პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე
"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა. დღეს პირ­ვე­ლად მი­ე­ცე­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფა­სე­ბა 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომს. ეს უნდა გახ­დეს ახა­ლი ეტა­პი ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ის­თვის ბრძო­ლა­ში, - ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომის საქ­მე­ზე მო­სა­ლოდ­ნელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის 12-წლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გი იქ­ნე­ბა. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, გარ­და იმი­სა, რომ ეს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კომ­პენ­სა­ცია, ამას­თა­ნა­ვე, იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მათი ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­დგო­მი დაც­ვის სა­ფუძ­ვე­ლი.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას საქ­მე­ზე: „სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ“. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის 12-წლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ეს იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს გარ­და იმი­სა, რომ ახ­დენს ჩვე­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კომ­პენ­სა­ცი­ას, რა თქმა უნდა, ეს ძი­რი­თა­დად იქ­ნე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი მათი ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­დგო­მი დაც­ვის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. გარ­და ამი­სა, რა თქმა უნდა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ გვა­კის­რებს და­მა­ტე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­გორც მთავ­რო­ბას და ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვენ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში უნდა გა­დავ­დგათ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უწყე­ბა­თა­შო­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამ ნა­წილ­ში ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბით და რო­მელ­საც ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობთ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში. კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს არის სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს პე­რი­ოდ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე და დღეს პირ­ვე­ლად მი­ე­ცე­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფა­სე­ბა 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომს და ეს უნდა გახ­დეს ახა­ლი ეტა­პი ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ის­თვის ბრძო­ლა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
40

ევროპამ ვინ უნდა გაასამართლოს რაც კოსოვოში,ლიბიაში, ჩაიდინა...ევროპა სიმართლეს კი არა თავის და ამერიკის ინტერესებს იცავს.

Lou
13

ზურაბიშვილმა რაო?

ავტორი:

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველო-რუსეთის ომის საქმეზე მოსალოდნელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისა და სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი იქნება. მთავრობის მეთაურის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ეს იქნება საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაცია, ამასთანავე, იქნება საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესების შემდგომი დაცვის საფუძველი.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე: „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი მოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს გარდა იმისა, რომ ახდენს ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციას, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს არის საქართველოს უახლეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში,“ - განაცხადა პრემიერმა.

"ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“ - რას აცხადებს რუსი პოლიტიკოსი?

“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში