ავტორი:

"ინგლისში, ეს ტაძარი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა... ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!" - ბიძინა კულუმბეგოვის პოსტი და მწვავე გამოხმაურება კომენტარებში

"ინგლისში, ეს ტაძარი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა... ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!" - ბიძინა კულუმბეგოვის პოსტი და მწვავე გამოხმაურება კომენტარებში

იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს:

"ინგლისში, სოლსბერის კათედრალი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა. აი, ტაძრის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ესაა! "ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!"" - წერს ექიმი ფოტოების აღწერაში.

ბიძინა კულუმბეგოვის პოსტს კომენტარებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი ეთანხმება ალერგოლოგს, ზოგი კი მწვავედ აკრიტიკებს მის დამოკიდებულებას.

  • "ძალაინ ბევრს უკვირს და სანამ არ ვნახე, ვერც მე წარმოვიდგენდი, ინგლისში ტაძრებს აქირავებენ სხვადასხვა ივენთის მოსაწყობად, ატარებენ სპორტულ აქტივობებს, ღონისძიებებს, საბავშვო გასართობი ხასიათის შეკრებებს... ჩემი თვალიც მიეჩვია და ვერ ვხედავ ამაში რაიმე უარყოფითს, იჯარიდან შემოსული თანხა ისევ იმ ტაძარს ან რაიმე ქველმოქმედებას ხმარდება".
  • "ასეთი ნაბიჯი ალბათ იმ რადიკალი ანტივაქსერებისთვის გადაიდგა, ვინც ღმერთის და რელიგიის არგუმენტით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას. ეკლესია approves-ო. მხოლოდ განცხადებები არ იყო ალბათ საკმარისი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა".
  • "წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდული ცენტრი რომ არის, იქ რომ მოეწყოს ვაქცინაციის პუნქტი, ცუდი იქნება? ის უზარმაზარი ტერიტორია რომ გამოიყენონ ამ საქმისთვის, თან ეს იქნება დასტური იმისა, რომ ეკლესია ხელს არ უშლის ხალხს, ნეტავ ასეთი კურთხევა გასცენ, ბევრს წაადგება სასიკეთოდ".
  • "ბატონო ბიძინა, აი ამას კი არ ველოდი! რეებს წერთ ან თქვენ და ან თქვენი მრევლი?! სახელმწიფო და მსოფლიო ჯანმო არ იღებს თავის თავზე ამ ვაქცინის უკუ ჩვენებებს და თქვენ გინდათ ეკლესიას აჰკიდოთ ეგ ცოდვა?! თქვენ რას და ვის დავალებას ასრულებთ ვხედავთ უმეტესობა, მაგრამ ეს ხალხი რამ დააშტერა აზროვნების უნარიც რომ დაკარგეს?! ხვალ ოპერაციები აკეთეთეთ, ზეგ ფეხბურთი ითამაშეთ, მაზეგ რესტორნად გამოიყენეთ უფლის სახლი და აი, ამას მორწმუნეები თუ მოგიწონებთ, მერე ვილაპარაკოთ! ყველაზე ცუდი სტატუსი, რაც ბოლოს მინახავს!"
  • "ეკლესია ყველა ადამიანს იღებს თავის წიაღში რომ ღმერთს დააკავშიროს და არა ეს გაურკვეველი ვაქცინა გაუკეთოს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ვაქცინების ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო თემაა. ასე ხელაღებით ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარება ჩემთვის მიუღებელია".
  • "თავი რომ დავანებოთ ყოველგვარ თეორიებს და რელიგიურ შეხედულებებს, ცნობილია რომ ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა ამ ვაქცინაციის შედეგად და თქვენ ასე თამამად როგორ მოუწოდებთ ადამიანებს?! თან ეკლესიაში ამის გაკეთება, ცინიზმის ფორმაა ეტყობა ერთგვარი".
  • "რატომ არ მოგწონთ, ძალიან კარგია, მე ძალიან მომწონს, ბიძინა ექიმო, მართალი ხართ, ზუსტად ეკლესიაა, სადაც ხელი უნდა გამოგიწოდონ. წარმატებები, უფლის მადლი შეგეწიოთ, თქვენაირ უძლიერეს, უნიჭიერეს უკეთილშობილეს ადამიანს და ექიმს, ჰყავს მტრები, რომ არ გყავდეთ გამიკვირდება, თქვენს განათლებას ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ საცოდავები არიან, ერის საამაყო ადამიანი ხართ, თავმდამბალი და ადამიანთა ჭეშმარიტი გულშემატკივარი, უფალმა დაგლოცოთ".

"ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარ მდგომარეობაზე?

"მკურნალობის თანხა ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს" - ლელა რაზიკაშვილი ბასილაშვილთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს

"ვაქცინას და ამ გართულებას შორის კავშირი არ დასტურდება" - იმუნოლოგი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ახალი აღმოჩენის შესახებ წერს