კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანული კვლევა - კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა
ბრიტანული კვლევა - კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა

კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­სა­მე­დი, რომ­ლებ­საც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ, კვლავ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მოხ­ვდა, სა­დაც, სა­შუ­ა­ლოდ ყო­ვე­ლი მე­ა­თე მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა, - CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კის ოფი­სის, ლეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სხვა მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა 48 000-მდე იმ ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ის­წავ­ლა, რომ­ლე­ბიც, აგ­ვის­ტოს ბოლო პე­რი­ო­დამ­დე, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ. მათ 140 დღის, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვის მან­ძილ­ზე აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

„სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან გა­წე­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხე­ლახ­ლა მოხ­ვდა და ყო­ველ 10 ადა­მი­ან­ში ერ­თზე მეტი გარ­და­იც­ვა­ლა“, - წერს გუნ­დი კვლე­ვის წი­ნას­წარ შე­დე­გებ­ში, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლის მიერ გან­ხი­ლუ­ლი არ არის, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის მტკი­ცე­ბით, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ხე­ლა­ხა­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ, გულ­თან, თირკმლებ­თან, ღვიძლსა და სხვა ორ­გა­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

„გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი იყო დი­ა­ბე­ტი­სა და ინ­ფარ­ქტის შემ­თხვე­ვე­ბი,“ - აცხა­დე­ბენ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი.

მათი გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ხან­გრძლი­ვი უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უც­ვე­ლე­ბი 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან.

ემრე
0

ახალი ამბავი, ეგ ისედაც ყველამ იცის რომ კოვიდი უარყოფითი პასუხის მოსვლისას არ მთავრდება და კიდე გრძელდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ბრიტანული კვლევა - კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა

ბრიტანული კვლევა - კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა

კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული.

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის, ლესტერის უნივერსიტეტისა და სხვა მეცნიერთა ჯგუფმა 48 000-მდე იმ ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც, აგვისტოს ბოლო პერიოდამდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მათ 140 დღის, ანუ დაახლოებით 5 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ.

„საავადმყოფოებიდან გაწერილი ადამიანების თითქმის მესამედი სამკურნალო დაწესებულებებში ხელახლა მოხვდა და ყოველ 10 ადამიანში ერთზე მეტი გარდაიცვალა“, - წერს გუნდი კვლევის წინასწარ შედეგებში, რომელიც ჯერჯერობით სამედიცინო ჟურნალის მიერ განხილული არ არის, თუმცა ინტერნეტში განთავსებულია.

კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

„განსაკუთრებით ხშირი იყო დიაბეტისა და ინფარქტის შემთხვევები,“ - აცხადებენ კვლევაში ჩართული მეცნიერები.

მათი განმარტებით, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები 70 წელს გადაცილებული პირები არიან.

"ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ის რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს" - მეუფე დიმიტრი

"ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაც გარდატეხას შეიტანს პანდემიის დამარცხებაში" - სამების ეზოში წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდა

"ენდეთ ადგილობრივ პროფესიონალებს" - რას ამბობს ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მედიკოსი ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე?