სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ლეგენდარული ჯაშუში "ჰომეროსი" -  ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი"?
ვინ იყო ლეგენდარული ჯაშუში "ჰომეროსი" -  ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი"?
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

საბ­ჭო­თა აგენ­ტი "ჰო­მე­რო­სი" სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც დიდი ბრი­ტა­ნე­თის, აშშ-ისა და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი "მა­ოხ­რე­ბე­ლი". მის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი მარ­თლაც რომ ძალ­ზე დიდი იყო: 1951-1961 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მან გას­ცა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცია და საბ­ჭო­თა კავ­შირს გა­დას­ცა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტის ვი­ნა­ო­ბა. მხო­ლოდ 1961 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ირ­კვა, რომ "ჰო­მე­რო­სის" ფსევ­დო­ნი­მის მიღ­მა იმა­ლე­ბო­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის (მი-6) მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი - ჯორჯ ბლე­ი­კი.

გე­ორგ ბე­ჰა­რი (შემ­დგომ­ში ჯორჯ ბლე­ი­კი) 1922 წელს და­ი­ბა­და რო­ტერ­დამ­ში (ჰო­ლან­დია), მამა ეგ­ვიპ­ტე­ლი ებ­რა­ე­ლი, ხოლო დედა - ჰო­ლან­დი­ე­ლი კა­თო­ლი­კე ჰყავ­და. ამ სა­ო­ჯა­ხო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, გე­ორგს პო­ლიგ­ლო­ტო­ბის ნიჭი ბავ­შვო­ბი­დან დაჰ­ყვა (მან შე­ის­წავ­ლა და თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და გერ­მა­ნულ, ინ­გლი­სურ, ფრან­გულ, რუ­სულ და ნი­დერ­ლან­დულ ენებს), რა­მაც დი­დად გან­სა­ზღვრა მისი მო­მა­ვა­ლი. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და ავან­ტი­უ­რა იყო. თა­ვად გან­სა­ჯეთ: 18 წლის ბე­ჰა­რი გერ­მა­ნე­ლებს ებ­რძო­და ჰო­ლან­დი­ა­ში, 1943 წელს მან დიდი წვა­ლე­ბით შეძ­ლო ინ­გლის­ში გამ­გზავ­რე­ბა (ამ პე­რი­ო­დი­დან მისი გვა­რი ჯორჯ ბლე­ი­კი გახ­და) და ორი წლის შემ­დეგ, უკვე დიდი ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი, გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ცის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცო­პე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 1948 წელს ბლე­ი­კი კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში (სამ­ხრეთ კო­რეა), კერ­ძოდ, სე­ულ­ში მი­ავ­ლი­ნეს, რო­გორც დაზ­ვერ­ვის რე­ზი­დენ­ტი. 1950 წლის ზა­ფხულ­ში ჯორჯ ბლე­ი­კი და სხვა ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ჩრდი­ლო კო­რე­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს. ისი­ნი მხო­ლოდ სამი წლის შემ­დეგ, 1953 წლის აპ­რილ­ში დაბ­რუნ­დნენ ლონ­დონ­ში. იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჯორჯ ბლე­ი­კი დიდი ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის "Y" სამ­სა­ხუ­რის, ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის (ოპე­რა­ტი­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ფა­რულ მი­ყუ­რა­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და) უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს. ამ დროს ის უკვე საბ­ჭო­თა აგენ­ტი იყო.

რო­გორც შემ­დგომ ბლე­ი­კი იხ­სე­ნებ­და, 1951 წელს, ჯერ კი­დევ ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას, მან თა­ვად შეს­თა­ვა­ზა სამ­სა­ხუ­რი საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვას. ბლე­ი­კი ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ერთხელ, ტყვე­ო­ბა­ში, კარლ მარ­ქსის "კა­პი­ტა­ლის" კი­თხვი­სას, "გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­და", კა­პი­ტა­ლიზ­მის მთე­ლი ბო­რო­ტე­ბა და­ი­ნა­ხა და "კო­მუ­ნიზ­მის სი­დი­ა­დე" ირ­წმუ­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ზღაპ­რე­ბის არა­ვის სჯე­რა.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, რამ უბიძ­გა ახალ­გაზ­რდა ბრი­ტა­ნელ მზვე­რავს, რო­მელ­საც წინ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ელო­და, საბ­ჭო­თა აგენ­ტი და "თხუ­ნე­ლა" გამ­ხდა­რი­ყო?.. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

Vasilii
0

კაცური კაცი.სუპერ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იყო ლეგენდარული ჯაშუში "ჰომეროსი" -  ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი"?

ვინ იყო ლეგენდარული ჯაშუში "ჰომეროსი" -  ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი"?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

საბჭოთა აგენტი "ჰომეროსი" სპეცსამსახურების ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი". მისგან მიყენებული ზიანი მართლაც რომ ძალზე დიდი იყო: 1951-1961 წლების განმავლობაში მან გასცა რამდენიმე ათეული საიდუმლო ოპერაცია და საბჭოთა კავშირს გადასცა რამდენიმე ასეული უცხო ქვეყნის აგენტის ვინაობა. მხოლოდ 1961 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ "ჰომეროსის" ფსევდონიმის მიღმა იმალებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (მი-6) მაღალი რანგის თანამშრომელი - ჯორჯ ბლეიკი.

გეორგ ბეჰარი (შემდგომში ჯორჯ ბლეიკი) 1922 წელს დაიბადა როტერდამში (ჰოლანდია), მამა ეგვიპტელი ებრაელი, ხოლო დედა - ჰოლანდიელი კათოლიკე ჰყავდა. ამ საოჯახო მრავალფეროვნების დამსახურებით, გეორგს პოლიგლოტობის ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვა (მან შეისწავლა და თავისუფლად ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ნიდერლანდულ ენებს), რამაც დიდად განსაზღვრა მისი მომავალი. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ მისი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი და ავანტიურა იყო. თავად განსაჯეთ: 18 წლის ბეჰარი გერმანელებს ებრძოდა ჰოლანდიაში, 1943 წელს მან დიდი წვალებით შეძლო ინგლისში გამგზავრება (ამ პერიოდიდან მისი გვარი ჯორჯ ბლეიკი გახდა) და ორი წლის შემდეგ, უკვე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი, გერმანიაში ნაცისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა. 1948 წელს ბლეიკი კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეა), კერძოდ, სეულში მიავლინეს, როგორც დაზვერვის რეზიდენტი. 1950 წლის ზაფხულში ჯორჯ ბლეიკი და სხვა ბრიტანელი დიპლომატები ჩრდილო კორეის ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს. ისინი მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1953 წლის აპრილში დაბრუნდნენ ლონდონში. იმავე წლის სექტემბერში ჯორჯ ბლეიკი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის "Y" სამსახურის, ერთ-ერთი განყოფილების (ოპერატიული ტექნიკური სამსახური, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებდა) უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ამ დროს ის უკვე საბჭოთა აგენტი იყო.

როგორც შემდგომ ბლეიკი იხსენებდა, 1951 წელს, ჯერ კიდევ ტყვეობაში ყოფნისას, მან თავად შესთავაზა სამსახური საბჭოთა დაზვერვას. ბლეიკი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას კატეგორიულად უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ერთხელ, ტყვეობაში, კარლ მარქსის "კაპიტალის" კითხვისას, "გონება გაუნათდა", კაპიტალიზმის მთელი ბოროტება დაინახა და "კომუნიზმის სიდიადე" ირწმუნა. ბუნებრივია, ამ ზღაპრების არავის სჯერა.

სინამდვილეში, რამ უბიძგა ახალგაზრდა ბრიტანელ მზვერავს, რომელსაც წინ წარმატებული კარიერა ელოდა, საბჭოთა აგენტი და "თხუნელა" გამხდარიყო?.. გააგრძელეთ კითხვა

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი

რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის 2021 წელს?

"T-31" - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც თურქულ და ებრაულ ანალოგებს აჯობა