პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთისთვის ეს მისი საინფორმაციო ველიდან საქართველოს დაკარგვის ტოლფასია“ - რას ნიშნავს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმება?
"რუსეთისთვის ეს მისი საინფორმაციო ველიდან საქართველოს დაკარგვის ტოლფასია“ - რას ნიშნავს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმება?

აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 5G ქსე­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მე­მო­რან­დუმ­ში ხაზ­გას­მუ­ლია აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა მე­ხუ­თე თა­ო­ბის უსა­დე­ნო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბის (5G) გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, 5G იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­იქ­მნას აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ფარ­თო სპექტრი, მათ შო­რის, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­წო­დებ­ლად.

5G - ეს ის თე­მაა, რო­მე­ლიც ხში­რად ხდე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სა­გა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი ცრურ­წმე­ნი­სა, რე­ა­ლუ­რად, ეს ტექ­ნო­ლო­გია ქვეყ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი გან­მსა­ზღვრე­ლია. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მე­ხუ­თე თა­ო­ბის უსა­დე­ნო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და რო­გორ უნდა შე­ფას­დეს ამ კუ­თხით მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის? ამ თე­მებ­ზე AMBEBI.GE-ს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხთა ექ­სპერ­ტი, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე ესა­უბ­რე­ბა.

- ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ეს მე­მო­რან­დუ­მი თა­ვი­სი არ­სით და მნიშ­ვნე­ლო­ბით, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე მიღ­წე­ვებს რომ შე­ვა­და­როთ, თუ არ აღე­მა­ტე­ბა, არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას თუ უვი­ზო რე­ჟიმს. მეტ­საც გე­ტყვით, დრო­ში თუ წინ გა­ვი­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა, მას­ზე გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. რა­ტომ ამ­ყავს ასეთ აღ­მა­ტე­ბულ ხა­რისხში? იმი­ტომ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ში, ასე­ვე, ჩი­ნეთ­შიც ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე, მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლი­ოს კო­ა­ლი­ცი­ე­ბის და მსოფ­ლიო წეს­რი­გის ღერ­ძი 5G სის­ტე­მა­ზე აე­წყო­ბა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო და უფრო შემ­ცირ­დე­ბა გვა­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის როლი, რო­გო­რი­ცაა ვთქვათ, ნავ­თო­ბი და გაზი. აღა­რა­ფერს ვსა­უბ­რობ იმა­ზე, რომ მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი ია­რა­ღია (და დღე­საც უკვე ასეა) ინ­ფორ­მა­ცია - რაც უფრო წინ გა­ვი­ხე­დავთ, ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ია­რა­ღი მით უფრო და­ჯაბ­ნის კონ­ვენ­ცი­უ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ომის ია­რაღს, იმა­ვე, სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბას, მძი­მე ტექ­ნი­კას და ა.შ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა, ისე­ვე, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ის სრუ­ლი კონ­ტრო­ლი არის და იქ­ნე­ბა მიბ­მუ­ლი 5G სის­ტე­მა­ზე. მსოფ­ლი­ო­ში დღეს მხო­ლოდ ორი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც ეს სის­ტე­მე­ბი აქვს და რო­მელ­საც და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში მათი გავ­რცე­ლე­ბა შე­უძ­ლია, ესაა ჩი­ნე­თი თა­ვი­სი "ჰუ­ა­ვე­ით“ და აშშ. მსოფ­ლი­ოს ექ­ნე­ბა ეს ორი სტრა­ტე­გი­უ­ლი ღერ­ძი, რო­მელ­ზეც კო­ა­ლი­ცი­ე­ბი აი­გე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იმე­დია, ამე­რი­კა შიდა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით ისე არ და­სუს­ტდე­ბა, რომ 5G-ზე, რო­გორც მისი დო­მი­ნან­ტო­ბის მთა­ვარ ია­რაღ­ზე, სა­უ­ბარ­მა აზრი და­კარ­გოს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მსოფ­ლი­ოს 5G სის­ტე­მე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის - აშშ-ს და ჩი­ნე­თის მხრი­დან ორი ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი ღერ­ძი ექ­ნე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბიც ამ ღერ­ძებ­ზე აე­წყო­ბა. ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩი­ნე­თის 5G სის­ტე­მას ჩა­ებ­მე­ბი­ან, ასე ვთქვათ, ჩი­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცის ქვეშ იქ­ნე­ბი­ან, რაც ნიშ­ნავს რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მას, ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ის სრულ კონ­ტროლს; ხოლო ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის 5G სის­ტე­მას ჩა­ებ­მე­ბი­ან, ამე­რი­კის ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო სტრა­ტე­გი­უ­ლი ღერ­ძის პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან - ძა­ლი­ან მალე მსოფ­ლიო ამ პრინ­ცი­პით გა­და­ლაგ­დე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­უმ­ცირ­დე­ბა თუნ­დაც ისეთ სამ­ხედ­რო ალი­ანსს, რო­გო­რიც ნატო-ა.

რა­ტომ ვამ­ბობთ იმას, რომ ინ­ფორ­მა­ცია დღე­ვან­დე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ხვა­ლინ­დე­ლი დღის მთა­ვა­რი ია­რა­ღია? ყვე­ლა­ზე ნათ­ლად დღეს შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე სა­უ­ბა­რი, როცა გვაქვს იმის მა­გა­ლი­თი, რო­გორ და­უბ­ლო­კეს აშშ-ის მოქ­მედ პრე­ზი­დენტს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსე­ლე­ბის მფლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და კორ­პო­რა­ცი­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, ვიდ­რე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ქვეყ­ნის, აშშ-ის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი. ეს ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო, მარ­ტი­ვად ასახ­სნე­ლი მა­გა­ლი­თია, თუ რა ძალა აქვს ინ­ფორ­მა­ცი­ას - ამით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტრამ­პი გა­ნა­ი­ა­რა­ღეს. ამას თუ გან­ვა­ზო­გა­დებთ და ვი­ტყვით იმა­საც, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო შე­ი­ა­რა­ღე­ბის დიდი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად იმარ­თე­ბა სწო­რედ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მით და ა.შ., ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ ნა­კა­დი­დან ჩახ­სნას შე­უძ­ლია, მთე­ლი ქვეყ­ნის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მსოფ­ლიო სა­ბან­კო ქსე­ლი­დან რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა ჩახ­სნან; რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის თუნ­დაც, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბაც პირ­და­პირ ამას­თა­ნაა მიბ­მუ­ლი - რო­მელ სა­ხელ­მწი­ფოს ექ­ნე­ბა შენს სა­ინფრო­მა­ციო რე­ზერ­ვებ­ზე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე და ა.შ. წვდო­მა და კონ­ტრო­ლი? ზუს­ტად ამა­ზეა ლა­პა­რა­კი.

არ იფიქ­როთ, რომ ეს პრო­ცე­სი მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­დის. აშშ-ს უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის­თვის და ევ­რო­პის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის ჩი­ნე­თის "ჰუ­ა­ვე­ის“ალ­ტერ­ნა­ტი­ვად სა­კუ­თა­რი 5G სის­ტე­მა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. სულ ახლო მო­მა­ვალ­ში, თუ ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თო სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსე­ლი­დან გა­თი­შე, მას და­ე­კარ­გე­ბა თუნ­დაც, ფუ­ლის მოხ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სხვა­ზე აღა­რა­ფერ­ზე ვსა­უბ­რობ. თა­ვის­თა­ვად, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აც ამ უზარ­მა­ზაზ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო იმ­პე­რი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღია. რად­გან მო­მავ­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლი ღერ­ძე­ბი უკვე 5G ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით და გას­წვრივ იგე­ბა, ამი­ტო­მაც ვა­ნი­ჭებ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას და ამა­ში ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, ვინც კი მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­ხე­დუ­ლია ერთი მხრივ, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ორომ­ტრი­ალ­ში და მე­ო­რე მხრივ, უსაფრ­თხო­ე­ბის თე­მა­ში.

ჩემ­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის, ეს არის ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის წინ გა­დად­გმუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯი, ისე­ვე, რო­გორც ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და­ცუ­ლო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კი­ბერ­სივ­რცის და­ცუ­ლო­ბის­თვის. მარ­თლაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მიღ­წე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. თან, ეს გა­კეთ­და ძა­ლი­ან უხ­მა­უ­როდ, ყო­ველ­გვა­რი ეპა­ტა­ჟის თუ რეკ­ლა­მის გა­რე­შე და დავ­დე­ქით ფაქ­ტის წი­ნა­შე. ეს ჩემ­თვის ერ­თგვა­რად ხსნის იმა­საც, რა­ტომ იყო ასე­თი ლო­ი­ა­ლუ­რი აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რო­გორც ჩანს, ეს მარ­ტო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლო­ბის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, რად­გან აშშ-ის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია და დღეს ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას ის, რომ მისი 5G-ის ღერ­ძის ქვეშ მის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბი მო­აქ­ცი­ოს. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს, რომ ამ მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ყე­ნოს, ოპე­რი­რე­ბა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გა­უ­წი­ოს ამ ორ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ცულ და შე­სა­ბა­მი­სად, ამე­რი­კულ 5G სის­ტე­მას. აქვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­მორ­ჩა ეს რუ­სეთს მხედ­ვე­ლო­ბი­დან.

- დიახ, რას შე­იძ­ლე­ბა, მოს­კო­ვის­თვის ნიშ­ნავ­დეს ეს მე­მო­რან­დუ­მი და მარ­თლაც, რას უკავ­ში­რებთ მათ­გან დუ­მილს?

- ერ­თა­დერ­თი, რაც მაფრ­თხობს, რაზე შე­იძ­ლე­ბო­და გაც­ვლი­ლი­ყო, რა­მე­ზე ხომ არ გა­იც­ვა­ლა რუ­სეთ­თან ეს შე­თან­ხმე­ბა... იმი­ტომ, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თის­თვის ეს ნიშ­ნავს პერ­სპექ­ტი­ვა­ში - მისი სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლის კონ­ტრო­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გას­ვლას. თუ ჩვენ ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, და ეს უკვე დამ­დგა­რი რე­ა­ლო­ბაა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი-ინ­ტერ­ნე­ტქ­სე­ლე­ბი არის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მთა­ვა­რი ია­რა­ღი, პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რუ­სეთს ეს მთა­ვა­რი ია­რა­ღი ხე­ლი­დან ეც­ლე­ბა. თუმ­ცა რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ასა­რე­ვად სხვა ბევ­რი ბერ­კე­ტიც აქვს... მაგ­რამ მა­ინც, რო­გორ მო­ხერ­ხდა ისე, რომ რუ­სეთ­მა ეს არ დაბ­ლო­კა მა­შინ, როცა დაბ­ლო­კა ვთქვათ, ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტი, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. ასეა თუ ისე, კარ­გია, რომ ასე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა ისე მი­ვი­ღეთ, რომ მის შე­სა­ხებ დე ფაქ­ტო გა­ვი­გეთ და ამას წი­ნას­წარ ისე­თი აჟი­ო­ტა­ჟი არ მოჰ­ყო­ლია, რა­საც შე­იძ­ლე­ბო­და, ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. მთა­ვა­რია, რომ ახლა და შემ­დგომ წლებ­ში ამ მე­მო­რან­დუ­მი­დან გა­დახ­ვე­ვა არ მოხ­დეს, იმა­ვე, რუ­სე­თის მხრი­დან ზე­წო­ლის შე­დე­გად.

- რო­გორ უნდა გაგ­რძელ­დეს ქვე­ყა­ნა­ში სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა მსგავ­სი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის შემ­დეგ?

- ამ სფე­როს ვუ­ყუ­რებ, რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე ვერ გე­სა­უბ­რე­ბით, მაგ­რამ სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის ჩა­ნა­წე­რია, რომ­ლის ში­ნა­არ­სი­თაც, ორ­მხრი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ მხო­ლოდ და­ცუ­ლი გზით - ეს ნიშ­ნავს, ამე­რი­კის პატ­რო­ნა­ჟი­სა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი, კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­ში ეს რო­გორ აი­სა­ხე­ბა, რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ ამით, ეს ამ გლო­ბა­ლურ შე­თან­ხმე­ბას­თან შე­და­რე­ბით მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. აპ­რი­ო­რი გა­მოვ­თქვამ იმის იმედს, რომ ამე­რი­კა არ და­უშ­ვებ­და ამ მე­მო­რან­დუმ­ში იმ ტი­პის თეთ­რი ლა­ქე­ბის არ­სე­ბო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, დღე­ვან­დელს თუ მო­მა­ვალს, მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, თავი და­იძ­ვრი­ნოს მე­მო­რან­დუ­მით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. თუმ­ცა, ზე­წო­ლა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი პოსტ ფაქ­ტუ­მაც, მე­მო­რან­დუ­მის შემ­დე­გაც, ისე­თი სა­მე­ზობ­ლო გვყავს და ისე­თი პრო­ცე­სე­ბი მი­დის სა­მე­ზობ­ლო­ში, მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად მე­მო­რან­დი­უ­მის გა­ფორ­მე­ბის ფაქ­ტია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, რაც პირ­და­პირ ეხე­ბა ორი­ვე ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სებს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­მავ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ეპო­ქის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nm
30

Sisulele!

გელა
54

ბოლო კვლევებით 5G ქსელები ერექციულ დისფუნქციას იწვევს მამაკაცებში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"რუსეთისთვის ეს მისი საინფორმაციო ველიდან საქართველოს დაკარგვის ტოლფასია“ - რას ნიშნავს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმება?

"რუსეთისთვის ეს მისი საინფორმაციო ველიდან საქართველოს დაკარგვის ტოლფასია“ - რას ნიშნავს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმება?

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. ასევე, მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად.

5G - ეს ის თემაა, რომელიც ხშირად ხდება სპეკულაციების საგანი. მიუხედავად მრავალი ცრურწმენისა, რეალურად, ეს ტექნოლოგია ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. რა მნიშვნელობა აქვს მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების განვითარებას და როგორ უნდა შეფასდეს ამ კუთხით მემორანდუმის გაფორმება აშშ-სა და საქართველოს შორის? ამ თემებზე AMBEBI.GE-ს უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, ეს მემორანდუმი თავისი არსით და მნიშვნელობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე მიღწევებს რომ შევადაროთ, თუ არ აღემატება, არ ჩამოუვარდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას თუ უვიზო რეჟიმს. მეტსაც გეტყვით, დროში თუ წინ გავიხედავთ, შეიძლება, მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. რატომ ამყავს ასეთ აღმატებულ ხარისხში? იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი მოაზროვნეები, როგორც დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ-ში, ასევე, ჩინეთშიც ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე, მომავალი მსოფლიოს კოალიციების და მსოფლიო წესრიგის ღერძი 5G სისტემაზე აეწყობა. ამის პარალელურად, მსოფლიოში სულ უფრო და უფრო შემცირდება გვალენის სფეროების ფორმირებისთვის ისეთი სტრატეგიული რესურსების როლი, როგორიცაა ვთქვათ, ნავთობი და გაზი. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ მომავალი მსოფლიოს მთავარი იარაღია (და დღესაც უკვე ასეა) ინფორმაცია - რაც უფრო წინ გავიხედავთ, ინფორმაცია, როგორც იარაღი მით უფრო დაჯაბნის კონვენციური, ტრადიციული ომის იარაღს, იმავე, სამხედრო შეიარაღებას, მძიმე ტექნიკას და ა.შ.

ინფორმაციის გადაცემა, ისევე, როგორც ინფორმაციის სრული კონტროლი არის და იქნება მიბმული 5G სისტემაზე. მსოფლიოში დღეს მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელსაც ეს სისტემები აქვს და რომელსაც დანარჩენ მსოფლიოში მათი გავრცელება შეუძლია, ესაა ჩინეთი თავისი "ჰუავეით“ და აშშ. მსოფლიოს ექნება ეს ორი სტრატეგიული ღერძი, რომელზეც კოალიციები აიგება. ყოველ შემთხვევაში, იმედია, ამერიკა შიდა წინააღმდეგობებით ისე არ დასუსტდება, რომ 5G-ზე, როგორც მისი დომინანტობის მთავარ იარაღზე, საუბარმა აზრი დაკარგოს. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს 5G სისტემების მფლობელების - აშშ-ს და ჩინეთის მხრიდან ორი ძირითადი სტრატეგიული ღერძი ექნება, უსაფრთხოების სისტემებიც ამ ღერძებზე აეწყობა. ის ქვეყნები, რომლებიც ჩინეთის 5G სისტემას ჩაებმებიან, ასე ვთქვათ, ჩინეთის საინფორმაციო სივრცის ქვეშ იქნებიან, რაც ნიშნავს როგორც ინფორმაციის მიმოქცევის სისტემას, ასევე, ინფორმაციის სრულ კონტროლს; ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც ამერიკის 5G სისტემას ჩაებმებიან, ამერიკის ამ საინფორმაციო სტრატეგიული ღერძის პარტნიორი ქვეყნები იქნებიან - ძალიან მალე მსოფლიო ამ პრინციპით გადალაგდება და მნიშვნელობა შეუმცირდება თუნდაც ისეთ სამხედრო ალიანსს, როგორიც ნატო-ა.

რატომ ვამბობთ იმას, რომ ინფორმაცია დღევანდელობის და განსაკუთრებით, ხვალინდელი დღის მთავარი იარაღია? ყველაზე ნათლად დღეს შეიძლება ამაზე საუბარი, როცა გვაქვს იმის მაგალითი, როგორ დაუბლოკეს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს სოციალური ქსელები. შესაბამისად, საინფორმაციო ქსელების მფლობელი ადამიანები და კორპორაციები გაცილებით ძლევამოსილები აღმოჩნდნენ, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყნის, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი. ეს ყველაზე თვალსაჩინო, მარტივად ასახსნელი მაგალითია, თუ რა ძალა აქვს ინფორმაციას - ამით, ფაქტობრივად, ტრამპი განაიარაღეს. ამას თუ განვაზოგადებთ და ვიტყვით იმასაც, რომ თანამედროვე მსოფლიო შეიარაღების დიდი ნაწილი მთლიანად იმართება სწორედ კომპიუტერული სისტემებით, ინფორმაციის გადაცემით და ა.შ., ინფორმაციის ამ ნაკადიდან ჩახსნას შეუძლია, მთელი ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს - წარმოიდგინეთ, მსოფლიო საბანკო ქსელიდან რომ რომელიმე ქვეყანა ჩახსნან; რომელიმე ქვეყნის თუნდაც, კიბერუსაფრთხოებაც პირდაპირ ამასთანაა მიბმული - რომელ სახელმწიფოს ექნება შენს საინფრომაციო რეზერვებზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. წვდომა და კონტროლი? ზუსტად ამაზეა ლაპარაკი.

არ იფიქროთ, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად მიდის. აშშ-ს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის ჩინეთის "ჰუავეის“ალტერნატივად საკუთარი 5G სისტემა შეეთავაზებინა. სულ ახლო მომავალში, თუ ადამიანი საერთო საინფორმაციო ქსელიდან გათიშე, მას დაეკარგება თუნდაც, ფულის მოხმარების საშუალება, სხვაზე აღარაფერზე ვსაუბრობ. თავისთავად, დეზინფორმაციაც ამ უზარმაზაზრი საინფორმაციო იმპერიის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. რადგან მომავლის სტრატეგიული ღერძები უკვე 5G ინფრასტრუქტურის მეშვეობით და გასწვრივ იგება, ამიტომაც ვანიჭებ ამ ხელშეკრულებას ისტორიულ მნიშვნელობას და ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც კი მეტ-ნაკლებად ჩახედულია ერთი მხრივ, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ორომტრიალში და მეორე მხრივ, უსაფრთხოების თემაში.

ჩემთვის, ამ შემთხვევაში, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტისთვის, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ისევე, როგორც ზოგადად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ინფორმაციული დაცულობისა და საქართველოს კიბერსივრცის დაცულობისთვის. მართლაც უმნიშვნელოვანეს მიღწევასთან გვაქვს საქმე. თან, ეს გაკეთდა ძალიან უხმაუროდ, ყოველგვარი ეპატაჟის თუ რეკლამის გარეშე და დავდექით ფაქტის წინაშე. ეს ჩემთვის ერთგვარად ხსნის იმასაც, რატომ იყო ასეთი ლოიალური აშშ-ის ხელისუფლება "ქართული ოცნების“ მიმართ. შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩანს, ეს მარტო "ქართული ოცნების“ ლობისტების დამსახურება არ არის, რადგან აშშ-ისთვის პრიორიტეტია და დღეს ყველაფერზე მაღლა დგას ის, რომ მისი 5G-ის ღერძის ქვეშ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები მოაქციოს. ფაქტობრივად, საქართველო ვალდებულებას იღებს, რომ ამ მემორანდუმის თანახმად საქართველოსა და ამერიკის უსაფრთხოების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში დააყენოს, ოპერირება და ფუნქციონირება გაუწიოს ამ ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე დაცულ და შესაბამისად, ამერიკულ 5G სისტემას. აქვე ძალიან საინტერესოა, როგორ გამორჩა ეს რუსეთს მხედველობიდან.

- დიახ, რას შეიძლება, მოსკოვისთვის ნიშნავდეს ეს მემორანდუმი და მართლაც, რას უკავშირებთ მათგან დუმილს?

- ერთადერთი, რაც მაფრთხობს, რაზე შეიძლებოდა გაცვლილიყო, რამეზე ხომ არ გაიცვალა რუსეთთან ეს შეთანხმება... იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ეს ნიშნავს პერსპექტივაში - მისი საინფორმაციო ველის კონტროლიდან საქართველოს გასვლას. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, და ეს უკვე დამდგარი რეალობაა, რომ ინფორმაციული-ინტერნეტქსელები არის თანამედროვეობის მთავარი იარაღი, პერსპექტივაში, რუსეთს ეს მთავარი იარაღი ხელიდან ეცლება. თუმცა რუსეთს საქართველოში სიტუაციის ასარევად სხვა ბევრი ბერკეტიც აქვს... მაგრამ მაინც, როგორ მოხერხდა ისე, რომ რუსეთმა ეს არ დაბლოკა მაშინ, როცა დაბლოკა ვთქვათ, ანაკლიის პორტის პროექტი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ასეა თუ ისე, კარგია, რომ ასეთი სტრატეგიული შეთანხმება ისე მივიღეთ, რომ მის შესახებ დე ფაქტო გავიგეთ და ამას წინასწარ ისეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რასაც შეიძლებოდა, ეს მნიშვნელოვნად დაეზიანებინა. მთავარია, რომ ახლა და შემდგომ წლებში ამ მემორანდუმიდან გადახვევა არ მოხდეს, იმავე, რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად.

- როგორ უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარება მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ?

- ამ სფეროს ვუყურებ, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი და ტექნიკურ დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ის ჩანაწერია, რომლის შინაარსითაც, ორმხრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ მხოლოდ დაცული გზით - ეს ნიშნავს, ამერიკის პატრონაჟისა და მეთვალყურეობის ქვეშ - მოხდეს საქართველოში ამ ქსელის განვითარება. დანარჩენი, კერძო სტრუქტურებში ეს როგორ აისახება, რომელი კომპანიები ისარგებლებენ ამით, ეს ამ გლობალურ შეთანხმებასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. აპრიორი გამოვთქვამ იმის იმედს, რომ ამერიკა არ დაუშვებდა ამ მემორანდუმში იმ ტიპის თეთრი ლაქების არსებობას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, დღევანდელს თუ მომავალს, მისცემს საშუალებას, თავი დაიძვრინოს მემორანდუმით აღებული ვალდებულებებისგან. თუმცა, ზეწოლა არ არის გამორიცხული პოსტ ფაქტუმაც, მემორანდუმის შემდეგაც, ისეთი სამეზობლო გვყავს და ისეთი პროცესები მიდის სამეზობლოში, მაგრამ თავისთავად მემორანდიუმის გაფორმების ფაქტია უმნიშვნელოვანესი, რაც პირდაპირ ეხება ორივე ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებს. შეიძლება ითქვას, რომ მომავლის გადმოსახედიდან ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ეპოქის მთავარი მიღწევა.

"ორი "ხატა" მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა" - რას წერს ექსპრეზიდენტის უკრაინულ ქონებაზე ადგილობრივი გამოცემა?

გიორგი გახარია ბარით ხელში - ექსპრემიერის ფოტო კახეთიდან

"დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ" - ირაკლი კიკნაველიძემ "ევროპული საქართველო" დატოვა