სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი
"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი

აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი, ემიგ­რან­ტებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის­თვის 8-წლი­ან პე­რი­ოდს შეს­თა­ვა­ზებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ესო­ში­ე­თიდ პრე­სი“ ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბა­ი­დე­ნი სა­ი­მიგ­რა­ციო კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც აშშ-ში იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სის გა­რე­შე მცხოვ­რებ 11 მი­ლი­ო­ნამ­დე პირს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის 8 წელ­ში მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. რო­გორც გა­მო­ცე­მა სა­კუ­თარ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის წარ­დგე­ნა, რომ­ლის მო­ცუ­ლო­ბაც ასო­ბით გვერ­დია, ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ იგეგ­მე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც 2021 წლის 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში ლე­გა­ლუ­რი სტა­ტუ­სის გა­რე­შე ცხოვ­რო­ბენ, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დი­სა და სხვა მო­თხოვ­ნებს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ან მწვა­ნე ბა­რა­თის მო­სა­პო­ვებ­ლად ხუთი წელი დას­ჭირ­დე­ბათ. ამის შემ­დეგ მათ, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბამ­დე, სამ­წლი­ა­ნი გზის გავ­ლა მო­უ­წევთ. აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის დროს ჯო ბა­ი­დე­ნი დო­ნალდ ტრამ­პის სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ქმე­დე­ბებს ამე­რი­კულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე „უმო­წყა­ლო თავ­დას­ხმას“ უწო­დებ­და და აცხა­დებ­და, რომ ამ ზი­ანს აღ­მო­ფხვრი­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეგობარი გზად და ხიდად
8

უვიზო რეჟიმი აშშ

xx
4

ენდე ალიენდეს, დაგიხატავენ, თუმცა ოცნებას კაცი არ მოუკლავს, იოცნებე შვილო ჩემო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი

"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც აშშ-ში იურიდიული სტატუსის გარეშე მცხოვრებ 11 მილიონამდე პირს მოქალაქეობის 8 წელში მიღების საშუალებას მისცემს. როგორც გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კანონპროექტის წარდგენა, რომლის მოცულობაც ასობით გვერდია, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე ცხოვრობენ, ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების პროცედურების გავლის, გადასახადების გადახდისა და სხვა მოთხოვნებს დაკმაყოფილების შემთხვევაში დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად ხუთი წელი დასჭირდებათ. ამის შემდეგ მათ, მოქალაქეობის უფლებების მინიჭებამდე, სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ქმედებებს ამერიკულ ფასეულობებზე „უმოწყალო თავდასხმას“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ ამ ზიანს აღმოფხვრიდა.

"წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ის მუშაობს" - ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები განახევრდა

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

აშშ-ის პერსონალური სანქციები პუტინს? - სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს