პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად "ფაიზერის“ ვაქცინის 20 000 დოზის შემოტანას ვვარაუდობთ" - ვის აცრიან უპირველესად, რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?
"პირველად "ფაიზერის“ ვაქცინის 20 000 დოზის შემოტანას ვვარაუდობთ" - ვის აცრიან უპირველესად, რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, "კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მას ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე წე­რი­ლო­ბით უკვე მი­მარ­თეს.

რო­გორც უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ბუ­ნი­ამ გან­მარ­ტა, "კო­ვაქსს“ მი­ლი­ო­ნა­ხე­ვა­რი დოზა შე­უკ­ვე­თეს, თუმ­ცა, მისი ერ­თბა­შად მო­წო­დე­ბა არ მოხ­დე­ბა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით სა­წყის ეტაპ­ზე 20 000 დო­ზას შე­მო­ი­ტა­ნენ.

"კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მას­თან გა­სუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტე­სი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა მი­დის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე 2021 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში. ამის­თვის, სა­მი­ნის­ტრომ უკვე გა­აგ­ზავ­ნა წე­რი­ლი პა­რას­კევს. დღეს, 18 იან­ვარს იყო ბოლო ვადა ინ­ტე­რე­სის გა­მო­ხატ­ვის და და­დას­ტუ­რე­ბის, რომ ქვე­ყა­ნას შე­უძ­ლია, ხვალ­ვე რომ იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი და­ი­წყოს ვაქ­ცი­ნა­ცია "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით. ეს კონ­კრე­ტუ­ლი წე­რი­ლი "კო­ვაქ­სი­ის“ პლატ­ფორ­მა­ში შე­ე­ხე­ბა "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას, "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით იმუ­ნი­ზა­ცი­ის და­წყე­ბას პირ­ველ კვარ­ტალ­ში. თუმ­ცა, არ გა­მოვ­რი­ცხავთ იმას, რომ შე­საძ­ლოა, მსგავ­სი ინ­ტე­რე­სი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა "კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მი­დან მი­ვი­ღოთ პირ­ველ კვარ­ტალ­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მთა­ვა­რია ის, რომ ქვე­ყა­ნას აქვს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი მზა­ო­ბა, ასე­ვე ტექ­ნი­კუ­რი მზა­ო­ბა ვაქ­ცი­ან­ცი­ის და­სა­წყე­ბად მომ­დევ­ნო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პირ­ვე­ლი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა და რაც უნდა შეს­რულ­დეს იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღოს, ეს არის პა­სუ­ხი და მზა­ო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა კონ­კრე­ტულ პი­რო­ბებ­ზე, რა­საც "კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მა აყე­ნებს. ეს პი­რო­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია სრუ­ლად, ახლა შემ­დე­გი ეტა­პია "კო­ვაქ­სის“ თან­ხო­ბა და ზუს­ტი ვა­დის მო­წო­დე­ბა, თუ პირ­ველ კვარ­ტალ­ში რო­დის და­ი­წყე­ბა ეს. ყვე­ლას ინ­ტე­რე­სია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე და­ი­წყოს. ჩვენ "კო­ვაქ­სის“ მხრი­და­ნაც ვე­ლო­დე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრაფ პა­სუხს, ანუ ის, რომ თე­ბერ­ვალ­ში ვაქ­ცი­ნა ჩვენ ფი­ზი­კუ­რად ქვე­ყა­ნა­ში გვქონ­დეს და ეს პრო­ცე­სი და­ი­წყოს, სრუ­ლი­ად რე­ა­ლის­ტუ­რია, პრო­ცე­სი არის ორ­მხრი­ვი, ჩვენ ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლეთ, ახლა ვე­ლო­დე­ბით სა­ბო­ლოო დას­ტურს "კო­ვაქ­სის­გან“.

ჩვენ "კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-ის­თვის გვაქვს შეკ­ვე­თი­ლი, ეს არის მი­ლი­ო­ნა­ხე­ვა­რი დოზა, თუმ­ცა, მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი დო­ზის ერ­თბა­შად მო­წო­დე­ბა არ მოხ­დე­ბა, მოხ­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, ქვე­ყა­ნა პირ­ველ ნა­წილს რომ აით­ვი­სებს, მა­გა­ლი­თად, 50 000-ს, შემ­დეგ მოვა და­ნარ­ჩე­ნი დო­ზე­ბი, იქამ­დე ვიდ­რე სრუ­ლად არ ამო­ი­წუ­რე­ბა 20%, ანუ წყვე­ტა, ჩვენ მო­თხოვ­ნა გვაქვს და ვაქ­ცი­ნა არ არის - ასე­თი არ იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ სა­წყის შე­მო­ტა­ნას "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აქ არის უფრო შე­ზღუ­დულ ჯგუფ­ზე სა­უ­ბა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 000 დო­ზა­ზე ვვა­რა­უ­დობთ, რაც იქ­ნე­ბა 10 000 სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის­თვის, ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ესეც არ არის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე "კო­ვაქ­სის“ მხრი­დან დგე­ბა, ვინ უნდა მი­ი­ღოს პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი ვაქ­ცი­ნის“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

!!!
1

ყველა თავისი თავის პატრონია და ყველა თვითონ გადაწყვეტს თავის მომავალს! ყველამ თავის თავს თვითონ მიხედეთ, ვითომ დიდად გადარდებდეთ ხალხის ბედი და მათი ჯანმრთელობა, თუ ავადმყოფობა!!! რაც ხალხისთვის გინდოდეთ თქვენს ოჯახებში გქონდეთ!!!

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პირველად "ფაიზერის“ ვაქცინის 20 000 დოზის შემოტანას ვვარაუდობთ" - ვის აცრიან უპირველესად, რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

"პირველად "ფაიზერის“ ვაქცინის 20 000 დოზის შემოტანას ვვარაუდობთ" - ვის აცრიან უპირველესად, რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "კოვაქსის“ პლატფორმას ვაქცინის პირველი დოზების მიღების თაობაზე წერილობით უკვე მიმართეს.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ განმარტა, "კოვაქსს“ მილიონახევარი დოზა შეუკვეთეს, თუმცა, მისი ერთბაშად მოწოდება არ მოხდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, "ფაიზერის“ ვაქცინით საწყის ეტაპზე 20 000 დოზას შემოიტანენ.

"კოვაქსის“ პლატფორმასთან გასული ორი კვირის განმავლობაში ინტესიური მოლაპარაკება მიდის პირველი დოზების მიღების თაობაზე 2021 წლის პირველ კვარტალში. ამისთვის, სამინისტრომ უკვე გააგზავნა წერილი პარასკევს. დღეს, 18 იანვარს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია, ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი დაიწყოს ვაქცინაცია "ფაიზერის“ ვაქცინით. ეს კონკრეტული წერილი "კოვაქსიის“ პლატფორმაში შეეხება "ფაიზერის“ ვაქცინას, "ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა, მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება "კოვაქსის“ პლატფორმიდან მივიღოთ პირველ კვარტალში "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს მარეგულირებელი მზაობა, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქციანციის დასაწყებად მომდევნო 2 თვის განმავლობაში.

პირველი, რაც აუცილებელი პირობაა და რაც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, ეს არის პასუხი და მზაობის დადასტურება კონკრეტულ პირობებზე, რასაც "კოვაქსის“ პლატფორმა აყენებს. ეს პირობა შესრულებულია სრულად, ახლა შემდეგი ეტაპია "კოვაქსის“ თანხობა და ზუსტი ვადის მოწოდება, თუ პირველ კვარტალში როდის დაიწყება ეს. ყველას ინტერესია, რომ საქართველოში და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ვაქცინაცია რაც შეიძლება ადრე დაიწყოს. ჩვენ "კოვაქსის“ მხრიდანაც ველოდებით მაქსიმალურად სწრაფ პასუხს, ანუ ის, რომ თებერვალში ვაქცინა ჩვენ ფიზიკურად ქვეყანაში გვქონდეს და ეს პროცესი დაიწყოს, სრულიად რეალისტურია, პროცესი არის ორმხრივი, ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა ველოდებით საბოლოო დასტურს "კოვაქსისგან“.

ჩვენ "კოვაქსის“ პლატფორმაში მოსახლეობის 20%-ისთვის გვაქვს შეკვეთილი, ეს არის მილიონახევარი დოზა, თუმცა, მილიონნახევარი დოზის ერთბაშად მოწოდება არ მოხდება, მოხდება ეტაპობრივად, ქვეყანა პირველ ნაწილს რომ აითვისებს, მაგალითად, 50 000-ს, შემდეგ მოვა დანარჩენი დოზები, იქამდე ვიდრე სრულად არ ამოიწურება 20%, ანუ წყვეტა, ჩვენ მოთხოვნა გვაქვს და ვაქცინა არ არის - ასეთი არ იქნება. რაც შეეხება პირველ საწყის შემოტანას "ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი, დაახლოებით, 20 000 დოზაზე ვვარაუდობთ, რაც იქნება 10 000 სამიზნე ჯგუფისთვის, ესენი იქნებიან ჯანდაცვის პროფესიონალები, ესეც არ არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე "კოვაქსის“ მხრიდან დგება, ვინ უნდა მიიღოს პირველი დოზები ვაქცინის“, - განაცხადა გაბუნიამ.

დააჯარიმეს თუ არა ბაკურიანში ბინების გაქირავებისთვის მეპატრონეები? - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტება

"თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს" - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადება

"ეტაპობრივი გახსნის გეგმა 2-3 დღეში იქნება" - რას ამბობს გამყრელიძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე?