საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და თავდასხმები სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე - რას პასუხობს ლომჯარიას ბრალდებებს პენიტენციური სამსახური
კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და თავდასხმები სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე - რას პასუხობს ლომჯარიას ბრალდებებს პენიტენციური სამსახური

2020 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ ცი­ხე­ებ­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დგომ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა­მარ­ტო გარ­თულ­და, არა­მედ საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გახ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ლომ­ჯა­რი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მოჰ­ყვა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან სა­ხალ­ხო დამ­ცველ­ზე სა­ჯა­რო თავ­დას­ხმე­ბი, რაც დას­რულ­და იმით, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა მხო­ლოდ გარ­თულ­და, არა­მედ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და ე.წ. „ცი­ხის მა­ყუ­რებ­ლე­ბის“ მიერ მარ­თუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი სის­ტე­მა­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე სი­ტყვი­ერ თავ­დას­ხმებს, მუ­ქა­რას და აგ­რე­სი­ას.

"ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის მი­ზა­ნია პა­ტიმ­რებ­თან ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შეშ­ლა. მსგავს შემ­თხვე­ვებს ად­გი­ლი ჰქონ­და: 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს და შემ­დგომ, გან­მე­ო­რე­ბით, 2021 წლის 14 იან­ვარს ქსნის N15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც პა­ტი­მარ­თა კონ­კრე­ტულ­მა ჯგუფ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს არ მის­ცა ჯერ სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის, შემ­დგომ კი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექიმ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია იმ ფონ­ზე, რო­დე­საც N15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­ვიდ 19-ის გარ­თუ­ლე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა და არა­ერ­თი პა­ტიმ­რის ოჯა­ხის წევ­რმა მოგ­ვმარ­თა პა­ტიმ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის თხოვ­ნით.

2020 წლის 4 დე­კემ­ბერს და 2021 წლის 13 იან­ვარს გლ­და­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერთი და იგი­ვე პა­ტი­მა­რი და­ე­მუქ­რა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს და ცი­ხე­ში ვი­ზი­ტის შე­წყვე­ტა მო­თხო­ვა. N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლი ტი­პის ცი­ხეა და ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ტი­მა­რი ყო­ველ­თვის მა­შინ გა­და­ად­გილ­დე­ბა ცი­ხის კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ზიტს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

რუს­თა­ვის N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2021 წლის 13 იან­ვარს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და პა­ტი­მარ­თა კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მო­ი­თხოვ­დნენ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცველს შე­ე­წყვი­ტა ვი­ზი­ტე­ბი, ვი­ნა­ი­დან ცი­ხე­ში „ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო“. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს ცი­ხე­ებ­ში ვი­ზი­ტე­ბის დროს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი „არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლე­ბის“ მხრი­დან ექ­მნე­ბათ რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გა­ნი­ხი­ლავს პრე­ვენ­ცი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის ვი­ზი­ტე­ბის მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის პი­რო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, და­აბ­რკო­ლებს პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ბუ­ნებ­რი­ვია, აპა­რა­ტი გა­აგ­რძე­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეხ­ვედ­რებს პა­ტიმ­რებ­თან. მა­შინ რო­დე­საც პა­ტი­მარ­თა და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სას­ჯელს ნა­ხევ­რად ღია (N14, N15 და N17) და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იხ­დის, სამ­წუ­ხა­როდ, წლი­დან წლამ­დე მცირ­დე­ბა იქი­დან შე­მო­სუ­ლი მო­მარ­თვე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი.

2020 წელს შე­მო­სუ­ლი სა­ერ­თო 1384 გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, მხო­ლოდ 57 იყო ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი ცი­ხის პა­ტიმ­რე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის გავ­ლე­ნაა და პა­ტი­მარ­თა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა, სამ­წუ­ხა­როდ, არ ხმა­ურ­დე­ბა. სხვა ცი­ხე­ებ­ში ჩვენს მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის ზო­გა­დი აღ­წე­რაც კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს იმ პრობ­ლე­მის მას­შტა­ბებს, რო­მელ­საც პა­ტიმ­რე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში აწყდე­ბი­ან და რომ­ლის გა­მოც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი პრო­აქ­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა ნა­ხევ­რად ღია და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში:

  • ვავ­ლენთ პა­ტი­მარ­თა მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს და მივ­მარ­თავთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მარ­თვის მიზ­ნით, შემ­დეგ კი ვახ­დენთ საქ­მი­სა და პა­ტიმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს;
  • ვეხ­მა­რე­ბით პა­ტიმ­რებს თვე­ო­ბით და წლო­ბით გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში;
  • ვსა­უბ­რობთ დე­ეს­კა­ლა­ცი­ის ოთა­ხებ­ში კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­თავ­სე­ბის უკა­ნო­ნო და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კა­ზე, ასე­ვე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე;
  • ვსა­უბ­რობთ პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მის ხარ­ვე­ზებ­ზე, კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის არა­თა­ნა­მიდ­მევ­რუ­ლო­ბა­სა და და­უ­სა­ბუ­თებ­ლო­ბა­ზე, პა­ტიმ­რე­ბის სა­ზი­ა­ნოდ გა­მოთ­ვლილ ვა­დებ­ზე;
  • ვეხ­მა­რე­ბით პა­ტიმ­რებს ხმა მი­აწ­ვდი­ნონ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, ვავ­ლენთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა „კარ­გავს“ გა­საგ­ზავნ წე­რი­ლებს, ვეხ­მა­რე­ბით პა­ტიმ­რებს და­იბ­რუ­ნონ უსა­ფუძ­ვლოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ნივ­თე­ბი;
  • ვავ­ლენთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის შე­ფარ­დე­ბი­სას უკა­ნო­ნო ფაქ­ტებს, ხოლო პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მყო­ფი ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი კა­ტე­გო­რი­ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც, მა­გა­ლი­თად, გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შიში აქვთ, გა­რე­სამ­ყა­როს მხო­ლოდ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­თან ვი­ზი­ტის მეშ­ვე­ო­ბით უკავ­შირ­დე­ბი­ან.

შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­მარ­თავთ: სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, მი­ი­ღოს მყი­სი­ე­რი ზო­მე­ბი ცი­ხე­ებ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის მარ­თვის მო­დე­ლის შე­საც­ვლე­ლად; სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, და­უ­ყო­ნებ­ლივ და­ა­ყე­ნოს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი; სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­ის­წავ­ლოს ნა­ხევ­რად ღია და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მარ­თვის უკა­ნო­ნო მო­დე­ლი, რათა ყვე­ლა პა­ტი­მარს ჰქონ­დეს მათ პრობ­ლე­მებ­ზე და უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვებ­ზე მი­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის; სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას, და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეშ­ლი­სა და მუ­ქა­რის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც წი­ნა­და­დე­ბა უკვე წარ­დგე­ნი­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის გა­ე­როს წა­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ქვე­კო­მი­ტეტ­სა (SPT) და ევ­რო­პის საბ­ჭოს წა­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კო­მი­ტეტს (CPT), რათა მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით. ამავდრო­უ­ლად, გვსურს მივ­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­სა და დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს - ნა­ხევ­რად ღია ტი­პის ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მარ­თვის მო­დე­ლი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია პა­ტი­მარ­თა არა­ფორ­მა­ლურ იერ­არ­ქი­ა­ზე, სა­დაც ე.წ. „ცი­ხის მა­ყუ­რებ­ლე­ბი“ ცი­ხე­ებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მოჩ­ვე­ნე­ბით წეს­რიგს, რაც მიზ­ნად ისა­ხავს პა­ტი­მარ­თა გა­ჩუ­მე­ბა­სა და მათ­თვის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რის აკ­რძალ­ვას.

კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის გავ­ლე­ნის მას­შტა­ბის, ამ პრო­ცეს­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დო­ნო­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მოხ­მარ­დეს ამ სის­ტე­მის არ­სე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბას და არა არ­სე­ბუ­ლი მან­კი­ე­რი მარ­თვის მო­დე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას," - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ომ­ბუდსმე­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს „უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს“ უწო­დებს და ამ­ტკი­ცებს, რომ არა­ნა­ი­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ არ­სე­ბობს.

უწყე­ბა ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით პა­სუ­ხობს და ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ თუკი რო­მე­ლი­მე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ომ­ბუდსმე­ნის მი­მართ პა­ტიმ­რე­ბი რა­ი­მე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, ეს არის მხო­ლოდ მათი გან­წყო­ბა და არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ან მი­თუ­მე­ტეს მარ­თუ­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უწყობს ომ­ბუდსმე­ნის და პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

„სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზი­ტის დროს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი „არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლე­ბის“ მხრი­დან ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, რომ სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს უწყობს ომ­ბუდსმე­ნის და პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ამას მოწ­მობს თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ შექ­მნი­ათ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეს­ვლის და მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრობ­ლე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა მათ­ზე თით­ქოს­და ორ­გა­ნი­ზე­ბულ თავ­დას­ხმებს პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რომ უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი, რომ ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს პა­ტიმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ომ­ბუდსმე­ნის, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კერ­ძო პი­რის მი­მართ. თუკი რო­მე­ლი­მე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ომ­ბუდსმე­ნის მი­მართ პა­ტიმ­რე­ბი რა­ი­მე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, ეს არის მხო­ლოდ მათი გან­წყო­ბა და არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ან მით უმე­ტეს მარ­თუ­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ. უფრო მე­ტიც, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რა თქმა უნდა, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იცა­ვენ ომ­ბუდსმე­ნის წარ­მო­მა­გენ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და იმე­დია, ამას თა­ვად ეს პი­რე­ბიც ვერ უარ­ყო­ფენ.

ასე­ვე არ აქვს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი იმი­სა, რომ პა­ტიმ­რე­ბის მიერ ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი­სად­მი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა­ზე მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა, ვი­ნა­ი­დან პა­ტიმ­რე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მო­წე­რის და სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ (ცალ­კე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა) და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ად­რე­სა­ტის­თვის პა­ტიმ­რე­ბის წე­რი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ომ­ბუდსმენ­თან პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ იკლო, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ეს ისევ და ისევ ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი­სად­მი მათი გან­წყო­ბით აიხ­სნე­ბა და არა რა­ღაც არარ­სე­ბუ­ლი ზე­გავ­ლე­ნით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან.

ამას­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აცხა­დებს, რომ არა­ნა­ი­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რა პენ­ტი­ენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ არ­სე­ბობს. პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მარ­თავს სა­ხელ­მწი­ფო და არა კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი. ხოლო ის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­სურ­ვე­ბენ სხვა პა­ტიმ­რებ­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას, ნა­ხევ­რა­დღია პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­დაჰ­ყავთ და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც ისი­ნი სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამას არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის 2019 წლის 8 მა­ი­სის N395 ბრძა­ნე­ბა "მსჯავ­რდე­ბუ­ლის რის­კის სა­ხე­ე­ბის, რის­კის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის, რის­კის შე­ფა­სე­ბი­სა და გა­და­ფა­სე­ბის წე­სის, მსჯავ­რდე­ბუ­ლის იმა­ვე ან სხვა ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის, აგ­რეთ­ვე მსჯავ­რდე­ბულ­თა სა­შიშ­რო­ე­ბის რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის გუნ­დის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­სა­ზღვრის წე­სის თა­ო­ბა­ზე“, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სად და­იხ­ვე­წა პა­ტიმ­რე­ბის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბის რის­კის გან­სა­ზღვრის პრო­ცე­დუ­რა და რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარ­და­ჭე­რას და და­დე­ბით გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მი­მართ, იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან, რო­გორც წესი სა­ცხოვ­რე­ბელ სა­კან­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან მარ­ტო. ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ცე­მი­დან დღე­ის ჩათ­ვლით ნა­ხევ­რა­დღია პენ­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია 60 მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ვინც სხვა პა­ტიმ­რებ­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას შე­ე­ცა­და.

შე­სა­ბა­მი­სად დღეს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის რა­ი­მე სა­ხის ზე­გავ­ლე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი არის სიც­რუე და მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ მი­ზანს - სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას,” - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mama
45

ამ სუბიექტს სახალხო დამცველობასთან არაფერი კავშირი არააქს ეს არის ნაციონალების დამცველი იმიტომ არ დადიოდა ციხეებში როგორც სულდა ნაცებს პატიმრები ისე სძუმს ამასაც ამიტომ აგინებენ სიმართლე ეს არის

რამაზი
12

მიშამ კრიმინალური სუბკულტურა მაშინ ამოძირკვა, უბრალოდ ერთი რამ შეეშალა უბრალო ადამიანიც მათთან გააიგივა ციხეში, დღეს ფაქტია რომ სრული ქაოსი და განუკითხაობაა. კანონი არ კანონობს. უამრავი მკლვლელობები ხდება ქვეყანაში. 

ავტორი:

კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და თავდასხმები სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე - რას პასუხობს ლომჯარიას ბრალდებებს პენიტენციური სამსახური

კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში და თავდასხმები სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე - რას პასუხობს ლომჯარიას ბრალდებებს პენიტენციური სამსახური

2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ციხეებში არაფორმალური მმართველობისა და კრიმინალური სუბკულტურის შესახებ სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა, - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის მხრიდან სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება არა მხოლოდ გართულდა, არამედ შეუძლებელი გახდა. მისი განცხადებით, აღნიშნულმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო უკანასკნელი თვეების განმავლობაში და დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

"ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა: 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ 19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.

2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.

რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“. გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან. მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მცირდება იქიდან შემოსული მომართვები და განცხადებები.

2020 წელს შემოსული საერთო 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა და პატიმართა უამრავი პრობლემა, სამწუხაროდ, არ ხმაურდება. სხვა ციხეებში ჩვენს მიერ გამოვლენილი დარღვევების ზოგადი აღწერაც კარგად წარმოაჩენს იმ პრობლემის მასშტაბებს, რომელსაც პატიმრები ყოველდღიურობაში აწყდებიან და რომლის გამოც მნიშვნელოვანია ჩვენი პროაქტიული მუშაობა ნახევრად ღია დაწესებულებებში:

  • ვავლენთ პატიმართა მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებს და მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს ეფექტიანი გამოძიების წარმართვის მიზნით, შემდეგ კი ვახდენთ საქმისა და პატიმრის უსაფრთხოების მონიტორინგს;
  • ვეხმარებით პატიმრებს თვეობით და წლობით გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურებების მიღებაში;
  • ვსაუბრობთ დეესკალაციის ოთახებში კვირების განმავლობაში მოთავსების უკანონო და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკაზე, ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე;
  • ვსაუბრობთ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ხარვეზებზე, კომისიის გადაწყვეტილებების არათანამიდმევრულობასა და დაუსაბუთებლობაზე, პატიმრების საზიანოდ გამოთვლილ ვადებზე;
  • ვეხმარებით პატიმრებს ხმა მიაწვდინონ შესაბამის უწყებებს, ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც დაწესებულება „კარგავს“ გასაგზავნ წერილებს, ვეხმარებით პატიმრებს დაიბრუნონ უსაფუძვლოდ ჩამორთმეული ნივთები;
  • ვავლენთ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას უკანონო ფაქტებს, ხოლო პენიტენციურ სისტემაში მყოფი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის პირები, რომელთაც, მაგალითად, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სასტიკი მოპყრობის შიში აქვთ, გარესამყაროს მხოლოდ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან ვიზიტის მეშვეობით უკავშირდებიან.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი; საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის; საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით. ამავდროულად, გვსურს მივმართოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ დახმარებას უწევენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - ნახევრად ღია ტიპის ციხეებში არსებული მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც ე.წ. „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

კრიმინალური სუბკულტურის გავლენის მასშტაბის, ამ პროცესში ადმინისტრაციის მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დონორული მხარდაჭერა მოხმარდეს ამ სისტემის არსებით გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას და არა არსებული მანკიერი მართვის მოდელის გაძლიერებას," - განაცხადა ლომჯარიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „უსაფუძვლო ბრალდებებს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს.

უწყება ნინო ლომჯარიას განცხადებით პასუხობს და ასევე განმარტავს, რომ თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მითუმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ.

ასევე არ აქვს პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა და რომლის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა.

შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,” - აღნიშნულია განცხადებაში.

კანცელარიასთან, სადაც ოპოზიციის აქცია იგეგმება, სამართალდამცავების მობილიზება ხდება

რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს ნიკა მელია?

შსს განმარტავს რატომ ამოიღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან სერვერები