მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის სკანდალურ ბრალდებას პასუხობს
გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ად­გი­ლი აქვს მსგავს გან­ცხა­დე­ბებს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის, თუ „გირ­ჩის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, „გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ შეხ­ვედ­რა ორ დღე­ში, იაგო ხვი­ჩი­ას აქვს ვერ­სია, რომ შე­იძ­ლე­ბა, შან­ტაჟს აქვს ად­გი­ლი და ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს კომ­პრო­მა­ტე­ბი აქვთ მის წი­ნა­აღ­მდეგ“.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან მუდ­მი­ვად ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა არას­წო­რად მი­აჩ­ნია მა­შინ, რო­დე­საც არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი იმი­სა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა­ი­მე ტი­პის კომ­პრო­მის­ზე წას­ვლას აპი­რებს.

„ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით არ­ცერ­თი შეხ­ვედ­რა არ ყო­ფი­ლა და­გეგ­მი­ლი. თუ ვინ­მეს აქვე ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნა­და­დე­ბა, ეს გან­ხი­ლუ­ლი უნდა იყოს სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ურ ფორ­მატ­ში და ამა­ზე სა­ჯა­რო დის­კუ­სია შემ­დგომ უნდა გა­ი­მარ­თოს. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რიც მქონ­და ამ ხალ­ხთან და ჩემი პო­ზი­ცია ვუ­თხა­რი. ვა­ხოს­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ სა­მიზ­ნე არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ . მათი მხრი­დან უნდა მოხ­დეს კომ­პრო­მი­სუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის მო­ტა­ნა. სა­მიზ­ნე არ არის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თა­გან ვი­ღაც რა­ღა­ცა­ზე თან­ხმო­ბას ითხოვს. ეს თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა თუ არა, არ ცვლის მო­ლა­პა­რა­კე­ბის სტა­ტუსს, რო­მე­ლიც დღეს ჩიხ­ში არის შე­სუ­ლი. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ჩემს ოპო­ზი­ცი­ურ კო­ლე­გებს, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ დიპ­ლო­მა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვმუ­შა­ობთ ჩვენ და თუ თქვენ სხვა მე­ქა­ნიზმს ხე­დავთ, რო­გორ წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ კომ­პრო­მის­ზე, კი ბა­ტო­ნო, ვიმ­სჯე­ლოთ ამა­ზე და არა, იმა­ზე, რომ ეს თუ არა, მე­ო­რე, მე­სა­მე, მე­ო­თხე ისე, რომ არც შეხ­ვედ­რა ყო­ფი­ლა და არც მე­ხუ­თე რა­უნ­დი, მე­ო­რე მხა­რეს­თან... ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა ქვე­ყა­ნა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან, ახლა. ჩვენ სრუ­ლია სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი უნდა გვქონ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი ვა­შა­ძე „გირჩთან“ და „მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან“ შეხ­ვედ­რის პერ­სპექ­ტი­ვით კმა­ყო­ფი­ლი იყო და პო­ზი­ცია მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა.ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ისი­ნი მზად არი­ან ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში შეხ­ვდნენ ვა­შა­ძეს, ერ­თა­დერ­თი წი­ნა­პი­რო­ბა კი ის არის, რომ შეხ­ვედ­რა ჩარ­თუ­ლი კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე წა­რი­მარ­თოს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა გიკვირთ?
1

ორი ვარიანტია:

1. დააშატაჟეს;

2. ძალიან ადრე მოუვიდა დანებება და ახლა იმიჯს ისწორებს.

არადა ხანდახან ჭკვიან შთაბეჭდილებას ტოვებს.

გიო
6

უტიფარი ორგული მატყუარა ვაშაძე!ხან იქითაა,ხან აქეთ-თაკუნასი მაგრად ეშინია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის სკანდალურ ბრალდებას პასუხობს

ძალიან ვწუხვარ, რომ ადგილი აქვს მსგავს განცხადებებს ალეკო ელისაშვილის, თუ „გირჩის“ წარმომადგენლების მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ“.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ახალი ინიციატივების წამოყენება არასწორად მიაჩნია მაშინ, როდესაც არ არსებობს არანაირი სიმპტომი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის კომპრომისზე წასვლას აპირებს.

„ჟურნალისტების თანდასწრებით არცერთი შეხვედრა არ ყოფილა დაგეგმილი. თუ ვინმეს აქვე ნებისმიერი წინადადება, ეს განხილული უნდა იყოს საერთო ოპოზიციურ ფორმატში და ამაზე საჯარო დისკუსია შემდგომ უნდა გაიმართოს. სატელეფონო საუბარიც მქონდა ამ ხალხთან და ჩემი პოზიცია ვუთხარი. ვახოსთან მქონდა საუბარი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამიზნე არის „ქართული ოცნება“ . მათი მხრიდან უნდა მოხდეს კომპრომისული წინადადებების მოტანა. სამიზნე არ არის ოპოზიციური პარტიები, რომელთაგან ვიღაც რაღაცაზე თანხმობას ითხოვს. ეს თანხმობა იქნება თუ არა, არ ცვლის მოლაპარაკების სტატუსს, რომელიც დღეს ჩიხში არის შესული. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ოპოზიციურ კოლეგებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ დიპლომატების მეშვეობით ვმუშაობთ ჩვენ და თუ თქვენ სხვა მექანიზმს ხედავთ, როგორ წამოვიყვანოთ კომპრომისზე, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამაზე და არა, იმაზე, რომ ეს თუ არა, მეორე, მესამე, მეოთხე ისე, რომ არც შეხვედრა ყოფილა და არც მეხუთე რაუნდი, მეორე მხარესთან... ვითარება შეიცვალა ქვეყანაში ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ახლა. ჩვენ სრულია სხვა პრიორიტეტები უნდა გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე „გირჩთან“ და „მოქალაქეებთან“ შეხვედრის პერსპექტივით კმაყოფილი იყო და პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა.ელისაშვილის თქმით, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვდნენ ვაშაძეს, ერთადერთი წინაპირობა კი ის არის, რომ შეხვედრა ჩართული კამერების წინაშე წარიმართოს.

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

"ვადები იწურება" - 27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება

"სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის" - რა ხდება კანცელარიასთან, სადაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება