სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანის რაიონში 3 ადამიანი დაჭრეს - "კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო..."
გურჯაანის რაიონში 3 ადამიანი დაჭრეს - "კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო..."

გურ­ჯა­ან­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცივი ია­რა­ღით სამი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა სო­ფელ ზე­გა­ან­ში მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი ერთ-ერთ სუფ­რა­ზე და­ი­წყო, რის შემ­დეგ სამ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს მათ­თვის უც­ნობ­მა პირ­მა ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

სა­მი­ვე მათ­გა­ნი გურ­ჯა­ა­ნის "ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის" სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ექი­მის თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლებს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ-მკერ­დის და მუც­ლის არე­ში აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ერთს ამ წუ­თებ­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი სამი პი­რის დაჭ­რის ფაქ­ტი გახ­სნეს, და­კა­ვე­ბუ­ლია 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 9-⁠დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 15 იან­ვარს, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის გამო ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა სამ პირს და მი­ი­მა­ლა. სა­მი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან კლი­ნი­კა­ში და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან მა­ლე­ვე ერთ-ერთ ფერ­მა­ში და­ა­კა­ვეს.

ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სინსილიო!
0

ომი იყო თუ ქეიფი.

Ariel
0

ყარაბაღში იყო ომში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

გურჯაანის რაიონში 3 ადამიანი დაჭრეს - "კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო..."

გურჯაანის რაიონში 3 ადამიანი დაჭრეს - "კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო..."

გურჯაანში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ზეგაანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგ სამ ახალგაზრდა მამაკაცს მათთვის უცნობმა პირმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

სამივე მათგანი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ერთს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული გ.გ.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 9-⁠დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილი არიან კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

სისხლიანი გარჩევა გურჯაანში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია ორი პირი

"იმ დღეს დამირეკა, მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში უნდოდა წამოსვლა" - თურქეთში 24 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის კონფლიქტს მკვლელობა მოჰყვა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია