საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს" - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადება
"თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს" - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადება

"თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2021 წლის 1 იან­ვრი­დან "თამ­ბა­ქოს კონ­ტო­ლის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ამოქ­მედ­და, აიკ­რძა­ლა თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის შიდა ხილ­ვა­დო­ბა.

რე­გუ­ლა­ცია 2017 წლის მა­ის­ში, კა­ნო­ნის მე-5 მუხ­ლის, მე­ო­რე პუნ­ქტის "ნ“ ქვე­პუნ­ქტის სა­ხით დამ­ტკიც­და და გუ­ლის­ხმობს თამ­ბა­ქოს ყვე­ლა სა­ხის ნა­წარ­მის (მათ შო­რის ელ. სი­გა­რე­ტის, გა­ხუ­რე­ბა­დი თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის ე.წ. აი­ქო­სის და ა.შ.), თამ­ბა­ქოს აქ­სე­სუ­ა­რის ან მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გან­ლა­გე­ბის აკ­რძალ­ვას ვიტ­რი­ნა­ზე, ვიტ­რაჟ­ზე, დახლზე, თა­რო­ზე ან სხვაგ­ვა­რად, ისე, რომ იგი ხილ­ვა­დი იყოს შე­სა­ბა­მი­სი ობი­ექ­ტის შიგ­ნი­დან. და­საშ­ვე­ბია სან­თე­ბე­ლას, სა­ფერ­ფლი­სა და პორ­ტსი­გა­რის გან­ლა­გე­ბა, თუ მათ­ზე არაა და­ტა­ნი­ლი თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ა­ში ჩაბ­მულ პირ­თა ნა­წარ­მის (სა­ქონ­ლის) სა­სა­ქონ­ლო ნი­შა­ნი ან/და და­სა­ხე­ლე­ბა. ასე­ვე, შიდა ხილ­ვა­დო­ბა არაა აკ­რძა­ლუ­ლი აე­რო­პორ­ტის სა­ბა­ჟო ტე­რი­ტო­რი­ის თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნა­ში, ე.წ. "დუტი ფრი“ ზო­ნა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ზა­ნია მო­ზარ­დე­ბის და ახალ­გაზ­რდე­ბის თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის­გან დაც­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2016 წელს, 8-12 წლის ბავ­შვებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის დი­ზა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლია მო­ზარ­დე­ბის­თვის და კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად მათი გან­თავ­სე­ბა ქმნის ილუ­ზი­ას, რომ თამ­ბა­ქოც ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ანუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტია. ბავ­შვე­ბი დი­ზა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით იმა­საც კი გან­სა­ზღვრა­ვენ, თამ­ბა­ქოს რო­მე­ლი პრო­დუქ­ტი რო­მე­ლი სქე­სის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი.

ცოტა ხნის წინ, ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ამ ეფექ­ტუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია და მათი ფრონტ ჯგუ­ფე­ბი. კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მა­ნი­პუ­ლი­რებ­დნენ, თით­ქოს ეკო­ნო­მი­კუ­რად კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის შე­მო­სა­ვალ­ზე, რაც სრუ­ლი აბ­სურ­დია და შე­სა­ბა­მი­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ცერ­თმა შტომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებს ყო­ველ­თვი­უ­რად გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხას უხ­დის მათ სივ­რცე­ში თამ­ბა­ქოს სა­რე­ა­ლი­ზა­ციო თა­რო­ე­ბის გა­სა­თავ­სებ­ლად. არა­და, 2018 წლი­დან აკ­რძა­ლუ­ლია თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის ყვე­ლა სა­ხის რეკ­ლა­მა, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და სპონ­სო­რო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, თუ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია მისი ნა­წარ­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის რო­მე­ლი­მე სა­ვაჭ­რო ობი­ექტს ან სა­ვაჭ­რო ქსე­ლებს ჯერ კი­დევ უკა­ნო­ნოდ უხ­დის რა­ი­მე სა­ხის თან­ხას, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი, რისი აღ­კვე­თაც შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­მა ამ ეტაპ­ზე, სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ქსე­ლის ზო­გი­ერთ მა­ღა­ზი­ა­ში კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. კერ­ძოდ, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის შიგ­ნით ჯერ კი­დევ ხი­ლუ­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლია თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი ნი­კო­რას, იო­ლის, ორი ნა­ბი­ჯის, ზღა­პა­რის, სპა­რის, ევ­როპ­რო­დუქ­ტის, დე­ი­ლის და სხვა­თა მა­ღა­ზი­ებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ მო­ნი­ტო­რე­ბის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს. შე­დე­გად ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და სხვა დამ­რღვე­ვი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი მალე და­ი­ცა­ვენ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნას, რომ­ლის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­რი­მო სან­ქცია სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი­სათ­ვის პირ­ველ ჯერ­ზე 2000 ლა­რია.

ამას­თან, მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექტს, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ღიად გა­მო­უ­ფე­ნია თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი, ლე­ტა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღას­რუ­ლოს კა­ნო­ნი. ვი­მე­დოვ­ნებთ, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნის ამ ნორ­მის დარ­ღვე­ვის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას გა­მო­ავ­ლენს და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი­სა­გან და­ცავს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
0

მოუმატედ ფასს,,(სირცხვილია გაძვირების ტენდეცია,ბოლო ერთი თვეა შენელდა,,,(არ ვარგა)...

კიო
2

ისე რაც მეტად გააჟღერებთ მის ავკარგიანობას მით მეტ ინტერესს იწვევს ამას ვერხვდებით? და რაც აკრძალულია უფრო მეტი მოთხოვნილება უჩნდება ადამიანს სპორტით განათლებით და ათასი რაიმით შეიძლება დააინტერესო მოსახლეობა და იქნებ სუაც არგაუჩნდეს სურვილი მისი გასინჯვისაც კი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს" - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადება

"თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს" - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადება

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2021 წლის 1 იანვრიდან "თამბაქოს კონტოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი რეგულაცია ამოქმედდა, აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა.

რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის "ნ“ ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან. დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არაა დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. ასევე, შიდა ხილვადობა არაა აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში, ე.წ. "დუტი ფრი“ ზონაში.

აღნიშნული რეგულაციის მიზანია მოზარდების და ახალგაზრდების თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენისგან დაცვა.

საქართველოში, 2016 წელს, 8-12 წლის ბავშვებში, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით გამოიკვეთა, რომ თამბაქოს ნაწარმის დიზანი განსაკუთრებით მიმზიდველია მოზარდებისთვის და კვების პროდუქტებთან ერთად მათი განთავსება ქმნის ილუზიას, რომ თამბაქოც ერთ-ერთი მათგანი, ანუ აუცილებელი მოხმარების პროდუქტია. ბავშვები დიზანის საშუალებით იმასაც კი განსაზღვრავენ, თამბაქოს რომელი პროდუქტი რომელი სქესისთვის არის განკუთვნილი.

ცოტა ხნის წინ, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ამ ეფექტური რეგულაციის ძალაში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ თამბაქოს ინდუსტრია და მათი ფრონტ ჯგუფები. კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მანიპულირებდნენ, თითქოს ეკონომიკურად კრიზისულ პერიოდში აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება გავლენას მოახდენდა სავაჭრო ობიექტების შემოსავალზე, რაც სრული აბსურდია და შესაბამისად ხელისუფლების არცერთმა შტომ არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრია სავაჭრო ობიექტებს ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის თანხას უხდის მათ სივრცეში თამბაქოს სარეალიზაციო თაროების გასათავსებლად. არადა, 2018 წლიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, შესაბამისად, თუ თამბაქოს ინდუსტრია მისი ნაწარმის რეალიზაციის ხელშეწყობისათვის რომელიმე სავაჭრო ობიექტს ან სავაჭრო ქსელებს ჯერ კიდევ უკანონოდ უხდის რაიმე სახის თანხას, ეს არის დანაშაული, რისი აღკვეთაც შემოსავლების სამსახურის ვალდებულებაა.

თამბაქოს კონტროლის მონიტორინგის ჯგუფმა ამ ეტაპზე, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ზოგიერთ მაღაზიაში კანონის დარღვევები გამოავლინა. კერძოდ, სავაჭრო ობიექტის შიგნით ჯერ კიდევ ხილულად განლაგებულია თამბაქოს ნაწარმი ნიკორას, იოლის, ორი ნაბიჯის, ზღაპარის, სპარის, ევროპროდუქტის, დეილის და სხვათა მაღაზიებში. აღნიშნული დარღვევის შესახებ მონიტორების მიერ გამოვლენილი ინფორმაცია მიეწოდა შემოსავლების სამსახურს. შედეგად ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული და სხვა დამრღვევი სავაჭრო ობიექტები მალე დაიცავენ კანონის მოთხოვნას, რომლის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია სავაჭრო ობიექტისათვის პირველ ჯერზე 2000 ლარია.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად გამოუფენია თამბაქოს ნაწარმი, ლეტალური პროდუქტი, დაუყოვნებლივ აღასრულოს კანონი. ვიმედოვნებთ, შემოსავლების სამსახური თამბაქოს კონტროლის კანონის ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევას გამოავლენს და მომავალ თაობებს მომაკვდინებელი პროდუქტისაგან დაცავს".

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სოფელ ოფურჩხეთში ნამახვანჰესის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - რა პრობლებებზე საუბრობენ ადგილობრივები

"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება