Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება
"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება

"დღეს ჩემ­თან სტუმ­რად იყ­ვნენ ჩე­მე­ბი, რო­მელ­თა ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­მა უდედ­მა­მო და პა­ტა­რა შიმ­ში­ლის­გან და უჰა­ე­რო­ბის­გან მიხ­სნეს... ყო­ველ­თვის მყავ­და გვერ­დით ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რას და ობოლს ზღვის და ჰა­ე­რის მა­გი­ურ ძა­ლას მი­ზი­ა­რებ­დნენ და ზა­ფხუ­ლო­ბით ბა­თუ­მის ორო­თა­ხი­ან, მო­ცუცქნულ ბი­ნა­ში თა­ვის სა­ძი­ნე­ბელს, სი­კე­თით გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლე­ბი მით­მობ­დნენ... ჰოდა, მინ­და, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ეს სი­კე­თე და ამ სი­კე­თის კე­თე­ბით ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი დაბ­რუნ­დნენ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის“, - ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტის, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის "ფე­ის­ბუქპოს­ტია", რო­მე­ლიც ამ ცოტა ხნის წინ, პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას ვთხო­ვეთ მო­ე­თხრო თა­ვი­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რა­ზეც დაგ­ვთან­ხმა, რის­თვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დით და მას სრუ­ლი­ად სხვა რა­კურ­სით წარ­მო­გიდ­გენთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი პოს­ტი გქონ­დათ. ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი იმის შე­სა­ხებ, თუ ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლე­ბის სით­ბო გაკ­ლდათ...

- დიახ, უდედ­მა­მოდ გა­ვი­ზარ­დე. ერთი წლის ვი­ყა­ვი, ჩემი მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს რომ და­შორ­დნენ. დედა 5 წლი­სას სარ­კო­მით გარ­და­მეც­ვა­ლა. დავ­რჩი ბე­ბი­ე­ბის და დე­ი­დე­ბის ამა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მას სხვა ოჯა­ხი არ ჰყო­ლია, არას­დროს მი­ნა­ხავს, 2016 წელს მისი საფ­ლა­ვი პირ­ვე­ლად ვნა­ხე...

- სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია... მას არ ჰქო­ნია სურ­ვი­ლი, რომ ენა­ხეთ?

- ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან კი­დევ ერთი გაკ­ვე­თი­ლია, რო­მე­ლიც მინ­და, ბევრ ადა­მი­ანს გა­ვუ­ზი­ა­რო. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, შვილს მამა წა­არ­თვას და მა­მას - შვი­ლი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჩად­გო­მის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს. არა­ვინ, არას­დროს უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი სის­ხლი და ხორ­ცი თა­ვი­სი გუ­ლის­ტკე­ნის მო­სა­შუ­შებ­ლად და ია­რა­ღად იმ ადა­მი­ან­თან ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც ერთ დროს მათი ოჯა­ხის წევ­რი იყო, იმი­ტომ, რომ იმა­ზე უზე­ნა­ე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის არ­სე­ბობს, იქ ჩად­გო­მის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს!..

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან დიდი ხნის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ მა­მას ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი ჰქონდა, მაგ­რამ რად­გა­ნაც დედა და­შორ­და, ამის გამო, ბე­ბი­ას შიში ჰქონ­და, რომ მის­თვის მა­მას ჩემი თავი არ წა­ერ­თმია. ამი­ტომ, ჩე­მე­ბი მის მცდე­ლო­ბებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­მა­ჩე­მი მარ­თა­ლი იყო.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში ძალა, როცა მშო­ბელს შვი­ლის ნახ­ვა, მის გვერ­დით ყოფ­ნა უნდა და ამა­ში რა­ი­მე შე­ა­კა­ვებს. მის ქმე­დე­ბას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. ეს მის­თვის დღემ­დე ვერ მი­პა­ტი­ე­ბია. თუმ­ცა იმ ფაქ­ტორ­მა, რომ ჩემ­გან შორს იყო და არ ვუ­ნა­ხი­ვარ, ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა.

ისე მოხ­და, რომ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 24 წლის ასაკ­ში უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში ვმუ­შა­ობ­დი. მხო­ლოდ მე და სულ­ხან მო­ლაშ­ვილს გვქონ­და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა და როცა ტე­ლე­ვი­ზი­ით მი­წევ­და გა­მოს­ვლა, ძა­ლი­ან დიდ­ხანს, თავ­ში სა­დღაც მიტ­რი­ა­ლებ­და, რომ ჩემს გა­მოს­ვლას მამა უყუ­რებს, რომ და­მი­ნა­ხავ­და, გა­მოჩ­ნდე­ბო­და... თუმ­ცა ერ­თგვა­რი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­მენ­ტიც იყო, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დამ­ტო­ვე, ფეხ­ზე დად­გო­მა მა­ინც შევ­ძე­ლი და ახლა ასე გე­სა­უბ­რე­ბი - მეთ­ქი! - ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე მერე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე.

- ე.ი. ისე გა­ი­ზარ­დეთ, რომ მისი ფო­ტოც არ გი­ნა­ხავთ?

- არა. ეს მუდ­მი­ვად იწ­ვევ­და კი­თხვას - ოჯახ­ში ფო­ტო­ე­ბი მა­ინც რა­ტომ არ იყო? მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ამ თე­მას ჩვენ­თან ტაბუ ედო... მა­მა­ჩე­მი ცო­ცხა­ლი რომ იყო, ეს 16 წლი­სამ შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე... დე­დის გვარ­ზე ვარ. პას­პორ­ტში არც მა­მის გვა­რი მაქვს და არც მისი სა­ხე­ლი. და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში კი მა­მის სა­ხე­ლი და გვა­რი ბუ­ნებ­რი­ვია, ეწე­რა და ეს მოწ­მო­ბა ხელ­ში მა­შინ ჩა­მი­ვარ­და, რო­დე­საც 16 წლის ასაკ­ში ბავ­შვთა პო­ლიკ­ლი­ნი­კი­დან მოზ­რდილ­თა პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში გა­დავ­დი­ო­დი. მე და დე­ი­და ვი­ყა­ვით, სა­ბუ­თე­ბი უეც­რად ჩემს ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა და ასე ვნა­ხე სამ­შო­ბი­ა­როს მიერ გა­ცე­მუ­ლი ჩემი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა. ასე აღ­მო­ვა­ჩი­ნე მა­მა­ჩე­მის რე­ა­ლუ­რი გვა­რი და სა­ხე­ლი...

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე დე­დას­თან ერ­თად

- მარ­თლაც რა რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი გა­მო­გივ­ლი­ათ...

- კი, ბევ­რის­თვის და­უძ­ლე­ველ ბა­რი­ე­რე­ბი, მაგ­რამ სხვა მხრივ, ამან მე­ო­რე სუნ­თქვა გა­მიხ­სნა. ეს ის არის, როცა ნე­გა­ტი­ვი შე­გიძ­ლია, პო­ზი­ტი­ვად აქ­ციო. კი ვი­ყა­ვი უდედ­მა­მო, მაგ­რამ ყველ­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი - მოს­წავ­ლე, სტუ­დენ­ტი. არას­დროს და­ვუშ­ვებ­დი იმას, რომ ვინ­მეს შევ­ცო­დე­ბო­დი და ამის გამო თუნ­დაც ნი­შა­ნი აე­წია ან და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­მე­ღო.

- დედა გახ­სოვთ?

- ბუნ­დოვ­ნად, ერთი კად­რი კი მყა­რად მაქვს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი - რო­გორ ვე­ლო­დი ხოლ­მე ფან­ჯა­რას­თან დე­დის სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბას... და ასე­ვე მახ­სოვს მისი გას­ვე­ნე­ბის დღე, - ზა­ფხუ­ლი იყო, ეზოს ყვა­ვი­ლე­ბი და­ვუკ­რი­ფე და მის ცხე­დარს გვე­დით და­ვუ­წყვე...

დედა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი იყო, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. ვიდ­რე ცო­ცხა­ლი იყო, ოჯახ­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რად ვი­ყა­ვით. მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თბა­შად გაქ­რა და სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა...

მე­ურ­ვე­ო­ბა ბე­ბი­ამ და დე­ი­დებ­მა აი­ღეს, ერთ-ერთი დე­ი­და, დე­დის შემ­დეგ მალე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე დე­ი­და არ გა­თხოვ­და და გამ­ზარ­და. ის დე­ი­და ახ­ლაც ჩემს გვერ­დი­თაა...

- მოკ­ლედ, მან და ბე­ბი­ამ აი­ღეს თქვენ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა...

- ვცხოვ­რობ­დით რო­გორც სტა­ტის­ტი­კუ­რი საბ­ჭო­თა ოჯა­ხი, ბე­ბია პენ­სი­ას იღებ­და, დე­ი­და სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და და სკო­ლის ხელ­ფა­სი ჰქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, რო­დე­საც ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბა მო­ე­ძა­ლა...

80-იანი წლე­ბის ბო­ლოს კი ჩემი ობ­ლო­ბის პენ­სი­ას ბე­ბია იმის­თვის ინა­ხავ­და, რომ უმაღ­ლეს­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად მას­წავ­ლებ­ლებ­თან მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი და რო­გორც არ უნდა გაგ­ვჭირ­ვე­ბო­და, ამ თან­ხას არ ვხარ­ჯავ­დით. ბე­ბი­ას პენ­სია და დე­ი­დის ხელ­ფა­სი არ იყო საკ­მა­რი­სი, რომ ხელ­გაშ­ლი­ლად გვე­ცხოვ­რა... იმის­თვის, რომ თან­ხე­ბი დაგ­ვე­ზო­გა, მე­თერ­თმე­ტე კლას­ში ერთი მას­წავ­ლებ­ლი­დან მე­ო­რეს­თან ფე­ხით დავ­დი­ო­დი...

უკვე 90-იან წლებ­ში იყო, პე­რი­ო­დი, როცა შაქ­რი­ა­ნი ჩაი ჩვენ­თვის ფუ­ფუ­ნე­ბა იყო... სხვი­სი გა­მო­ნაც­ვა­ლი ტან­საც­მე­ლიც ჩა­მიც­ვამს და თავი არას­დროს მიგ­რძვნია და­ჩაგ­რუ­ლად. ვი­ცო­დი, რომ მქონ­და მი­ზა­ნი და იმის­თვის ვიბ­რძო­დი და ვმუ­შა­ობ­დი. პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი, რო­გორც თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან. სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ სამი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე - მაქვს ფი­ლო­ლო­გის, სა­მარ­თალმცოდ­ნის და თე­ატრმ­ცოდ­ნის დიპ­ლო­მე­ბი. სტუ­დენ­ტო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­თვის ვმუ­შა­ობ­დი... დღეს მე ვას­წავ­ლი სტუ­დენ­ტებს - თუ ბავ­შვო­ბა­ში სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის­თვის გა­მოწ­ვდილ ხელს ვე­ლო­დი, დღეს მე ვუხ­დი სხვა ადა­მი­ა­ნებს ხელ­ფასს და ვა­მა­ყობ ამით, ჩემს სფე­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ...

- 90-იან წლებ­ში ყვე­ლას უჭირ­და, ქვე­ყა­ნა უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ამ გა­სა­ჭირს თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც ემა­ტე­ბო­და...

- ეს ინ­ტერ­ვიუ არაფ­რი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი - ჩემი თა­ო­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. მათ­გან ბევ­რმა შეძ­ლო, იმ პი­რო­ბებ­ში დიდი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია... ის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და ზრდის სურ­ვი­ლი ახ­ლაც მომ­ყვე­ბა: პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტი ავი­ღე. ასეა, არას­დროს და­ნებ­დე და გქონ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის იმე­დი, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. მხო­ლოდ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შევ­ძლებთ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში იმ მძი­მე პე­რი­ოდ­ში ალ­ბათ იყ­ვნენ გარ­შე­მო ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­თი­ლი ფე­რი­ე­ბის როლს თა­მა­შობ­დნენ და დღეს იმ ეპი­ზო­დებს ნა­თელ წერ­ტი­ლე­ბად იხ­სე­ნებთ და მგო­ნი, ამას გუ­ლის­ხმობ­დით კი­დეც თქვენს სტა­ტუს­ში...

- გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნეს ჩვენ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა გუ­რი­ი­დან, თუ­შე­თი­დან და სვა­ნე­თი­დან. ნა­თე­სა­ვე­ბი გვყავს ბა­თუმ­ში და რომ არ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ფა­სი­ან კუ­რორტზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით და დას­ვე­ნე­ბა­ში ფული გა­დაგ­ვე­ხა­და, დე­დის ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან ჩავ­დი­ო­დით. ისი­ნი მთე­ლი წელი და­ნა­ზოგს აკე­თებ­დნენ, რომ ღირ­სე­უ­ლად დაგ­ვხვედ­როდ­ნენ. ბა­თუ­მის ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ერთს გვით­მობ­დნენ. ეს იყო ჩემი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბა და მთე­ლი წელი ამ მო­ლო­დი­ნით ვცხოვ­რობ­დი... ასე­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, გუ­რი­ი­დან დე­დის ნა­თე­სა­ვებს, ზამ­თარ­ში წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ნო­ბა­თი არ გა­მო­ეგ­ზავ­ნათ. თუ­შე­თი­და­ნაც გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ... დე­დას ბი­ძაშ­ვი­ლებს ლა­მის შე­ჯიბ­რი ჰქონ­დათ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ ჩვენ შიმ­ში­ლი არ გვეგ­რძნო. დე­დას ნათ­ლუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი სი­კე­თეც და­უ­ვი­წყა­რი იყო, რა­საც და­ფა­სე­ბა და და­ნახ­ვა უნდა. ეს არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხიბ­ლი, რი­თიც ასე ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მით დღემ­დე თავი გაგ­ვაქვს. რომ არა ეს ფე­ნო­მე­ნი, ჩვე­ნი ერი აქამ­დე ვერ მო­ვი­დო­და. და უკი­დუ­რე­სად სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი ეს უნი­კა­ლუ­რი უნა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კურ ბა­ნა­კე­ბად ხე­ლოვ­ნუ­რი და­ყო­ფის, ურ­თი­ერ­თგა­უ­ტან­ლო­ბის და შუღ­ლის შე­დე­გად იკარ­გე­ბა.

ახლა პო­პუ­ლა­რუ­ლია და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­სუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბა, არა­და, თა­ნად­გო­მა - ჩვენ­ში ეს ის­ტო­რი­უ­ლად არ­სე­ბუ­ლი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა...

- თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვად რას მი­იჩ­ნევთ?

- ჩემს ოჯახს და შვილს... ანაც თა­ვის თა­ო­ბის ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რი უნა­რე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და სიღ­რმე­ე­ბით, ისე­თით, რო­გო­რიც ჩვენს თა­ო­ბას არც და­ე­სიზ­მრე­ბო­და. 12 წლის არის და 5 ენა იცის. ცოტა ხნის წინ ჩი­ნურ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი აიღო (მგო­ნი, თა­ვის ასაკ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რამ). ამ თა­ო­ბას ეს უნა­რე­ბი აქვს, სხვა ეპო­ქის თა­ო­ბაა და ვი­სურ­ვებ­დი, რომ მათ­ში ეს მო­ნა­ცე­მე­ბი არ ჩაკ­ლან. სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, და­ი­ნა­ხოს ისი­ნი და შე­უქ­მნას გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი. ეს არის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა. ანა 9 წლის იყო, მად­ლენ ოლბ­რა­იტს რომ შეხ­ვდა.

სა­ო­ცა­რი ინ­გლი­სუ­რით ესა­უბ­რა, ოლბ­რა­იტ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ამე­რი­კე­ლი იყო და იქა­უ­რი ჯორ­ჯი­ი­დან. უთხრა, - შენს ასაკ­ში აე­რო­პორ­ტში ყვა­ვი­ლებს ვყიდ­დი, ცხოვ­რე­ბა­ში ამ­დენს მი­ვაღ­წიე და შენ ასე­თი სა­ფუძ­ვლე­ბით ბევ­რს მი­აღ­წე­ვო! მყავს ორი შვი­ლიშ­ვი­ლიც, ორი უსიმ­პა­თი­უ­რე­სი და უკარ­გე­სი ბიჭი: თემი და ნიკო მას­ხუ­ლი­ე­ბი, ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი თა­ვის თა­ო­ბა­ში. ჩვე­ნი ვა­ლია, ამ უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის თა­ო­ბას გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნაც მივ­ცეთ.

ამ ინ­ტერ­ვი­უს მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ის არის, თუნ­დაც იმ კუ­თხით, რომ ჩემი ამ­ბა­ვი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მა­გა­ლი­თი იყო, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შედ­გე წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად, სწო­რედ იმ დროს, როცა ამის­თვის არა­ნა­ი­რი ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო პი­რო­ბა არ გაქვს. ეს გან­სა­კუ­თე­ბით მინ­და, გა­ი­გონ და მო­ის­მი­ნონ იმ ახალ­გაზ­რდებ­მა, ვინც დღეს ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თარ თავს და პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­და­ვენ.

ვი­მე­ო­რებ, ჩემი ბავ­შვო­ბა, სტუ­დენ­ტო­ბა და წარ­მა­ტე­ბა იმის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მძი­მე პი­რო­ბებ­შიც კი, არ წა­იქ­ცე, ჩა­მუხ­ლუ­ლიც წა­მოდ­გე, სვლა და ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლო სა­კუ­თა­რი მიზ­ნის­კენ.

ვინც ახლა პე­სი­მიზმს მო­უ­ცავს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი, ვე­ტყვი, რომ ყო­ველ­თვის, ყვე­ლა დრო­ში არ­სე­ბობ­და და არის წარ­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და გა­რე­მო­ე­ბე­ბი. მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა არ და­კარ­გოთ - ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ არის! და გჯე­რო­დეთ, რომ გა­მარ­ჯვე­ბის­კენ სვლის მთა­ვა­რი ია­რა­ღი - ძალა თქვენ­შია!

შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი: თემი და ნიკო მას­ხუ­ლი­ე­ბი
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება

"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება

"დღეს ჩემთან სტუმრად იყვნენ ჩემები, რომელთა ბებია-ბაბუებმა უდედმამო და პატარა შიმშილისგან და უჰაერობისგან მიხსნეს... ყოველთვის მყავდა გვერდით ადამიანები, რომლებიც პატარას და ობოლს ზღვის და ჰაერის მაგიურ ძალას მიზიარებდნენ და ზაფხულობით ბათუმის ოროთახიან, მოცუცქნულ ბინაში თავის საძინებელს, სიკეთით გაბრწყინებულები მითმობდნენ... ჰოდა, მინდა, რომ ამ ქვეყანაში ეს სიკეთე და ამ სიკეთის კეთებით ბედნიერი ადამიანები დაბრუნდნენ. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“, - ეს პოლიტიკური ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის "ფეისბუქპოსტია", რომელიც ამ ცოტა ხნის წინ, პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ქალბატონ ხათუნას ვთხოვეთ მოეთხრო თავისი თავგადასავალი, რაზეც დაგვთანხმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით და მას სრულიად სხვა რაკურსით წარმოგიდგენთ.

- ქალბატონო ხათუნა, გულისამაჩუყებელი პოსტი გქონდათ. ნამდვილად არ ვიცოდი იმის შესახებ, თუ ბავშვობაში მშობლების სითბო გაკლდათ...

- დიახ, უდედმამოდ გავიზარდე. ერთი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. დედა 5 წლისას სარკომით გარდამეცვალა. დავრჩი ბებიების და დეიდების ამარა. მიუხედავად იმისა, რომ მამას სხვა ოჯახი არ ჰყოლია, არასდროს მინახავს, 2016 წელს მისი საფლავი პირველად ვნახე...

- სამწუხარო ამბავია... მას არ ჰქონია სურვილი, რომ ენახეთ?

- ეს ჩემი ცხოვრებიდან კიდევ ერთი გაკვეთილია, რომელიც მინდა, ბევრ ადამიანს გავუზიარო. არავის აქვს უფლება, შვილს მამა წაართვას და მამას - შვილი, ამ ურთიერთობებში ჩადგომის უფლება არავის აქვს. არავინ, არასდროს უნდა გამოიყენოს შვილები, შვილიშვილები, საკუთარი სისხლი და ხორცი თავისი გულისტკენის მოსაშუშებლად და იარაღად იმ ადამიანთან ბრძოლაში, რომელიც ერთ დროს მათი ოჯახის წევრი იყო, იმიტომ, რომ იმაზე უზენაესი ურთიერთობა, რაც მშობელსა და შვილს შორის არსებობს, იქ ჩადგომის უფლება არავის აქვს!..

დედის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ გავიგე, რომ მამას ჩემთან ურთიერთობის მცდელობები ჰქონდა, მაგრამ რადგანაც დედა დაშორდა, ამის გამო, ბებიას შიში ჰქონდა, რომ მისთვის მამას ჩემი თავი არ წაერთმია. ამიტომ, ჩემები მის მცდელობებს, მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაჩემი მართალი იყო.

- რას გულისხმობთ?

- არ არსებობს ბუნებაში ძალა, როცა მშობელს შვილის ნახვა, მის გვერდით ყოფნა უნდა და ამაში რაიმე შეაკავებს. მის ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს მისთვის დღემდე ვერ მიპატიებია. თუმცა იმ ფაქტორმა, რომ ჩემგან შორს იყო და არ ვუნახივარ, ჩემს ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ისე მოხდა, რომ სრულიად ახალგაზრდა, 24 წლის ასაკში უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი. მხოლოდ მე და სულხან მოლაშვილს გვქონდა მედიასთან ურთიერთობის უფლება და როცა ტელევიზიით მიწევდა გამოსვლა, ძალიან დიდხანს, თავში სადღაც მიტრიალებდა, რომ ჩემს გამოსვლას მამა უყურებს, რომ დამინახავდა, გამოჩნდებოდა... თუმცა ერთგვარი შურისძიების მომენტიც იყო, - მიუხედავად იმისა, რომ დამტოვე, ფეხზე დადგომა მაინც შევძელი და ახლა ასე გესაუბრები - მეთქი! - ეს ყველაფერი უკვე მერე გავაცნობიერე.

- ე.ი. ისე გაიზარდეთ, რომ მისი ფოტოც არ გინახავთ?

- არა. ეს მუდმივად იწვევდა კითხვას - ოჯახში ფოტოები მაინც რატომ არ იყო? მაგრამ ხომ ვამბობ, ამ თემას ჩვენთან ტაბუ ედო... მამაჩემი ცოცხალი რომ იყო, ეს 16 წლისამ შემთხვევით გავიგე... დედის გვარზე ვარ. პასპორტში არც მამის გვარი მაქვს და არც მისი სახელი. დაბადების მოწმობაში კი მამის სახელი და გვარი ბუნებრივია, ეწერა და ეს მოწმობა ხელში მაშინ ჩამივარდა, როდესაც 16 წლის ასაკში ბავშვთა პოლიკლინიკიდან მოზრდილთა პოლიკლინიკაში გადავდიოდი. მე და დეიდა ვიყავით, საბუთები უეცრად ჩემს ხელში აღმოჩნდა და ასე ვნახე სამშობიაროს მიერ გაცემული ჩემი დაბადების მოწმობა. ასე აღმოვაჩინე მამაჩემის რეალური გვარი და სახელი...

ხათუნა ლაგაზიძე დედასთან ერთად

- მართლაც რა რთული პერიოდები გამოგივლიათ...

- კი, ბევრისთვის დაუძლეველ ბარიერები, მაგრამ სხვა მხრივ, ამან მეორე სუნთქვა გამიხსნა. ეს ის არის, როცა ნეგატივი შეგიძლია, პოზიტივად აქციო. კი ვიყავი უდედმამო, მაგრამ ყველგან წარმატებული და პირველი - მოსწავლე, სტუდენტი. არასდროს დავუშვებდი იმას, რომ ვინმეს შევცოდებოდი და ამის გამო თუნდაც ნიშანი აეწია ან დაუმსახურებელი უპირატესობა მიმეღო.

- დედა გახსოვთ?

- ბუნდოვნად, ერთი კადრი კი მყარად მაქვს მეხსიერებაში დარჩენილი - როგორ ველოდი ხოლმე ფანჯარასთან დედის სამსახურიდან დაბრუნებას... და ასევე მახსოვს მისი გასვენების დღე, - ზაფხული იყო, ეზოს ყვავილები დავუკრიფე და მის ცხედარს გვედით დავუწყვე...

დედა წარმატებული ქალი იყო, ამიერკავკასიის საბავშვო ბაღების მიმართულებით ერთ-ერთ თანამდებობაზე მუშაობდა. ვიდრე ცოცხალი იყო, ოჯახში მატერიალურად ძლიერად ვიყავით. მერე ეს ყველაფერი ერთბაშად გაქრა და სიტუაცია შეიცვალა...

მეურვეობა ბებიამ და დეიდებმა აიღეს, ერთ-ერთი დეიდა, დედის შემდეგ მალე გარდაიცვალა, მეორე დეიდა არ გათხოვდა და გამზარდა. ის დეიდა ახლაც ჩემს გვერდითაა...

- მოკლედ, მან და ბებიამ აიღეს თქვენზე მეურვეობა...

- ვცხოვრობდით როგორც სტატისტიკური საბჭოთა ოჯახი, ბებია პენსიას იღებდა, დეიდა სკოლაში მუშაობდა და სკოლის ხელფასი ჰქონდა. ეს ყველაფერი იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ყველას გაჭირვება მოეძალა...

80-იანი წლების ბოლოს კი ჩემი ობლობის პენსიას ბებია იმისთვის ინახავდა, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად მასწავლებლებთან მოვმზადებულიყავი და როგორც არ უნდა გაგვჭირვებოდა, ამ თანხას არ ვხარჯავდით. ბებიას პენსია და დეიდის ხელფასი არ იყო საკმარისი, რომ ხელგაშლილად გვეცხოვრა... იმისთვის, რომ თანხები დაგვეზოგა, მეთერთმეტე კლასში ერთი მასწავლებლიდან მეორესთან ფეხით დავდიოდი...

უკვე 90-იან წლებში იყო, პერიოდი, როცა შაქრიანი ჩაი ჩვენთვის ფუფუნება იყო... სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელიც ჩამიცვამს და თავი არასდროს მიგრძვნია დაჩაგრულად. ვიცოდი, რომ მქონდა მიზანი და იმისთვის ვიბრძოდი და ვმუშაობდი. პატივისცემას ვგრძნობდი, როგორც თანატოლებისგან, ასევე მასწავლებლებისგან. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სამი უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე - მაქვს ფილოლოგის, სამართალმცოდნის და თეატრმცოდნის დიპლომები. სტუდენტობის პარალელურად, ყოველთვის ვმუშაობდი... დღეს მე ვასწავლი სტუდენტებს - თუ ბავშვობაში სხვების დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს ველოდი, დღეს მე ვუხდი სხვა ადამიანებს ხელფასს და ვამაყობ ამით, ჩემს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ანგარიშგასაწევი სპეციალისტი ვარ...

- 90-იან წლებში ყველას უჭირდა, ქვეყანა უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა, თუმცა ამ გასაჭირს თქვენი ოჯახური მდგომარეობაც ემატებოდა...

- ეს ინტერვიუ არაფრითაა გამორჩეული - ჩემი თაობის სტატისტიკური წარმომადგენელი ვარ. მათგან ბევრმა შეძლო, იმ პირობებში დიდი წარმატებისთვის მიეღწია... ის მიზანდასახულობა და ზრდის სურვილი ახლაც მომყვება: პანდემიის პერიოდში იელის უნივერსიტეტის სერტიფიკატი ავიღე. ასეა, არასდროს დანებდე და გქონდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების იმედი, ეს უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ ასეთი დამოკიდებულებით შევძლებთ ფეხზე წამოდგომას.

- თქვენს ცხოვრებაში იმ მძიმე პერიოდში ალბათ იყვნენ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც კეთილი ფერიების როლს თამაშობდნენ და დღეს იმ ეპიზოდებს ნათელ წერტილებად იხსენებთ და მგონი, ამას გულისხმობდით კიდეც თქვენს სტატუსში...

- გაჭირვების წლები მნიშვნელოვნად გადაგვატანინეს ჩვენმა ნათესავებმა გურიიდან, თუშეთიდან და სვანეთიდან. ნათესავები გვყავს ბათუმში და რომ არ გვქონდა საშუალება ფასიან კურორტზე წავსულიყავით და დასვენებაში ფული გადაგვეხადა, დედის ბიძაშვილებთან ჩავდიოდით. ისინი მთელი წელი დანაზოგს აკეთებდნენ, რომ ღირსეულად დაგვხვედროდნენ. ბათუმის ოროთახიან ბინაში ერთს გვითმობდნენ. ეს იყო ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება და მთელი წელი ამ მოლოდინით ვცხოვრობდი... ასევე შეუძლებელი იყო, გურიიდან დედის ნათესავებს, ზამთარში წინასაახალწლო ნობათი არ გამოეგზავნათ. თუშეთიდანაც გვიგზავნიდნენ... დედას ბიძაშვილებს ლამის შეჯიბრი ჰქონდათ გამოცხადებული, რომ ჩვენ შიმშილი არ გვეგრძნო. დედას ნათლულების ადამიანური სიკეთეც დაუვიწყარი იყო, რასაც დაფასება და დანახვა უნდა. ეს არის ჩვენი საზოგადოების განუმეორებელი ხიბლი, რითიც ასე ერთმანეთის თანადგომით დღემდე თავი გაგვაქვს. რომ არა ეს ფენომენი, ჩვენი ერი აქამდე ვერ მოვიდოდა. და უკიდურესად სამწუხაროა, რომ ჩვენი ეს უნიკალური უნარი საზოგადოების პოლიტიკურ ბანაკებად ხელოვნური დაყოფის, ურთიერთგაუტანლობის და შუღლის შედეგად იკარგება.

ახლა პოპულარულია დასავლეთიდან შემოსული სამოქალაქო სოლიდარობა, არადა, თანადგომა - ჩვენში ეს ისტორიულად არსებული მთავარი ღირებულებაა...

- თქვენი ცხოვრების მთავარი მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ჩემს ოჯახს და შვილს... ანაც თავის თაობის ტიპური წარმომადგენელია საკუთარი უნიკალური უნარებით, შესაძლებლობებით და სიღრმეებით, ისეთით, როგორიც ჩვენს თაობას არც დაესიზმრებოდა. 12 წლის არის და 5 ენა იცის. ცოტა ხნის წინ ჩინურში საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო (მგონი, თავის ასაკში ყველაზე პატარამ). ამ თაობას ეს უნარები აქვს, სხვა ეპოქის თაობაა და ვისურვებდი, რომ მათში ეს მონაცემები არ ჩაკლან. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაინახოს ისინი და შეუქმნას განვითარებისთვის საუკეთესო პირობები. ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა. ანა 9 წლის იყო, მადლენ ოლბრაიტს რომ შეხვდა.

საოცარი ინგლისურით ესაუბრა, ოლბრაიტმა ჩათვალა, რომ ამერიკელი იყო და იქაური ჯორჯიიდან. უთხრა, - შენს ასაკში აეროპორტში ყვავილებს ვყიდდი, ცხოვრებაში ამდენს მივაღწიე და შენ ასეთი საფუძვლებით ბევრს მიაღწევო! მყავს ორი შვილიშვილიც, ორი უსიმპათიურესი და უკარგესი ბიჭი: თემი და ნიკო მასხულიები, ასევე ძალიან პოპულარულები თავის თაობაში. ჩვენი ვალია, ამ უნიკალური შესაძლებლობების თაობას განვითარების საშუალებასთან ერთად, საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც მივცეთ.

ამ ინტერვიუს მთავარი ღირებულება ის არის, თუნდაც იმ კუთხით, რომ ჩემი ამბავი ბევრი ადამიანისთვის მაგალითი იყო, თუ როგორ შეიძლება შედგე წარმატებულ ადამიანად, პროფესიონალად, სწორედ იმ დროს, როცა ამისთვის არანაირი ხელსაყრელი გარემო პირობა არ გაქვს. ეს განსაკუთებით მინდა, გაიგონ და მოისმინონ იმ ახალგაზრდებმა, ვინც დღეს ამ ქვეყანაში საკუთარ თავს და პერსპექტივას ვერ ხედავენ.

ვიმეორებ, ჩემი ბავშვობა, სტუდენტობა და წარმატება იმის ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება, მძიმე პირობებშიც კი, არ წაიქცე, ჩამუხლულიც წამოდგე, სვლა და ბრძოლა გააგრძელო საკუთარი მიზნისკენ.

ვინც ახლა პესიმიზმს მოუცავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს წარმატების საფუძვლები, ვეტყვი, რომ ყოველთვის, ყველა დროში არსებობდა და არის წარმატების საშუალება და გარემოებები. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ - ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის! და გჯეროდეთ, რომ გამარჯვებისკენ სვლის მთავარი იარაღი - ძალა თქვენშია!

შვილიშვილები: თემი და ნიკო მასხულიები

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება - რა განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ?

"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

"ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ის რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს" - მეუფე დიმიტრი