მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი
"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფით ნივ­თებ­ზე ამ­დე­ნი სა­უ­ბა­რი სირ­ცხვი­ლია. რო­გორც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლი კი არ დაძ­ველ­და, მა­საც მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

"არ გრცხვე­ნი­ათ, მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს. რა სა­კი­თხი დად­გა? მარ­ტო მან­ქა­ნა კი არ არის გაც­ვე­თი­ლი, მეც იმ­დე­ნი მკურ­ნა­ლო­ბა მჭირ­დე­ბა უკვე, დავ­ბერ­დი. ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლია ყო­ფით ნივ­თებ­ზე ამ­დე­ნი ლა­პა­რა­კი. მე არას­დროს და­მი­წყია ეს ლა­პა­რა­კი. მან­ქა­ნა­ზე რომ მო­გიყ­ვე­ბით, მერე კი­დევ რას მკი­თხავთ პი­რა­დი ნივ­თე­ბი­დან?“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ცნო­ბის­თვის, ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დოს და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა "რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მან­ქა­ნა გაც­ვე­თი­ლია და გა­და­ად­გი­ლე­ბა ახალ­ქა­ლა­ქი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით უჭირს.

"რა არის, იცით? მე თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და არ ვი­ტყვი უარს ამა­ზე. კი არ ვარ მა­ინ­ცდა­მა­ინც თავ­მდა­ბა­ლი, მაგ­რამ მარ­თლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, 2006 წლის მან­ქა­ნაა ჩემი და ისე­თი გაც­ვე­თი­ლია იმი­ტომ, რომ ისეთ ად­გილ­ზე ვცხოვ­რობ, ისეთ ად­გი­ლებ­ზე ვცვი­თავ ამ მან­ქა­ნას, ისე­თი დატ­ვირ­თვაა...უბ­რა­ლოდ, თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ მა­ინ­ცდა­მა­ინც, გე­ტყვით, ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ჩა­მო­ვი­დი­ვარ ახალ­ქა­ლა­ქი­დან თბი­ლის­ში იმ დან­გრე­ულ გზებ­ზე, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რათა პატ­რი­არ­ქთან ერ­თად ვიყო წირ­ვა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, რო­გორც მე­უ­ფე აცხა­დებს, ის აჩუ­ქეს და ამ მოკ­ლე დრო­ში ტე­ლე­ფო­ნით რამ­დე­ნი­მე ფილ­მი უკვე გა­და­ი­ღო.

"ეს არის "აი­ფონ 12 პრო“, რა ვქნა ახლა ეს ტე­ლე­ფო­ნი გავ­ყი­დო და გლა­ხა­კებს და­ვუ­რი­გო? ამა­ზეა ლა­პა­რა­კი? ასეთ­მა კი­თხვამ გა­იჟ­ღე­რა პირ­ვე­ლად რო­დე­საც იე­სოს ძვირ­ფა­სი ნელ­სა­ცხებ­ლით და­ბა­ნეს ფე­ხე­ბი. ეს სა­ხა­რე­ბა­შია აღ­წე­რი­ლი. რა­ტომ არ გა­ი­ყი­და ეს და რა­ტომ არ და­უ­რიგ­და გლა­ხა­კებ­სო, მაგ­რამ ით­ქვა, რომ გლა­ხა­კე­ბის დარ­დი კი არ ჰქონ­დაო, ეს ფული იუ­დას ება­რა და ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე იყოო. მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბი ყვე­ლას, რაც შე­მიძ­ლია. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც იტყვის დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე და არ და­მეხ­მა­რაო. რაც შე­მიძ­ლია ვა­კე­თებ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ტე­ლე­ფონს, თით­ქოს პი­რო­ბა გა­მო­მი­ვი­და და რამ­დე­ნი­მე ფილ­მი გა­და­ვი­ღე ამ ტე­ლე­ფო­ნით მა­ღა­ლი ხა­რის­ხით. ამას საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორც ამ­ბო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
13

ისე აბნევთ ხალხს ვეღარ გავიგე ვერაფერი. კიდევ კარგი ღმერთის მართლა გულით მწამს, რომ არსებობს მისი მადლი და ძალა, უფალმა მაპატიოს ამ ნათლისღების დღეს, ამათი კი ვერაფერი გავიგე. რა ვქნა მოძღვარი არ მყავს და მეძახეთ ახლა ურწმუნო. საკუთარი ოჯახის ტრაგედიის გამო, რომელ ეკლესიისკენაც უფროსწორედ რამდენიმე ეკლესიისკენ ყველას სტავკა აქვს ყველაფერზე დაწესებული არ ვიყავი ამდენი ხანი ჩახედული და ყველაფერი შეკვეთილი წირვა, საფლავის კურთხება, საკურთის კურთხება და რავი ყველაფერი ფული ღირს. მაპატიე უფალოოოო, მაგრამ ეს შენ ნამდვილად არ დაგიწესებია. ამაზე მაინც შევთანხმდეთ მამაოებო. ვიცი შრომას წევთ და თქვენს საქმეს ემსახურებით, მაგრამ ეს შესაწირზე უნდა იყოს ვისაც რისი საშუალება აქვს. კიდევ ერთხელ პატიება უფალს

Fsiuuu
12

ამბები.ჯი ტვინს ნუ ბურღავთ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ყოფით ნივთებზე ამდენი საუბარი სირცხვილია. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს საკუთარ ავტომობილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მხოლოდ ავტომობილი კი არ დაძველდა, მასაც მკურნალობა სჭირდება.

"არ გრცხვენიათ, მართლა მაინტერესებს. რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი. ძალიან დიდი სირცხვილია ყოფით ნივთებზე ამდენი ლაპარაკი. მე არასდროს დამიწყია ეს ლაპარაკი. მანქანაზე რომ მოგიყვებით, მერე კიდევ რას მკითხავთ პირადი ნივთებიდან?“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი მანქანა გაცვეთილია და გადაადგილება ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით უჭირს.

"რა არის, იცით? მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი უარს ამაზე. კი არ ვარ მაინცდამაინც თავმდაბალი, მაგრამ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა, 2006 წლის მანქანაა ჩემი და ისეთი გაცვეთილია იმიტომ, რომ ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, ისეთ ადგილებზე ვცვითავ ამ მანქანას, ისეთი დატვირთვაა...უბრალოდ, თუ გაინტერესებთ მაინცდამაინც, გეტყვით, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვიდივარ ახალქალაქიდან თბილისში იმ დანგრეულ გზებზე, უკვე რამდენიმე წელია, რათა პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება ძვირად ღირებულ მობილურ ტელეფონს, როგორც მეუფე აცხადებს, ის აჩუქეს და ამ მოკლე დროში ტელეფონით რამდენიმე ფილმი უკვე გადაიღო.

"ეს არის "აიფონ 12 პრო“, რა ვქნა ახლა ეს ტელეფონი გავყიდო და გლახაკებს დავურიგო? ამაზეა ლაპარაკი? ასეთმა კითხვამ გაიჟღერა პირველად როდესაც იესოს ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები. ეს სახარებაშია აღწერილი. რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა გლახაკებსო, მაგრამ ითქვა, რომ გლახაკების დარდი კი არ ჰქონდაო, ეს ფული იუდას ებარა და ვერცხლისმოყვარე იყოო. მე მაქსიმალურად ვეხმარები ყველას, რაც შემიძლია. არ არსებობს ადამიანი, ვინც იტყვის დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო. რაც შემიძლია ვაკეთებ. რაც შეეხება ამ ტელეფონს, თითქოს პირობა გამომივიდა და რამდენიმე ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით მაღალი ხარისხით. ამას საკმაოდ მნიშვნელობა აქვს, როგორც ამბობენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - ლაშა თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როდიდან გაუარესდება ამინდი?