მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, აქვს თუ არა მის შვილს კორონავირუსის შემდგომი სინდრომი - იაშვილის კლინიკის დირექტორი MIS-C-ის შესახებ
როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, აქვს თუ არა მის შვილს კორონავირუსის შემდგომი სინდრომი - იაშვილის კლინიკის დირექტორი MIS-C-ის შესახებ

ბოლო პე­რი­ოდ­ში ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, ახალ­მა სინ­დრომ­მა იჩი­ნა თავი. მას მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი ჰქვია და რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, საკ­მა­ოდ ყუ­რადსა­ღე­ბია.

რო­დის გა­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რას გუ­ლის­ხმობს ეს სინ­დრო­მი და რამ­დე­ნად სა­ში­შია ბავ­შვე­ბის­თვის, Mshoblebi.ge-ს ამ თე­მა­ზე ივა­ნე ჩხა­ი­ძე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, ესა­უბ­რე­ბა:

- მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მი ბავ­შვებ­ში (Multisystem Inflammatory Syndrome in Children - MIS-C) იშ­ვი­ა­თი სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ცხე­ლე­ბით და მძი­მე ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სით, რაც მოჰ­ყვე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით, SARS-CoV-2-ით, ინ­ფი­ცი­რე­ბას. პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცია ამ სინ­დრო­მის შე­სა­ხებ 2020 წლის მა­ი­სის და­სა­წყის­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლი იყო რვა მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პე­დი­ატ­რი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ შოკი მულ­ტი­ორ­გა­ნუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა პირ­ვე­ლად 2020 წლის 2 ნო­ემ­ბერს იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ბავ­შვში დი­აგ­ნოს­ტირ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ისე­ვე, რო­გორც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ჩვენ­თა­ნაც MIS-C-ის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა იან­ვრის პირ­ვე­ლი კვი­რი­დან და­ი­წყო, რაც ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ტე­ბას ერთ თვით ადრე, დე­კემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში.

და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, მისი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა), მძი­მეა და ასე­თი ბავ­შვე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სა­სურ­ვე­ლია მოხ­დეს მულ­ტიპრო­ფი­ლურ პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, ვი­ნა­ი­დან ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ე­ბენ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რულ მარ­თვას: კარ­დი­ო­ლო­გი, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, რევ­მა­ტო­ლო­გი, ნეფ­რო­ლო­გი, პულ­მო­ნო­ლო­გი, ჰე­მა­ტო­ლო­გი, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი, დერ­მა­ტო­ლო­გი, ნევ­რო­ლო­გი, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი.

- რო­გორ უნდა მიხ­ვდეს მშო­ბე­ლი, რომ შე­საძ­ლოა MIS-C სინ­დრომ­თან ჰქონ­დეს საქ­მე?

- ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის ძი­რი­თა­დად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა (38 და მეტი, 24 სა­ათ­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, უხ­ში­რე­სად 3-6 დღე) და რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნოს და­ზი­ა­ნე­ბის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბა, მა­გა­ლი­თად ხვე­ლა, კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი, დი­ა­რეა, ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის შე­შუ­პე­ბა და სხვა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია.ამ სინ­დრომს ახა­სი­ა­თებს მუდ­მი­ვი ცხე­ლე­ბა 38,0 და მეტი (სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა 4-6 დღე); კუჭ-ნაწ­ლა­ვის სიმპტო­მე­ბი (მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა; ზოგ ბავ­შვებ­ში აპენ­დი­ცი­ტის კლი­ნი­კის მსგავ­სი); კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი; კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი; ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის და­ზი­ა­ნე­ბა; თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლა; რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი; ხე­ლე­ბის/ფე­ხე­ბის შე­შუ­პე­ბა და სხვა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

რონალდინიო
3

მოგალატეა ესეც აფერისტი ციხეშია ყველა ექიმის ადგილი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, აქვს თუ არა მის შვილს კორონავირუსის შემდგომი სინდრომი - იაშვილის კლინიკის დირექტორი MIS-C-ის შესახებ

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, აქვს თუ არა მის შვილს კორონავირუსის შემდგომი სინდრომი - იაშვილის კლინიკის დირექტორი MIS-C-ის შესახებ

ბოლო პერიოდში ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ახალმა სინდრომმა იჩინა თავი. მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ჰქვია და როგორც ექიმები ამბობენ, საკმაოდ ყურადსაღებია.

როდის გამოჩნდა საქართველოში, რას გულისხმობს ეს სინდრომი და რამდენად საშიშია ბავშვებისთვის, Mshoblebi.ge-ს ამ თემაზე ივანე ჩხაიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ესაუბრება:

- მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (Multisystem Inflammatory Syndrome in Children - MIS-C) იშვიათი სისტემური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გახანგრძლივებული ცხელებით და მძიმე ანთებითი პროცესით, რაც მოჰყვება ახალი კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით, ინფიცირებას. პირველი პუბლიკაცია ამ სინდრომის შესახებ 2020 წლის მაისის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა, რომელშიც აღწერილი იყო რვა მძიმედ დაავადებული პედიატრიული პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ შოკი მულტიორგანული მონაწილეობით...

საქართველოში ეს დაავადება პირველად 2020 წლის 2 ნოემბერს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ ბავშვში დიაგნოსტირდა. საინტერესოა, რომ ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში, ჩვენთანაც MIS-C-ის შემთხვევების მატება იანვრის პირველი კვირიდან დაიწყო, რაც ემთხვევა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მატებას ერთ თვით ადრე, დეკემბრის პირველ ნახევარში.

დაავადების კლინიკური მიმდინარეობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე (მულტისისტემური დაზიანება), მძიმეა და ასეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ასევე აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაცია სასურველია მოხდეს მულტიპროფილურ პედიატრიულ კლინიკაში, ვინაიდან ასეთი პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ მულტიდისციპლინარულ მართვას: კარდიოლოგი, ინფექციონისტი, რევმატოლოგი, ნეფროლოგი, პულმონოლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი, ნევროლოგი, რეანიმატოლოგი.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ შესაძლოა MIS-C სინდრომთან ჰქონდეს საქმე?

- ამ დაავადებისთვის ძირითადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა (38 და მეტი, 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, უხშირესად 3-6 დღე) და რამდენიმე ორგანოს დაზიანების მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობა, მაგალითად ხველა, კანზე გამონაყარი, დიარეა, ხელების და ფეხების შეშუპება და სხვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.ამ სინდრომს ახასიათებს მუდმივი ცხელება 38,0 და მეტი (საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღე); კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა; ზოგ ბავშვებში აპენდიციტის კლინიკის მსგავსი); კანზე გამონაყარი; კონიუნქტივიტი; ლორწოვანი გარსის დაზიანება; თავის ტკივილი, ცნობიერების შეცვლა; რესპირაციული სიმპტომები; ხელების/ფეხების შეშუპება და სხვა წაიკითხეთ ვრცლად

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება - რა განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ?

"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

"ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ის რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს" - მეუფე დიმიტრი