათე­ულ­ში ვი­ყა­ვით), ხოლო ახლა თით­ქმის გა­ნა­ხევ­რდა - 82. მა­შინ როცა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, სლო­ვა­კეთ­ში, ლი­ე­ტუ­ვა­ში, სლო­ვე­ნი­ა­ში, ლატ­ვი­ა­სა და უნ­გრეთ­ში იგი 150-225 შო­რის მერ­ყე­ობს.

თუმ­ცა, ყო­ველ­დღი­უ­რი სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინც მა­ღა­ლი 15-25 ფარ­გლებ­ში რჩე­ბა..." - აცხა­დებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში ზვი­ად კირ­ტა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა 10-ჯერ შემ­ცი­რე­ბას კი­დევ 2 თვე დას­ჭირ­დე­ბა.

"ოქ­ტომ­ბერ­ში, ერთ თვე­ში მოხ­და შემ­თხვე­ვე­ბის გა­ათ­მა­გე­ბა და ნო­ემ­ბრი­დან მი­ვი­ღეთ კო­ლო­სა­ლუ­რად მზარ­დი წნე­ხი ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ზე. შემ­თხვე­ვე­ბის 10-ჯერ შემ­ცი­რე­ბას ორ თვე­ზე მეტი დას­ჭირ­დე­ბა, უეჭ­ვე­ლად. ბა­ტონ ამი­რანს ვე­თან­ხმე­ბი, სა­ნამ დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი 200-ზე ნაკ­ლე­ბი არ გამ­ხდა­რა, დამ­შვი­დე­ბა ნა­ად­რე­ვია", - აცხა­დებს ზვი­ად კირ­ტა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$$
3

არასდროს არ გახსნათ!!! შემთხვევები და ხალხი გაქრება, თქვენი დარჩენილი ოცნებებიც ახდება!

123
0

ანუ აპრილამდე ისევ ასეთი სურათი იქნება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ინფიცირების შემთხვევათა 10-ჯერ შემცირებას კიდევ 2 თვე დასჭირდება" - მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, საქართველო დეკემბერში მსოფლიოს 1-ელ ათეულში იყო, განახევრებულია

"ინფიცირების შემთხვევათა 10-ჯერ შემცირებას კიდევ 2 თვე დასჭირდება" - მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, საქართველო დეკემბერში მსოფლიოს 1-ელ ათეულში იყო, განახევრებულია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაწილზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მსჯელობა მიმდინარეობს და დამატებითი გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„შემსუბუქებასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვმსჯელობთ. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას და საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას. რაც შეეხება დღევანდელ ეპიდმდგომარეობას, დღევანდელი მონაცემები გვაძლევს საფუძველს, დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება. დღეს სტაციონარში 3499 ადამიანი გადის მკურნალობას, ჯამში 10 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ექიმები წარმატებით მართავენ პროცესს", - აღნიშნა ტიკარაძემ.

ინფექციის კლებისა და ეპიდვითარების გაუმჯობესების შესახებ საუბრობს ასევე "ჯეოქეისის" მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ზვიად კირტავა. მისი თქმით, მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, დეკემბერში მსოფლიოში პირველ ათეულში ვიყავით, დღეს განახევრებულია.

"აშკარაა, რომ გაუმჯობესება გვაქვს. 28 ნოემბერს შეზღუდვების შემოღების შემდეგ ვივარაუდეთ, რომ სადღაც 20 დეკმებრისთვის მოხდებოდა დადებითი დინამიკის გამოვლენა და მართლაც ასე მოხდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა ამ პერიოდში განახევრდა - 5,500-დან 2.300-მდე, ხოლო ბოლო დღეებში - უკვე 1000-1500-ს ჩამოსცდა.

ამავდროულად აშკარაა, რომ ინფიცირების ყოველდღიური აბსოლუტური მაჩვენებლები მკვეთრად არის დამოკიდებული ჩატარებული ტესტირების რაოდენობაზე, რაც დასვენების დღეებში გაცილებით დაბალია და უფრო სწორია და გასაგები იქნება, ორი მნიშვნელოვანი ინდიკატორის დინამიკა რომ ავიღოთ:

  • ბოლო ორ კვირაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით, რაც 1-10 დეკემბრის შუალედში 14,000-ზე მეტი იყო.

მაშინ საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერადაც კი გვევლინებოდა - ახლა კი ის მნიშვნელოვნად დაქვეითდა და 8 იანვრისთვის უკვე 4,000-მდე ჩამოვიდა, თუმცა შემდეგ დაქვეითება შეჩერდა.

  • არანაკლებ მნიშვნელოვანია კორონავირუსზე პოზიტიური ტესტების მაჩვენებელი, რომელიც საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში - დეკემბრის დასაწყისში, სასურველი 4-5%-ის ნაცვლად, 20-30% შორის მერყეობდა.

ამიტომ, ამ დროს ჩვენი ინფორმირება ინფიცირების რეალურ ციფრებზე ძალიან აცდენილი იყო რეალურ გავრცელებას, რომელიც სავარაუდოდ ყოველდღიური 4,000-5,000 შემთხვევის ნაცვლად 10-15,000 ან მეტიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა კი სწრაფი და PCR ტესტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის წყალობით, უკვე პოზიტიური ტესტების მაჩვენებელი 8-9%-ია და მალე, იმედია, ჯანმოს მიერ რეკომენდებულ 5%-საც მიაღწევს. რაც იმის გარანტია იქნება, რომ სრულ სურათს ვფლობთ ინფიცირების რეალურ ციფრებზე.

გარდა გამოვლენის აუცილებლობისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება გახდება რეალური. სხვათა შორის, ევროპის დიდ ნაწილში ბოლო ორი კვირის ინფიცირების დასახელებული მაჩვენებელი კვლავაც ძალიან მაღალია (ჩეხეთი, ლიეტუვა, ირლანდია, სლოვენია, ბრიტანეთი, ასევე ისრაელი - 10,000-ზე მეტი) და ევროპის ოცამდე ქვეყანაში კოვიდ-დადებითი ტესტების მაჩვენებელიც 10-25%-ია.

ეს ეპიდემიოლოგიური გაუმჯობესება დაეტყო სიკვდილობის მაჩვენებლსაც. ბოლო 2 კვირაში მილიონ მოსახლეზე გადათვლით ეს მაჩვენებელი უმაღლესი იყო 25 დეკემბერს - 152 (მსოფლიოში პირველ ათეულში ვიყავით), ხოლო ახლა თითქმის განახევრდა - 82. მაშინ როცა დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, სლოვაკეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ლატვიასა და უნგრეთში იგი 150-225 შორის მერყეობს.

თუმცა, ყოველდღიური სიკვდილობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, მაინც მაღალი 15-25 ფარგლებში რჩება..." - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ზვიად კირტავა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევათა 10-ჯერ შემცირებას კიდევ 2 თვე დასჭირდება.

"ოქტომბერში, ერთ თვეში მოხდა შემთხვევების გაათმაგება და ნოემბრიდან მივიღეთ კოლოსალურად მზარდი წნეხი ჯანდაცვის სექტორზე. შემთხვევების 10-ჯერ შემცირებას ორ თვეზე მეტი დასჭირდება, უეჭველად. ბატონ ამირანს ვეთანხმები, სანამ დღიური შემთხვევები 200-ზე ნაკლები არ გამხდარა, დამშვიდება ნაადრევია", - აცხადებს ზვიად კირტავა.

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს (ვიდეო)

საქართველოში მიწისძვრა მოხდა