პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელს, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვილს, რო­მელ­მაც კას­პში მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა, აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ქე­თე­ვან გა­გო­ე­ვამ გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალს არ აღი­ა­რებს. ამას­თან ისა­უბ­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა მოხ­და წინა დღე­ებ­ში და ვის მი­მარ­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი სუს­ტად არის და თავს ცუ­დად გრძნობს. ქე­თე­ვან გა­გო­ე­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის დაც­ვის ქვეშ მყოფს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა 16 იან­ვრის ღა­მეს გა­ე­წია.

„შემ­დეგ, რო­დე­საც დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რო­გორც ექიმ­მა მი­თხრა, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვილს შეს­თა­ვა­ზა კუ­ჭის ტკი­ვი­ლი­სა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, თუმ­ცა მან წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვა. ასე­ვე უარი თქვა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან გა­გო­ე­ვამ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა კას­პში, ერთ-ერთი სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ნა­დი­რო თო­ფის მუ­ქა­რით მძევ­ლე­ბი 16 იან­ვარს აიყ­ვა­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა მძევ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დე­გაც და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ და „ი“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მუ­ქა­რით ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას 9-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ განუცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, გიორგი მენაბდიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს. ამასთან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა წინა დღეებში და ვის მიმართა.

რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მენაბდიშვილი სუსტად არის და თავს ცუდად გრძნობს. ქეთევან გაგოევას ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 16 იანვრის ღამეს გაეწია.

„შემდეგ, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, როგორც ექიმმა მითხრა, გიორგი მენაბდიშვილს შესთავაზა კუჭის ტკივილისა დამამშვიდებელი მედიკამენტები, თუმცა მან წამლების მიღებაზე უარი თქვა. ასევე უარი თქვა საკვების მიღებაზე“, - განაცხადა ქეთევან გაგოევამ.

ცნობისთვის, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს