მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპში მამაკაცმა სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა - პოლიციამ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, დამნაშავე დაკავებულია
კასპში მამაკაცმა სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა - პოლიციამ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, დამნაშავე დაკავებულია

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც კას­პში მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა, და­კა­ვე­ბუ­ლია. სპე­ცო­პე­რა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცოტა ხნის წინ და­ას­რუ­ლა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კას­პში ერთ-ერთ სა­წარ­მო­ში ორი პი­რის მძევ­ლად აყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით 1 პირი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლი კას­პში, ერთ-ერთი სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა და სა­ნა­დი­რო თო­ფის მუ­ქა­რით ორი მო­ქა­ლა­ქე მძევ­ლად აიყ­ვა­ნა.

თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, პო­ლი­ცი­ამ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­მო­სა­ზღვრა ტე­რი­ტო­რია და და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე - ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან გ.მ.-სთან რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თავ­დამ­სხმე­ლის მიერ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უვ­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ამ უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა.

მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ თა­ვა­დამ­სხმე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" და "ი" ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მუ­ქა­რით ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

დამნაშავე კი არა ეჭვმიტანილი. ჟურნალისტი ხარ თუ მოსამართლე.

ნანიკო
0

ეს არ დასრულდება, სანამ ყველა არხზე საინფორმაციო გამოშვებები დანაშაულით იწყება 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კასპში მამაკაცმა სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა - პოლიციამ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, დამნაშავე დაკავებულია

კასპში მამაკაცმა სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა - პოლიციამ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, დამნაშავე დაკავებულია

მამაკაცი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დაკავებულია. სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.

სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავადამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დუმილის უფლებას იყენებს და დაცვაზე უარს ამბობს - რას ამბობს ადვოკატი

მკვლელობა პანკისში - ნათესავებს შორის შელაპარაკება ტრაგიკულად დასრულდა

ზუგდიდში დაკავეს პირი, რომელმაც ნაცნობი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა