საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა
"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი, სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერ­თი სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც 9 ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­გო, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი და ჭად­რა­კის "ოს­კა­რის" ოთხგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე დღეს 60 წლის გახ­და.

შე­უ­და­რე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე პირ­ვე­ლია ქალ­თა შო­რის, რო­მელ­მაც 17 წლის ასაკ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. მან ჩემ­პი­ო­ნო­ბა 1978 წელს, ასე­ვე ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის­გან, ლე­გენ­და­რუ­ლი ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის­გან გა­და­ი­ბა­რა.

ვუნ­დერ­კინ­დი მო­ჭად­რა­კე 1961 წლის 17 იან­ვარს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და.

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მან 1978 წელს, ბიჭ­ვინ­თა­ში მო­ი­პო­ვა - იმ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 8,5:6,5 და­ა­მარ­ცხა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მაია ამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ერთი სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა. მას საბ­ჭო­თა პირ­ვე­ლო­ბა­ზე სულ რა­ღაც ნა­ხე­ვა­რი ქულა და­აკ­ლდა მე-4 ად­გი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­სახ­ვედ­რად, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ მე-4 ად­გილ­ზე გა­სუ­ლი ლუდ­მი­ლა შერ­ბი­ნა ვერ წა­ვი­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მან პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და სქე­სი შე­იც­ვა­ლა... შე­დე­გად მისი ად­გი­ლი მა­ი­ამ და­ი­კა­ვა, ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და შემ­დეგ კი ეს ტი­ტუ­ლი კი­დევ 4-ჯერ და­იც­ვა

1981 წელს ბა­თუმ­ში პა­ექ­რო­ბა ნანა ალექ­სან­დრი­ას­თან ყა­ი­მით 8-8 დას­რულ­და, თუმ­ცა ჩი­ბურ­და­ნი­ძემ ტი­ტუ­ლი მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. სამი წლის შემ­დეგ ვოლ­გოგ­რად­ში მან და­ა­მარ­ცხა ირი­ნა ლე­ვი­ტი­ნა - 8-5. 1986 წელს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო ელე­ნე ახ­მი­ლოვ­სკა­ია, რო­მელ­თან მატჩშიც ჩი­ბურ­და­ნი­ძემ გა­ი­მარ­ჯვა 8½-5½. 1988 წელს, თე­ლავ­ში მცი­რე უპი­რა­ტე­სო­ბით და­ა­მარ­ცხა ნანა იო­სე­ლი­ა­ნი 8½-7½.

სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დე­ბის ის­ტო­რი­ა­ში მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძემ 9 ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­გო. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მათ­გან 4, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვირ­ფა­სია...

1977 წელს მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძემ სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­დოს­ტა­ტის წო­დე­ბა ქალ­თა შო­რის მო­ი­პო­ვა, 1984 წელს კი ვაჟ­თა შო­რის. ჩი­ბურ­და­ნი­ძე სა­ჭად­რა­კო ოს­კა­რით 4-ჯერ და­ჯილ­დოვ­და.

რო­გორც ჩი­ბურ­და­ნი­ძე იხ­სე­ნებს, ჭად­რა­კის თა­მა­ში ად­რე­ულ ასაკ­ში უფ­როს­მა ძმამ ას­წავ­ლა:

"ჭად­რა­კის თა­მა­ში უფ­როს­მა ძმამ 8 წლის ასაკ­ში მას­წავ­ლა. მახ­სოვს, სა­ღა­მო­ო­ბით სი­ცი­ვე რომ იყო, ბუ­ხარ­თან ვსხდე­ბო­დით და თა­მაშს ვი­წყებ­დით. ის ჩემ­ზე 10 წლით უფ­რო­სი იყო და რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყე მო­გე­ბა. ძლი­ე­რი მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო და ჩემი ეს მო­გე­ბა მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი იყო. ბრაზ­დე­ბო­და აი­ღებ­და ჭად­რაკს, შეყ­რი­და ბუ­ხარ­ში და შემ­დეგ ვქე­ქავ­დით ნა­ცარს და ბუხ­რი­დან ვი­ღებ­დით. მე­უბ­ნე­ბო­და, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნიც რომ გახ­დე, მა­ინც ვერ მო­მი­გე­ბო... შემ­დეგ ჩემი ძმა ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა, ამ პე­რი­ოდ­ში ჭად­რაკ­ზე ქუ­თა­ის­ში პი­ო­ნერ­თა სახ­ლში დავ­დი­ო­დი და გა­მო­მიყ­ვა­ნეს, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის დროს არა­ვის ეცა­ლა ჩემი ჭად­რა­კის­თვის. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, ჩემი ძმა დე­დას სიზ­მარ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ე­ცხა­და, სთხო­ვა ჭად­რაკ­ზე და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე და ასე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გან­ვაგ­რძე თა­მა­ში."

"უკვე 10 წლის ასაკ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრი­ზი მქონ­და მო­გე­ბუ­ლი, ამი­ტომ სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვ­და ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და აქ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა თა­მა­ში".

1973 წელს მაია იყო ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც 11 წლის ასაკ­ში ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს ერ­თობ­ლი­ვი სე­ან­სი­სას მო­უ­გო, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­იც­ნო ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

"არ მიყ­ვარს წი­ნას­წარ ფიქ­რი იმა­ზე, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ. უკვე ბოლო პარ­ტი­ა­ში, როცა გა­დამ­წყვე­ტი იყო გა­ვა­კე­თებ­დი თუ არა ყა­იმს, აი, მა­შინ შე­მე­პა­რა გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ფიქ­რი, თო­რემ სხვა შემ­თხვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ ჭად­რაკს ვთა­მა­შობ­დი", - იხ­სე­ნებს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­თან გა­დამ­წყვეტ თა­მაშს მო­ჭად­რა­კე.

რო­გორც სა­ჭარ­და­კო ექ­სპერ­ტე­ბი აფა­სე­ბენ, მაია მთე­ლი თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ჭად­რა­კო კა­რი­ე­რი­სას, დიდ­წი­ლად სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის თა­მა­შობ­და...

2008 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, ნალ­ჩიკ­ში ტარ­დე­ბო­და, მაია იმ­დე­ნად კარგ ფორ­მა­ში იყო, მას ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის გამო ამ პირ­ვე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა.

სხვა­დას­ხვა ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დღე­საც იღებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მაია სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ერთ-ერთი მისი ნაც­ნო­ბი ამ­ბობს, ის პა­ი­კი­ვით თავ­მდა­ბა­ლი დე­დო­ფა­ლია... ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი რაც მის თავს ხდე­ბო­და და ხდე­ბა უფ­ლის ნე­ბაა...

2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში დიდ დი­ღომ­ში მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძის აკა­დე­მია გა­იხ­სნა.

ჭად­რა­კის დე­დო­ფალს მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ უყ­ვარს. ამი­ტო­მაც ხუთგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი­სა და "სა­ჭად­რა­კო "ოს­კა­რის" ოთხგზის მფლო­ბე­ლის ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ლა­მის ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბაა, მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძეს­თან ყა­ი­მი რომ იქ­ნე­ბო­და! შარ­შან დიდ ჩემ­პი­ონ­თან "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- 2018 წელს ზუ­რაბ აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლის აკა­დე­მი­ა­ში შე­მომ­თა­ვა­ზეს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­მე­წო­ნა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. საბ­ჭო­ე­თის დაშ­ლის შემ­დეგ ჭად­რა­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბა თან­და­თან იკარ­გე­ბა. აღარ ჩა­ნან ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, ჩვენს დროს რომ იყ­ვნენ, ამი­ტომ ჩვე­ნი სა­ჭად­რა­კო ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­სად­გე­ნად მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გაზ­რდა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სად მი­მაჩ­ნია. ქა­ლა­ქის ცენ­ტრს მო­წყვე­ტი­ლი დიდი დი­ღო­მი ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სო უბა­ნია. ბავ­შვებს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თვის არ­ცთუ დიდი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ და ვეც­დე­ბით, ჭად­რა­კით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მათ­გა­ნი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ.

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მეც აქ­ტი­უ­რად ვიქ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი, გა­მორ­ჩე­ულ ბავ­შვებს კი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მი­ვაქ­ცევთ. ვეც­დე­ბით ბავ­შვებს ჭად­რა­კი შე­ვაყ­ვა­როთ, მისი სი­ლა­მა­ზე და­ვა­ნა­ხოთ, შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან კი ჩემ­პი­ო­ნის "გა­მო­ძერ­წვაც" შე­იძ­ლე­ბა.

- ბოლო წლებ­ში რა­ტომ არ ჩან­და მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე?

- ორ­მო­ცი წე­ლი­წა­დია, რაც ჭად­რაკს აქ­ტი­უ­რად ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ეს რი­გი­თი დი­დოს­ტა­ტის­თვი­საც ძა­ლი­ან ბევ­რია, არა­თუ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის­თვის, რო­მელ­საც გა­ცი­ლე­ბით დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი­სა და სტრე­სის გაძ­ლე­ბა უწევს. ნა­თა­მა­შე­ბი მაქვს 15 ოლიმ­პი­ა­და, 6 მატ­ჩი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის­თვის, უამ­რა­ვი ტურ­ნი­რი... ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ცოტა ხანს და­მეს­ვე­ნა ჭად­რა­კის­გან.

- გა­მო­დის, ჭად­რაკს იშ­ვი­ა­თად თა­მა­შობთ, თუმ­ცა ვის უნდა ეთა­მა­შოს თქვე­ნი დო­ნის მო­ჭად­რა­კე? იქ­ნებ კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მას?

- კომ­პი­უ­ტერ­თან თა­მა­ში მოყ­ვა­რუ­ლებს უფრო მოს­წონთ, რად­გან უჭირთ პარტნი­ო­რის პოვ­ნა, მე კი მხო­ლოდ პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბელ პროგ­რა­მას ვი­ყე­ნებ.

კომ­პი­უ­ტერ­თან ტურ­ნირ­შიც მი­თა­მა­შია, მაგ­რამ ცო­ცხალ ადა­მი­ან­თან ორ­თაბ­რძო­ლა მირ­ჩევ­ნია! კომ­პი­უ­ტე­რის შე­მოჭ­რამ ჭად­რა­კი და მო­ჭად­რა­კე­თა ცხოვ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა. ცოტა ხნის წინ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტიც შექ­მნეს, რო­მელ­მაც ეს თა­მა­ში სხვა დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნა, მისი ამო­უ­წუ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სიღ­რმე გა­მო­ავ­ლი­ნა.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" სა­ჭად­რა­კო პროგ­რა­მის­გან?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა მას­ში ჩა­დე­ბულ ალ­გო­რით­მებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას იყე­ნებს, რო­მელ­საც ძალ­ზე სწრა­ფად ამუ­შა­ვებს, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი კი თვი­თონ სწავ­ლობს თა­მაშს. მან ოთხ დღე­ში თა­ვის თავ­თან მი­ლი­ონ­ზე მეტი პარ­ტია ითა­მა­შა და თა­ვი­სი­ვე თა­ვის გან­სწავ­ლით, დამ­წყე­ბი­დან სუ­პერ­დი­დოს­ტა­ტი გახ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს კლა­სი­კუ­რი, პო­ზი­ცი­უ­რი თა­მა­ში არ იტა­ცებს, მას შემ­ტე­ვი სტი­ლი აქვს, იო­ლად წი­რავს პა­ი­კებს ინი­ცი­ა­ტი­ვის მო­სა­პო­ვებ­ლად XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი ჭად­რა­კის მიმ­დევ­რე­ბი­ვით. სა­ო­ცა­რი პარ­ტი­ე­ბი აქვს. ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა და­ამ­ტკი­ცა, რომ ჭად­რაკ­ში აქ­ტი­უ­რო­ბაა მთა­ვა­რი!

დღეს ყვე­ლამ ის­წავ­ლა თა­ვის დაც­ვა. ამი­ტომ, თუ გა­მარ­ჯვე­ბა გინ­და, მე­ტო­ქის წა­გე­ბას კი უნდა არ და­ე­ლო­დო, თვი­თონ ეცა­დო მო­გე­ბას.

- ჭად­რა­კი აღარ არის ძვე­ლე­ბუ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში იკლო ინ­ტე­რეს­მა, სა­ზღვარ­გა­რეთ კი, გან­სა­კუთ­რე­ბით აზი­ის ქვეყ­ნებ­ში, ჭად­რა­კის პო­პუ­ლა­რო­ბა იზ­რდე­ბა.წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ­მა სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­ჯე­ტებ­მა ახალ­გაზ­რდე­ბის მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, სა­ზღვარ­გა­რეთ კი ეს დიდი ხნის წინ მოხ­და, სი­ახ­ლე­ებ­ზე ჩვენ­სა­ვით არ და­ფე­თე­ბუ­ლან და იქა­ურ ახალ­გაზ­რდებ­ში ჭად­რა­კი ისევ პო­პუ­ლა­რუ­ლია.

რუ­სეთ­შიც კი, რო­მელ­მაც დიდი ხა­ნია დათ­მო მსოფ­ლიო ლი­დე­რის პო­ზი­ცია, და­ი­წყო ჭად­რა­კის აღორ­ძი­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ამ წლის სექ­ტემ­ბრი­დან მისი სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, სომ­ხეთ­ში დიდი ხა­ნია ის­წავ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩვენც შე­ვი­ტა­ნეთ ჭად­რა­კი სკო­ლებ­ში, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ცე­სი თან­და­თან მი­ი­ნავ­ლა.

- ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ვად ჭად­რაკ­შიც შე­იც­ვა­ლა რა­ი­მე?

- შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მა და მზა­დე­ბის ხერ­ხე­ბი. წი­ნათ მო­ჭად­რა­კეს უნდა შე­ეს­წავ­ლა თე­ო­რია, ახა­ლი იდე­ე­ბი მო­ე­გო­ნე­ბი­ნა, ახლა კი კომ­პი­უ­ტე­რი ამუ­შა­ვებს მი­ცე­მულ პო­ზი­ცი­ას, მო­ჭად­რა­კე­ე­ბი კი მხო­ლოდ "მის ბო­ძე­ბულ" ვა­რი­ან­ტებს იზე­პი­რე­ბენ.

- "ცო­ცხალ ინ­ტე­ლექტს" - მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძეს და­ვუბ­რუნ­დეთ: ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ჩემი ჰობი ახლა ჩი­ნე­თი და ინ­დო­ე­თია, მათი ის­ტო­რი­ით, ტრა­დი­ცი­ე­ბით, კულ­ტუ­რით, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­თა თუ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით. მომ­წონს ჩი­ნუ­რი და ია­პო­ნუ­რი ჩაის თემა - მათი სა­ხე­ო­ბე­ბის შეს­წავ­ლით და დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. ვსწავ­ლობ აღ­მო­სავ­ლურ მე­დი­ცი­ნას, კერ­ძოდ, აი­ურ­ვე­დას, მკურ­ნა­ლო­ბის უძ­ვე­ლეს ინ­დურ სის­ტე­მას. მა­ინ­ტე­რე­სებს არო­მა­თე­რა­პია - სურ­ნე­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა, ასე­ვე არა­ბუ­ლი სუ­ნა­მო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბის მე­თო­დე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე სუ­ნა­მო­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მზად­დე­ბა, მალე ორ­თქლდე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მავ­ნე­ბე­ლიც არის, აღ­მო­სავ­ლუ­რი სუ­ნა­მო­ე­ბი კი ეთერ­ზე­თე­ბი­თა და სხვა ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით მზად­დე­ბა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს. როცა დრო მაქვს, თა­ვა­დაც ვამ­ზა­დებ.

- მე­დი­ცი­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში შეს­წავ­ლა იგუ­ლის­ხმე­ბა თუ გა­მო­ყე­ნე­ბა?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოც­დილ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს არატ­რა­დი­ცი­უ­ლი უწო­დო, ხოლო პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თსა­უ­კუ­ნო­ვან მე­დი­ცი­ნას ტრა­დი­ცი­უ­ლი? აღ­მო­სავ­ლუ­რი მე­დი­ცი­ნა ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნას და აღ­დგე­ნას. ადა­მი­ა­ნი ისეა შექ­მნი­ლი, რომ სწო­რი ცხოვ­რე­ბი­თა და კვე­ბით მის ორ­გა­ნიზმს მი­ნი­მუმ 100-წლი­ა­ნი სი­ცო­ცხლის რე­სურ­სი აქვს, მაგ­რამ ჩვენ თვი­თონ ვიკ­ლავთ თავს, ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბით ვიკ­ვე­ბე­ბით და ისეთ ჰა­ერს ვსუნ­თქავთ.

- ვიცი, რომ ჩაი თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თე­მაა...

- ნამ­დვი­ლი ჩაის გემო პირ­ვე­ლად ათი­ო­დე წლის წინ ამე­რი­კი­დან მე­გობ­რე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჩაის და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე. ჩაით მას შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი.

- დაგ­რჩე­ბათ დრო კი­დევ ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის - სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის რე­დაქ­ტი­რე­ბის­თვის ან სხვა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის?

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ და­ვეხ­მა­რო ხოლ­მე ჩემს მო­ძღვარს. ისე, ბევ­რი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს (ყვე­ლა­ფე­რი, პო­ლი­ტი­კის გარ­და), თა­ნაც აზარ­ტუ­ლად ვიცი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტზე ბო­ლომ­დე ჩა­ყო­ლა. თუმ­ცა ჭად­რაკ­ში ნო­ნა­სა­ვით აზარ­ტუ­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ, სხვა"ორ­ბი­ტა­ზე" გა­ვი­დო­დი.

- მორ­წმუ­ნე რო­გორ გახ­დით?

- ათე­ის­ტურ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემი 19 წლის ძმის (ჭად­რა­კის თა­მა­ში სწო­რედ მან მას­წავ­ლა) ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვამ ჩვე­ნი ოჯა­ხი მორ­წმუ­ნე გა­ხა­და. ტა­ძა­რი რვა წლის ასა­კი­დან შე­მო­იჭ­რა ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში.

- როცა ძმა გარ­და­იც­ვა­ლა, ცხა­დია, თქვენ­თვის ჭად­რაკ­ზე სა­ტა­რებ­ლად არა­ვის ეცა­ლა, მაგ­რამ დე­დათ­ქვენს რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ხილ­ვა, სა­დაც თქვე­ნი ძმა სთხოვ­და, მაია სა­ჭად­რა­კო წრე­ში და­აბ­რუ­ნე­თო. ოდეს­მე თქვენც გქო­ნი­ათ მსგავ­სი მი­ნიშ­ნე­ბა?

- მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა უფ­ლის მი­ნიშ­ნე­ბე­ბით აღ­სავ­სე სას­წა­უ­ლია. მისი დაშ­ვე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა და სწო­რედ უფ­ლის ნება იყო 17 წლის ასაკ­ში ჩემი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნად გახ­დო­მაც.

- შეგცვა­ლათ ამ წო­დე­ბამ? 17 წლის გო­გო­ნას­თვის რთუ­ლი არ იყო ასე­თი "ტვირ­თის" ტა­რე­ბა?

- არ შე­ვუც­ვლი­ვარ! დედა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მი­ნერ­გავ­და: მარ­ცხი მხო­ლოდ შენი ბრა­ლია, წარ­მა­ტე­ბა კი უფ­ლის წყა­ლო­ბაა და თავ­ში არ აგი­ვარ­დე­სო!

- ნონა დღემ­დე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ვე­ტე­რან­თა ტურ­ნი­რებ­ში, თქვენ კი არა. რა­ტომ?

- ნო­ნას უჭად­რა­კოდ სი­ცო­ცხლე არ შე­უძ­ლია. ჭად­რა­კი მეც მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად არ უკა­ვია. თვი­თონ ჭად­რაკ­ში რა მიყ­ვარს? ახა­ლი გზე­ბის ძებ­ნა, ლა­მა­ზი იდე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, ძვე­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი სტი­ლი.

მგო­ნია, რომ ჭად­რა­კი კოს­მო­სუ­რი წარ­მო­შო­ბის თა­მა­შია, ადა­მი­ა­ნი ვერ შექ­მნი­და ასეთ ამო­უ­წუ­რავ სიღ­რმეს

- რა სხვა­ო­ბაა და­ფა­სა და ეკ­რან­ზე თა­მაშს შო­რის?

- ჭად­რა­კი ორ­თაბ­რძო­ლაა. მიყ­ვარს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ემო­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მის სა­ხე­ზე"წა­კი­თხვა, კმა­ყო­ფი­ლია თუ არა პო­ზი­ცი­ით. სხვა­თა შო­რის,თა­მა­შის მა­ნე­რით იო­ლია ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის გა­მოც­ნო­ბა. ადა­მი­ა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარს და ამ თვი­სე­ბას ჭად­რა­კის თა­მა­შის დრო­საც ვი­ყე­ნებ­დი. დი­დოს­ტა­ტე­ბიც კი უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და თა­მა­შის დროს ისი­ნიც იშიფ­რე­ბი­ან. სწო­რედ ამი­ტომ არ მიყ­ვარს უე­მო­ციო კომ­პი­უ­ტერ­თან თა­მა­ში.

- რო­დის უფრო თა­ვი­სუფ­ლად თა­მა­შობ­დით, ჩემ­პი­ო­ნო­ბამ­დე თუ მას მერე, რაც ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვეთ?

- 17 წლამ­დე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბამ­დე, ძა­ლი­ან ლა­ღად ვთა­მა­შობ­დი და სწრა­ფად ვპ­როგ­რე­სი­რებ­დი, შემ­დეგ კი ჩემი გან­ვი­თა­რე­ბა თით­ქოს შე­ფერ­ხდა. სამ­წუ­ხა­როდ, არ მყავ­და მუდ­მი­ვი მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად და­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ ნი­ჭი­სა და პრაქ­ტი­კის ხარ­ჯზე ვაღ­წევ­დი. ამ­გვა­რად, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბი­დან მის და­კარ­გვამ­დე, 13-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი, გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ჩემ­თვის და­კარ­გუ­ლი დროა.

ნანა იო­სე­ლი­ა­ნი, მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ნანა ალექ­სან­დრია

- ჭად­რა­კის გარ­და, სხვა თა­მა­შე­ბიც გიყ­ვართ?

- მომ­წონს ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლი, ქალ­თა ერ­თე­ულ­თა თან­რი­გის გა­მოს­ვლე­ბი... მა­ინ­ტე­რე­სებს სუმო, რო­გორც ია­პო­ნუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ნა­წი­ლი. მი­ხა­რია, რომ ია­პო­ნე­ლე­ბი პა­ტივს სცე­მენ ტო­ჩი­ნო­შინს, ლე­ვან გორ­გო­ძეს, და მის გამო ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­თი. ერთ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის, ვიდ­რე დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუ­სებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებს ერ­თად.

- პო­ლი­ტი­კა­ზე არა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე გკი­თხავთ: რა გვჭირს, რა­ტომ ვერ და­ლაგ­და და გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა?

- ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერც ერთი წყო­ბა და ვერც ერთი მთავ­რო­ბა ვერ მო­უ­ტანს, თუ თვი­თონ არ შე­იც­ვა­ლა... ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა - ამ სამ უმ­თავ­რეს ბურ­ჯზე უნდა იდ­გეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩვენ კი... ენას და­უ­დევ­რად ვექ­ცე­ვით და ვა­ბინ­ძუ­რებთ, მა­მუ­ლი გა­ვა­ნი­ა­ვეთ, სარ­წმუ­ნო­ე­ბა დავ­კარ­გეთ და კი­დევ გვიკ­ვირს, რა­ტომ ვართ ასეთ დღე­ში?! სარ­წმუ­ნო­ე­ბა აღა­რა­ვის ახ­სოვს, ყვე­ლა დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს, მარ­ტო მოხ­ვე­ჭა­ზე ფიქ­რობს. სიც­რუე სირ­ცხვი­ლად აღარ ით­ვლე­ბა... ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლი ჰყავს. ღმერ­თის შემ­წე­ო­ბის გა­რე­შე ორი­ა­თას­წლო­ვან ქარ­ტე­ხილ­ში ვე­რაფ­რით გა­დავ­რჩე­ბო­დით, მაგ­რამ, თუ ისევ უფ­ლის­კენ არ მივ­ბრუნ­დით და ძვე­ლე­ბუ­რად გა­ვაგ­რძე­ლეთ ცხოვ­რე­ბა, უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავცვივ­დე­ბით.

წყა­რო: "კვი­რის პა­ლიტ­რა"

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია ჩიბურდანიძეს
0

დაბრუნდი, ჩვენო სასახელო, სათაყვანო მაია, დაბრუნდი, გთხოვთ

მანჩო
0

მაია სულითა და გულით გილოცავ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ, უფლის წყალობა არასოდეს მოგკლებოდეს. ერის სიამაყე ხარ და მეამაყები! გაიხარე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც 9 ოქროს მედალი მოიგო, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი და ჭადრაკის "ოსკარის" ოთხგზის გამარჯვებული, მაია ჩიბურდანიძე დღეს 60 წლის გახდა.

შეუდარებელი ქართველი მოჭადრაკე პირველია ქალთა შორის, რომელმაც 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ჩემპიონობა 1978 წელს, ასევე ქართველი მოჭადრაკისგან, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისგან გადაიბარა.

ვუნდერკინდი მოჭადრაკე 1961 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მან 1978 წელს, ბიჭვინთაში მოიპოვა - იმ დროისთვის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 8,5:6,5 დაამარცხა. საინტერესოა, რომ მაია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი საინტერესო შემთხვევის წყალობით მოხვდა. მას საბჭოთა პირველობაზე სულ რაღაც ნახევარი ქულა დააკლდა მე-4 ადგილის დასაკავებლად და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე-4 ადგილზე გასული ლუდმილა შერბინა ვერ წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა... შედეგად მისი ადგილი მაიამ დაიკავა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და შემდეგ კი ეს ტიტული კიდევ 4-ჯერ დაიცვა

1981 წელს ბათუმში პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ჩიბურდანიძემ ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში მან დაამარცხა ირინა ლევიტინა - 8-5. 1986 წელს მოწინააღმდეგე იყო ელენე ახმილოვსკაია, რომელთან მატჩშიც ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს, თელავში მცირე უპირატესობით დაამარცხა ნანა იოსელიანი 8½-7½.

საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში მაია ჩიბურდანიძემ 9 ოქროს მედალი მოიგო. როგორც თვითონ ამბობს, მათგან 4, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული, განსაკუთრებულად ძვირფასია...

1977 წელს მაია ჩიბურდანიძემ საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მოიპოვა, 1984 წელს კი ვაჟთა შორის. ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოსკარით 4-ჯერ დაჯილდოვდა.

როგორც ჩიბურდანიძე იხსენებს, ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში უფროსმა ძმამ ასწავლა:

"ჭადრაკის თამაში უფროსმა ძმამ 8 წლის ასაკში მასწავლა. მახსოვს, საღამოობით სიცივე რომ იყო, ბუხართან ვსხდებოდით და თამაშს ვიწყებდით. ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და რატომღაც ძალიან მალე დავიწყე მოგება. ძლიერი მათემატიკოსი იყო და ჩემი ეს მოგება მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. ბრაზდებოდა აიღებდა ჭადრაკს, შეყრიდა ბუხარში და შემდეგ ვქექავდით ნაცარს და ბუხრიდან ვიღებდით. მეუბნებოდა, მსოფლიო ჩემპიონიც რომ გახდე, მაინც ვერ მომიგებო... შემდეგ ჩემი ძმა ტრაგიკულად დაიღუპა, ამ პერიოდში ჭადრაკზე ქუთაისში პიონერთა სახლში დავდიოდი და გამომიყვანეს, ამხელა ტრაგედიის დროს არავის ეცალა ჩემი ჭადრაკისთვის. რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე და ასე სასწაულებრივად განვაგრძე თამაში."

"უკვე 10 წლის ასაკში ძალიან ბევრი პრიზი მქონდა მოგებული, ამიტომ საჭიროება მოითხოვდა ქუთაისიდან თბილისში გადმოვსულიყავი და აქ გამეგრძელებინა თამაში".

1973 წელს მაია იყო ერთადერთი გოგონა, რომელმაც 11 წლის ასაკში ნონა გაფრინდაშვილს ერთობლივი სეანსისას მოუგო, სწორედ ამის შემდეგ გაიცნო ქართველი გოგონა საზოგადოებამ.

"არ მიყვარს წინასწარ ფიქრი იმაზე, რომ გავიმარჯვებ. უკვე ბოლო პარტიაში, როცა გადამწყვეტი იყო გავაკეთებდი თუ არა ყაიმს, აი, მაშინ შემეპარა გამარჯვებაზე ფიქრი, თორემ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ჭადრაკს ვთამაშობდი", - იხსენებს ნონა გაფრინდაშვილთან გადამწყვეტ თამაშს მოჭადრაკე.

როგორც საჭარდაკო ექსპერტები აფასებენ, მაია მთელი თავისი წარმატებული საჭადრაკო კარიერისას, დიდწილად საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდა...

2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, კერძოდ, ნალჩიკში ტარდებოდა, მაია იმდენად კარგ ფორმაში იყო, მას ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა რუსეთ-საქართველოს ომის გამო ამ პირველობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას დღესაც იღებს. როგორც ამბობენ, მაია საოცრად თავმდაბალი, უბრალო ადამიანია, როგორც ერთ-ერთი მისი ნაცნობი ამბობს, ის პაიკივით თავმდაბალი დედოფალია... ეკლესიურად ცხოვრობს და ამბობს, რომ ყველაფერი რაც მის თავს ხდებოდა და ხდება უფლის ნებაა...

2019 წლის სექტემბერში დიდ დიღომში მაია ჩიბურდანიძის აკადემია გაიხსნა.

ჭადრაკის დედოფალს მედიასთან ურთიერთობა არ უყვარს. ამიტომაც ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონისა და "საჭადრაკო "ოსკარის" ოთხგზის მფლობელის ინტერვიუზე დათანხმება ჟურნალისტისთვის ლამის ისეთივე წარმატებაა, მაია ჩიბურდანიძესთან ყაიმი რომ იქნებოდა! შარშან დიდ ჩემპიონთან "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- 2018 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილის აკადემიაში შემომთავაზეს სასწავლო პროცესში მონაწილეობა და მომეწონა ბავშვებთან ურთიერთობა. საბჭოეთის დაშლის შემდეგ ჭადრაკით დაინტერესება თანდათან იკარგება. აღარ ჩანან ისეთი ვარსკვლავები, ჩვენს დროს რომ იყვნენ, ამიტომ ჩვენი საჭადრაკო ტრადიციების აღსადგენად მომავალი თაობის გაზრდა უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. ქალაქის ცენტრს მოწყვეტილი დიდი დიღომი ამ თვალსაზრისით საინტერესო უბანია. ბავშვებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის არცთუ დიდი არჩევანი აქვთ და ვეცდებით, ჭადრაკით რაც შეიძლება მეტი მათგანი დავაინტერესოთ.

სასწავლო პროცესში მეც აქტიურად ვიქნები ჩართული, გამორჩეულ ბავშვებს კი განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ვეცდებით ბავშვებს ჭადრაკი შევაყვაროთ, მისი სილამაზე დავანახოთ, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული მოსწავლეებისგან კი ჩემპიონის "გამოძერწვაც" შეიძლება.

- ბოლო წლებში რატომ არ ჩანდა მაია ჩიბურდანიძე?

- ორმოცი წელიწადია, რაც ჭადრაკს აქტიურად ვემსახურები. ეს რიგითი დიდოსტატისთვისაც ძალიან ბევრია, არათუ მსოფლიო ჩემპიონისთვის, რომელსაც გაცილებით დიდი ფსიქოლოგიური წნეხისა და სტრესის გაძლება უწევს. ნათამაშები მაქვს 15 ოლიმპიადა, 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, უამრავი ტურნირი... ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ხანს დამესვენა ჭადრაკისგან.

- გამოდის, ჭადრაკს იშვიათად თამაშობთ, თუმცა ვის უნდა ეთამაშოს თქვენი დონის მოჭადრაკე? იქნებ კომპიუტერულ პროგრამას?

- კომპიუტერთან თამაში მოყვარულებს უფრო მოსწონთ, რადგან უჭირთ პარტნიორის პოვნა, მე კი მხოლოდ პოზიციების გასაანალიზებელ პროგრამას ვიყენებ.

კომპიუტერთან ტურნირშიც მითამაშია, მაგრამ ცოცხალ ადამიანთან ორთაბრძოლა მირჩევნია! კომპიუტერის შემოჭრამ ჭადრაკი და მოჭადრაკეთა ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ცოტა ხნის წინ ხელოვნური ინტელექტიც შექმნეს, რომელმაც ეს თამაში სხვა დონეზე აიყვანა, მისი ამოუწურავი შესაძლებლობები და სიღრმე გამოავლინა.

- რით განსხვავდება ხელოვნური ინტელექტი "ჩვეულებრივი" საჭადრაკო პროგრამისგან?

- ჩვეულებრივი კომპიუტერული პროგრამა მასში ჩადებულ ალგორითმებსა და ინფორმაციას იყენებს, რომელსაც ძალზე სწრაფად ამუშავებს, ხელოვნური ინტელექტი კი თვითონ სწავლობს თამაშს. მან ოთხ დღეში თავის თავთან მილიონზე მეტი პარტია ითამაშა და თავისივე თავის განსწავლით, დამწყებიდან სუპერდიდოსტატი გახდა. საინტერესოა, რომ ხელოვნურ ინტელექტს კლასიკური, პოზიციური თამაში არ იტაცებს, მას შემტევი სტილი აქვს, იოლად წირავს პაიკებს ინიციატივის მოსაპოვებლად XVIII-XIX საუკუნეების რომანტიკული ჭადრაკის მიმდევრებივით. საოცარი პარტიები აქვს. ხელოვნურმა ინტელექტმა დაამტკიცა, რომ ჭადრაკში აქტიურობაა მთავარი!

დღეს ყველამ ისწავლა თავის დაცვა. ამიტომ, თუ გამარჯვება გინდა, მეტოქის წაგებას კი უნდა არ დაელოდო, თვითონ ეცადო მოგებას.

- ჭადრაკი აღარ არის ძველებურად პოპულარული?

- საქართველოში იკლო ინტერესმა, საზღვარგარეთ კი, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, ჭადრაკის პოპულარობა იზრდება.წლების წინ საქართველოში შემოსულმა სხვადასხვა ტიპის გაჯეტებმა ახალგაზრდების მთელი ყურადღება მიიპყრო, საზღვარგარეთ კი ეს დიდი ხნის წინ მოხდა, სიახლეებზე ჩვენსავით არ დაფეთებულან და იქაურ ახალგაზრდებში ჭადრაკი ისევ პოპულარულია.

რუსეთშიც კი, რომელმაც დიდი ხანია დათმო მსოფლიო ლიდერის პოზიცია, დაიწყო ჭადრაკის აღორძინებაზე ზრუნვა. ამ წლის სექტემბრიდან მისი სწავლება სკოლაში სავალდებულო გახდა, სომხეთში დიდი ხანია ისწავლება. რამდენიმე წლის წინ ჩვენც შევიტანეთ ჭადრაკი სკოლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესი თანდათან მიინავლა.

- ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, თავად ჭადრაკშიც შეიცვალა რაიმე?

- შეიცვალა მიდგომა და მზადების ხერხები. წინათ მოჭადრაკეს უნდა შეესწავლა თეორია, ახალი იდეები მოეგონებინა, ახლა კი კომპიუტერი ამუშავებს მიცემულ პოზიციას, მოჭადრაკეები კი მხოლოდ "მის ბოძებულ" ვარიანტებს იზეპირებენ.

- "ცოცხალ ინტელექტს" - მაია ჩიბურდანიძეს დავუბრუნდეთ: ამჟამად რას საქმიანობთ?

- ჩემი ჰობი ახლა ჩინეთი და ინდოეთია, მათი ისტორიით, ტრადიციებით, კულტურით, კინემატოგრაფითა თუ საბრძოლო ხელოვნებით. მომწონს ჩინური და იაპონური ჩაის თემა - მათი სახეობების შესწავლით და დამზადების ტექნოლოგიებით. ვსწავლობ აღმოსავლურ მედიცინას, კერძოდ, აიურვედას, მკურნალობის უძველეს ინდურ სისტემას. მაინტერესებს არომათერაპია - სურნელებით მკურნალობა, ასევე არაბული სუნამოების დამზადების მეთოდები. თანამედროვე სუნამოები, ძირითადად, ქიმიური ნივთიერებებითა და ალკოჰოლის გამოყენებით მზადდება, მალე ორთქლდება და ხშირ შემთხვევაში მავნებელიც არის, აღმოსავლური სუნამოები კი ეთერზეთებითა და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდება და სამკურნალო თვისებები აქვს. როცა დრო მაქვს, თავადაც ვამზადებ.

- მედიცინით დაინტერესებაში შესწავლა იგულისხმება თუ გამოყენება?

- როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში გამოცდილ მკურნალობის მეთოდებს არატრადიციული უწოდო, ხოლო პრაქტიკულად ერთსაუკუნოვან მედიცინას ტრადიციული? აღმოსავლური მედიცინა ცდილობს ადამიანის ორგანიზმის ყველა შესაძლებლობის გამოვლენას და აღდგენას. ადამიანი ისეა შექმნილი, რომ სწორი ცხოვრებითა და კვებით მის ორგანიზმს მინიმუმ 100-წლიანი სიცოცხლის რესურსი აქვს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიკლავთ თავს, ისეთი პროდუქტებით ვიკვებებით და ისეთ ჰაერს ვსუნთქავთ.

- ვიცი, რომ ჩაი თქვენთვის განსაკუთრებული თემაა...

- ნამდვილი ჩაის გემო პირველად ათიოდე წლის წინ ამერიკიდან მეგობრების გამოგზავნილი ჩაის დაყენების შემდეგ გავიგე. ჩაით მას შემდეგ დავინტერესდი.

- დაგრჩებათ დრო კიდევ ერთი საყვარელი საქმის - სასულიერო ლიტერატურის რედაქტირებისთვის ან სხვა საქმიანობისთვის?

- შეძლებისდაგვარად ვცდილობ დავეხმარო ხოლმე ჩემს მოძღვარს. ისე, ბევრი რამ მაინტერესებს (ყველაფერი, პოლიტიკის გარდა), თანაც აზარტულად ვიცი ინტერესის ობიექტზე ბოლომდე ჩაყოლა. თუმცა ჭადრაკში ნონასავით აზარტული რომ ვყოფილიყავი, ალბათ, სხვა"ორბიტაზე" გავიდოდი.

- მორწმუნე როგორ გახდით?

- ათეისტურ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემი 19 წლის ძმის (ჭადრაკის თამაში სწორედ მან მასწავლა) ტრაგიკულად დაღუპვამ ჩვენი ოჯახი მორწმუნე გახადა. ტაძარი რვა წლის ასაკიდან შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში.

- როცა ძმა გარდაიცვალა, ცხადია, თქვენთვის ჭადრაკზე სატარებლად არავის ეცალა, მაგრამ დედათქვენს რამდენჯერმე ჰქონდა ხილვა, სადაც თქვენი ძმა სთხოვდა, მაია საჭადრაკო წრეში დააბრუნეთო. ოდესმე თქვენც გქონიათ მსგავსი მინიშნება?

- მთელი ჩემი ცხოვრება უფლის მინიშნებებით აღსავსე სასწაულია. მისი დაშვების გარეშე არაფერი ხდება და სწორედ უფლის ნება იყო 17 წლის ასაკში ჩემი მსოფლიო ჩემპიონად გახდომაც.

- შეგცვალათ ამ წოდებამ? 17 წლის გოგონასთვის რთული არ იყო ასეთი "ტვირთის" ტარება?

- არ შევუცვლივარ! დედა ბავშვობიდანვე მინერგავდა: მარცხი მხოლოდ შენი ბრალია, წარმატება კი უფლის წყალობაა და თავში არ აგივარდესო!

- ნონა დღემდე აქტიურად მონაწილეობს ვეტერანთა ტურნირებში, თქვენ კი არა. რატომ?

- ნონას უჭადრაკოდ სიცოცხლე არ შეუძლია. ჭადრაკი მეც მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადგილი ნამდვილად არ უკავია. თვითონ ჭადრაკში რა მიყვარს? ახალი გზების ძებნა, ლამაზი იდეების აღმოჩენა, ძველი რომანტიკული სტილი.

მგონია, რომ ჭადრაკი კოსმოსური წარმოშობის თამაშია, ადამიანი ვერ შექმნიდა ასეთ ამოუწურავ სიღრმეს

- რა სხვაობაა დაფასა და ეკრანზე თამაშს შორის?

- ჭადრაკი ორთაბრძოლაა. მიყვარს მოწინააღმდეგის ემოციებზე დაკვირვება, მის სახეზე"წაკითხვა, კმაყოფილია თუ არა პოზიციით. სხვათა შორის,თამაშის მანერით იოლია ადამიანის ხასიათის გამოცნობა. ადამიანებზე დაკვირვება ბავშვობიდანვე მიყვარს და ამ თვისებას ჭადრაკის თამაშის დროსაც ვიყენებდი. დიდოსტატებიც კი უპირველესად ადამიანები არიან და თამაშის დროს ისინიც იშიფრებიან. სწორედ ამიტომ არ მიყვარს უემოციო კომპიუტერთან თამაში.

- როდის უფრო თავისუფლად თამაშობდით, ჩემპიონობამდე თუ მას მერე, რაც ტიტული მოიპოვეთ?

- 17 წლამდე, მსოფლიო ჩემპიონობამდე, ძალიან ლაღად ვთამაშობდი და სწრაფად ვპროგრესირებდი, შემდეგ კი ჩემი განვითარება თითქოს შეფერხდა. სამწუხაროდ, არ მყავდა მუდმივი მწვრთნელი, რომელიც ყოველდღიურად დახელოვნებაში დამეხმარებოდა. წარმატებას მხოლოდ ნიჭისა და პრაქტიკის ხარჯზე ვაღწევდი. ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოპოვებიდან მის დაკარგვამდე, 13-წლიანი პერიოდი, განვითარების თვალსაზრისით ჩემთვის დაკარგული დროა.

ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია

- ჭადრაკის გარდა, სხვა თამაშებიც გიყვართ?

- მომწონს ფიგურული სრიალი, ქალთა ერთეულთა თანრიგის გამოსვლები... მაინტერესებს სუმო, როგორც იაპონური მსოფლმხედველობის ნაწილი. მიხარია, რომ იაპონელები პატივს სცემენ ტოჩინოშინს, ლევან გორგოძეს, და მის გამო ინტერესდებიან საქართველოთი. ერთ წარმატებულ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია თავისი ქვეყნისთვის, ვიდრე დიპლომატიურ კორპუსებსა და საერთაშორისო მისიებს ერთად.

- პოლიტიკაზე არა, მაგრამ საქართველოზე გკითხავთ: რა გვჭირს, რატომ ვერ დალაგდა და განვითარდა ჩვენი ქვეყანა?

- ადამიანს ბედნიერებას ვერც ერთი წყობა და ვერც ერთი მთავრობა ვერ მოუტანს, თუ თვითონ არ შეიცვალა... ენა, მამული, სარწმუნოება - ამ სამ უმთავრეს ბურჯზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ კი... ენას დაუდევრად ვექცევით და ვაბინძურებთ, მამული გავანიავეთ, სარწმუნოება დავკარგეთ და კიდევ გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ დღეში?! სარწმუნოება აღარავის ახსოვს, ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს, მარტო მოხვეჭაზე ფიქრობს. სიცრუე სირცხვილად აღარ ითვლება... ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით საქართველოს განსაკუთრებული მფარველი ჰყავს. ღმერთის შემწეობის გარეშე ორიათასწლოვან ქარტეხილში ვერაფრით გადავრჩებოდით, მაგრამ, თუ ისევ უფლისკენ არ მივბრუნდით და ძველებურად გავაგრძელეთ ცხოვრება, უარეს მდგომარეობაში ჩავცვივდებით.

წყარო: "კვირის პალიტრა"

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი

პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს