მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია
მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

აშშ-ის პირ­ველ­მა ლე­დიმ, მე­ლა­ნია ტრამპმა მო­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი ლედი, ჯილ ბა­ი­დე­ნი თეთრ სახ­ლში არ და­პა­ტი­ჟა და ამით 100-წლი­ა­ნი ტრა­დი­ცია და­არ­ღვია. ჯილ ბა­ი­დე­ნის ჩა­ი­ზე და­პა­ტი­ჟე­ბა და თეთრ სახ­ლში ერ­თგვა­რი გი­დო­ბის გა­წე­ვა მე­ლა­ნი­ას, რო­გორც პირ­ვე­ლი ლე­დის, ერთ-ერთი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო.

რო­გორც CNN წერს, ბესი ტრუ­მე­ნი­დან მი­შელ ობა­მას ჩათ­ვლით ეს ტრა­დი­ცია არ­ცერთ პირ­ველ ლე­დის არ და­ურ­ღვე­ვია.

ოთხი წლის წინ თა­ვად მე­ლა­ნი­ას მი­შელ ობა­მამ უმას­პინ­ძლა.

მი­შელ ობა­მა მე­ლა­ნია ტრამპს მას­პინ­ძლობს

ეს არის ერთ-ერთი და­უ­წე­რე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ლე­დე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ხოლ­მე. ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, შეხ­ვედ­რა თეთრ სახ­ლში ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იმარ­თე­ბა, ეწყო­ბა მე­დი­ის­თვის ფო­ტო­სე­სი­აც.

ლორა ბუ­ში­სა და მი­შელ ობა­მას შეხ­ვედ­რა თეთრ სახ­ლში

ცნო­ბის­თვის, დღეს აშშ-ის 46-ე პრე­ზი­დენ­ტის, ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნი­სა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, კა­მა­ლა ჰა­რი­სის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

ფიცს ჯერ კა­მა­ლა ჰა­რი­სი, თბი­ლი­სის დრო­ით 20:30 სა­ათ­ზე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, სო­ნია სო­ტო­მა­ი­ე­რის წი­ნა­შე და­დებს, თბი­ლი­სის დრო­ით 21:00 სა­ათ­ზე კი ჯო ბა­ი­დენს ფიცს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ჯონ რო­ბერტსი და­ა­დე­ბი­ნებს, რის შემ­დე­გაც ის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს.

სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ ბა­ი­დე­ნი კა­პი­ტო­ლი­უ­მის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, სა­დაც ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მზა­ო­ბას შე­ა­მოწ­მებს.

ამის შემ­დეგ ჯო ბა­ი­დე­ნი, კა­მა­ლა ჰა­რი­სი და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი - ბა­რაკ ობა­მა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინ­ტო­ნი, მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად, არ­ლინგტო­ნის ეროვ­ნულ სა­საფ­ლა­ო­ზე მივ­ლენ და უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლავს გვირ­გვი­ნით შე­ამ­კო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თეო
47

Არ მიიწვია?ამით არ დაიქცევა ქვეყანა. ეხლა თქვენ დააკვიდით რამდენ ტრადიციას დაარღვევს ბაიდენის მთავრობა.თუ გაუვა სულ ლაწალუწს აუტეხს და თავზე დაიმხობს ამერიკას.

Nik
38

ეჰ, დაბალი სოც.პასუხისმგებლობის მქონე.. მაინც გამომჟღავნდა ბოლოს.. რო იტყვიან, არ გათეთრდების ყორანი.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მომავალი პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ დაპატიჟა და ამით 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია. ჯილ ბაიდენის ჩაიზე დაპატიჟება და თეთრ სახლში ერთგვარი გიდობის გაწევა მელანიას, როგორც პირველი ლედის, ერთ-ერთი მოვალეობა იყო.

როგორც CNN წერს, ბესი ტრუმენიდან მიშელ ობამას ჩათვლით ეს ტრადიცია არცერთ პირველ ლედის არ დაურღვევია.

ოთხი წლის წინ თავად მელანიას მიშელ ობამამ უმასპინძლა.

მიშელ ობამა მელანია ტრამპს მასპინძლობს

ეს არის ერთ-ერთი დაუწერელი ვალდებულება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედები ასრულებენ ხოლმე. ტრადიციის მიხედვით, შეხვედრა თეთრ სახლში ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება, ეწყობა მედიისთვის ფოტოსესიაც.

ლორა ბუშისა და მიშელ ობამას შეხვედრა თეთრ სახლში

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

ფიცს ჯერ კამალა ჰარისი, თბილისის დროით 20:30 საათზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სონია სოტომაიერის წინაშე დადებს, თბილისის დროით 21:00 საათზე კი ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.

ამის შემდეგ ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები - ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.