პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - რომელი მინისტრები დანიშნა პრემიერმა
საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - რომელი მინისტრები დანიშნა პრემიერმა

სა­ქარ­თვე­ლოს ორი ახა­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ჰყავს. აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისრტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე წა­რად­გი­ნა.

„დღეს ჩვენ სხვა­დას­ხვა ფრონტზე გვი­წევს ბრძო­ლა. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია და რა თქმა უნდა, ეს არის გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში იყო გა­მო­ყო­ფი­ლი პირ­და­პირ აშ­კა­რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი - ეს არის ქვეყ­ნის შემ­დე­გო­მი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია, ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, დე­ო­კუ­პა­ცია და ინ­ტეგ­რა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ, ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ეს გახ­ლავთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა, პოსტ-კო­ვი­დუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა. თუმ­ცა, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მიზ­ნის, ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­საღ­წე­ვად, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისე­ვე, რო­გორც მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ყვე­ლა ის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კურ სფე­როს ეხე­ბა, მათი ეფექ­ტუ­რო­ბა იქ­ნე­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პირ­ველ რიგ­ში იმის­თვის, რომ ჩვენ გა­დავ­ლა­ხოთ გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და მე­ო­რე რიგ­ში იმის­თვის, რომ 2024 წლის­თვის ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად იყოს მზად ხმა­მა­ღა­ლი და რაც მთა­ვა­რია, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დის გა­სა­კე­თე­ბე­ლად ევ­რო­კავ­შირ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბის­თვის. ამის­თვის სა­ჭი­როა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ დღეს მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს გახ­ლავთ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, მე­ო­რე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ასე­ვე იქ­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის ეს არის ქვეყ­ნის შემ­დგო­მი დე­ო­კუ­პა­ცია და ქვეყ­ნის ინ­ტეგ­რა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს ენი­ჭე­ბა სულ უფრო და უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ჩვენ­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოკუ­პა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხი, ქვეყ­ნის შემ­დგო­მი ინ­ტეგ­რა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რებ­ში, 2024 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა და ქვეყ­ნის ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცია, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხი ოკუ­პა­ცი­ა­ზე და იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კი­დევ ერთი ვიცე-პრე­მი­ე­რი იქ­ნე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ამ ვი­თა­რე­ბა­ში იყოთ მთავ­რო­ბის წევ­რი, კი­დევ უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა იყოთ ვიცე-პრე­მი­ე­რი. ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ შეძ­ლებთ ამ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე პა­სუხს და თქვე­ნი მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადონა
0

გახარია როგორი შენიღბული ყოფილა!

givi
20

uqnarebi!

ავტორი:

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - რომელი მინისტრები დანიშნა პრემიერმა

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს - რომელი მინისტრები დანიშნა პრემიერმა

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის გლობალური პანდემია და რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარა პრიორიტეტები - ეს არის ქვეყნის შემდეგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია, შესაბამისად, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტ-კოვიდური ეკონომიკური აღდგენა. თუმცა, ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად, ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება, მათი ეფექტურობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მეორე რიგში იმისთვის, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებელად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებულად მუშაობა. ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი.

გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც ასევე იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის ეს არის ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციაზე და იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ვითარებაში იყოთ მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყოთ ვიცე-პრემიერი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული“, - განაცხადა გახარიამ.