პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

2

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 12:00-ზე, მთვარე მერწყულშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო
"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა ბესო ზან­გურ­მა გა­და­ცე­მა­ში "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი" ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ იყო შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. მისი თქმით, ეს და­ი­წყო მა­შინ, როცა რე­ჟი­სორ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ რუს­თა­ვე­ლის სცე­ნა­ზე სპექ­ტაკ­ლი "ჯა­რის­კა­ცი, სიყ­ვა­რუ­ლი, დაც­ვის ბიჭი და პრე­ზი­დენ­ტი" დად­გა.

"ეს იყო პე­რი­ო­დი, როცა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ და­ი­წყო სპექ­ტაკლ "პრე­ზი­დენ­ტის" დად­გმა და პრე­ზი­დენ­ტის როლი მე მომ­ცა. ლაშა ბუ­ღა­ძე წერ­და პი­ე­სას და ერთ-ერთ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ბუ­ღა­ძემ აღარ გა­აგ­რძე­ლა წერა, რად­გან უყუ­რებ­და რაც იდ­გმე­ბო­და სცე­ნა­ზე. რე­ა­ლუ­რად, რაც 2005 წელს და­იდ­გა, ქვე­ყა­ნა­ში შემ­დეგ გან­ვი­თარ­და. 2005 წელს და­იდ­გა სცე­ნა­ზე ცი­ხის კად­რე­ბი, ცხინ­ვა­ლის ომი, რო­მე­ლიც მოხ­და 2008 წელს... ჟვა­ნია ცო­ცხა­ლი იყო, როცა გა­ზით მო­წამ­ვლა და­იდ­გა სცე­ნა­ზე 2005 წელს. მახ­სოვს, ბა­ტონ რო­ბერტს კა­ციც კი გა­მო­უგ­ზავ­ნა და უთხრეს, რას გვერ­ჩით, რა­ტომ დაგ­ვხო­ცეთ ესეო...

მახ­სოვს ამ სპექ­ტაკ­ლის ჩვე­ნე­ბა, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი იყო მთე­ლი პარ­ლა­მენ­ტი, მთავ­რო­ბა. თა­მა­შის დროს რა­ღაც სი­ცა­რი­ე­ლე ვიგ­რძე­ნი, არა­და, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი სავ­სე ვარ, მი­დის სცე­ნა - უნდა ვა­წა­მოთ ჩემი კბი­ლის ექი­მი, რომ­ლის როლ­საც ლე­ვან ხურ­ცია ას­რუ­ლებს. ესე­თი სცე­ნაა, ხელს ურტყამს უკა­ნალ­ზე: "ცი­ხე­ში გე­ტყვი­ან, ცი­ხე­ში" - და მიჰ­ყავთ გა­სა­უ­პა­ტი­უ­რებ­ლად, სა­წა­მებ­ლად. სულ ტაში იყო ამ დროს როცა ხალ­ხი ეს­წრე­ბო­და... მოვტრი­ალ­დი და პარ­ტერ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ იჯდა, მხო­ლოდ კა­პელ­დი­ნე­რე­ბი იდ­გნენ შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი... მა­ყუ­რე­ბე­ლი გაქ­რა. სამ­თავ­რო­ბო ჩვე­ნე­ბა იყო და ეს­წრე­ბო­და მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტის გარ­და. ასე­ვე ეს­წრე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, დედა... სი­ტყვას არ ვა­მა­ტებ, ერთი კა­ციც აღარ დარ­ჩა პარ­ტერ­ში ამ სცე­ნის მერე, სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია გაქ­რა...

მა­შინ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ჯერ კი­დევ გოკა გა­ბაშ­ვი­ლი იყო, მა­ლე­ვე მო­ვი­და ნიკა რუ­რუა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უდ­გე­ბო­და ყვე­ლა­ფერს. რო­გორც იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს, მინ­და დიდი პლი­უ­სი და­ვუ­წე­რო, რად­გან ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ფრთხი­ლი იყო, თუნ­დაც მა­შინ, როცა ბა­ტონ რო­ბერტს სთხო­ვა, ეს სპექ­ტაკ­ლი მო­ეხ­სნათ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან.

დაგ­ვი­ბა­რა ბა­ტონ­მა რო­ბერ­ტმა და მი­თხრა: მე მივ­დი­ვარ იმა­ზე, რომ არ მოვხსნა სპექ­ტაკ­ლი, რას იტყვი შენ? მე ვუ­პა­სუ­ხე: კი, ვი­თა­მა­შოთ. ამის შემ­დეგ მო­ვი­და ბრძა­ნე­ბა რო­ბერტ სტუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

2008 წლის ომის შემ­დეგ, ამ სპექ­ტაკლზე ფუ­რო­რი ხდე­ბო­და, მო­დი­ო­და და მო­დი­ო­და ხალ­ხი, იმი­ტომ რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, სპექ­ტაკლში იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა ცხინ­ვა­ლის და­კარ­გვა, ბი­ჭე­ბის დახ­ვრე­ტა, ცი­ხის კად­რე­ბი... ამი­ტო­მაც აიკ­რძა­ლა.

იმ პე­რი­ოდ­ში მე პი­რა­დად ვიგ­რძე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბა. ზა­რე­ბი იყო, ძა­ლი­ან ცუდი რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბო­და და ერთ დღე­საც ია­რა­ღის მუ­ქა­რით შე­მო­მი­ვარ­დნენ სახ­ლში, პირ­და­პირ მო­საკ­ლა­ვად შე­მო­ვიდ­ნენ იმ დროს..." - გა­იხ­სე­ნა ბესო ზან­გურ­მა "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში".

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კირილე
0

თუ სიმართლეს იტყვის კაცი რუსული დაკვეთა ყოფილა როგორ ქარტველები აღარ დავრჩით ესე ორ ბანაკად რო ყოტ ქვეყანას?მე მაგალითად სუ მკიდია ამერიკაც რუსეთიც და ევროპაც იმიტო რო ჩემი სამშობლო კავკასიაა ქართველი ერი კავკასიელი ერივართ ვისაც არ მოგწონვართ დაახვიეთ აქედან და ნუ ცდილობთ ჩვენ გადაჯიშებას არაფერი გამოგივათ ღამურებო

მენტალისტი
100

რუსული დაკვეთა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს
ავტორი:

"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იყო შევიწროვებული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს. მისი თქმით, ეს დაიწყო მაშინ, როცა რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის სცენაზე სპექტაკლი "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი" დადგა.

"ეს იყო პერიოდი, როცა რობერტ სტურუამ დაიწყო სპექტაკლ "პრეზიდენტის" დადგმა და პრეზიდენტის როლი მე მომცა. ლაშა ბუღაძე წერდა პიესას და ერთ-ერთ რეპეტიციაზე ბუღაძემ აღარ გააგრძელა წერა, რადგან უყურებდა რაც იდგმებოდა სცენაზე. რეალურად, რაც 2005 წელს დაიდგა, ქვეყანაში შემდეგ განვითარდა. 2005 წელს დაიდგა სცენაზე ციხის კადრები, ცხინვალის ომი, რომელიც მოხდა 2008 წელს... ჟვანია ცოცხალი იყო, როცა გაზით მოწამვლა დაიდგა სცენაზე 2005 წელს. მახსოვს, ბატონ რობერტს კაციც კი გამოუგზავნა და უთხრეს, რას გვერჩით, რატომ დაგვხოცეთ ესეო...

მახსოვს ამ სპექტაკლის ჩვენება, სადაც მოწვეული იყო მთელი პარლამენტი, მთავრობა. თამაშის დროს რაღაც სიცარიელე ვიგრძენი, არადა, როგორც მსახიობი სავსე ვარ, მიდის სცენა - უნდა ვაწამოთ ჩემი კბილის ექიმი, რომლის როლსაც ლევან ხურცია ასრულებს. ესეთი სცენაა, ხელს ურტყამს უკანალზე: "ციხეში გეტყვიან, ციხეში" - და მიჰყავთ გასაუპატიურებლად, საწამებლად. სულ ტაში იყო ამ დროს როცა ხალხი ესწრებოდა... მოვტრიალდი და პარტერში აბსოლუტურად არც ერთი ადამიანი არ იჯდა, მხოლოდ კაპელდინერები იდგნენ შეშინებულები... მაყურებელი გაქრა. სამთავრობო ჩვენება იყო და ესწრებოდა მაშინდელი მთავრობა, პარლამენტი, ყველა პრეზიდენტის გარდა. ასევე ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, დედა... სიტყვას არ ვამატებ, ერთი კაციც აღარ დარჩა პარტერში ამ სცენის მერე, სამთავრობო დელეგაცია გაქრა...

მაშინ კულტურის მინისტრი ჯერ კიდევ გოკა გაბაშვილი იყო, მალევე მოვიდა ნიკა რურუა, რომელიც ძალიან ფრთხილად უდგებოდა ყველაფერს. როგორც იმ ხელისუფლების კულტურის მინისტრს, მინდა დიდი პლიუსი დავუწერო, რადგან ყოველთვის ძალიან ფრთხილი იყო, თუნდაც მაშინ, როცა ბატონ რობერტს სთხოვა, ეს სპექტაკლი მოეხსნათ რეპერტუარიდან.

დაგვიბარა ბატონმა რობერტმა და მითხრა: მე მივდივარ იმაზე, რომ არ მოვხსნა სპექტაკლი, რას იტყვი შენ? მე ვუპასუხე: კი, ვითამაშოთ. ამის შემდეგ მოვიდა ბრძანება რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ.

2008 წლის ომის შემდეგ, ამ სპექტაკლზე ფურორი ხდებოდა, მოდიოდა და მოდიოდა ხალხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, სპექტაკლში იწინასწარმეტყველა ცხინვალის დაკარგვა, ბიჭების დახვრეტა, ციხის კადრები... ამიტომაც აიკრძალა.

იმ პერიოდში მე პირადად ვიგრძენი პოლიტიკური შევიწროვება. ზარები იყო, ძალიან ცუდი რაღაცეები ხდებოდა და ერთ დღესაც იარაღის მუქარით შემომივარდნენ სახლში, პირდაპირ მოსაკლავად შემოვიდნენ იმ დროს..." - გაიხსენა ბესო ზანგურმა "სიცრუის დეტექტორში".