მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს
5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნოს აზი­ა­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფილ­ტვებს. მათი მო­ცუ­ლო­ბა და ელას­ტი­კუ­რო­ბა იკ­ლებს და ონ­კო­ლო­გი­ის რის­კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. ნი­კო­ტი­ნი არის შხა­მი, რო­მე­ლიც ბრონ­ქუ­ლი ეპი­თე­ლი­უ­მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. ასე­ვე, სა­სუნ­თქი გზე­ბის, კუ­ჭი­სა და საყ­ლა­პა­ვის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბას. სის­ხლის შე­მად­გენ­ლო­ბა უა­რეს­დე­ბა და იმუ­ნი­ტე­ტიც ქვე­ით­დე­ბა.

ამას გარ­და, მწე­ვე­ლი ზი­ანს აყე­ნებს გარ­შე­მომ­ყო­ფებ­საც. ყვე­ლა, ვინც ეწე­ვა, ამ მო­თხოვ­ნი­ლე­ბის მძე­ვა­ლი ხდე­ბა. სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის სურ­ვი­ლი ბევ­რს აქვს, მაგ­რამ ნე­ბის­ყო­ფა - ცო­ტას. ის, რა­საც ნარ­კო­მა­ნი­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სას „ლომ­კას“ უწო­დე­ბენ, მსუ­ბუ­ქი დო­ზით მწე­ვე­ლებ­შიც გვხვდე­ბა, რაც ნი­კო­ტინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და მო­წე­ვის და­უძ­ლე­ველ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდი დაბ­რკო­ლე­ბა ნე­ბის­ყო­ფის ნაკ­ლე­ბო­ბაა.

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი, რო­მე­ლიც მავ­ნე ჩვე­ვის დაძ­ლე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ!

1. ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რი

ით­ვლე­ბა, რომ ის სჭირ­დე­ბა მათ, ვი­საც უჭირს ორ­გა­ნიზ­მი­დან შხა­მე­ბის გა­მო­დევ­ნის პე­რი­ო­დის გაძ­ლე­ბა. ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს მცი­რე დო­ზით სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბას ურე­დებ­ში. ამ მე­თო­დის მი­ნუ­სი იმა­შია, რომ ის აგ­ვა­რებს მხო­ლოდ სი­გა­რეტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ხა­რის­ხის პრობ­ლე­მას, მაგ­რამ თა­ვად პლას­ტი­რის­გან გა­დაჩ­ვე­ვას - არა. ამი­ტომ, სი­გა­რე­ტის თა­ვის და­ნე­ბე­ბის შემ­დეგ, თქვენ მო­გი­წევთ ნი­კო­ტი­ნის პლას­ტირ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­დაჩ­ვე­ვაც.

2. ნი­კო­ტი­ნის სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბი

ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რის მსგავ­სად, ისიც შე­ი­ცავს მცი­რე დო­ზით ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს ნი­კო­ტი­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას. მისი ნაკ­ლი სა­ში­ნე­ლი გე­მოა, რის გა­მოც, მწე­ვე­ლე­ბი ხში­რად უარს ამ­ბო­ბენ ნი­კო­ტი­ნის სა­ღეჭ რე­ზინ­ზე და სი­გა­რეტს უბ­რუნ­დე­ბი­ან.

3. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა

სი­გა­რე­ტის დო­ზის შემ­ცი­რე­ბა არ არის ეფექ­ტუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი. თქვენ ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან. უმ­ჯო­ბე­სია ერ­თბა­შად შე­წყვი­ტოთ მო­წე­ვა. მაგ­რამ, შე­არ­ჩი­ეთ დღე წი­ნას­წარ და მო­ნიშ­ნეთ კა­ლენ­დარ­ზე. სახ­ლი­დან მო­ა­შო­რეთ სა­ფერ­ფლე­ე­ბი და სან­თე­ბე­ლე­ბი. რო­დე­საც მო­წე­ვა მო­გინ­დე­ბათ, მი­ირ­თვით მზე­სუმ­ზი­რა, ხილი, ან ნე­ბის­მი­ე­რი ხემ­სი. შე­გიძ­ლი­ათ ხელ­ში და­ი­ჭი­როთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფან­ქა­რი და მო­წე­ვის იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თოთ. ყვე­ლა­ზე კარ­გია, თუ მო­წე­ვას მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­წყვეტთ. ახა­ლი გა­რე­მო ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა­ში.

4. ჰელ­სი­ე­რი - თამ­ბა­ქოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი შემ­ცვლე­ლი

გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი გა­ჯე­ტე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში. სპე­ცი­ა­ლურ აპა­რატ­ში თავ­სდე­ბა ჰითსტი­კი, რო­მე­ლიც გა­ცხე­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მოქ­მნის ორ­თქლს. „ჰელ­სი­ე­რი“ ია­პო­ნურ­მა კომ­პა­ნია „SKS co“-მ შექ­მნა. 2015 წლი­დან კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რე­ბი და მკვლე­ვა­რე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, მათ წარ­მა­ტე­ბით გარ­დაქ­მნეს ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს ფორ­მუ­ლა, რაც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო „ჰელ­სი­ე­რის“ შექ­მნას. „ჰელ­სი­ე­რი“ არის თამ­ბა­ქოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ქმნის ნამ­დვი­ლი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის შეგ­რძნე­ბას ნი­კო­ტი­ნი­სა და ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე. ის არ შე­ი­ცავს თამ­ბა­ქოს, კუპრს, ნი­კო­ტინს და სხვა მავ­ნე, ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს. არ აყე­ნებს უსი­ა­მოვ­ნო სუნს და არ გა­მოჰ­ყოფს კვამლს. არ­სე­ბობს 5 არო­მა­ტის ჰითსტი­კი: თამ­ბა­ქოს კლა­სი­კუ­რი გემო, მოც­ვი, მენ­თო­ლი, ციტ­რუ­სი და ყავა.

თუ მო­წე­ვის ჩვე­ვი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან გი­ჭირთ, ჰელ­სი­ერ­ზე გა­დას­ვლა ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მისი შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „სპა­რის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, ან პირ­და­პი­რი შეკ­ვე­თის გზით, „ჰელ­სი­ე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე.

5. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა/სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი

კი­დევ ერთი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. და­კავ­დით სპორ­ტით, ირ­ბი­ნეთ დი­ლა­ო­ბით სუფ­თა ჰა­ერ­ზე. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბიც, რომ­ლე­ბიც სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ:

ვარ­ჯი­ში 1

როცა იგ­რძნობთ მო­წე­ვის ძლი­ერ სურ­ვილს, გა­დით სუფ­თა ჰა­ერ­ზე. და­დე­ქით გა­მარ­თუ­ლად, მო­დუნ­დით. ღრმად ჩა­ი­სუნ­თქეთ და გა­ა­ჩე­რეთ სუნ­თქვა 2-5 წამი. შემ­დეგ ნელა ამო­ი­სუნ­თქეთ. ამო­სუნ­თქვის ბო­ლოს შე­ა­ჩე­რეთ იგი­ვე დრო­ით სუნ­თქვა. გა­ი­მე­ო­რეთ ეს ვარ­ჯი­ში 10-ჯერ. ტვი­ნი გა­ჯერ­დე­ბა ჟანგბა­დით და მსუ­ბუქ თავ­ბრუს­ხვე­ვას იგ­რძნობთ. შე­დე­გად, დიდი ხანი აღარ მო­გინ­დე­ბათ მო­წე­ვა.

ვარ­ჯი­ში 2

ნელა ჩა­ი­სუნ­თქეთ ცხვი­რით და ბევ­რად სწრა­ფად ამო­ი­სუნ­თქეთ პი­რით. შე­ას­რუ­ლეთ ეს ვარ­ჯი­ში 30-ჯერ ისე, რომ ნელ-ნელა გა­ზარ­დოთ ტემ­პი. ეს იქ­ნე­ბა ერთი ციკ­ლი. მეტი ეფექ­ტუ­რო­ბის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა ამ ვარ­ჯი­შის 5-6 ციკ­ლად შეს­რუ­ლე­ბა, 1-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბე­ბით. შე­ას­რუ­ლეთ ვარ­ჯი­ში ყო­ველ ჯერ­ზე მა­შინ, როცა მო­წე­ვა მო­გინ­დე­ბათ. ფილ­ტვე­ბი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ჟანგბადს იღებს, მკერ­დში აღ­დგე­ბა სწო­რი ინერ­ცია, ხოლო სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბი მსუ­ბუქ, მაგ­რამ სის­ტე­მა­ტურ მა­საჟს გა­დის დი­აფ­რაგ­მის ძლი­ე­რი და რიტ­მუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წყა­ლო­ბით.

შე­ას­რუ­ლეთ ეს მოძ­რა­ო­ბე­ბი ყო­ველ ჯერ­ზე მა­შინ, როცა მო­წე­ვა მო­გინ­დე­ბათ. ასე არა მხო­ლოდ გა­და­აგ­დებთ მავ­ნე ჩვე­ვას, არა­მედ გა­ა­ვარ­ჯი­შებთ სა­სუნ­თქ ორ­გა­ნო­ებს და გა­ი­სუფ­თა­ვებთ ფილ­ტვებს.

გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას!

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
10

ფრიად საჭირო ინფორმაციაა, რისთვისაც გმადლობთ.

User
1

გასაგებია რეკლამა :D

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

თამბაქოს მოწევა ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს. განსაკუთრებით კი ფილტვებს. მათი მოცულობა და ელასტიკურობა იკლებს და ონკოლოგიის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ნიკოტინი არის შხამი, რომელიც ბრონქული ეპითელიუმის გაღიზიანებას იწვევს. ასევე, სასუნთქი გზების, კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებას. სისხლის შემადგენლობა უარესდება და იმუნიტეტიც ქვეითდება.

ამას გარდა, მწეველი ზიანს აყენებს გარშემომყოფებსაც. ყველა, ვინც ეწევა, ამ მოთხოვნილების მძევალი ხდება. სიგარეტისთვის თავის დანებების სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ნებისყოფა - ცოტას. ის, რასაც ნარკომანიის მკურნალობისას „ლომკას“ უწოდებენ, მსუბუქი დოზით მწეველებშიც გვხვდება, რაც ნიკოტინზე დამოკიდებულებაში და მოწევის დაუძლეველ მოთხოვნილებაში გამოიხატება. ყველაზე დიდი დაბრკოლება ნებისყოფის ნაკლებობაა.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ!

1. ნიკოტინის პლასტირი

ითვლება, რომ ის სჭირდება მათ, ვისაც უჭირს ორგანიზმიდან შხამების გამოდევნის პერიოდის გაძლება. ნიკოტინის პლასტირი უზრუნველყოფს მცირე დოზით საჭირო ნივთიერების მიღებას ურედებში. ამ მეთოდის მინუსი იმაშია, რომ ის აგვარებს მხოლოდ სიგარეტზე დამოკიდებულების ხარისხის პრობლემას, მაგრამ თავად პლასტირისგან გადაჩვევას - არა. ამიტომ, სიგარეტის თავის დანებების შემდეგ, თქვენ მოგიწევთ ნიკოტინის პლასტირზე დამოკიდებულების გადაჩვევაც.

2. ნიკოტინის საღეჭი რეზინები

ნიკოტინის პლასტირის მსგავსად, ისიც შეიცავს მცირე დოზით ნივთიერებებს, რომელიც ამცირებს ნიკოტინის მოთხოვნილებას. მისი ნაკლი საშინელი გემოა, რის გამოც, მწეველები ხშირად უარს ამბობენ ნიკოტინის საღეჭ რეზინზე და სიგარეტს უბრუნდებიან.

3. ფსიქოლოგიური მიდგომა

სიგარეტის დოზის შემცირება არ არის ეფექტური გამოსავალი. თქვენ ვერ გათავისუფლდებით დამოკიდებულებისაგან. უმჯობესია ერთბაშად შეწყვიტოთ მოწევა. მაგრამ, შეარჩიეთ დღე წინასწარ და მონიშნეთ კალენდარზე. სახლიდან მოაშორეთ საფერფლეები და სანთებელები. როდესაც მოწევა მოგინდებათ, მიირთვით მზესუმზირა, ხილი, ან ნებისმიერი ხემსი. შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ ჩვეულებრივი ფანქარი და მოწევის იმიტაცია გააკეთოთ. ყველაზე კარგია, თუ მოწევას მოგზაურობისას შეწყვეტთ. ახალი გარემო ძალიან დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში.

4. ჰელსიერი - თამბაქოს ბიოლოგიური შემცვლელი

გამაცხელებელი გაჯეტები ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. სპეციალურ აპარატში თავსდება ჰითსტიკი, რომელიც გაცხელების შემდეგ წარმოქმნის ორთქლს. „ჰელსიერი“ იაპონურმა კომპანია „SKS co“-მ შექმნა. 2015 წლიდან კომპანიაში მუშაობენ მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერები და მკვლევარები. საბოლოოდ, მათ წარმატებით გარდაქმნეს ტრადიციული თამბაქოს ფორმულა, რაც საფუძვლად დაედო „ჰელსიერის“ შექმნას. „ჰელსიერი“ არის თამბაქოს ბიოლოგიური ალტერნატივა, რომელიც ქმნის ნამდვილი სიგარეტის მოწევის შეგრძნებას ნიკოტინისა და ქიმიური დანამატების გარეშე. ის არ შეიცავს თამბაქოს, კუპრს, ნიკოტინს და სხვა მავნე, ტოქსიკურ ნივთიერებებს. არ აყენებს უსიამოვნო სუნს და არ გამოჰყოფს კვამლს. არსებობს 5 არომატის ჰითსტიკი: თამბაქოს კლასიკური გემო, მოცვი, მენთოლი, ციტრუსი და ყავა.

თუ მოწევის ჩვევისაგან გათავისუფლება ძალიან გიჭირთ, ჰელსიერზე გადასვლა ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. მისი შეძენა შესაძლებელია „სპარის“ მაღაზიათა ქსელში, ან პირდაპირი შეკვეთის გზით, „ჰელსიერის“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

5. ფიზიკური აქტივობა/სუნთქვითი ვარჯიშები

კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა. დაკავდით სპორტით, ირბინეთ დილაობით სუფთა ჰაერზე. არსებობს სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ:

ვარჯიში 1

როცა იგრძნობთ მოწევის ძლიერ სურვილს, გადით სუფთა ჰაერზე. დადექით გამართულად, მოდუნდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და გააჩერეთ სუნთქვა 2-5 წამი. შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვის ბოლოს შეაჩერეთ იგივე დროით სუნთქვა. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ. ტვინი გაჯერდება ჟანგბადით და მსუბუქ თავბრუსხვევას იგრძნობთ. შედეგად, დიდი ხანი აღარ მოგინდებათ მოწევა.

ვარჯიში 2

ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით და ბევრად სწრაფად ამოისუნთქეთ პირით. შეასრულეთ ეს ვარჯიში 30-ჯერ ისე, რომ ნელ-ნელა გაზარდოთ ტემპი. ეს იქნება ერთი ციკლი. მეტი ეფექტურობისთვის კარგი იქნება ამ ვარჯიშის 5-6 ციკლად შესრულება, 1-წუთიანი შესვენებებით. შეასრულეთ ვარჯიში ყოველ ჯერზე მაშინ, როცა მოწევა მოგინდებათ. ფილტვები საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს იღებს, მკერდში აღდგება სწორი ინერცია, ხოლო სასუნთქი ორგანოები მსუბუქ, მაგრამ სისტემატურ მასაჟს გადის დიაფრაგმის ძლიერი და რიტმული მოძრაობის წყალობით.

შეასრულეთ ეს მოძრაობები ყოველ ჯერზე მაშინ, როცა მოწევა მოგინდებათ. ასე არა მხოლოდ გადააგდებთ მავნე ჩვევას, არამედ გაავარჯიშებთ სასუნთქ ორგანოებს და გაისუფთავებთ ფილტვებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტი?

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

თბილისი სტარტაპ ბიურო და „კედარი ვენჩერსი“ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ