მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამებაში მომხდარი ხანძრის საქმე, მეხუთე წელია გამოუძიებელია - "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება... ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე"
სამებაში მომხდარი ხანძრის საქმე, მეხუთე წელია გამოუძიებელია - "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება... ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე"

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის შემ­დეგ თით­ქმის 5 წელი გა­ვი­და, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას ამ დრომ­დე არ და­უდ­გე­ნია, რა გახ­და შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი.

2016 წლის 20 მარტს, პატ­რი­არ­ქის საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტაძ­რის ნუ­ლო­ვან სარ­თულ­ზე, ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში ცე­ცხლი გაჩ­ნდა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად ტა­ძარს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ად­გა: და­იწ­ვა 1 200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბი, და­ზი­ან­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­ნად­გურ­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ძვირ­ფა­სი სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რა. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლს გა­და­ურ­ჩა ხა­ტე­ბი და სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბი.

ხან­ძა­რი იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი იყო, რომ არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ტა­ძა­რი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კე­ტი­ლი იყო.

სა­მე­ბის ტაძ­რის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრაქტრუქ­ტუ­რის რეს­ტავ­რა­ცია-აღ­დგე­ნის­თვის ფი­ნან­სე­ბი მომ­ხდა­რი­დან 2 თვე­ში გა­მო­ი­ყო. 2016 წლის 5 მა­ი­სის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ტაძ­რის­თვის 3 737 400 ლარი გა­და­ი­რი­ცხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თან­ხის გამ­ჭირ­ვა­ლედ და­ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ­თა­ვით­ვე არა­ერ­თი შე­კი­თხვა გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. ისე­ვე რო­გორც უპა­სუ­ხო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი კი­თხვე­ბი ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ.

ხან­ძრის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჩე­ნის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი, შემ­თხვე­ვი­დან მა­ლე­ვე რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა გა­მოთ­ქვა. მათ შო­რის იყო არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც "The Tbilisi Times"-სთვის 2016 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ამ­გვა­რი ეჭ­ვე­ბი პატ­რი­არ­ქსაც ჰქონ­და.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვის პა­სუ­ხი ჩვენ­თვის ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი. სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი, უწ­მინ­დეს­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მო­წყო­ბი­ლი ცე­ცხლი. ელექტრო­ე­ნერ­გია თით­ქმის გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან სა­დე­ნე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ად­გი­ლას იყო. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ცე­ცხლი თუ გა­უჩ­ნდე­ბო­და სა­დე­ნებს, ე.წ. დამ­ცა­ვი ამო­აგ­დებ­და და გა­ი­თი­შე­ბო­და, იმი­ტომ რომ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში არის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა. დას­კვნა და­ი­დე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი ხედ­ვით, ხან­ძა­რი ისეთ ად­გილ­ზე გაჩ­ნდა, მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვით ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა" - აცხა­დებ­და არ­ქი­მან­დრი­ტი 2016 წელს.

5 წლის შემ­დეგ, არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უ­ბარს სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა ახ­ლაც ფიქ­რობს, რომ "ასე­თი ხან­ძრე­ბი შემ­თხვე­ვით არ ჩნდე­ბა".

"ახლა არ ვთვლი სა­ჭი­როდ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს. ობი­ექ­ტი რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია, პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ, თან სა­პატ­რი­არ­ქოს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მი­მაჩ­ნია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად. რა დად­გინ­და გა­მო­ძი­ე­ბით არ ვიცი, თუმ­ცა მე იგი­ვე აზ­რზე ვარ, რა­საც ადრე ვა­ცხა­დებ­დი - რომ ასე­თი ხან­ძრე­ბი ასე შემ­თხვე­ვით არ ჩნდე­ბა. რა­ტომ არ მოხ­და გა­მო­ძი­ე­ბა ვერ გე­ტყვით.

შე­იძ­ლე­ბა, ვერ მი­ვი­და კვა­ლი ბო­ლომ­დე. იმ­დე­ნად დიდი ხან­ძა­რი იყო, ამის გა­მოკ­ვლე­ვა მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბო­და. ალ­ბათ, ვერ გა­მო­ი­ძი­ეს და შე­მო­დეს თა­რო­ზე, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე

პრე­ტენ­ზია არ მაქვს გა­მო­ძი­ე­ბა­თან, მაგ­რამ ყვე­ლა სა­ეჭ­ვო ფაქ­ტი რომ იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და სა­მარ­თა­ლი ზე­ი­მობ­დეს, ამა­ზე კარ­გი რა იქ­ნე­ბა?! სამ­წუ­ხა­როდ, პი­რი­ქით ხდე­ბა ხოლ­მე" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში არ­ქი­მან­დრი­ტი.

კი­დევ ერთი მა­ღა­ლი რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ხან­ძრის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჩე­ნის ვერ­სი­ას იზი­ა­რებ­და, მე­უ­ფე ია­კო­ბი იყო.

"მე ვფიქ­რობ, რომ ტა­ძა­რი დაწ­ვეს. წე­სი­ე­რად რომ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ, ალ­ბათ ეცო­დი­ნე­ბო­დათ...ვი­ღა­ცე­ე­ბი აქე­დან სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლობ­დნენ, 2 მი­ლი­ონ­ზე მეტს. მე ვფიქ­რობ, რომ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ, და­ი­დე­ბო­და რომ დამ­წვა­რია", - აცხა­დებ­და მე­უ­ფე ია­კო­ბი 2017 წელს.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, "ვი­ღა­ცე­ებ­ში" სა­სუ­ლი­ე­რო პირი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს გუ­ლის­ხმობ­და. მე­უ­ფე ია­კო­ბი მთავ­რო­ბის მიერ ტაძ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის მით­ვი­სე­ბას, სწო­რედ მას აბ­რა­ლებ­და.

ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მე­უ­ფე ია­კობ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მან ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხა. თუმ­ცა, AMBEBI.GE ესა­უბ­რა ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს, რო­მე­ლიც ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცველს დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა უჭირს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ტაძ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით დავა, ნამ­დვი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­ვო­კა­ტი იხ­სე­ნებს გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მო­ნა­თხრობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დე­კა­ნოზ­მა არა­ერ­თი სა­ეჭ­ვო დე­ტა­ლი შე­ნიშ­ნა.

რო­გორც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და პატ­რი­არ­ქის­თვის ამ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას, თუმ­ცა მას ილია მე­ო­რეს­თან შეხ­ვედ­რა­ში ხელს უშ­ლიდ­ნენ.

"ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა ჩნდე­ბო­და თან­ხის ათ­ვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ ამ სა­კითხს მე­უ­ფე ია­კო­ბი კუ­რი­რებ­და და ბევ­რი კი­თხვა უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა. ის ბრალ­დე­ბა, რაც დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძის მი­მართ გაჩ­ნდა, მას აბ­რა­ლებ­დნენ თან­ხის გაფ­ლან­გვას, იყო აბ­სურ­დი. დე­კა­ნო­ზი ხე­დავ­და სა­ეჭ­ვო ფაქ­ტებს ამ თან­ხის გან­კარ­გვის კუ­თხით. პატ­რი­არ­ქთან მის მოხ­სე­ნე­ბებს ბლო­კავ­დნენ, რათა არ მი­ე­წო­დე­ბი­ნა ილია მე­ო­რის­თვის ის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ღა­ცე­ებს არ აწყობ­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან ფორ­მა­ლუ­რად და­ი­წყო და თით­ქმის არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია. ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაქ­რა ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენც გვქონ­და მცდე­ლო­ბა, რომ ხან­ძრის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებ­ზე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ჰა­ერ­ში რომ ეძე­ბო, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო. ერ­თა­დერ­თი, სა­მე­ბის ბერ-მო­ნაზვნე­ბი აკე­თებ­დნენ გარ­კვე­ულ მი­ნიშ­ნე­ბებს, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ხან­ძრის მი­ზე­ზი, თუმ­ცა ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს ისი­ნიც ერი­დე­ბოდ­ნენ" - ამ­ბობს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს სა­პატ­რი­არ­ქო სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ, მომ­ხდა­რი­დან 5 წლის შემ­დეგ - ამ შე­კი­თხვით მივ­მარ­თეთ სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძეს. დე­კა­ნოზ­მა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა, რად­გან მისი თქმით, როცა ხან­ძა­რი მოხ­და, მა­შინ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო ახლა ძვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას ვერ შეძ­ლებს.

"სხვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი და ამ და­ვა­ლე­ბას ნამ­დვი­ლად ვერ მი­ვი­ღებთ" - უთხრა ჯაღ­მა­ი­ძემ AMBEBI.GE-ს.

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად, AMBEBI.GE-მ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. უწყე­ბა­ში ორ­დღი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ მხო­ლოდ ის გან­გვი­ცხა­დეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 188-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლთან ან მო­მა­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის წყა­როს­თან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მო­პყრო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის 2 წლით აღ­კვე­თაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
12

ხანძრის საქმეების გამოძიება თითქმის შეუძლებელია თავისი სპეციფიკის გამო. თუ უშუალო მოწმე არაა, ვერავის დაუმტკიცებ. ავსტრიის საგამოძიებო სკოლა ყველაზე ძლიერია ხანძრის საქმეებში, მაგრამ მათაც უჭირთ ამ კატეგორიის საქმეთა ძიება. 

ჰოოო
0

ამბობენ, გიორგი მამალაძემ გააკოტრაო, საპატრიარქოს საავადმყოფოო, სამწუხაროა, კარგი საავადმყოფო იყო, თავის დროზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სამებაში მომხდარი ხანძრის საქმე, მეხუთე წელია გამოუძიებელია - "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება... ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე"

სამებაში მომხდარი ხანძრის საქმე, მეხუთე წელია გამოუძიებელია - "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება... ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე"

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ხანძრის შემდეგ თითქმის 5 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

2016 წლის 20 მარტს, პატრიარქის საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ტაძრის ნულოვან სართულზე, ახალგაზრდულ ცენტრში ცეცხლი გაჩნდა. მომხდარის შედეგად ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა: დაიწვა 1 200 კვადრატული მეტრი ფართობი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, განადგურდა დიდი რაოდენობით ძვირფასი საეკლესიო ლიტერატურა. სასულიერო პირების განცხადებით, ცეცხლს გადაურჩა ხატები და სხვა სიწმინდეები.

ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ არსებობის ისტორიაში პირველად, ტაძარი ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო.

სამების ტაძრის დაზიანებული ინფრაქტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისთვის ფინანსები მომხდარიდან 2 თვეში გამოიყო. 2016 წლის 5 მაისის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ტაძრისთვის 3 737 400 ლარი გადაირიცხა. აღსანიშნავია, რომ თანხის გამჭირვალედ დახარჯვასთან დაკავშირებით, იმთავითვე არაერთი შეკითხვა გაჩნდა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. ისევე როგორც უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ ეჭვები, შემთხვევიდან მალევე რამდენიმე სასულიერო პირმა გამოთქვა. მათ შორის იყო არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, რომელმაც "The Tbilisi Times"-სთვის 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამგვარი ეჭვები პატრიარქსაც ჰქონდა.

"ექსპერტიზის დასკვის პასუხი ჩვენთვის ჯერ არ არის ცნობილი. სავარაუდო მიზეზი, უწმინდესმაც აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მოწყობილი ცეცხლი. ელექტროენერგია თითქმის გამორიცხულია, რადგან სადენები აბსოლუტურად სხვა ადგილას იყო. ელემენტარულად, ცეცხლი თუ გაუჩნდებოდა სადენებს, ე.წ. დამცავი ამოაგდებდა და გაითიშებოდა, იმიტომ რომ სამების ტაძარში არის საკმაოდ მაღალი ხარისხის ელექტროგაყვანილობა. დასკვნა დაიდება, მაგრამ ჩვენი ხედვით, ხანძარი ისეთ ადგილზე გაჩნდა, მომხდარი შემთხვევით ნაკლებად სავარაუდოა" - აცხადებდა არქიმანდრიტი 2016 წელს.

5 წლის შემდეგ, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარს საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა ახლაც ფიქრობს, რომ "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება".

"ახლა არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს. ობიექტი რეაბილიტირებულია, პრობლემა მოგვარებულია და ამდენი ხნის შემდეგ, თან საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, ამაზე საუბარი არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად. რა დადგინდა გამოძიებით არ ვიცი, თუმცა მე იგივე აზრზე ვარ, რასაც ადრე ვაცხადებდი - რომ ასეთი ხანძრები ასე შემთხვევით არ ჩნდება. რატომ არ მოხდა გამოძიება ვერ გეტყვით.

შეიძლება, ვერ მივიდა კვალი ბოლომდე. იმდენად დიდი ხანძარი იყო, ამის გამოკვლევა მარტივი არ იქნებოდა. ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე, როგორც ხდება ხოლმე

პრეტენზია არ მაქვს გამოძიებათან, მაგრამ ყველა საეჭვო ფაქტი რომ იყოს გამოძიებული და სამართალი ზეიმობდეს, ამაზე კარგი რა იქნება?! სამწუხაროდ, პირიქით ხდება ხოლმე" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში არქიმანდრიტი.

კიდევ ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირი, რომელიც ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიას იზიარებდა, მეუფე იაკობი იყო.

"მე ვფიქრობ, რომ ტაძარი დაწვეს. წესიერად რომ გამოეძიებინათ, ალბათ ეცოდინებოდათ...ვიღაცეები აქედან სარგებელს ნახულობდნენ, 2 მილიონზე მეტს. მე ვფიქრობ, რომ გამოეძიებინათ, დაიდებოდა რომ დამწვარია", - აცხადებდა მეუფე იაკობი 2017 წელს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ვიღაცეებში" სასულიერო პირი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გულისხმობდა. მეუფე იაკობი მთავრობის მიერ ტაძრის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას, სწორედ მას აბრალებდა.

ამ თემაზე სასაუბროდ მეუფე იაკობთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თუმცა, AMBEBI.GE ესაუბრა ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ინტერესებს იცავდა. უფლებადამცველს დეტალების გახსენება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ტაძრის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით დავა, ნამდვილად მიმდინარეობდა. ადვოკატი იხსენებს გიორგი მამალაძის მონათხრობს, რომლის მიხედვითაც, დეკანოზმა არაერთი საეჭვო დეტალი შენიშნა.

როგორც მიხეილ რამიშვილი AMBEBI.GE-ს ეუბნება, გიორგი მამალაძე აქტიურად ცდილობდა პატრიარქისთვის ამ საკითხზე ინფორმაციის მიწოდებას, თუმცა მას ილია მეორესთან შეხვედრაში ხელს უშლიდნენ.

"ძალიან ბევრი კითხვა ჩნდებოდა თანხის ათვისებასთან დაკავშირებით. მაშინ ამ საკითხს მეუფე იაკობი კურირებდა და ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა. ის ბრალდება, რაც დეკანოზ მამალაძის მიმართ გაჩნდა, მას აბრალებდნენ თანხის გაფლანგვას, იყო აბსურდი. დეკანოზი ხედავდა საეჭვო ფაქტებს ამ თანხის განკარგვის კუთხით. პატრიარქთან მის მოხსენებებს ბლოკავდნენ, რათა არ მიეწოდებინა ილია მეორისთვის ის ინფორმაციები, რომლებიც ვიღაცეებს არ აწყობდათ.

რაც შეეხება გამოძიებას, თავის დროზე ძალიან ფორმალურად დაიწყო და თითქმის არაფერი გაკეთებულია. ოფიციალურად გაქრა ყველაფერი. ჩვენც გვქონდა მცდელობა, რომ ხანძრის საქმის გამოძიების შედეგებზე გარკვეული ინფორმაციები მოგვეპოვებინა, მაგრამ ჰაერში რომ ეძებო, დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო. ერთადერთი, სამების ბერ-მონაზვნები აკეთებდნენ გარკვეულ მინიშნებებს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ხანძრის მიზეზი, თუმცა ხმამაღლა საუბარს ისინიც ერიდებოდნენ" - ამბობს მიხეილ რამიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რა ინფორმაციას ფლობს საპატრიარქო სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ, მომხდარიდან 5 წლის შემდეგ - ამ შეკითხვით მივმართეთ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს. დეკანოზმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, რადგან მისი თქმით, როცა ხანძარი მოხდა, მაშინ ამ პოზიციაზე არ იმყოფებოდა, ხოლო ახლა ძველი ინფორმაციის მოძიებას ვერ შეძლებს.

"სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიმდინარე საქმეებით ვართ დაკავებული და ამ დავალებას ნამდვილად ვერ მივიღებთ" - უთხრა ჯაღმაიძემ AMBEBI.GE-ს.

საქმის გამოძიების დეტალებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, AMBEBI.GE-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში ორდღიანი ლოდინის შემდეგ მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომატებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით მოპყრობას გულისხმობს. დანაშაულის მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების 2 წლით აღკვეთაა.

სოსო გოგაშვილი ეჭვობს, რომ 5 წლის წინ სამებაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, რათა "ფული მოეტეხათ" - ვის ადებს ხელს ექსმაღალჩინოსანი?

"შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი და დაიჭირეთო, დაჟინებით ითხოვდა" - გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილმა "საქმის შეკერვა" სთხოვა

"ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი... ვაპროტესტებთ შეზღუდვებს" - ზურა  ჯაფარიძემ ბარი "ჯაფარასთან" გახსნა