სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC FUTURE: ვირუსები, რომლებსაც ადამიანების განკურნება შეუძლიათ
BBC  FUTURE:  ვირუსები, რომლებსაც ადამიანების განკურნება შეუძლიათ

ბრი­ტა­ნულ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია მსოფ­ლი­ო­ში გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ფა­გე­ბის შეს­წავ­ლა­სა და წარ­მა­ტე­ბულ ფა­გო­თე­რა­პი­ა­ში. სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია "სპე­ცი­ფი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ვირუ­სე­ბის“ - ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის უნი­კა­ლურ როლ­ზე ადა­მი­ა­ნის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის საქ­მე­ში, ამას­თან ერ­თად ხაზ­გას­მუ­ლია ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტის მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი და ექი­მე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია ერთ-ერთი ფრან­გი კის­ტო­ზუ­რი ფიბ­რო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გამო "ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუტ­თან“ ასო­ცი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში „ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრში“ პე­რი­ო­დუ­ლად მკურ­ნა­ლობს ფა­გე­ბით. ფა­გო­თე­რა­პი­ის პირ­ვე­ლი­ვე კურ­სის დროს, ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ი­ღო შე­დე­გი და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და. ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ან­ტი­ბი­ო­ტი­კო-რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით არი­ან და­ა­ვა­დე­ბულ­ნი. ამ­ჟა­მად, სამ­წუ­ხა­როდ, Covid-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის გამო, პა­ცი­ენ­ტებს უჭირთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, თუმ­ცა იმე­დი აქვთ, რომ სულ მალე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მათი მკურ­ნა­ლო­ბის თბი­ლის­ში გაგ­რძე­ლე­ბა, წერს BBC Future.

სამ­წუ­ხა­როდ, ფა­გო­თე­რა­პია უცხო­ეთ­ში არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი თე­რა­პი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფა­გე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით წარ­მა­ტე­ბით იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აშშ-ში რა­მო­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მძი­მე ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით. ბელ­გი­ა­ში ფა­გო­თე­რა­პია უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის ე.წ. პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ფა­გო­თე­რა­პი­ის, რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ელი­ა­ვას სახ. ინ­სტი­ტუ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, ინ­სტი­ტუ­ტის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და მას­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბით უნდა მოხ­დეს. ინ­სტი­ტუ­ტი გა­ნაგ­რძობს თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან, ტრა­დი­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ახ­ლაც, არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, კერ­ძოდ, უცხო­ელ პა­ცი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, ონ­ლა­ინ სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით, ასე­ვე მუ­შა­ობს ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან მი­სა­და­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით – ვკი­თხუ­ლობთ BBC FUTURE-ის სტა­ტი­ა­ში.

ელი­ა­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი

მის: გო­თუ­ას ქუჩა #3

ტელ: +995322370215 ; +995599370210

ელ-ფოს­ტა: info@pha.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

BBC FUTURE: ვირუსები, რომლებსაც ადამიანების განკურნება შეუძლიათ

BBC  FUTURE:  ვირუსები, რომლებსაც ადამიანების განკურნება შეუძლიათ

ბრიტანულმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოში გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ფაგების შესწავლასა და წარმატებულ ფაგოთერაპიაში. სტატიაში საუბარია ,,სპეციფიკური თვისებების მქონე ვირუსების“ - ბაქტერიოფაგების უნიკალურ როლზე ადამიანის ინფექციური დაავადებების მკურნალობის საქმეში, ამასთან ერთად ხაზგასმულია ელიავას სახ. ინსტიტუტის მდიდარი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ, რასაც უცხოელი კოლეგები, მეცნიერები და ექიმები ადასტურებენ. სტატიაში აღწერილია ერთ-ერთი ფრანგი კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტის შესახებ, რომელიც ქრონიკული ინფექციის გამო ,,ელიავას ინსტიტუტთან“ ასოცირებულ კლინიკაში „ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში“ პერიოდულად მკურნალობს ფაგებით. ფაგოთერაპიის პირველივე კურსის დროს, ფაგებით მკურნალობამ რამდენიმე დღეში გამოიღო შედეგი და პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ქრონიკული ინფექციებით არიან დაავადებულნი. ამჟამად, სამწუხაროდ, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, პაციენტებს უჭირთ საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა იმედი აქვთ, რომ სულ მალე შესაძლებელი გახდება მათი მკურნალობის თბილისში გაგრძელება, წერს BBC Future.

სამწუხაროდ, ფაგოთერაპია უცხოეთში არ არის აღიარებული, როგორც ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის ერთ-ერთი თერაპიული საშუალება. თუმცა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ბელგიაში მეცნიერები და შესაბამისი სპეციალისტები ბაქტერიოფაგების ოფიციალური აღიარების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. ბოლო წლების განმავლობაში ფაგები, სამკურნალო მიზნით წარმატებით იქნა გამოყენებული აშშ-ში რამოდენიმე ათეული მძიმე ავადმყოფის გადარჩენის მიზნით. ბელგიაში ფაგოთერაპია უკვე აღიარებულია ინდივიდუალურ პაციენტებში გამოყენებისთვის, როგორც მკურნალობის ე.წ. პერსონალიზებული მიდგომა. შესაბამისად, ფაგოთერაპიის, როგორც ინფექციური დაავადებების სამკურნალო საშუალებების აღიარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ელიავას სახ. ინსტიტუტის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებით, ინსტიტუტის უშუალო მონაწილეობითა და მასთან ურთიერთთანამშრომლობით უნდა მოხდეს. ინსტიტუტი განაგრძობს თავის მნიშვნელოვან, ტრადიციულ საქმიანობას ახლაც, არსებული პანდემიის პირობებში, კერძოდ, უცხოელ პაციენტებს ემსახურება დისტანციურად, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით, ასევე მუშაობს ფაგური პრეპარატების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების მიმართულებით – ვკითხულობთ BBC FUTURE-ის სტატიაში.

ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი

მის: გოთუას ქუჩა #3

ტელ: +995322370215 ; +995599370210

ელ-ფოსტა: info@pha.ge

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება - რა განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ?

"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

"ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ის რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს" - მეუფე დიმიტრი