მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს
"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს

თბი­ლი­სის მერი, კახა კა­ლა­ძე გუ­შინ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბულ სკა­მებ­ში ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და­მონ­ტაჟ­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუ­ეა.

„გუ­შინ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბო­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია. ცხა­დია, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ავ­რცე­ლებ­დნენ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ფო­ტო­მა­სა­ლას და ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას და მერს, რომ სა­ერ­თოდ რაზე ვფიქ­რობთ და რა პრო­ექ­ტებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ თურ­მე. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ თით­ქოს მე­რი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ექ­ტი და სკა­მებ­ზე ჩავ­დგით სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბი. ეს რა თქმა უნდა, დიდი ტყუ­ი­ლი და სიც­რუ­ეა. კი­დევ ერთხელ მინ­და რე­ა­ლო­ბა ვუ­თხრა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს არ არის არც მე­რი­ის და არც გამ­გე­ო­ბის პრო­ექ­ტი. ეს არის ორი კარ­გი ადა­მი­ა­ნის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ თა­ვი­ან­თი ქა­ლა­ქი. ამ ორმა ახალ­გაზ­რდამ, ამ კონ­კრე­ტულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში იჯა­რით აიღო ფარ­თი, სა­დაც რეს­ტო­რანს აკე­თე­ბენ. სა­მუ­შა­ო­ე­ბი დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვთ და ელო­დე­ბი­ან, რო­დის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გა­იხ­სნან რეს­ტორ­ნე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან ეს ეტა­პობ­რი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ამ ორმა ახალ­გაზ­რდამ, მო­წეს­რი­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით გა­ნა­თავ­სა ეს მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სკა­მე­ბი, რო­მელ­საც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აქვს საყ­ვა­ვი­ლე­ე­ბი. პირ­ვე­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს რა სი­სუ­ლე­ლე მო­ი­გო­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ და მერ­მა, არ ეყო­ფათ ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე რაც გა­ა­კე­თე­სო? ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა, თით­ქოს ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე რამე ცუდი გა­ვა­კე­თეთ. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, თა­ვი­სი მი­წის­ქვე­შა ურ­ნე­ბით. აბა ის მოგ­წონ­დათ და ის მოს­წონ­და ხალ­ხს, ვირ­თხე­ბი, თაგ­ვე­ბი და სუნი რომ იყო? ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე სა­ერ­თოდ არ ვსა­უბ­რობ.

ჰკი­თხეთ ვა­კე­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, მოს­წონთ თუ არა. მაგ­რამ თქვენ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ოპო­ნენ­ტე­ბი და ის სა­მარ­ცხვი­ნო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, თქვენ გინ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი ცუ­დად წარ­მო­ა­ჩი­ნოთ. მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ნგრე­ვად გინ­დათ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ, კარ­გი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, ცუ­დად გინ­დათ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ, დახ­მა­რე­ბა არა­დახ­მა­რე­ბად და ა.შ. ჩვენ არ მოგ­ცემთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ტყუ­ოთ და შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოთ. ჩვენ იმი­ტომ ვართ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია. ერთი მხრივ, კარ­გია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა რე­ა­ლუ­რად ხე­დავს ვინ ვინ არის და ვინ რას წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვით უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ, თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გა­ნა­თავ­სა სკა­მე­ბი, რომ­ლებ­შიც სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სპირიდონი
29

ამ გაუნათლებელ რეგვენს, თბილისი ვაკე გონია

sniper
26

მაგ საყვავილეებში რომ ყვავილებს ჩარგავენ, ზუსტად ის ხალხი ჩააქრობს სიგარეტებს და დააჭყლეტს "ბიჩოკებს" ვინც ახლა აგინებს მის ავტორებს. ეს ჩვენი ცხოვრების წესი გახდა დიდი ხანია და ამის ამოშანთვას ჩვენი გონებიდან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს

თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ნაგვის ურნები დამონტაჟდა.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა ეს ყველაფერი. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩის ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მერიას და მერს, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობთ და რა პროექტებს ვახორციელებთ თურმე. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს მერიამ განახორციელა პროექტი და სკამებზე ჩავდგით სანაგვე ურნები. ეს რა თქმა უნდა, დიდი ტყუილი და სიცრუეა. კიდევ ერთხელ მინდა რეალობა ვუთხრა საზოგადოებას. ეს არ არის არც მერიის და არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ, ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ. სამუშაოები დამთავრებული აქვთ და ელოდებიან, როდის იქნება შესაძლებელი, ამ პანდემიის პირობებში გაიხსნან რესტორნები და დარწმუნებული ვარ, 1-ელი თებერვლიდან ეს ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება.

ამ ორმა ახალგაზრდამ, მოწესრიგების თვალსაზრისით განათავსა ეს მოსასვენებელი სკამები, რომელსაც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები. პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ ჭავჭავაძეზე რაც გააკეთესო? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ. ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა ის მოგწონდათ და ის მოსწონდა ხალხს, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო? ვიზუალურ მხარეზე საერთოდ არ ვსაუბრობ.

ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს, მოსწონთ თუ არა. მაგრამ თქვენ, მხედველობაში მაქვს ოპონენტები და ის სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხართ დაკავებული, თქვენ გინდათ, ყველაფერი კარგი ცუდად წარმოაჩინოთ. მშენებლობები ნგრევად გინდათ წარმოაჩინოთ, კარგი გაკეთებული საქმეები, ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, დახმარება არადახმარებად და ა.შ. ჩვენ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება მოატყუოთ და შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ იმიტომ ვართ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ერთი მხრივ, კარგია, საზოგადოება რეალურად ხედავს ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მერიამ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განათავსა სკამები, რომლებშიც სანაგვე ურნები იყო დამონტაჟებული.

რა ქონებით დატოვა პრემიერმა თანამდებობა - გიორგი გახარიას ოჯახური შემოსავლები

რა ხდება საქართველოს ავტომაგისტრალებზე - რეგიონალური გზები, სადაც შეზღუდვები მოქმედებს

"მარტიდან შეგვიძლია, ვისაუბროთ დამატებით გახსნაზე" - ნათია თურნავა მთავრობისთვის ვითარების შესაფასებლად, 2-კვირიანი პაუზის საჭიროებაზე საუბრობს