სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა
კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუ­სით 96,6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, ხოლო 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი გარ­და­იც­ვა­ლა. არ დარ­ჩე­ნი­ლა ქვე­ყა­ნა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფენა, რო­მელ­ზეც პან­დე­მი­ამ გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნა.

ასეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში იტა­ლი­ა­ში არის კუნ­ძუ­ლი, რომ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბიც COVID-19-ის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მდგრა­დე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა ჩა­კე­ტი­ლი და ზა­ფხულ­შიც ტუ­რის­ტე­ბის ნა­კადს იღებ­დნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი არ ვლინ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ news-medical.net წერს.

სა­უ­ბა­რია ტოს­კა­ნას რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ ჯი­ლი­ო­ზე, სა­დაც ვირუ­სის 1 შემ­თხვე­ვა ჯერ ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და, ხოლო შემ­დეგ, ახა­ლი წლის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, 12 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­წე­რეს და რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, ამ­ჟა­მად კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იმ ფაქ­ტმა, რომ იტა­ლი­ა­ში ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის დრო­საც კი კუნ­ძულ­ზე COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბი არ ვლინ­დე­ბო­და, ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თა ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი კვლე­ვის ობი­ექ­ტი გახ­და. მეც­ნი­ე­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ იმით, თუ რა­ტომ არ ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი კუნ­ძუ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­ში.

ექ­სპერ­ტებ­მა 2020 წლის 29 აპ­რი­ლი­დან 3 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში ჩა­ა­ტა­რეს სე­როპ­რე­ვა­ლენ­ტუ­რი კვლე­ვა და შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რეს კუნ­ძუ­ლის 723 მა­ცხოვ­რე­ბელს (2019 წლის აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, ჯი­ლი­ო­ში სულ 1400 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს). მათ შო­რის ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი არა­ვის არ აღ­მო­აჩ­ნდა. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად ვერ ასა­ხე­ლე­ბენ, თუ რა­ტომ არი­ან იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ მდგრა­დე­ბი.

მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლის აზ­რით, კუნ­ძულ­ზე არ­სე­ბუ­ლი სუფ­თა ჰა­ე­რი და და­უ­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი გა­რე­მო გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­ში. ექ­სპერტთა მტკი­ცე­ბით, უნდა იყოს შეს­წავ­ლი­ლი კუნ­ძუ­ლის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, კლი­მა­ტუ­რი და მიკ­რო­ე­კო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი, რათა ზუს­ტად დად­გინ­დეს, რის გამო არ ვრცელ­დე­ბა იქ ვირუ­სი ისე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა ად­გი­ლებ­ში.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ასე­ვე მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ჯი­ლი­ოს მა­ცხოვ­რებ­ლებს შე­საძ­ლოა, ჰქონ­დეთ ჯვა­რე­დი­ნი იმუ­ნი­ტე­ტი და ეს ას­რუ­ლებ­დეს გა­დამ­წყვეტ როლს ვირუ­სი­სად­მი აშ­კა­რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

სულ რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმ კუნძულზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა

კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის და ამ დროის განმავლობაში ვირუსით 96,6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. არ დარჩენილა ქვეყანა და სოციალური ფენა, რომელზეც პანდემიამ გავლენა არ მოახდინა.

ასეთ რთულ ვითარებაში იტალიაში არის კუნძული, რომლის მაცხოვრებლებიც COVID-19-ის მიმართ განსაკუთრებულად მდგრადები აღმოჩნდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იქ არაფერი ყოფილა ჩაკეტილი და ზაფხულშიც ტურისტების ნაკადს იღებდნენ, კორონავირუსის შემთხვევები არ ვლინდებოდა. აღნიშნულის შესახებ news-medical.net წერს.

საუბარია ტოსკანას რეგიონში მდებარე კუნძულ ჯილიოზე, სადაც ვირუსის 1 შემთხვევა ჯერ ოქტომბერში გამოვლინდა, ხოლო შემდეგ, ახალი წლის შემდგომ პერიოდში, 12 ინფიცირებული აღწერეს და როგორც იტალიური მედია წერს, ამჟამად კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

იმ ფაქტმა, რომ იტალიაში ვირუსის აფეთქების დროსაც კი კუნძულზე COVID-19-ის შემთხვევები არ ვლინდებოდა, ეპიდემიოლოგთა ინტერესი გამოიწვია და აღნიშნული ადგილი კვლევის ობიექტი გახდა. მეცნიერები დაინტერესდნენ იმით, თუ რატომ არ ვრცელდება ვირუსი კუნძულის მცხოვრებლებში.

ექსპერტებმა 2020 წლის 29 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდში ჩაატარეს სეროპრევალენტური კვლევა და შესაბამისი ტესტი ჩაუტარეს კუნძულის 723 მაცხოვრებელს (2019 წლის აღწერის მიხედვით, ჯილიოში სულ 1400 ადამიანი ცხოვრობს). მათ შორის ვირუსი გადატანილი არავის არ აღმოაჩნდა. ჯერჯერობით ზუსტად ვერ ასახელებენ, თუ რატომ არიან იქ მცხოვრები ადამიანები კორონავირუსის მიმართ მდგრადები.

მკვლევართა ნაწილის აზრით, კუნძულზე არსებული სუფთა ჰაერი და დაუბინძურებელი გარემო გადამწყვეტ როლს თამაშობს ვირუსის გავრცელების შეზღუდვაში. ექსპერტთა მტკიცებით, უნდა იყოს შესწავლილი კუნძულის გეოგრაფიული, კლიმატური და მიკროეკოლოგიური პირობები, რათა ზუსტად დადგინდეს, რის გამო არ ვრცელდება იქ ვირუსი ისე, როგორც მსოფლიოს სხვა ადგილებში.

ეპიდემიოლოგები ასევე მიუთითებენ, რომ ჯილიოს მაცხოვრებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ ჯვარედინი იმუნიტეტი და ეს ასრულებდეს გადამწყვეტ როლს ვირუსისადმი აშკარა წინააღმდეგობაში.

"განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ, აუცილებლად ისე გავაკეთოთ, როგორც ამას ვიღაც სადღაც აკეთებს?" - როგორ განმარტა პუტინმა საჯაროდ აცრაზე უარის თქმა?

"აპრილში გადავდგები თანამდებობიდან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს" - ნიკოლ ფაშინიანი

"ახლა თუ ნავალნის "გაანეიტრალებენ", რუსეთში კიდევ 30 წელი არაფერი შეიცვლება" - როგორ ეპყრობიან ციხეში რუს ოპოზიციონერს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა