სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა
"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბად, გან­სხვა­ვე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან მიმ­დი­ნა­რე­ობს მსუ­ბუ­ქად, არ ხა­სი­ათ­დე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბით, არ ხა­სი­ათ­დე­ბა ლე­ტა­ლო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით, მაგ­რამ ეს სინ­დრო­მი ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას შემ­თხვე­ვა­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მით 7 ბავ­შვი მო­თავ­სდა, სა­ი­და­ნაც 2 რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს.

ამას­თან, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სინ­დრო­მის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლი, სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კის მიერ, უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დღეს წა­რედ­გი­ნე­ბა.

„მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბად - ეს გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მწვა­ვე პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ შემ­თხვე­ვა­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ვლინ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან 2-6 კვი­რის შემ­დეგ. პირ­ვე­ლად ამ სინ­დრო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოჩ­ნდა მა­ი­სის თვე­ში, რო­დე­საც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ფიქ­სირ­და 8 ბავ­შვთან კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნო და სის­ტე­მა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ამ სინ­დრომს უწო­და ის სა­ხე­ლი, რომ­ლი­თაც დღეს ჩვენ ვიც­ნობთ, ეს არის - მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი.

სინ­დრო­მის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი სა­ბო­ლო­ოდ დად­გე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა ით­ვლე­ბა, რომ ეს არ არის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და ით­ვლე­ბა, რომ ეს არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ვირუ­სის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის პა­სუ­ხით, რო­მე­ლიც ვლინ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ. ეს სინ­დრო­მი გან­სხვა­ვე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან მიმ­დი­ნა­რე­ობს მსუ­ბუ­ქად, არ ხა­სი­ათ­დე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბით, არ ხა­სი­ათ­დე­ბა ლე­ტა­ლო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით, გან­სხვა­ვე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან ეს სინ­დრო­მი ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას შემ­თხვე­ვა­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ამ ბავ­შვე­ბის მარ­თვა უნდა მოხ­დეს სტა­ცი­ო­ნარ­ში და არა მხო­ლოდ სტა­ცი­ო­ნარ­ში, არა­მედ მულ­ტიპრო­ფი­ლურ სტა­ცი­ო­ნარ­ში ვი­ნა­ი­დან ამ ბავ­შვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უნდა იღებ­დეს არამ­ხო­ლოდ პე­დი­ატ­რი, არა­მედ ნევ­რო­ლო­გი იმი­ტომ, რომ აზი­ა­ნებს ნერ­ვულ სის­ტე­მა­საც, ნეფ­რო­ლო­გი იმი­ტომ, რომ შე­საძ­ლოა, სა­შარ­დე სის­ტე­მა და­უ­ზი­ან­დეს, ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სპე­ცი­ა­ლის­ტი, კარ­დი­ო­ლო­გი, პულ­მო­ნო­ლო­გი და ა.შ. ანუ ეს არის მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გუ­ლის­ხმობს ამ ბავ­შვე­ბის მარ­თვის ერ­თა­დერთ შე­საძ­ლე­ბელ ად­გი­ლად მრა­ვალპრო­ფი­ლურ პე­დი­ატ­რი­ულ სტა­ცი­ო­ნარს.

ამ სინ­დრო­მის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და­ფიქ­სირ­და ეს იყო 2 ნო­ემ­ბე­რი. ამ სინ­დრო­მის გან­ვი­თა­რე­ბა და სიხ­ში­რე ქვე­ყა­ნა­ში უკავ­შირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს. ჩვენ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სის მაჩ­ვე­ნებ­ლის პიკი სწო­რედ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში იყო, შე­სა­ბა­მი­სად აი ამ პი­კის გამო იან­ვრის პირ­ვე­ლი და ბოლო კვი­რე­ბი იქ­ნე­ბა სწო­რედ ამ სინ­დრო­მით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი და გა­მოვ­ლე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ანუ კო­რო­ნა­ვირუ­სის პიკს ქვე­ყა­ნა­ში ერთი თვის შემ­დეგ მოჰ­ყვე­ბა ამ სინ­დრო­მის მა­ტე­ბის პიკი.

ამ­ჟა­მად იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს 12 პა­ცი­ენ­ტი, მათ­გან 7 არის მხო­ლოდ ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სუ­ლი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნე­ბის შეს­წავ­ლა პე­დი­ატ­რი­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე არ მომ­ხდა­რა და არც იგეგ­მე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ასე რომ ბავ­შვებ­ში ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი, გრი­პის ვაქ­ცი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ დგას.

ამ ვირუ­სის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამ პრო­ტო­კო­ლის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა, კონ­კრე­ტუ­ლად ის კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ვენ პოს­ტკო­რო­ნა­ვირუ­სულ გარ­თუ­ლე­ბას. ეს მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და არ არის ეს პე­დი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის­თვის, ეს მხო­ლოდ მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი პე­დი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის სა­მარ­თა­ვია, ვი­ნა­ი­დან სინ­დრო­მი კომ­პლექ­სუ­რია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გუ­შინ შე­მო­სუ­ლი 7 პა­ცი­ენ­ტი­დან 2 მო­თავ­სდა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ასა­კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­შუ­ა­ლო ასა­კია 6-დან 11-წლამ­დე, ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი პა­ცი­ენ­ტი 14 წლის არის, ყვე­ლა­ზე მცი­რე ასა­კის 1 წლის. ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ არის ასე­თი ჩა­ნა­წე­რი, რომ ყვე­ლა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სით უნდა იყოს გან­ხი­ლუ­ლი, რო­გორც მულ­ტი­ორ­გა­ნუ­ლი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მის შე­დე­გი”, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად, განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იაშვილის კლინიკაში ბოლო ორი დღის განმავლობაში აღნიშნული სინდრომით 7 ბავშვი მოთავსდა, საიდანაც 2 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ სინდრომის მართვის პროტოკოლი, სხვადასხვა კლინიკის მიერ, უკვე შემუშავებულია და ჯანდაცვის სამინისტროს დღეს წარედგინება.

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად - ეს გართულება შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. პირველად ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა მაისის თვეში, როდესაც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 8 ბავშვთან კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მძიმე დაავადება, როდესაც დაავადების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ორგანო და სისტემა და მოგვიანებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ სინდრომს უწოდა ის სახელი, რომლითაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, ეს არის - მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ ეს არ არის ვირუსით გამოწვეული, განპირობებული და ითვლება, რომ ეს არის გამოწვეული ვირუსის ზემოქმედების შედეგად იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ეს სინდრომი განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, განსხვავებით კორონავირუსისგან ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამ ბავშვების მართვა უნდა მოხდეს სტაციონარში და არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ მულტიპროფილურ სტაციონარში ვინაიდან ამ ბავშვების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნევროლოგი იმიტომ, რომ აზიანებს ნერვულ სისტემასაც, ნეფროლოგი იმიტომ, რომ შესაძლოა, საშარდე სისტემა დაუზიანდეს, ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი და ა.შ. ანუ ეს არის მულტისისტემური, რაც ავტომატურად გულისხმობს ამ ბავშვების მართვის ერთადერთ შესაძლებელ ადგილად მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარს.

ამ სინდრომის პირველი შემთხვევა საქართველოში იაშვილის კლინიკაში დაფიქსირდა ეს იყო 2 ნოემბერი. ამ სინდრომის განვითარება და სიხშირე ქვეყანაში უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელს. ჩვენთან კორონავირუსის მაჩვენებლის პიკი სწორედ ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში იყო, შესაბამისად აი ამ პიკის გამო იანვრის პირველი და ბოლო კვირები იქნება სწორედ ამ სინდრომით ჰოსპიტალიზებული და გამოვლენილი ბავშვების რაოდენობა, ანუ კორონავირუსის პიკს ქვეყანაში ერთი თვის შემდეგ მოჰყვება ამ სინდრომის მატების პიკი.

ამჟამად იაშვილის კლინიკაში მკურნალობს 12 პაციენტი, მათგან 7 არის მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში შემოსული.

კორონავირუსის ვაქცინების შესწავლა პედიატრიულ პაციენტებზე არ მომხდარა და არც იგეგმება უახლოეს პერიოდში, ასე რომ ბავშვებში ვაქცინის გამოყენების საკითხი, გრიპის ვაქცინისგან განსხვავებით, არ დგას.

ამ ვირუსის მართვის პროტოკოლი შემუშავებულია და დაახლოებით ერთ საათში იქნება წარდგენილი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში.

ამ პროტოკოლის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე კლინიკა, კონკრეტულად ის კლინიკები, რომლებიც მართავენ პოსტკორონავირუსულ გართულებას. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და არ არის ეს პედიატრიული საავადმყოფოებისთვის, ეს მხოლოდ მულტიპროფილური პედიატრიული საავადმყოფოების სამართავია, ვინაიდან სინდრომი კომპლექსურია და აუცილებელია სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობა.

გუშინ შემოსული 7 პაციენტიდან 2 მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია და საშუალო ასაკია 6-დან 11-წლამდე, ჩვენთან ყველაზე უფროსი პაციენტი 14 წლის არის, ყველაზე მცირე ასაკის 1 წლის. ლეტალური შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის ასეთი ჩანაწერი, რომ ყველა გარდაცვალების შემთხვევა კორონავირუსით უნდა იყოს განხილული, როგორც მულტიორგანული ანთებითი სინდრომის შედეგი”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს

"ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი" -  "ღამის კურიერის" განცხადება

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას გაივლიან