პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ
"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ
  • (ფო­ტო­ზე: გარ­დაც­ვლი­ლი იბ­რა­ჰიმ (იბო) ქავ­თა­რაშ­ვი­ლი)

პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ დუ­ის­ში 40 წლის იბ­რა­ჰიმ (იბო) ქავ­თა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის პო­ლი­ცია ამა­ვე სო­ფელ­ში მცხოვ­რებ 45 წლის ხი­ზირ (სი­მონ) მარ­გოშ­ვილს ჯერ კი­დევ ეძებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. მოკ­ლულს და­ნით 10-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მკვლე­ლო­ბა ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­ის­ში, 17 იან­ვარს ე.წ. ხე­ხი­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას მოხ­და. დუ­ი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, იბ­რა­ჰიმ­სა და სი­მონს უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ერთი თვის წინ ისი­ნი შე­ა­რი­გეს. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა.

ambebi.ge დუ­ი­სის მკვიდრს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

"აქა­უ­რე­ბის­თვის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია. ამ­ბო­ბენ, რომ მარ­გოშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და მარ­გოშ­ვი­ლი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლი პლან­ზე და ფსი­ქოტ­რო­პულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პან­კი­სის კრი­ზი­სის შემ­დეგ, ჰე­რო­ი­ნი, კო­კა­ი­ნი და სხვა მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არც გა­ნი­ხი­ლე­ბა. მკვლე­ლი ჯერ არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, იმა­ლე­ბა. გუ­შინ დი­ლას ისი­ნი ერ­თა­დაც ის­ხდნენ და ჩაის სვამ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლს იშე­ნებ­და და მის­თვის და­უ­რე­კავს, გად­მო­დი, საქ­მე მაქვს შენ­თა­ნო. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მარ­გოშ­ვი­ლი სახ­ლში მობ­რუ­ნე­ბუ­ლა და ძმის­თვის უთ­ქვამს, იბო მოვ­კა­ლიო. ამ­ბო­ბენ, 10-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სას­ტი­კა­დაა გა­მე­ტე­ბუ­ლი...

ეჭვი გვაქვს, რად­გან წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, ელე­მენ­ტა­რუ­ლი წა­ხუმ­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. მათ შო­რის არ­სე­ბულ რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და კონ­ფლიქტზე არც ოჯა­ხი, არც მე­ზობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი არ ლა­პა­რა­კო­ბენ. მარ­გოშ­ვილს იბ­რა­ჰი­მი ტყის პი­რას გა­უყ­ვა­ნია, იმ ად­გილს ხე­ხი­ლებს ეძა­ხი­ან, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ არა­ვინ შეს­წრე­ბო­და და მოკ­ლუ­ლის­თვის ვე­რა­ვის მი­ეგ­ნო. იბოს არც ძმა, არც ბიძა და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არ ჰყავს. მას სამი გოგო დარ­ჩა, ბი­ჭიც არ ჰყავს.

მკვლელს რაც ეხე­ბა, მე­ო­რე ცოლი ჰყავს და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­და­ნაც ჰყავს შვი­ლე­ბი. მსგავ­სი ტი­პის საქ­მე წმინ­დად სის­ხლის აღე­ბის თე­მაა, რად­გან ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. ამას ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ან თვი­თონ გვა­რი წყვეტს. შე­საძ­ლოა, ეს სა­კი­თხი არც დად­გეს დღის წეს­რიგ­ში. ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვლილს არა­ვინ ჰყავს - მამა, ძმა, ბიძა, ბი­ძაშ­ვი­ლი და ა.შ. ანუ ისი­ნი, ვისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს სის­ხლის აღე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში გვარ­საც აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის და სის­ხლის აღე­ბის წე­სის აღ­სრუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ქავ­თა­რაშ­ვი­ლე­ბი საკ­მა­ოდ დიდი და ძლი­ე­რი გვა­რია, არ ვიცი, რას გა­და­წყვე­ტენ...

რო­გორც ით­ქვა, მარ­გოშ­ვილს ად­რეც მო­უკ­ლავს ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა. პან­კი­სის კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში, იყო ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი - ძმამ მოკ­ლა და, მა­მამ - შვი­ლი... ფაქ­ტია, ეს მის­თვის პირ­ვე­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. ამ მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ებ­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს, ყვე­ლა დუმს. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­ში დე­დამ მა­მა­კა­ცებს შო­რის თვე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი წყე­ნა ახ­სე­ნა, თით­ქოს უსაყ­ვე­დუ­რა, მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზე რა­ტომ არ მოხ­ვე­დიო, მაგ­რამ ეს სუს­ტი არ­გუ­მენ­ტი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი მი­ზე­ზია, ამ მო­ტი­ვით ადა­მი­ანს და­ნას არა­ვინ ჩა­არ­ტყამ­და. მა­ინც მგო­ნია, მკვლელს წამ­ლის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ეჩ­ვე­ნა რა­ღაც, არა­ფე­რი იმა­ლე­ბა და ალ­ბათ გა­ვი­გებთ სი­მარ­თლეს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
0

გამონაკლისის გარეშე, საქართველოს კანონით გათვსლისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხუსმგებლობა უნდა დაეკისროს.... თანაც მუდმივი....

კ ო მ ბ ლ ე
20

სამწუხარო ამბავია, თან სამი მცირეწლოვანი დარჩენია საწყალს... მაგრამ ...

..... რა უბედურებაა ეს? რატომ გგონიათ, ამ ხალხს, რომ წამალი რაღაც სასწაული რამეა, რისი ზემოქმედების ქვეშ ადამიანი მხეცი ხდება... უფრო პირიქითაა, ლომკაში გიჟდება კაცი, თორემ გაჩხერილი? ისე სიამოვნებით არის, სულ ცალ ფეხზე კიდია სამხრეთ ამერიკა... 

მანდ სხვა ამბავია, არავითარი წამალი, დაბრედვა უნდოდა და დაბრია, მიზეზს კი, მართალი თქვა. გავა დრო და დაადგენენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ
  • (ფოტოზე: გარდაცვლილი იბრაჰიმ (იბო) ქავთარაშვილი)

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ (იბო) ქავთარაშვილის მკვლელობისთვის პოლიცია ამავე სოფელში მცხოვრებ 45 წლის ხიზირ (სიმონ) მარგოშვილს ჯერ კიდევ ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოკლულს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

მკვლელობა ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 17 იანვარს ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას მოხდა. დუისის მცხოვრებლების გადმოცემით, იბრაჰიმსა და სიმონს უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა ერთი თვის წინ ისინი შეარიგეს. გარდაცვლილს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი ქალიშვილი დარჩა.

ambebi.ge დუისის მკვიდრს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"აქაურებისთვის მკვლელობის მოტივი სრულიად გაუგებარია. ამბობენ, რომ მარგოშვილი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო. ქავთარაშვილი და მარგოშვილი მეზობლები იყვნენ და როგორც ამბობენ, მკვლელი პლანზე და ფსიქოტროპულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული. პანკისის კრიზისის შემდეგ, ჰეროინი, კოკაინი და სხვა მსგავსი საშუალებები არც განიხილება. მკვლელი ჯერ არ არის დაკავებული, იმალება. გუშინ დილას ისინი ერთადაც ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. გარდაცვლილი სახლს იშენებდა და მისთვის დაურეკავს, გადმოდი, საქმე მაქვს შენთანო. გარკვეული დროის შემდეგ, მარგოშვილი სახლში მობრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, იბო მოვკალიო. ამბობენ, 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, სასტიკადაა გამეტებული...

ეჭვი გვაქვს, რადგან წამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ელემენტარული წახუმრებაც შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. მათ შორის არსებულ რაიმე სერიოზულ დაპირისპირებასა და კონფლიქტზე არც ოჯახი, არც მეზობლები და ახლობლები არ ლაპარაკობენ. მარგოშვილს იბრაჰიმი ტყის პირას გაუყვანია, იმ ადგილს ხეხილებს ეძახიან, ალბათ იმიტომ, რომ არავინ შესწრებოდა და მოკლულისთვის ვერავის მიეგნო. იბოს არც ძმა, არც ბიძა და ბიძაშვილები არ ჰყავს. მას სამი გოგო დარჩა, ბიჭიც არ ჰყავს.

მკვლელს რაც ეხება, მეორე ცოლი ჰყავს და პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები. მსგავსი ტიპის საქმე წმინდად სისხლის აღების თემაა, რადგან ადამიანის განზრახ მკვლელობასთან გვაქვს საქმე. ამას ოჯახის წევრები, ან თვითონ გვარი წყვეტს. შესაძლოა, ეს საკითხი არც დადგეს დღის წესრიგში. ვინაიდან გარდაცვლილს არავინ ჰყავს - მამა, ძმა, ბიძა, ბიძაშვილი და ა.შ. ანუ ისინი, ვისი ვალდებულებაც შეიძლება იყოს სისხლის აღება, ამ შემთხვევაში გვარსაც აქვს გადაწყვეტილების მიღების და სისხლის აღების წესის აღსრულების უფლება. ქავთარაშვილები საკმაოდ დიდი და ძლიერი გვარია, არ ვიცი, რას გადაწყვეტენ...

როგორც ითქვა, მარგოშვილს ადრეც მოუკლავს ბიძაშვილი გოგონა. პანკისის კრიზისის პერიოდში, იყო ქალების მკვლელობის რამდენიმე ფაქტი - ძმამ მოკლა და, მამამ - შვილი... ფაქტია, ეს მისთვის პირველი დანაშაული არ ყოფილა. ამ მკვლელობის ვერსიებზე არავინ ლაპარაკობს, ყველა დუმს. სატელევიზიო სიუჟეტში დედამ მამაკაცებს შორის თვეების წინანდელი წყენა ახსენა, თითქოს უსაყვედურა, მამის დაკრძალვაზე რატომ არ მოხვედიო, მაგრამ ეს სუსტი არგუმენტი და დაუჯერებელი მიზეზია, ამ მოტივით ადამიანს დანას არავინ ჩაარტყამდა. მაინც მგონია, მკვლელს წამლის ზეგავლენის ქვეშ მოეჩვენა რაღაც, არაფერი იმალება და ალბათ გავიგებთ სიმართლეს".

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

"ილიჩოვა და მელაშვილი განაჩენს გარეთ დაელოდებიან" - პროკურატურა პატიმრების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს