სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამარეს ითხრის! თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" - გია ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილზე
"სამარეს ითხრის! თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" - გია ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილზე

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი არა­თუ პო­ლი­ტი­კურ, არა­მედ პი­როვ­ნულ ლო­გი­კა­საც სცილ­დე­ბა. ერთი მხრივ, რა­ღა­ცას იპ­რან­ჭე­ბა, მე­ო­რე მხრივ ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან უნდა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. თით­ქოს, ეს არის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მას უნდა უბი­წო­ე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რად და­კარ­გვა და ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბა, როცა მას ამა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ელი­საშ­ვი­ლი „ბავ­შვი­ვით იქ­ცე­ვა და სა­მა­რეს ითხრის“.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ ლო­გი­კუ­რად ჟღერს და მი­სა­ღე­ბიც კია, მისი საქ­ცი­ე­ლი სცილ­დე­ბა ყო­ველ­გვარ ღირ­სე­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლი სუ­ბი­ექ­ტი­ვით იქ­ცე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ო­და, რა­ღაც ტი­პის თა­მა­შის წე­სე­ბის დაც­ვის იმი­ტა­ცი­ას მა­ინც ახ­დენ­და და მან ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­და­ლა­ხა, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი.

ფაქ­ტია, რომ მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი და მისი რი­ტო­რი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მის­მა ოპო­ნენ­ტმა, ძა­ლი­ან კარ­გად იგ­რძნოს თავი და მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტში იყოს. ამ ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მა ხომ არ არის ოპო­ზი­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა? არის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა და ის მე­ხუ­თე­ხა­რის­ხო­ვან პრობ­ლე­მა­ზე ისეთ ის­ტე­რი­კა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მა გა­და­ფა­რა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს, სულ სხვა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლა­პა­რაკს? ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის რე­აქ­ცი­აც გა­საკ­ვი­რია ჩემ­თვის. ისი­ნიც რჩე­ბი­ან ამ პო­ლე­მი­კა­ში.

ალე­კო ელი­საშ­ვილს შეს­ვლა თუ უნდა - შე­ვი­დეს, ნუ ოც­ნე­ბობს მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­ლექ­ტი­ურ შეს­ვლა­ზე, თუ უნდა შეს­ვლა, შე­ვი­დეს და ატა­როს ეს ტვირ­თი. მას ხომ მი­აჩ­ნია, რომ მარ­თა­ლია? კი ბა­ტო­ნო, მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სხვა პარ­ტი­ებს სხვა ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გია აქვთ, შე­იძ­ლე­ბა მცდა­რი, მაგ­რამ გა­ა­ნე­ბოს თავი. სხვებ­მაც გა­ა­ნე­ბონ ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან სტუ­დი­ებ­ში ჯდო­მას თავი და პო­ლე­მი­კას. ამით ხომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მეს აკე­თე­ბენ? ოპო­ზი­ცია როცა ამას ვერ ხვდე­ბა, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო? - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გუ­შინ ალე­კო ელი­საშ­ვილს „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და და მას მა­ტყუ­ა­რა და ავან­ტი­უ­რის­ტი უწო­და. ხა­ზა­რა­ძემ ელი­საშ­ვილს მო­უ­წო­და, ოპო­ზი­ცი­ის გვერ­დით არ გა­ი­ა­როს და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­ნა­ირ ადა­მი­ანს ხელს არ ჩა­მო­არ­თმევს.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
148

ხუხაშვილი მეორე სააკაშვილი გახდა,არ ტოვებს უკომენტაროდ არაფერს,ამინდის პროგნოზზე რას გვეტყვი?შენ ხომ ყველაფერში გათვიცნიერებული ხარ.

მეცოდება ალეკო
175

არ ვარ ელსაშვილის გულშემატკივრი მაგრამ დარწმუნებული ვარ იმხელა სიბინძურე ნახა და მოისმინა ე.წ. ოპოზიციურ შეხვედრებზე რომ ემოციებს ვერ თოკავს. რთულია უსმენდე ბოკერიას, ხაზარაძეს ბურჯანაძეს და მსგავს სუბიექტებს და ნორმალური დარჩე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სამარეს ითხრის! თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" - გია ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილზე

"სამარეს ითხრის! თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" - გია ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილზე

ალეკო ელისაშვილის საქციელი არათუ პოლიტიკურ, არამედ პიროვნულ ლოგიკასაც სცილდება. ერთი მხრივ, რაღაცას იპრანჭება, მეორე მხრივ ფაქტია, რომ ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თითქოს, ეს არის შემთხვევა, როდესაც მას უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ელისაშვილი „ბავშვივით იქცევა და სამარეს ითხრის“.

„მიუხედავად იმისა, რომ მისი არგუმენტები ზოგჯერ ლოგიკურად ჟღერს და მისაღებიც კია, მისი საქციელი სცილდება ყოველგვარ ღირსებას, აბსოლუტურად ღირსებადაკარგული სუბიექტივით იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ძალიან ცუდად იქცეოდა, რაღაც ტიპის თამაშის წესების დაცვის იმიტაციას მაინც ახდენდა და მან ყველა წითელი ხაზი გადალახა, პირველ რიგში, ადამიანური.

ფაქტია, რომ მისი მოქმედებები და მისი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც თვითონ ამბობს, მისმა ოპონენტმა, ძალიან კარგად იგრძნოს თავი და მაქსიმალურ კომფორტში იყოს. ამ ქვეყანაში პრობლემა ხომ არ არის ოპოზიციის ურთიერთობა? არის უამრავი პრობლემა და ის მეხუთეხარისხოვან პრობლემაზე ისეთ ისტერიკაშია ჩავარდნილი, რითაც ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაფარა მაშინ, როდესაც ადამიანებს, სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლაპარაკს? ძალიან სამწუხაროა, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის რეაქციაც გასაკვირია ჩემთვის. ისინიც რჩებიან ამ პოლემიკაში.

ალეკო ელისაშვილს შესვლა თუ უნდა - შევიდეს, ნუ ოცნებობს მაინცდამაინც კოლექტიურ შესვლაზე, თუ უნდა შესვლა, შევიდეს და ატაროს ეს ტვირთი. მას ხომ მიაჩნია, რომ მართალია? კი ბატონო, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სხვა პარტიებს სხვა ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ, შეიძლება მცდარი, მაგრამ გაანებოს თავი. სხვებმაც გაანებონ ალეკო ელისაშვილთან სტუდიებში ჯდომას თავი და პოლემიკას. ამით ხომ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ? ოპოზიცია როცა ამას ვერ ხვდება, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს.

"მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება" - პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

"ფედერაცია არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან" - ლევან კობიაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"