პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება მამუკა ხაზარაძე მასსა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში
როგორ ეხმაურება მამუკა ხაზარაძე მასსა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში

19 იან­ვარს, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და "ლე­ლოს" ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მომ­ხდარს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, რო­მე­ლიც წერს:

"არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა პო­ლი­ტი­კის გა­ყალ­ბე­ბის ბრა­ლია, პო­ლი­ტი­კა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სიც­რუ­ის, სი­ტყვის გა­ტეხ­ვის და ღა­ლა­ტის ბრა­ლი. ამი­ტომ ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა­ზე ან რამე საქ­მე­ზე და­ვი­წყებთ სა­უ­ბარს და გეგ­მებს და­ვა­წყობთ, ჯერ წე­სებ­ზე უნდა შევ­თან­ხმდეთ. „ჯერ წე­სია საქ­მე და მერე საქ­მეა საქ­მეო,“ - ყვე­ლას გვახ­სოვს ეს სი­ტყვე­ბი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის რო­მა­ნი­დან.

ჯერ სა­ერ­თო წეს­ზე შევ­თან­ხმდეთ - იმ მო­რა­ლუ­რი, ეთი­კუ­რი და ღირ­სე­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ კაცს ის­ტო­რი­უ­ლად მოს­დევს. უნდა და­ვა­წე­სოთ, რომ არ­ცერ­თი საქ­მე არ გა­მო­ვა თუ არ გვე­ცო­დი­ნე­ბა სი­ტყვის ფასი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი, თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის და ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის ფასი, თუ უარს არ ვე­ტყვით ღა­ლატს, სიც­რუ­ეს, მო­ნო­ბას, საქ­ვეყ­ნო ინ­ტე­რეს­ზე წინ პი­რა­დის და­ყე­ნე­ბას. პო­ლი­ტი­კა ბინ­ძუ­რი საქ­მე­აო, ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა საქ­მე ბინ­ძუ­რია, თუ მას ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლით, ღვარ­ძლით, ცი­ლის­წა­მე­ბით და პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნით აკე­თებ. და პო­ლი­ტი­კა ბინ­ძუ­რი იქ­ნე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე ეს არ დამ­თავ­რდე­ბა, ვიდ­რე ეს ველი არ გა­იწ­მინ­დე­ბა.

ერთი წე­ლია პო­ლი­ტი­კა­ში ვარ და მივ­ხვდი - ყვე­ლას, ვი­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს ამ ქვეყ­ნის წი­ნა­შე, სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე, ჯერ ამ მარ­ტივ წე­სებ­ზე უნდა შე­თან­ხმდეს და ბო­ლომ­დე და­იც­ვას. მე მჯე­რა, რომ „ლელო“ ამ სტან­დარტს შექ­მნის და და­ამ­კვიდ­რებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში".

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
52
ვის აინტერესებს ორი ლაჩარის ერთმანეთზე გაწელვა? გამახსენდა - უძაღლო ქვეყანაში ვირთხებმა ყეფვა დაიწყესო....
ჩარჩ ხაზარაძეს
99

რაც არ უნდა ილაყბო, მამუკა ბატონო, შენს კისერზე და სინდისზეა, ბინიდან გამოყრილი, უამრავი მოხუცი და ბავშვი, ჩარჩი ხარ, ჩარჩი, ბანკებმა გააღატაკეთ და გააუბედურეთ მოსახლეობა, დიდი პროცენტით დაახრჩვეთ ხალხი, 19-25% -ია, როცა ევროპაში 2-4% ყველაზე დიდი მოგება...

დიახ, პოლიტიკა ბინძურია, რადგან მასში შენნაირი, ბინძური ადამიანებია, აღარ ვლაპარაკობ ნაცსექტაზე, ვისთანაც შეკრული ხარ, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.

არ დაბლოკოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

როგორ ეხმაურება მამუკა ხაზარაძე მასსა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში

როგორ ეხმაურება მამუკა ხაზარაძე მასსა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში

19 იანვარს, "რუსთავი 2"-ის ეთერში "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე, რომელიც წერს:

"არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო,“ - ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან.

ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ - იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვის და ხელის ჩამორთმევის ფასი, თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას. პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ. და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება.

ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი - ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მე მჯერა, რომ „ლელო“ ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში".

"ბარამიძეს რომ ვუთხრა: თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - გოცირიძის პასუხი თანაპარტიელს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართავს