საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
FBI: ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - აშშ-ში დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ
FBI: ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - აშშ-ში დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის 50-ვე შტატ­ში შე­საძ­ლოა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­დეს - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო ავ­რცე­ლებს.

მათი თქმით, დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­ეც­დე­ბი­ან არე­უ­ლო­ბა მო­ა­წყონ, რის გამო 20 იან­ვარს პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ვა­შინგტონ­ში ქუ­ჩე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ი­კე­ტე­ბა.

იქამ­დე კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ა­კა­ვეს პირი, რო­მელ­საც ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბი ყალ­ბი აკ­რე­დი­ტა­ცია, ია­რა­ღი და 500 ვაზ­ნა აღ­მო­აჩ­ნდა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის მო­წყო­ბას გეგ­მავ­და.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი აშშ-ის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ამ­კაც­რეს. ვა­შინგტო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი უკვე ბლო­კი­რე­ბუ­ლია. დე­და­ქა­ლაქ­ში მარ­თლწეს­რიგს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი და­ი­ცავს. კა­პი­ტო­ლი­უ­მამ­დე მი­სას­ვლე­ლი ზო­გი­ერ­თი ქუჩა რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე გა­და­კე­ტი­ლია. ეროვ­ნუ­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, ხალ­ხით არის ხოლ­მე სავ­სე, პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თხოვ­ნით და­ი­კე­ტა.

ბა­ი­დე­ნის გუნ­დმა ამე­რი­კე­ლებს მო­უ­წო­და, თავი აა­რი­დონ დე­და­ქა­ლაქ­ში ინა­უ­გუ­რა­ცი­ის გამო წას­ვლას.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვი­რას მა­სობ­რივ აქ­ცი­ებს ელო­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ტრამ­პის მომ­ხრე­თა ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბის მო­წო­დე­ბე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დე­მონ­სტრა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ყვე­ლა შტა­ტის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის და­სა­ცა­ვად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
85

ტრამპი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს.

ttt
42
ამერიკული სპეცსამსახურები, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე,მგონი ჩამორჩნენ მსოფლიო უსაფრთხოების მაჯისცემას.ეს იმ დროს,როცა პუტინის რუსეთი ძირგამოთხრელ საქმიანობას ეწევიან მთელს მსოფლიოში.ზუსტას იმის მიზეზია ეს ტვინგამორეცხილი ხალხის გაჩენა,რომლებიც შეთქმულების თეორიებით კვებავენ ამ ინტელექტი ხალხს და ამით იხანგრძლივებენ თავიანთ არსებობას.ეს პირველ რიგში საქართველოსაც ეკუთვნის.
ავტორი:

FBI: ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - აშშ-ში დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

FBI: ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - აშშ-ში დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის 50-ვე შტატში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - ამ ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს.

მათი თქმით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდებიან არეულობა მოაწყონ, რის გამო 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე ვაშინგტონში ქუჩების უმეტესობა დაიკეტება.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პირი, რომელსაც ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ინაუგურაციაზე თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

BBC-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე გაამკაცრეს. ვაშინგტონის ცენტრალური ნაწილი უკვე ბლოკირებულია. დედაქალაქში მართლწესრიგს ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცი დაიცავს. კაპიტოლიუმამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაკეტილია. ეროვნული სავაჭრო ცენტრი, რომელიც, როგორც წესი, ხალხით არის ხოლმე სავსე, პრეზიდენტის დაცვაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურების თხოვნით დაიკეტა.

ბაიდენის გუნდმა ამერიკელებს მოუწოდა, თავი აარიდონ დედაქალაქში ინაუგურაციის გამო წასვლას.

ხელისუფლება კვირას მასობრივ აქციებს ელოდება მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტრამპის მომხრეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მოწოდებები შეიარაღებულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით.

ყველა შტატის დედაქალაქებში სამთავრობო შენობების დასაცავად განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი

"ქარწაღებული პრეზიდენტი", ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები