მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია" -  როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსი ოპოზიციონერის დაკავებას?
"ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია" -  როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსი ოპოზიციონერის დაკავებას?

17 იან­ვარს, ბერ­ლი­ნი­დან მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, "შე­რე­მე­ტი­ე­ვოს“ აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. შე­გახ­სე­ნებთ, ის ბერ­ლი­ნის კლი­ნი­კა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით მო­წამ­ვლის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს. ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბას მსოფ­ლიო ეხ­მა­უ­რე­ბა.

"შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მკაც­რად გმობს რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მაიკ პომ­პე­ოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ფი­გუ­რე­ბის გა­ჩუ­მე­ბის მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

“თავ­და­ჯე­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს არ ეში­ნი­ათ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ხმის, არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ძა­ლა­დო­ბას და არც უსა­მარ­თლოდ აკა­ვე­ბენ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს. რუსი ხალ­ხი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა, იმ­სა­ხუ­რებს მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც მხარს უჭერს იდე­ე­ბის ას­პა­რეზს, გამჭვირ­ვა­ლე და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბულ მმარ­თვე­ლო­ბას, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას და სი­ტყვი­სა და შეკ­რე­ბის ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­მა­გი­ე­როს მი­ზღვე­ვას ში­შის გა­რე­შე,“- აცხა­დებს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი.

მაიკ პომ­პეო ხაზს უს­ვამს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი კრემ­ლის კრი­ტი­კო­სის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

"ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და კან­დი­და­ტის­თვის, რო­მე­ლიც ცდი­ლობს კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვას სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში. ალექ­სეი ნა­ვალ­ნი პრობ­ლე­მა არ არის. ჩვენ ვი­თხოვთ მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, – ნათ­ქვა­მია მაიკ პომ­პე­ოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდარს გა­ო­ეხ­მა­უ­რა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჟო­ზეფ ბო­რე­ლიც. ის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პა­ტი­ვი უნდა სცეს ალექ­სეი ნა­ვალ­ნის უფ­ლე­ბებს და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ის. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია", - წერს ჟო­ზეფ ბო­რე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია და ეს­ტო­ნე­თი. "რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვთ. ევ­რო­კავ­შირ­მა სწრა­ფად უნდა იმოქ­მე­დოს და თუკი მას არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, სა­ჭი­როა, ამ აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი აქ­ტის სა­პა­სუ­ხოდ შემ­ზღუ­და­ვი ზო­მე­ბის და­წე­სე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ," - აღ­ნიშ­ნუ­ლია ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ედ­გარს რინ­კე­ვიჩ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“ აქ­ვეყ­ნებს.

"ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­პა­ტიმ­რე­ბა კი­დევ ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის გა­ჩუ­მე­ბას ცდი­ლობს", - ამის შე­სა­ხებ Amnesty International-ის მოს­კო­ვის ოფი­სის დი­რექ­ტო­რის, ნა­ტა­ლია ზვი­ა­გი­ნას, გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნი­შუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბა ხაზს უს­ვამს მის მო­წამ­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

"მისი და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ ხაზს უს­ვამს მის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ იგი სა­ხელ­მწი­ფო აგენ­ტებ­მა მო­წამ­ლეს, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლე­სი დო­ნის ბრძა­ნე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ”, - აღ­ნიშ­ნა ზვი­ა­გი­ნამ.

მი­სი­ვე თქმით, Amnesty International-ი ალექ­სეი ნა­ვალ­ნის სინ­დი­სის პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევს და მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

"Amnesty International-ი ალექ­სეი ნა­ვალ­ნის სინ­დი­სის პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევს და მის და­უ­ყოვ­ნე­ბელ და უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კრი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ და­ში­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის კამ­პა­ნია უნდა და­ას­რუ­ლოს,“ - აცხა­დებს ნა­ტა­ლია ზვი­ა­გი­ნა.

მისი თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ის და­კა­ვე­ბუ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ალექ­სეი ნა­ვალ­ნის აე­რო­პორ­ტი ელო­დე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
2

სინდისის მქონე ადამიანი სხვა ერს "კრისებად" არ მოიხსენიებს. უწია ცოდვებმა 

დ გ
1

ანი როგორ გამოდის რომ ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია" -  როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსი ოპოზიციონერის დაკავებას?

"ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია" -  როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსი ოპოზიციონერის დაკავებას?

17 იანვარს, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. შეგახსენებთ, ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. ნავალნის დაკავებას მსოფლიო ეხმაურება.

"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, ალექსეი ნავალნის დაკავება რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ფიგურების გაჩუმების მცდელობას წარმოადგენს.

“თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტული ხმის, არ ახორციელებენ ძალადობას და არც უსამართლოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველა, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ასპარეზს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას სამაგიეროს მიზღვევას შიშის გარეშე,“- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

მაიკ პომპეო ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები კრემლის კრიტიკოსის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომელიც ცდილობს კონკურენციის გაწევას საარჩევნო პროცესში. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

მომხდარს გაოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელიც. ის რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის. სასამართლო სისტემის პოლიტიზირება მიუღებელია", - წერს ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“.

ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. "რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავება სრულიად მიუღებელია. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და თუკი მას არ გაათავისუფლებენ, საჭიროა, ამ აღმაშფოთებელი აქტის საპასუხოდ შემზღუდავი ზომების დაწესება განვიხილოთ," - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ აქვეყნებს.

"ალექსეი ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთის ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს", - ამის შესახებ Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის დირექტორის, ნატალია ზვიაგინას, განცხადებაშია აღნიშული.

მისივე თქმით, ნავალნის დაკავება ხაზს უსვამს მის მოწამვლასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების აუცილებლობას.

"მისი დაკავება მხოლოდ ხაზს უსვამს მის მიერ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სახელმწიფო აგენტებმა მოწამლეს, რომლებიც უმაღლესი დონის ბრძანებით მოქმედებდნენ”, - აღნიშნა ზვიაგინამ.

მისივე თქმით, Amnesty International-ი ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრად მიიჩნევს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

"Amnesty International-ი ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრად მიიჩნევს და მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. რუსეთის ხელისუფლებამ კრიტიკოსების მიმართ დაშინებისა და პოლიტიკური დევნის კამპანია უნდა დაასრულოს,“ - აცხადებს ნატალია ზვიაგინა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის დაკავებულებიც, რომლებიც ალექსეი ნავალნის აეროპორტი ელოდებოდნენ.

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

10 ახალი ქვეყანა ერთ კვირაში - ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები