პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებოდა, რომ მას ემუქრებოდნენ" - ვინ არის ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა და რას ჰყვება მასზე დედა?
"მეუბნებოდა, რომ მას ემუქრებოდნენ" - ვინ არის ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა და რას ჰყვება მასზე დედა?

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ვლდი­მერ ბორ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პირი, რო­მელ­საც კას­პში მძევ­ლე­ბი ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ბორ­ცვა­ძის თქმით, მან პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლის პოს­ტი 2018 წელს და­ტო­ვა.

"ის იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი. მან 2018 წელს პო­ლი­ცი­ის რი­გე­ბი და­ტო­ვა და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და. პი­რა­დი პა­ტა­კით და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი“, - აცხა­დებს ბორ­ცვა­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც კას­პში მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლია. "ტვ პირ­ვე­ლი" და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დას ესა­უბ­რა. იგი ამ­ტკი­ცებს, რომ მის შვილს პრობ­ლე­მე­ბი ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან ჰქონ­და, რო­მე­ლიც მე­ნაბ­დიშ­ვილს მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი ქვის სა­ამ­ქროს ერთ-ერთი მე­წი­ლეც იყო და და­ახ­ლო­ე­ბით 10 პრო­ცენ­ტი­ან წილს ფლობ­და. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, მის შვილს და­ნარ­ჩე­ნი მე­წი­ლე­ე­ბი სთხოვ­დნენ, რომ ბიზ­ნე­სი­დან გა­სუ­ლი­ყო.

"ემუქ­რე­ბოდ­ნენ.. 6 თვეა ჩემი შვი­ლი იქ მუ­შა­ცაა, ყვე­ლა­ფე­რია. ბო­ლოს ორი დღის წინ ვნა­ხე. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ამ ფაქტს არ მა­ლავ­და, პო­ლი­ცი­ა­შიც იჩივ­ლა" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა.

ცნო­ბის­თვი­ის, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი კას­პში, ერთ-ერთი სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და სა­ნა­დი­რო თო­ფის მუ­ქა­რით ორი მო­ქა­ლა­ქე მძევ­ლად აიყ­ვა­ნა.

თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, პო­ლი­ცი­ამ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­მო­სა­ზღვრა ტე­რი­ტო­რია და და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თავ­დამ­სხმე­ლის მიერ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უვ­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ამ უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მძი­მე ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა მძევ­ლე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ბრა­ლად ედე­ბა მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, ის იმ­ყო­ფე­ბო­და საკ­მა­ოდ მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იყო საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, გა­ტარ­და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო მაქ­სი­მა­ლუ­რად, რომ ყვე­ლას უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო არც ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. მისი მო­თხოვ­ნა იყო, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­ეყ­ვა­ნათ მან­ქა­ნა და აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სწო­რედ ეს იყო, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღის უკან, მან მოგ­ვმარ­თა გან­ცხა­დე­ბით, გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­და გარ­კვე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს და ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ეს ფაქ­ტიც რა თქმა უნდა, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ბორ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
1

ჯერ რა არის ეგ ბიზნესი და მერე ქურდების გასარჩევად რომ გახდება,ეს ქვეყანაა?

ლელა
4

რატომ უნდა დასჭირდეს ადამიანს ასეთი უკიდურესი და უსასტიკესი ნაბიჯის გადადგმა-მძევლების აყვანას ვგულისხმობ! არ უნდა დასრულდეს ვიღაცების პარპაში, რომ ადამიანებმა რაღაც უმნიშვნელო წილით ოჯახი მაინც არჩინონ და არ გაუმწარონ სიცოცხლე?:(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მეუბნებოდა, რომ მას ემუქრებოდნენ" - ვინ არის ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა და რას ჰყვება მასზე დედა?

"მეუბნებოდა, რომ მას ემუქრებოდნენ" - ვინ არის ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა და რას ჰყვება მასზე დედა?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლდიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

ბორცვაძის თქმით, მან პირადი განცხადების საფუძველზე პოლიციელის პოსტი 2018 წელს დატოვა.

"ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს პოლიციის რიგები დატოვა და სამსახურიდან წავიდა. პირადი პატაკით დატოვა სამსახური“, - აცხადებს ბორცვაძე.

როგორც ცნობილია, ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, გიორგი მენაბდიშვილია. "ტვ პირველი" დაკავებულის დედას ესაუბრა. იგი ამტკიცებს, რომ მის შვილს პრობლემები ბიზნესპარტნიორთან ჰქონდა, რომელიც მენაბდიშვილს მოკვლით ემუქრებოდა.

მისი ინფორმაციით, გიორგი მენაბდიშვილი ქვის საამქროს ერთ-ერთი მეწილეც იყო და დაახლოებით 10 პროცენტიან წილს ფლობდა. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, მის შვილს დანარჩენი მეწილეები სთხოვდნენ, რომ ბიზნესიდან გასულიყო.

"ემუქრებოდნენ.. 6 თვეა ჩემი შვილი იქ მუშაცაა, ყველაფერია. ბოლოს ორი დღის წინ ვნახე. მეუბნებოდა, რომ მას ემუქრებოდნენ, ამ ფაქტს არ მალავდა, პოლიციაშიც იჩივლა" - ამბობს ბრალდებულის დედა.

ცნობისთვიის, გიორგი მენაბდიშვილი კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მამაკაცი მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება, ის იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული, გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად, რომ ყველას უფლება დაცული ყოფილიყო და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, ასევე რამდენიმე დღის უკან, მან მოგვმართა განცხადებით, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ეს ფაქტიც რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა ბორცვაძემ.

რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს

შსს-მ გასულ წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა