მსოფლიო
სამართალი
სპორტი

12

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 17:14-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 12:58-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში და "თბილისი მედიკი“, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო სამედიცინო პროდუქტების ონლაინ გაყიდვები
ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში და "თბილისი მედიკი“, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო სამედიცინო პროდუქტების ონლაინ გაყიდვები

დღე­ვან­დელ დღეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ამ ამო­ცა­ნებ­თან შე­ჭი­დე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი კი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტაა. სწო­რედ ამა­ზე მუ­შა­ობს „თბი­ლი­სი მე­დი­კი“ - ეს ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა, სა­დაც არა­ერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო ბრენ­დი ერთ სივ­რცე­ში ერ­თი­ან­დე­ბა. Tbilisi Medic სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის: აპა­რა­ტუ­რის, ავე­ჯის, სა­ხარ­ჯი მა­სა­ლის, ქი­რურ­გი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის და პა­ცი­ენ­ტის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის იმ­პორ­ტს და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს, ასე­ვე, აპა­რა­ტუ­რის მონ­ტაჟ­სა და შემ­დგომ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

კომ­პა­ნია Tbilisi Medic სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტის იმ­პორ­ტსა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკვე 10 წელ­ზე მე­ტია, ახორ­ცი­ე­ლებს. სწო­რედ კომ­პა­ნი­ი­სა და მისი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის­თვის არა­ერ­თი სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ტი მყი­სი­ე­რა­დაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და თა­ნაც, საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლი სერ­ვი­სით. სხვა­დას­ხვა ტი­პის აპა­რა­ტუ­რა, ავე­ჯი, სა­ხარ­ჯი მა­სა­ლა, ქი­რურ­გი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, პა­ცი­ენ­ტის მოვ­ლი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სხვა, შე­გიძ­ლი­ათ, კომ­პა­ნი­ის ახა­ლი პლატ­ფორ­მის, shop.tbilisimedic.ge -ს მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­ძი­ნოთ და მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მაშ­ტა­ბით ად­გილ­ზე მი­ი­ღებთ. შემ­დგომ კი უკვე სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, აპა­რა­ტუ­რის მონ­ტა­ჟი­თა და სა­ინ­ჟინ­რო-სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბი­თაც შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ. კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ჟინ­რო გუნ­დი რე­გუ­ლა­რულ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დამ­ზა­დე­ბას გა­დის და პრო­ფე­სი­ულ-ტექ­ნი­კურ კომ­პე­ტენ­ცი­ებს მუდ­მი­ვად ავი­თა­რებს.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, თა­ვი­დან­ვე მათი მი­ზა­ნი იყო, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ, რაც პრო­დუქ­ცი­ის სა­ი­მე­დო ხა­რისხსა და მი­სა­ღებ ფასს გუ­ლის­ხმობს.რა თქმა უნდა, პან­დე­მია „თბი­ლი­სი მე­დი­კის“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხა და კომ­პა­ნი­ას იმგვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­კენ უბიძ­გა, რაც არ­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და - მა­გა­ლი­თად, „თბი­ლი­სი მე­დი­კი“გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ვი­და ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რი­დან შეს­ყიდ­ვებ­ზე, რაც კლი­ენ­ტებ­ზე ზრუნ­ვით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

რა არის კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი და რო­გორ ქმნის 10-წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას „თბი­ლი­სი მე­დი­კი“ - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი რუ­სი­ტაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით ხდე­ბა თქვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის გამ­დიდ­რე­ბა?

- კომ­პა­ნია პარტნი­ორ­თა წრე­სა და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ბრენ­დე­ბის ასორ­ტი­მენტს მუდ­მი­ვად ამ­დიდ­რებს. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი გა­სუ­ლი წლი­სა, Tbilisi Medic სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სა და ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბის წა­მო­წყე­ბას გა­ნაგ­რძობს.

2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გა. გა­მო­ვარ­ჩევ­დით ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ბრენდ „ნა­ი­დეკს“.კომ­პა­ნია NIDEK 50 წელ­ზე მე­ტია, ქმნის თვა­ლის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ აპა­რა­ტუ­რას. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრენდმა გა­ნა­ვი­თა­რა წარ­მო­ე­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია რო­გორც ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის, ასე­ვე ოპ­ტო­მეტ­რი­ის, ლინ­ზე­ბის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. NIDEK-ის მი­ზა­ნია, გა­ზარ­დოს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის როლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის სა­კი­თხში, რაც პირ­და­პირ ბმა­შია „თბი­ლი­სი მე­დი­კის“ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან.NIDEK-ის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რა უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია კომ­პა­ნია „თბი­ლი­სი მე­დი­კის“ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში. 2020 წლი­დან ჩვე­ნი სა­დის­ტრი­ბუ­ციო ქსე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნალ ინ­ჟი­ნერ­თა გუნდთან ერ­თად უზ­რუნ­ველ­ყოფს NIDEK-ის აპა­რა­ტუ­რით კლი­ნი­კე­ბის მო­მა­რა­გე­ბას.პირ­ველ ეტაპ­ზე ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის აპა­რა­ტუ­რა, კე­რა­ტო­რეფ­რაქ­ტო­მეტ­რი და­მონ­ტაჟ­და კლი­ნი­კა „ავერსში“, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რით ჩა­ი­ტა­როს თვა­ლის კვლე­ვა და მო­ახ­დი­ნოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ, გვე­სა­უბ­როთ კონ­კრე­ტუ­ლად ბრენ­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა პრო­დუქ­ცი­აც თქვენ­თა­ნაა წა­რა­მოდ­გე­ნი­ლი?

- ერთ სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 15-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო ბრენ­დი, გა­მოვ­ყოფ­დით სა­მე­დი­ცი­ნო ავე­ჯის ბრენ­დს Turmed-ს, Sonoscape-ს ულტრაბ­გე­რი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, NIDEK-ს ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, Ortho Clinical Diagnostic-ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სხვა. ჩვენს შო­უ­რუმ­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს,შე­არ­ჩი­ოს ევ­რო­პუ­ლი, აზი­უ­რი და ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცია, რო­გო­რი­ცა­ა­ე­ქოს­კო­პი­ის აპა­რა­ტე­ბი, ანა­ლი­ზა­ტო­რე­ბი, ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი აპა­რა­ტუ­რა, პა­ცი­ენ­ტის დაკ­ვირ­ვე­ბის მო­ნი­ტო­რე­ბი, ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფე­ბი, ლი­ნე­ო­მა­ტე­ბი, პულ­სოქ­სი­მეტ­რე­ბი, სუნ­თქვის და სა­ნარ­კო­ზე აპა­რა­ტე­ბი, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბი, ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მა­გი­დე­ბი, შირ­მე­ბი, შტა­ტი­ვე­ბი, გა­ს­ა­სინ­ჯი და სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დე­ბი, გა­ნა­თე­ბე­ბი და ბევ­რი სხვა მსგავ­სი ტი­პის პრო­დუქ­ცია.

- რა ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გი­წი­ათ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რამ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა მო­თხოვ­ნა თქვენს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რო­მელ პრო­დუქ­ცი­ა­ზე გა­ი­ზარ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­პორ­ტი და მი­წო­დე­ბა?

- 2020 წლის და­სა­წყი­სი­დან­ვე არა­ერ­თი სირ­თუ­ლე გაჩ­ნდა ჩვენს ინ­დუსტრი­ა­ში. პან­დე­მი­ი­სა და არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ზღუდ­ვის გამო და­ირ­ღვა ლო­ჯის­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვი, გარ­თულ­და პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა, რად­გან მი­წო­დე­ბის ქსე­ლი გა­და­იტ­ვირ­თა. თუ გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის დედ­ლა­ი­ნად 4 თვე გვქონ­და, ამ ეტა­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე გვი­წევს პრო­დუქ­ცი­ის შეკ­ვე­თა, რად­გან მი­ღე­ბის დრო გაზ­რდი­ლია. ამან ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და ლო­ჯის­ტი­კუ­რი ხარ­ჯე­ბი და ბა­ზარ­ზე გარ­კვე­უ­ლი დაბ­ნე­უ­ლო­ბაც გა­მო­იწ­ვია. წლის და­სა­წყი­სი­დან­ვე და­ი­წყო ფა­სე­ბის უე­ცა­რი ზრდა, რაც ამ ინ­დუსტრი­ის­თვის საკ­მა­ოდ დიდი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ, მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გა­ა­ჩე­რეს შეს­ყიდ­ვე­ბი, რად­გან არ იცოდ­ნენ, რამ­დე­ნად მი­ი­ღებ­და გაძ­ვი­რე­ბულ პრო­დუქტს ბა­ზა­რი. წლის და­სა­წყის­ში გარ­თულ­და პრო­დუქ­ცი­ის მა­რა­გე­ბის სა­თა­ნა­დოდ შევ­სე­ბა. პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, საქ­მის გა­რე­შე და­ტო­ვა გა­ყიდ­ვე­ბის გუნ­დე­ბი, ამი­ტომ ისე­თი ბიზ­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ ერ­თდრო­უ­ლად თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და დე­ფი­ცი­ტუ­რი პრო­დუქ­ცი­ის შევ­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. და­ვი­წყეთ ად­გი­ლობ­რი­ვი შეს­ყიდ­ვე­ბი და ეს გა­ყიდ­ვე­ბის გუნდს და­ე­ვა­ლა. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში სად­მე ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ცია არ­სე­ბობ­და, ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ი­სა თუ ფი­ზი­კუ­რი პი­რის­გან, ის ჩვენ უნდა შეგ­ვე­ძი­ნა. ამით ორი რამ მო­ვი­გეთ: თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ და თა­ნაც, დე­ფი­ცი­ტუ­რი მა­რა­გე­ბი შე­ვავ­სეთ. ამას­თა­ნა­ვე,შევ­ქმე­ნით გარ­კვე­უ­ლი სა­ხელ­ფა­სო სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი, რად­გან გა­ურ­კვევ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბით ყო­ფი­ლიყ­ვნენ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი.

- რა არის ის მთა­ვა­რი, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მსგავ­სი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან გან­გას­ხვა­ვებთ?

- სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტსა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს. ამ კომ­პა­ნი­ე­ბის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი და სტრა­ტე­გი­ე­ბი ქმნი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან ბა­ზარს. ასეთ გა­რე­მო­ში, რომ უკვე 10 წე­ლია, იქ­მნე­ბა წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია, ნიშ­ნავს, რომ სწო­რი ბიზ­ნეს სტრა­ტე­გი­ით ვი­კა­ვებთ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს კონ­კუ­რენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ინ­დუსტრია მზარ­დი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სეა, რაც მო­ი­თხოვს, რომ კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი­ი­ყოს.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი კომ­პა­ნი­ის უწყვეტ ზრდას უკავ­შირ­დე­ბა, რო­გორც პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტის, ისე გუნ­დის თვალ­საზ­რი­სით. ჩვე­ნი გა­ნა­ცხა­დი - „ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ტი ერთ სივ­რცე­ში“, გუ­ლის­ხმობს, რომ გარ­და ასორ­ტი­მენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბი­სა, ნაშ­თე­ბიც მუდ­მი­ვად შევ­სე­ბა­დი უნდა იყოს. გა­მარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი მო­ი­თხოვს, პრო­დუქ­ტი ყო­ველ­თვის ად­გილ­ზე გვქონ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა იმ სირ­თუ­ლი­სა, რაც შე­ზღუდ­ვე­ბის, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და გა­დატ­ვირ­თუ­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვის გამო შე­საძ­ლოა მოხ­დეს. პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია ვი­ყა­ვით ჩვენს სფე­რო­ში, რო­მელ­მაც პრო­დუქ­ცის შეს­ყიდ­ვა მომ­ხმა­რებ­ლებს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის shop.tbilismedic.ge -ს მეშ­ვე­ო­ბით შეს­თა­ვა­ზა და სი­ახ­ლე­ებს მო­მა­ვალ­შიც გან­ვაგ­რძობთ. საკ­მა­ოდ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, რა კუ­თხით გა­იზ­რდე­ბა გა­ყიდ­ვე­ბი სა­მო­მავ­ლოდ, რად­გან ამ მხრივ გა­რე­მო სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დია. ამი­ტომ, ანა­ლი­ტი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­წარ­მო­ებთ. მეტი სი­ახ­ლის, გა­ყიდ­ვე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბის ზრდი­სა და არა­ერ­თი პრო­ცე­სის გა­ციფ­რუ­ლე­ბის­თვის კი მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ, რად­გან ეს რო­გორც ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, ქვეყ­ნის­თვის კი კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია.

R

სოფიო ფრუიძე
0

ძლიერი კომპანია,ძლიერი გუნდით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ აპირებს "ქართული ოცნება" ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში და "თბილისი მედიკი“, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო სამედიცინო პროდუქტების ონლაინ გაყიდვები

ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში და "თბილისი მედიკი“, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო სამედიცინო პროდუქტების ონლაინ გაყიდვები

დღევანდელ დღეს გამოწვევები სამედიცინო კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, ამ ამოცანებთან შეჭიდების ერთ-ერთი მთავარი იარაღი კი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტაა. სწორედ ამაზე მუშაობს „თბილისი მედიკი“ - ეს ქართული კომპანიაა, სადაც არაერთი სამედიცინო ბრენდი ერთ სივრცეში ერთიანდება. Tbilisi Medic სამედიცინო პროდუქციის: აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას ახორციელებს, ასევე, აპარატურის მონტაჟსა და შემდგომ მომსახურებას.

კომპანია Tbilisi Medic საქართველოში სამედიცინო პროდუქციის ფართო ასორტიმენტის იმპორტსა და რეალიზაციას უკვე 10 წელზე მეტია, ახორციელებს. სწორედ კომპანიისა და მისი გუნდის დამსახურებით ქვეყანაში როგორც ფიზიკური, ასევე კორპორაციული კლიენტებისთვის არაერთი სახის სამედიცინო პროდუქტი მყისიერადაა ხელმისაწვდომი და თანაც, საკმაოდ მოქნილი სერვისით. სხვადასხვა ტიპის აპარატურა, ავეჯი, სახარჯი მასალა, ქირურგიული ინსტრუმენტები, პაციენტის მოვლისა და რეაბილიტაციის საშუალებები და სხვა, შეგიძლიათ, კომპანიის ახალი პლატფორმის, shop.tbilisimedic.ge -ს მეშვეობით შეიძინოთ და მას მთელი საქართველოს მაშტაბით ადგილზე მიიღებთ. შემდგომ კი უკვე საჭიროებისამებრ, აპარატურის მონტაჟითა და საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. კომპანიის საინჟინრო გუნდი რეგულარულ საერთაშორისო გადამზადებას გადის და პროფესიულ-ტექნიკურ კომპეტენციებს მუდმივად ავითარებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, თავიდანვე მათი მიზანი იყო, რომ ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული პროდუქციის იმპორტი განეხორციელებინათ, რაც პროდუქციის საიმედო ხარისხსა და მისაღებ ფასს გულისხმობს.რა თქმა უნდა, პანდემია „თბილისი მედიკის“ საქმიანობაზეც აისახა და კომპანიას იმგვარი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგა, რაც არსებულ შეზღუდვებთან შესაბამისობაში იქნებოდა - მაგალითად, „თბილისი მედიკი“გარკვეული პერიოდი გადავიდა ადგილობრივი ბაზრიდან შესყიდვებზე, რაც კლიენტებზე ზრუნვით იყო გამოწვეული.

რა არის კომპანიის საქმიანობაში ძირითადი აქცენტები და როგორ ქმნის 10-წლიანი წარმატების ისტორიას „თბილისი მედიკი“ - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი რუსიტაშვილი ესაუბრება.

- რა ინტენსივობით ხდება თქვენი პროდუქციის გამდიდრება?

- კომპანია პარტნიორთა წრესა და ექსკლუზიური ბრენდების ასორტიმენტს მუდმივად ამდიდრებს. მიუხედავად რთული და დატვირთული გასული წლისა, Tbilisi Medic საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ახალი თანამშრომლობების წამოწყებას განაგრძობს.

2020 წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. გამოვარჩევდით ოფთალმოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ ბრენდ „ნაიდეკს“.კომპანია NIDEK 50 წელზე მეტია, ქმნის თვალის დიაგნოსტირების მაღალტექნოლოგიურ აპარატურას. ბოლო წლების განმავლობაში ბრენდმა განავითარა წარმოების ძირითადი მიმართულებები და კონკურენტუნარიანია როგორც ოფთალმოლოგიის, ასევე ოპტომეტრიის, ლინზების წარმოების მიმართულებით. NIDEK-ის მიზანია, გაზარდოს ტექნოლოგიების როლი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხში, რაც პირდაპირ ბმაშია „თბილისი მედიკის“ ფასეულობებთან.NIDEK-ის მაღალტექნოლოგიური აპარატურა უკვე ხელმისაწვდომია კომპანია „თბილისი მედიკის“ საგამოფენო დარბაზში. 2020 წლიდან ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი პროფესიონალ ინჟინერთა გუნდთან ერთად უზრუნველყოფს NIDEK-ის აპარატურით კლინიკების მომარაგებას.პირველ ეტაპზე ოფთალმოლოგიის აპარატურა, კერატორეფრაქტომეტრი დამონტაჟდა კლინიკა „ავერსში“, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება, მაღალტექნოლოგიური აპარატურით ჩაიტაროს თვალის კვლევა და მოახდინოს დიაგნოსტირება.

- შეგიძლიათ, გვესაუბროთ კონკრეტულად ბრენდების შესახებ, რომელთა პროდუქციაც თქვენთანაა წარამოდგენილი?

- ერთ სივრცეში წარმოდგენილია 15-მდე საერთაშორისო სამედიცინო ბრენდი, გამოვყოფდით სამედიცინო ავეჯის ბრენდს Turmed-ს, Sonoscape-ს ულტრაბგერითი მიმართულებით, NIDEK-ს ოფთალმოლოგიის მიმართულებით, Ortho Clinical Diagnostic-ს ლაბორატორიის მიმართულებით და სხვა. ჩვენს შოურუმში მომხმარებელს საშუალება აქვს,შეარჩიოს ევროპული, აზიური და ამერიკული წარმოების პროდუქცია, როგორიცააექოსკოპიის აპარატები, ანალიზატორები, ლაპარასკოპიული აპარატურა, პაციენტის დაკვირვების მონიტორები, ელექტროკარდიოგრაფები, ლინეომატები, პულსოქსიმეტრები, სუნთქვის და სანარკოზე აპარატები, ფუნქციონალური საწოლები, ინსტრუმენტების მაგიდები, შირმები, შტატივები, გასასინჯი და საოპერაციო მაგიდები, განათებები და ბევრი სხვა მსგავსი ტიპის პროდუქცია.

- რა ცვლილებების განხორციელება მოგიწიათ პანდემიის პერიოდში, რამდენად შეიცვალა მოთხოვნა თქვენს მომსახურებაზე და პანდემიასთან დაკავშირებულ რომელ პროდუქციაზე გაიზარდა ყველაზე მეტად იმპორტი და მიწოდება?

- 2020 წლის დასაწყისიდანვე არაერთი სირთულე გაჩნდა ჩვენს ინდუსტრიაში. პანდემიისა და არაერთი საერთაშორისო შეზღუდვის გამო დაირღვა ლოჯისტიკური ჯაჭვი, გართულდა პროდუქციის მიწოდება, რადგან მიწოდების ქსელი გადაიტვირთა. თუ გარკვეული პროდუქციის მიღების დედლაინად 4 თვე გვქონდა, ამ ეტაზე გაცილებით ადრე გვიწევს პროდუქციის შეკვეთა, რადგან მიღების დრო გაზრდილია. ამან ცხადია, მნიშვნელოვნად გაზარდა ლოჯისტიკური ხარჯები და ბაზარზე გარკვეული დაბნეულობაც გამოიწვია. წლის დასაწყისიდანვე დაიწყო ფასების უეცარი ზრდა, რაც ამ ინდუსტრიისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ამიტომ, მსხვილმა კომპანიებმა გააჩერეს შესყიდვები, რადგან არ იცოდნენ, რამდენად მიიღებდა გაძვირებულ პროდუქტს ბაზარი. წლის დასაწყისში გართულდა პროდუქციის მარაგების სათანადოდ შევსება. პანდემიური მდგომარეობით არსებულმა შეზღუდვებმა ფაქტობრივად, საქმის გარეშე დატოვა გაყიდვების გუნდები, ამიტომ ისეთი ბიზნეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთდროულად თანამშრომლების შენარჩუნება და დეფიციტური პროდუქციის შევსება შესაძლებელი გამხდარიყო. დავიწყეთ ადგილობრივი შესყიდვები და ეს გაყიდვების გუნდს დაევალა. თუ საქართველოში სადმე ჩვენთვის საინტერესო პროდუქცია არსებობდა, ნებისმიერი კომპანიისა თუ ფიზიკური პირისგან, ის ჩვენ უნდა შეგვეძინა. ამით ორი რამ მოვიგეთ: თანამშრომლები სტაბილურობის განცდით შევინარჩუნეთ და თანაც, დეფიციტური მარაგები შევავსეთ. ამასთანავე,შევქმენით გარკვეული სახელფასო სარეზერვო ფონდი, რადგან გაურკვევლობის შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ანაზღაურებით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი.

- რა არის ის მთავარი, რაც ქართულ ბაზარზე მსგავსი კომპანიებისგან განგასხვავებთ?

- სამედიცინო პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოში არაერთი კომპანია ახორციელებს. ამ კომპანიების პოზიციონირების განსხვავებული ხედვები და სტრატეგიები ქმნიან კონკურენტუნარიან ბაზარს. ასეთ გარემოში, რომ უკვე 10 წელია, იქმნება წარმატების ისტორია, ნიშნავს, რომ სწორი ბიზნეს სტრატეგიით ვიკავებთ მოწინავე პოზიციებს კონკურენტებთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ინდუსტრია მზარდი და გამოწვევებით სავსეა, რაც მოითხოვს, რომ კომპანია მუდმივად განვითარებადიიყოს.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩვენი სამომავლო გეგმები კომპანიის უწყვეტ ზრდას უკავშირდება, როგორც პროდუქციის ასორტიმენტის, ისე გუნდის თვალსაზრისით. ჩვენი განაცხადი - „ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში“, გულისხმობს, რომ გარდა ასორტიმენტის რაოდენობისა, ნაშთებიც მუდმივად შევსებადი უნდა იყოს. გამართული ბიზნესი მოითხოვს, პროდუქტი ყოველთვის ადგილზე გვქონდეს, მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაც შეზღუდვების, ახალი რეგულაციებისა და გადატვირთული ლოჯისტიკური ჯაჭვის გამო შესაძლოა მოხდეს. პირველი კომპანია ვიყავით ჩვენს სფეროში, რომელმაც პროდუქცის შესყიდვა მომხმარებლებს ონლაინ პლატფორმის shop.tbilismedic.ge -ს მეშვეობით შესთავაზა და სიახლეებს მომავალშიც განვაგრძობთ. საკმაოდ არაპროგნოზირებადია, რა კუთხით გაიზრდება გაყიდვები სამომავლოდ, რადგან ამ მხრივ გარემო სწრაფად ცვალებადია. ამიტომ, ანალიტიკურ სამუშაოებს ყოველდღიურად ვაწარმოებთ. მეტი სიახლის, გაყიდვების მასშტაბურობის ზრდისა და არაერთი პროცესის გაციფრულებისთვის კი მუდმივად ვმუშაობთ, რადგან ეს როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ფაქტორი, ქვეყნისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია.

R

5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო!

Samsung Electronics-ი დღეს S სერიის უახლეს ფლაგმანებს წარადგენს