ავტორი:

ზუგდიდში დაკავეს პირი, რომელმაც ნაცნობი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა

ზუგდიდში დაკავეს პირი, რომელმაც ნაცნობი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული რ.პ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-⁠დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება მიიღო ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 1983 წელს დაბადებული ვ.ვ., რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს