საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს
კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

კას­პში, ორი პი­რის მძევ­ლად აყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი შიმ­ში­ლობს და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარს აცხა­დებს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ად­ვო­კატ­მა ქე­თე­ვან გა­გო­ე­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელს, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვილს, რო­მელ­მაც კას­პში ორი პირი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, შსს-ს გო­რის პო­ლი­ცი­ის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რედ­გი­ნე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით იცავს ად­ვო­კა­ტი ქე­თე­ვან გა­გო­ე­ვი.

"რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან ერ­თად შე­ვალ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას წა­რედ­გი­ნე­ბა ბრალ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბას, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის გუ­შინ­დე­ლი დღი­დან შიმ­ში­ლობს და რო­გორც ჩემ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის ექიმ­მა, იგი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზეც უარს აცხა­დებს. რაც შე­ე­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბას, აწუ­ხებს კუჭი და სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რებს, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, მას სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა ბრალ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა მის საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი სხდო­მა“, - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან გა­გო­ე­ვამ.

გა­გო­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი კვლავ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს და დაც­ვა­ზე უარს აცხა­დებს, თუმ­ცა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტის გარ­და, მე­ნაბ­დიშ­ვი­ლის საქ­მე­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი ად­ვო­კა­ტი კი­დევ ჩა­ერ­თვე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა კას­პში, ერთ-ერთი სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ნა­დი­რო თო­ფის მუ­ქა­რით მძევ­ლე­ბი 16 იან­ვარს აიყ­ვა­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა მძევ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დე­გაც და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ“ და "ი“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მუ­ქა­რით ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ განუცხადა.

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა, შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. ბრალდებულის ინტერესებს სავალდებულო წესით იცავს ადვოკატი ქეთევან გაგოევი.

"რამდენიმე წუთში, გამომძიებელთან ერთად შევალ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და სავარაუდოდ, მას წარედგინება ბრალდება. რაც შეეხება შიმშილობას, ჩემი ინფორმაციით, ის გუშინდელი დღიდან შიმშილობს და როგორც ჩემთან საუბრისას განმარტა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმმა, იგი მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, აწუხებს კუჭი და საერთოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. რაც შეეხება პროცედურებს, როგორც მოგახსენეთ, მას სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში წარედგინება ბრალდება, რის შემდეგაც გორის რაიონულ სასამართლოში ჩაინიშნება მის საქმეზე პირველი სხდომა“, - განაცხადა ქეთევან გაგოევამ.

გაგოევის ინფორმაციითვე, მენაბდიშვილი კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და დაცვაზე უარს აცხადებს, თუმცა "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოჯახის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ადვოკატის გარდა, მენაბდიშვილის საქმეში სავარაუდოდ, ორი ადვოკატი კიდევ ჩაერთვება.

შეგახსენებთ, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ“ და "ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დუმილის უფლებას იყენებს და დაცვაზე უარს ამბობს - რას ამბობს ადვოკატი

მკვლელობა პანკისში - ნათესავებს შორის შელაპარაკება ტრაგიკულად დასრულდა

ზუგდიდში დაკავეს პირი, რომელმაც ნაცნობი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა