საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მიზანი იყო, ბავშვებისთვის პრობლემები შემემსუბუქებინა... შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა" - 14 წლის გოგონას ინოვაციური პროექტი ბავშვთა სახლების დასახმარებლად
"ჩემი მიზანი იყო, ბავშვებისთვის პრობლემები შემემსუბუქებინა... შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა" - 14 წლის გოგონას ინოვაციური პროექტი ბავშვთა სახლების დასახმარებლად

პრო­ფე­სია კონ­კრე­ტუ­ლად ჯერ არ აურ­ჩე­ვია, მაგ­რამ სა­მო­მავ­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ბიზ­ნე­სის კუ­თხით ფიქ­რობს. ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯე­რო­ბა მინ­და და სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის გა­მარ­თვა, - ამ­ბობს ელე­ნე გე­ლა­ძე, რო­მე­ლიც 14 წლის არის, "ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის" მე­ა­თეკ­ლა­სე­ლია და 4 თვის წინ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ბავ­შვთა სახ­ლებს დახ­მა­რე­ბო­და. მი­ზანს მი­აღ­წია... თუ რო­გორ შეძ­ლო ეს და რო­გორ უძღვე­ბა ამ საქ­მეს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

"2019 წელს, რო­დე­საც "ევ­რო­პულ სკო­ლა­ში" გა­და­ვე­დი და სწავ­ლა IB სექ­ტორ­ზე და­ვი­წყე, რო­გორც ამ სექ­ტო­რის მოს­წავ­ლეს, პერ­სო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა და­მე­ვა­ლა. ერთ-ერთი თემა, რა­საც სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩავ­თვლი­დი, უნდა ამერ­ჩია, რაც ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი იდეა იქ­ნე­ბო­და. ავირ­ჩიე "ბავ­შვთა სახ­ლე­ბი", მაგ­რამ წელს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რა თქმა უნდა, იქ სტუმ­რო­ბა არ მო­ხერ­ხდა.

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ვებგ­ვერ­დი (orphanagesingeorgia.000webhostapp.com) შე­მექ­მნა, სა­დაც გან­თავ­სდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შვთა სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ შე­ეძ­ლო ხალ­ხს მათი დახ­მა­რე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში," - გვე­უბ­ნე­ბა ელე­ნე გე­ლა­ძე, რო­მელ­საც თე­მის არ­ჩე­ვი­სას ინ­სპი­რა­ცია იმან მის­ცა, რომ 2015 წლი­დან თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად, ხში­რად და­დი­ო­და ბავ­შვთა სახ­ლებ­ში.

მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი პა­ტა­რე­ბის­თვის მიჰ­ქონ­დათ - ტან­საც­მე­ლი, სა­თა­მა­შო­ე­ბი და ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა მუდ­მი­ვად შე­ეძ­ლოთ. რო­დე­საც უკვე პერ­სო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყო, ვებგ­ვერ­დის შე­საქ­მნე­ლად სამი პროგ­რა­მუ­ლი ენა ის­წავ­ლა.

"საქ­მე­ში სკო­ლის პროგ­რა­მუ­ლი ექ­სპერ­ტი და­ვიხ­მა­რე, მაგ­რამ ვებგ­ვერ­დის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ჩემი შექ­მნი­ლია. ის ინ­გლი­სურ ენა­ზეა, რად­გან ინ­გლი­სურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. თან, მინ­დო­და, ჩემი ვებგ­ვერ­დი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რიც ყო­ფი­ლი­ყო. ამი­ტომ იქ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რად არის. მო­მა­ვალ­ში ვეც­დე­ბი, ქარ­თუ­ლად და სხვა ენებ­ზეც გა­ვა­კე­თო," - აღ­ნიშ­ნავს გო­გო­ნა.

- პრო­ექ­ტმა რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო?

- უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დვი­ლად არ ვარ... თა­ვი­დან "ფე­ის­ბუქ­ზე" ჯგუ­ფი შევ­ქმე­ნი, რომ ამ სა­კი­თხზე ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მქო­ნო­და, მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­წო­დე­ბი­ნა. მერე კი­თხვა­რი გა­ვა­კე­თე, თუ რო­მე­ლი ბავ­შვთა სახ­ლე­ბი აინ­ტე­რე­სებ­დათ. სა­ერ­თოდ, რა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ, ამა თუ იმ ბავ­შვთა სახლზე. ეს ჩემს პრო­ექტს და­ეხ­მა­რე­ბო­და, რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გამ­ხდა­რი­ყო.

რო­დე­საც უკვე ვებგ­ვერ­დი შევ­ქმე­ნი, და­ვა­კავ­ში­რე გუ­გ­ლა­ნა­ლი­ტიკს­თან, სა­დაც იმის სტა­ტის­ტი­კას მაჩ­ვე­ნებ­და, თუ რამ­დენ ქვე­ა­ყა­ნა­ში ნა­ხეს და გა­ეც­ნენ ჩემს ნა­მუშ­ვარს. შე­დე­გი მარ­თლა გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და გა­სა­ო­ცა­რი იყო... ვებგ­ვერ­დი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ნა­ხეს, მათ შო­რის - აშშ-ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეტ­ში, ეს­პა­ნეთ­ში. ცხა­დია, მეტი მნახ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავ­და. ეს ყვე­ლაფ­რი სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, მაგ­რამ ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა იყო და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ხალ­ხს გა­და­ე­რი­ცხა ბავ­შვთა სახ­ლე­ბის­თვის თან­ხე­ბი.

- ეს პრო­ცე­დუ­რა პირ­და­პირ სა­ი­ტი­დან ხერ­ხდე­ბა?

- კი, იქ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი, თუ რო­გო­რი სა­ხით შე­იძ­ლე­ბა, რომ ბავ­შვებს დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნონ, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა ესა­ჭი­რო­ე­ბათ მათ და ა.შ. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა კი­დეც გა­და­რი­ცხუ­ლი თან­ხის ქვი­თა­რი. გა­და­რი­ცხუ­ლი­დან ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა 500 ლარი იყო... ბავ­შვთა სახ­ლებს ხში­რად ვე­კონ­ტა­ტ­ქე­ბო­დი, ინ­ფორ­მა­ცია რომ მი­მე­წო­დე­ბი­ნა და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ მათ ან­გა­რიშ­ზე ამ­დე­ნი თან­ხა გა­და­ი­რი­ცხა.

- ე.ი. ამ ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად უძღვე­ბი?

- კი, პრო­ექ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვე­ში გა­ვა­კე­თე და სა­სურ­ველ შე­დეგ­საც ჩე­მით მი­ვაღ­წიე... უნდა გი­თხრათ, რომ სა­იტ­ზე ჯერ მხო­ლოდ სამ ბავ­შვთა სახლზეა ინ­ფორ­მა­ცია ატ­ვირ­თუ­ლი, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია სხვა ბავ­შვთა სახ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც და­ე­მა­ტე­ბა. ამ­ჯე­რად, თი­თო­ე­ულ სახ­ლს იქვე უწე­რია ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და ვი­საც რო­მელს უნდა, იმას ური­ცხავს. თან­ხის ჩა­რი­ცხვა ნებ­სმი­ე­რი ქვეყ­ნი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ნა­მუშ­ვა­რი პე­და­გო­გებ­მა რო­გორ შე­გი­ფა­სეს?

- 4 თე­ბერ­ვალს სკო­ლას პრო­ექ­ტი უნდა წარ­ვუდ­გი­ნო. შემ­დეგ ის უცხო­ეთ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა და უკან რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­მიბ­რუნ­დე­ბა.

- შენი მა­გა­ლი­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტო­ბას ემო­ცი­უ­რად რა მო­აქვს?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი თა­ნა­ტო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რაა. ამ პრო­ექ­ტში, რო­გორც გი­თხა­რით, ჩემი მთავ­რი მი­ზა­ნი იყო და არის, ბავ­შვე­ბის­თვის პრობ­ლე­მე­ბი შე­მემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა, დავ­ხმა­რე­ბო­დი. სა­ერ­თოდ კი, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მი­ზა­ნი ეს უნდა იყოს... ვი­სურ­ვებ­დი 2021 წელს ეს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა შეძ­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი მიზანი იყო, ბავშვებისთვის პრობლემები შემემსუბუქებინა... შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა" - 14 წლის გოგონას ინოვაციური პროექტი ბავშვთა სახლების დასახმარებლად

"ჩემი მიზანი იყო, ბავშვებისთვის პრობლემები შემემსუბუქებინა... შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა" - 14 წლის გოგონას ინოვაციური პროექტი ბავშვთა სახლების დასახმარებლად

პროფესია კონკრეტულად ჯერ არ აურჩევია, მაგრამ სამომავლოდ განათლების მიღებას ბიზნესის კუთხით ფიქრობს. ბიზნესმენეჯერობა მინდა და საკუთარი კომპანიის გამართვა, - ამბობს ელენე გელაძე, რომელიც 14 წლის არის, "ევროპული სკოლის" მეათეკლასელია და 4 თვის წინ გადაწყვიტა, რომ საქართველოში არსებულ ბავშვთა სახლებს დახმარებოდა. მიზანს მიაღწია... თუ როგორ შეძლო ეს და როგორ უძღვება ამ საქმეს, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

"2019 წელს, როდესაც "ევროპულ სკოლაში" გადავედი და სწავლა IB სექტორზე დავიწყე, როგორც ამ სექტორის მოსწავლეს, პერსონალური პროექტის გაკეთება დამევალა. ერთ-ერთი თემა, რასაც საინტერესოდ ჩავთვლიდი, უნდა ამერჩია, რაც ჩემი პერსონალური იდეა იქნებოდა. ავირჩიე "ბავშვთა სახლები", მაგრამ წელს პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა, იქ სტუმრობა არ მოხერხდა.

ამიტომ გადავწყვიტე, ვებგვერდი (orphanagesingeorgia.000webhostapp.com) შემექმნა, სადაც განთავსდებოდა ინფორმაცია ბავშვთა სახლების შესახებ და ასევე ინფორმაცია, თუ როგორ შეეძლო ხალხს მათი დახმარება პანდემიის პირობებში," - გვეუბნება ელენე გელაძე, რომელსაც თემის არჩევისას ინსპირაცია იმან მისცა, რომ 2015 წლიდან თავის ოჯახთან ერთად, ხშირად დადიოდა ბავშვთა სახლებში.

მზრუნველობამოკლებული პატარებისთვის მიჰქონდათ - ტანსაცმელი, სათამაშოები და ისეთი მნიშვნელოვანი ნივთები, რომელთა გამოყენება მუდმივად შეეძლოთ. როდესაც უკვე პერსონალური პროექტისთვის მზადება დაიწყო, ვებგვერდის შესაქმნელად სამი პროგრამული ენა ისწავლა.

"საქმეში სკოლის პროგრამული ექსპერტი დავიხმარე, მაგრამ ვებგვერდის უმეტესი ნაწილი ჩემი შექმნილია. ის ინგლისურ ენაზეა, რადგან ინგლისურ სკოლაში ვსწავლობ. თან, მინდოდა, ჩემი ვებგვერდი ინტერნაციონალურიც ყოფილიყო. ამიტომ იქ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურად არის. მომავალში ვეცდები, ქართულად და სხვა ენებზეც გავაკეთო," - აღნიშნავს გოგონა.

- პროექტმა რა შედეგი გამოიღო?

- უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ... თავიდან "ფეისბუქზე" ჯგუფი შევქმენი, რომ ამ საკითხზე ადამიანებთან საუბრის საშუალება მქონოდა, მათთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა. მერე კითხვარი გავაკეთე, თუ რომელი ბავშვთა სახლები აინტერესებდათ. საერთოდ, რა ინფორმაცია ჰქონდათ, ამა თუ იმ ბავშვთა სახლზე. ეს ჩემს პროექტს დაეხმარებოდა, რომ უფრო საინტერესო გამხდარიყო.

როდესაც უკვე ვებგვერდი შევქმენი, დავაკავშირე გუგლანალიტიკსთან, სადაც იმის სტატისტიკას მაჩვენებდა, თუ რამდენ ქვეაყანაში ნახეს და გაეცნენ ჩემს ნამუშვარს. შედეგი მართლა გამაოგნებელი და გასაოცარი იყო... ვებგვერდი ბევრ ქვეყანაში ნახეს, მათ შორის - აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეტში, ესპანეთში. ცხადია, მეტი მნახველი საქართველოში ჰყავდა. ეს ყველაფრი სასიხარულო იყო, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყანაში ბავშვების დახმარება იყო და ასევე მნიშვნელოვანი, ხალხს გადაერიცხა ბავშვთა სახლებისთვის თანხები.

- ეს პროცედურა პირდაპირ საიტიდან ხერხდება?

- კი, იქ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული, თუ როგორი სახით შეიძლება, რომ ბავშვებს დახმარება აღმოუჩინონ, ყველაზე მეტად რა ესაჭიროებათ მათ და ა.შ. ბევრმა ადამიანმა გამომიგზავნა კიდეც გადარიცხული თანხის ქვითარი. გადარიცხულიდან ყველაზე დიდი თანხა 500 ლარი იყო... ბავშვთა სახლებს ხშირად ვეკონტატქებოდი, ინფორმაცია რომ მიმეწოდებინა და ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ მათ ანგარიშზე ამდენი თანხა გადაირიცხა.

- ე.ი. ამ ყველაფერს დამოუკიდებლად უძღვები?

- კი, პროექტი დამოუკიდებლად, დაახლოებით 4 თვეში გავაკეთე და სასურველ შედეგსაც ჩემით მივაღწიე... უნდა გითხრათ, რომ საიტზე ჯერ მხოლოდ სამ ბავშვთა სახლზეა ინფორმაცია ატვირთული, თუმცა ინფორმაცია სხვა ბავშვთა სახლების შესახებაც დაემატება. ამჯერად, თითოეულ სახლს იქვე უწერია ანგარიშის ნომერი და ვისაც რომელს უნდა, იმას ურიცხავს. თანხის ჩარიცხვა ნებსმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი.

- ნამუშვარი პედაგოგებმა როგორ შეგიფასეს?

- 4 თებერვალს სკოლას პროექტი უნდა წარვუდგინო. შემდეგ ის უცხოეთში გაიგზავნება და უკან რამდენიმე თვეში დამიბრუნდება.

- შენი მაგალითიდან გამომდინარე, სამოქალაქო აქტივისტობას ემოციურად რა მოაქვს?

- ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი თანატოლების მხარდაჭერაა. ამ პროექტში, როგორც გითხარით, ჩემი მთავრი მიზანი იყო და არის, ბავშვებისთვის პრობლემები შემემსუბუქებინა, დავხმარებოდი. საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის მიზანი ეს უნდა იყოს... ვისურვებდი 2021 წელს ეს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს.

თოვლი, ნისლი, მთაში - ზვავსაშიშროება - მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე