კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?
"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ითხოვს, რომ მის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად არ ჩა­ტარ­დეს

ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ედა­ვე­ბი­ან, ითხოვს, რომ მის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად არ ჩა­ტარ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ მე­დი­აც­ნეტ "მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ითხოვს.

"ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სამ­რთლო­ში გა­ი­მარ­თოს და დის­ტან­ცი­უ­რად არ ჩა­ტარ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, მას შერ­ჩე­ვი­თად უდ­გე­ბი­ან, ის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე არ დაჰ­ყავთ, რი­თაც ირ­ღვე­ვა მისი, რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს პრინ­ცი­პის უფ­ლე­ბა. ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სათ­ქმე­ლი აქვს, რო­მე­ლიც ღიად უკვე და­ა­ფიქ­სი­რა. მის საქ­მე­ზე არა­ერ­თი მოწ­მე გა­მო­ი­კი­თხა, მათ შო­რის, ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ლე­ვა­ნის მი­მართ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნი­ათ. მა­თი­ვე ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვი­გებთ, რომ ლე­ვა­ნი მათ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ ძა­ლა­დობ­და, ის პო­ლი­ტი­კურ მო­თხოვ­ნებს აჟ­ღე­რებ­და. როცა ზუ­რა­ბაშ­ვილს უთხრეს, რომ ად­გილ­ზე ორ­სუ­ლი ქალი იმ­ყო­ფე­ბო­და, მან და­უ­ყოვ­ნე­ბულ მოს­თხო­ვა ის წა­სუ­ლი­ყო. ერთ-ერ­თმა იქ მყოფ­მა ადა­მი­ან­მა ზუ­რა­ბაშ­ვილს უთხრა, თუ შე­იძ­ლე­ბა, მეც გავ­ყვე­ბიო. ზუ­რა­ბაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, კი ბა­ტო­ნო, გა­ყე­ვი, ვინ გი­ჭერს, აქ იმის­თვის არ ვარ, რომ თქვენ რამე ფორ­მით შეგ­ზღუ­დოთ, ჩემი მი­ზა­ნი მხო­ლოდ ის არის, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვიქ­ცი­ოო. ამ საქ­მეს სა­მარ­თლებ­რი­ვად თუ შე­ვა­ფა­სებთ, ეს არის მაქ­სი­მუმ, იძუ­ლე­ბა და არა მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. ლევ­ნის მო­თხოვ­ნაა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა უნდა იბ­რძო­ლონ იმ სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც ე.წ. მე­ვახ­შე­ო­ბას, "კა­ზი­ნო­ე­ბის“ აკ­რძალ­ვას და ასე­ვე ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს შე­ე­ხე­ბა. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთხოვს გა­ერ­თი­ან­დნენ, მისი მო­თხოვ­ნა არ არის, მის­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ირძო­ლონ. ამი­ტომ, ყვე­ლას, ვი­საც ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­წუ­ხებთ, მი­გაჩ­ნი­ათ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბაა, ლე­ვა­ნის სი­ტყვებს გე­უბ­ნე­ბით - უნდა დავ­დგეთ ერ­თად და გარ­წმუ­ნებთ, რომ ლე­ვა­ნი იქ­ნე­ბა ის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ზუ­რა­ბაშ­ვილ­მა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, ვი­ნა­ი­დან თუკი ხალ­ხი გა­ამ­ტყუ­ნებ­და, ის იდეა, რის­თვი­საც იბ­რძო­და, მოკ­ვდე­ბო­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებ­ზე უა­რის თქმას, მი­უ­ხე­და­ვად ად­ვო­კა­ტე­ბის და­სა­ბუ­თე­ბი­სა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი აერ­ჩია, მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის თქმით, ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს მარ­ტი­ვად მო­ის­ყი­დი­ან, მას ხალ­ხის იდე­ე­ბი აქვს და თუ ხალ­ხი გა­ამ­ტყუ­ნებ­და, გა­მო­ვი­დო­და, რომ რის­თვი­საც იბ­რძო­და, ის იდეა მოკ­ვდე­ბო­და. ამი­ტომ, გა­და­წყვი­ტა, რომ სა­სა­მარ­თლომ გან­სა­ჯოს მისი ბედი, იცის, რომ ის გან­წი­რუ­ი­ლა, ამი­ტომ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­სა­მარ­თლოს აკის­რებს, არ უნ­დო­და, რომ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხალ­ხს და­კის­რე­ბო­და თუკი, გა­ამ­ტყუ­ნებ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და 19 პირი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ზუ­რა­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 144-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ორი, ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის ჩა­დე­ნა­საც ზუ­რა­ბაშ­ვილს ედა­ვე­ბი­ან, 9-დან 14-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

აბა სულელია ვითომ ეს ბიჭი?

ჰერა
9

მაგარი კაცი ხარ ლევან!

შენი ადგილი ნამდვილად არ არის ციხეში!..

ვიზიარებ შენს იდეებს.

ღმერთი და სამართალი გფარავდეს!

ავტორი:

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი ითხოვს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესები დისტანციურად არ ჩატარდეს

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ხელში ჩაგდებას ედავებიან, ითხოვს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესები დისტანციურად არ ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ ზურაბაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მედიაცნეტ "მთავარში“ განაცხადა.

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ზურაბაშვილი საზოგადოებასთან კომუნიკაციას ითხოვს.

"ლევან ზურაბაშვილის მთავარი მოთხოვნაა, მისი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამრთლოში გაიმართოს და დისტანციურად არ ჩატარდეს. სამწუხაროდ, მას შერჩევითად უდგებიან, ის სასამართლო პროცესებზე არ დაჰყავთ, რითაც ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება. ლევან ზურაბაშვილს საზოგადოებასთან სათქმელი აქვს, რომელიც ღიად უკვე დააფიქსირა. მის საქმეზე არაერთი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, ე.წ. დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. მათივე ჩვენებების საფუძველზე ვიგებთ, რომ ლევანი მათზე ფსიქოლოგიურად არ ძალადობდა, ის პოლიტიკურ მოთხოვნებს აჟღერებდა. როცა ზურაბაშვილს უთხრეს, რომ ადგილზე ორსული ქალი იმყოფებოდა, მან დაუყოვნებულ მოსთხოვა ის წასულიყო. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ადამიანმა ზურაბაშვილს უთხრა, თუ შეიძლება, მეც გავყვებიო. ზურაბაშვილმა უპასუხა, კი ბატონო, გაყევი, ვინ გიჭერს, აქ იმისთვის არ ვარ, რომ თქვენ რამე ფორმით შეგზღუდოთ, ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, ტელევიზიების ყურადღება მივიქციოო. ამ საქმეს სამართლებრივად თუ შევაფასებთ, ეს არის მაქსიმუმ, იძულება და არა მძევლად ხელში ჩაგდება. ლევნის მოთხოვნაა, რომ საზოგადოებამ, მისმა თანამოაზრეებმა უნდა იბრძოლონ იმ სისტემის წინააღმდეგ, რაც ე.წ. მევახშეობას, "კაზინოების“ აკრძალვას და ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს შეეხება. ის საზოგადოებას სთხოვს გაერთიანდნენ, მისი მოთხოვნა არ არის, მისმა თანამოაზრეებმა მის გათავისუფლებაზე ირძოლონ. ამიტომ, ყველას, ვისაც ეს პრობლემები გაწუხებთ, მიგაჩნიათ, რომ სოციალური უთანასწორობაა, ლევანის სიტყვებს გეუბნებით - უნდა დავდგეთ ერთად და გარწმუნებთ, რომ ლევანი იქნება ის მასტიმულირებელი ადამიანი, რომელიც შეძლებს და ამ საზოგადოებას გააერთიანებს“, - განაცხადა კობაიძემ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა, ვინაიდან თუკი ხალხი გაამტყუნებდა, ის იდეა, რისთვისაც იბრძოდა, მოკვდებოდა.

"რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებზე უარის თქმას, მიუხედავად ადვოკატების დასაბუთებისა, რომ კარგი იქნებოდა, ნაფიცი მსაჯულები აერჩია, მან კატეგორიული უარი განაცხადა. ზურაბაშვილის თქმით, ნაფიც მსაჯულებს მარტივად მოისყიდიან, მას ხალხის იდეები აქვს და თუ ხალხი გაამტყუნებდა, გამოვიდოდა, რომ რისთვისაც იბრძოდა, ის იდეა მოკვდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ სასამართლომ განსაჯოს მისი ბედი, იცის, რომ ის განწირუილა, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს, არ უნდოდა, რომ ეს პასუხისმგებლობა ხალხს დაკისრებოდა თუკი, გაამტყუნებდნენ“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი, ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ვახტანგ ახვლედიანი არის ცრუ მოწმე - არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი, არ დაუნახავს წყალში დახრჩობა" - ვასილ მამულაშვილი

რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს