მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა
პოლიციამ თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა

შსს- მ ტაქ­სის კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 2 მძღო­ლი კა­რან­ტი­ნი­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­ჯა­რი­მა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, და­ჯა­რი­მე­ბის შემ­დეგ ისი­ნი კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, "კო­ვიდ-19"-ის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი წე­სე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს გა­ნაგ­რძობს.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლი - 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ფ. და 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ს. თბი­ლის­ში იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­ჯა­რი­მეს.

გ.ფ. კო­ვი­დაღ­რი­ცხვა­ზე 2021 წლის 5 იან­ვრი­დან იმ­ყო­ფე­ბა, ზ.ს. კი - 13 იან­ვრი­დან. ორი­ვე მათ­გან­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აღ­ნიშ­ნულ­მა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა პი­რებ­მა თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვეს იზო­ლა­ცი­ის ად­გი­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გ.ფ. იმ დროს და­ა­ჯა­რი­მეს, რო­დე­საც იგი თბი­ლის­ში, წე­რო­ნი­სის ქუ­ჩა­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვი­დაღ­რი­ცხვა­ზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი „ქარ­ვას­ლას“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტაქ­სის ტრა­ფა­რე­ტი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას და­ჯა­რიმ­და.

პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 42-ე პრი­მა-10 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის­თვის, 2000-2000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ისი­ნი და­ჯა­რი­მე­ბის შემ­დეგ კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კვლავ მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­იც­ვან კა­ნო­ნი და და­ე­მორ­ჩი­ლონ და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
5

მარტო დაჯარიმება არ შველის თუ იცოდა რომ ინფიცირებული იყო და მაინც ტაქსაობდა, სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი შეგნებულად ავადმყოფობის გავრცელების შესახებ, რომელიც სისხლი სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. ევროპაში სპეციალური ციხეა რეგულაციების დარღვევისათვის. 

მაიამ
6

უსინდისო და უნამუსო ადამიანები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

პოლიციამ თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა

პოლიციამ თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა

შსს- მ ტაქსის კოვიდინფიცირებული 2 მძღოლი კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, დაჯარიმების შემდეგ ისინი კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, "კოვიდ-19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი - 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი - 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.

სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა.

პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა

გლდანში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან მცირეწლოვანი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა