საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"
რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს გარ­დაც­ვლილ­თან მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა მი­ა­წო­და, მათ მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

"გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მო­ქა­ლა­ქე გ.თ.-ს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას­თან მცხოვ­რებ ნა­თე­სავ გო­გო­ნას მ.შ.-ს, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­ურ­ვე­ო­ბას სა­ჭი­რო­ებს და მას­თან ცხოვ­რობს, სის­ტე­მა­ტი­უ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დას­თან, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­თან და მის ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­თან, რომ­ლებ­საც მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს, იგი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს იც­ნობ­და და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. გ.თ.-ს ჩვე­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას და მ.შ.-ს წარ­მო­სახ­ვი­სა და ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი უნდა იყოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხულ­მა მ.შ.-ს ბი­ძამ ს.ჯ.-მ.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 369 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გრძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
7

pirbvel rigshi ukve ramishvilia dasasjeli romelic sargeblobs ojaxis mcuxarebit da tramvit ar ackobs sakme daboloebuli ikves radgan saarsebo ckaroc ecleba pexeb kvesh aseve vis emaxsovreba misi arseboba skandalisti crupentela advokatia kvelaperze camsvleli ojaxsac vamchnev ackobs es situacia mitumetes rodesac ukve gauukmes dazaralebulis statusi romlebsac ar ackobt saxelis shercxvenis miznitac etkobat dakomplektebuli xasiats ojaxi rom aris ar undat rom datanxmdnen amdeni mtkicebulebis meredac rom matma kalishvilma sicocxle tvitmkvlelobit rom daasrula sxva gegmebi kondat da chauvardat ckalshi xan vis micvdnen xan vis rom anazgaureba aegot axla meurveobis kvesh msikikurad moshlils miadgnen sircxvilia ramishvilo mogeceva tamaris codva ase rom mis suls arcxven da acameb raga ar ikadre da ra ar akadre shearcxvine sakveknod ojaxi droa movides gonze torem ramishviltan ertad siaruls da akolas kargi araperi ikneba momavalshi sagizeshi gaushvebs an ragacas mimokmedeben ukve ojaxsac sheera psikika etkobat

qali
15

რამიშვილს ვინ აგებინებს პასუხს? რამდენი უაზრობა დაუტრიალდება თავში, იმდენი უნდა დატრიალდეს პროკურატურა? და საერთოდ, რა სჭირთ ადვოკატებს ჩვენს ქვეყანაში? პატრონი არ ჰყავთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციიდან ირკვევა, გოგონა, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს გარდაცვლილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, მათ მცდარ ინფორმაციას აწვდის. პროკურატურის ცნობითვე, აღნიშნული პირი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს, იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო პატიმრობას მიუსჯიან - შს მინისტრი სასჯელის გამკაცრებაზე

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს