პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი არცერთი დესერტი ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არ შედგება" - გაიცანით ქალი, რომლის შექმნილი საოცარი დესერტები ინტერნეტს იპყრობს
"ჩემი არცერთი დესერტი ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არ შედგება" - გაიცანით ქალი, რომლის შექმნილი საოცარი დესერტები ინტერნეტს იპყრობს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი ვი­ზუ­ა­ლის დე­სერ­ტებ­სა და კერ­ძებს ამ­ზა­დებს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დე­სერ­ტი შე­იძ­ლე­ბა სუ­ვე­ნი­რიც კი გე­გო­ნოთ. ამა­ზეა ნათ­ქვა­მი – ჭამა და­გე­ნა­ნე­ბაო. გა­გაც­ნობთ ამ შე­დევ­რე­ბის ავ­ტორს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ ჯიხ­ვაშ­ვილს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ის­ტო­რია და ტექ­ნი­კა Gemrielia.ge-სგა­უ­ზი­ა­რა:

- სა­ო­ცარ დე­სერ­ტებს ქმნით, ფაქ­ტობ­რი­ვად ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს. მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ეს ნიჭი თქვენ­ში?

- ხატ­ვის ნიჭ­მა და ზო­გა­დად, სიყ­ვა­რულ­მა ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან­ვე იჩი­ნა თავი. ჯერ კი­დევ ბა­ღის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბელ­მა მშო­ბე­ლებს ამ ნი­ჭის შე­სა­ხე­ბა მი­ა­ნიშ­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა სთხო­ვა. ყო­ველ­თვის ხელ­საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ეზო­ში თა­მაშ­საც კი სახ­ლში რა­ი­მეს ხატ­ვას ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი და დიდი მონ­დო­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­დი­ო­და.

- თქვენს პრო­ფე­სი­ა­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით, ხე­ლოვ­ნე­ბას და­უ­კავ­ში­რეთ ცხოვ­რე­ბა?

- პრო­ფე­სი­ით ფერ­წე­რის რეს­ტავ­რა­ტო­რი და ხატმწე­რი ვარ. გარ­და ამი­სა, ვფლობ კომ­პი­უ­ტე­რულ გრა­ფი­კას, ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბას – ზუს­ტად ვიცი, რო­გორ უნდა გა­და­ვი­ღო ნა­მუ­შე­ვა­რი ისე, რომ არ და­ი­კარ­გოს ფე­რე­ბის აღ­ქმა და დე­ტა­ლე­ბი ისე, რო­გორც ეს შემ­ქმნელს ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ასე­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნით.

ვმუ­შა­ობ­დი წმინ­და სა­მე­ბის სა­ხა­რე­ბა­ზე, სა­პატ­რი­არ­ქო­ში და მაქვს 4 ფურ­ცე­ლი მო­ხა­ტუ­ლი. ხატ­წე­რის სიყ­ვა­რუ­ლით ვე­ზი­ა­რე რეს­ტავ­რა­ცი­ას. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მო­ნუ­მენ­ტუ­რი ფერ­წე­რის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ცი­ა­ში მარ­ტვი­ლის მო­ნას­ტერ­ში 2006–2007 წლებ­ში. ასე­ვე, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში. სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ცოდ­ნა და მათი სინ­თე­ზი მეხ­მა­რე­ბა შევ­ქმნა სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნის ნა­მუ­შე­ვა­რი, ამი­ტო­მაც, არ ჰგავს არც ერთი მათ­გა­ნი ერ­თმა­ნეთს.

- კუ­ლი­ნა­რია რო­დის გა­მოჩ­ნდა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ოჯახ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბავ­შვს, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა იქ, სა­დაც მუ­დამ უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძი მზად­დე­ბა, თა­ვის­თა­ვად უყა­ლიბ­დე­ბა რე­ცეპ­ტო­რე­ბი და გე­მოვ­ნე­ბა. მყავ­და გურ­მა­ნი დედა და ბე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, მეც გა­მიჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი და ზრდას­თან ერ­თად ნელ-ნელა და­ვიხ­ვე­წე. დე­დაც ცდი­ლობ­და სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ვერ­თე. ხე­ლოვ­ნე­ბად ეს ყვე­ლა­ფე­რი 2010 წლი­დან ვაქ­ციე, პირ­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი შო­კო­ლა­დი იყო. ეს არის ურ­თუ­ლე­სი მა­სა­ლა, მარ­ტი­ვად მსხვრე­ვა­დი, მაგ­რამ მიყ­ვარს სირ­თუ­ლე­ებ­თან შე­ჭი­დე­ბა. საკ­მა­რი­სია და­ვინ­ტე­რეს­დე და აუ­ცი­ლებ­ლად მიმ­ყავს ის სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე.

- რა მა­სა­ლა­სა და რა ინ­სტრუ­მენ­ტებს იყე­ნებთ?

- მა­სა­ლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, ფქვი­ლი - ვი­ცით წყალ­თან შე­რე­ვით, ან ფქვილ­თან შე­რე­ვით რა მოს­დის, ასეთ მცი­რე ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ ინ­გრე­დი­ენ­ტებს შო­რის. წი­ნას­წარ ვა­მუ­შა­ვებ გო­ნე­ბა­ში და ვა­ლა­გებ აზ­რებ­სა. წი­ნას­წარ ვად­გენ გეგ­მას. ტო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც იმა­ვე­ნა­ი­რად ხდე­ბა. ხომ იცით, მხატ­ვარს შე­უძ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი ფერი შექ­მნას, თუ ფერ­თა დიდი პა­ლიტ­რა აქვს.

ყა­ლი­ბებს თვი­თონ ვამ­ზა­დებ, რად­გან ყვე­ლა მათ­გა­ნი არ მო­ი­პო­ვე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც რა­მეს ვყი­დუ­ლობ და აქვს რამე გე­ო­მეტ­რუ­ლი ფორ­მა, ვი­ნა­ხავ, შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­მად­გეს. ყვე­ლა ტორ­ტს სხვა­დას­ხვა ყა­ლი­ბი და მი­ნან­ქა­რი აქვს. ჩემი არ­ცერ­თი დე­სერ­ტი ერთი და იმა­ვე ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან არ შედ­გე­ბა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alamaria
1

აი ესაა ნამდვილად ხელოვანი და ღმერთისგან ბოძებული ნიჭი! მადლობა რომ გაგვაცანით ეს ქალბატონი!

zaza
6

მაგარია, წარმატებები!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჩემი არცერთი დესერტი ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არ შედგება" - გაიცანით ქალი, რომლის შექმნილი საოცარი დესერტები ინტერნეტს იპყრობს

"ჩემი არცერთი დესერტი ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არ შედგება" - გაიცანით ქალი, რომლის შექმნილი საოცარი დესერტები ინტერნეტს იპყრობს

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც საოცარი ვიზუალის დესერტებსა და კერძებს ამზადებს. თითოეული მათგანი უმაღლეს პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული და ხშირ შემთხვევაში, დესერტი შეიძლება სუვენირიც კი გეგონოთ. ამაზეა ნათქვამი – ჭამა დაგენანებაო. გაგაცნობთ ამ შედევრების ავტორს, ქალბატონ თამარ ჯიხვაშვილს, რომელმაც თავისი ისტორია და ტექნიკა Gemrielia.ge-ს გაუზიარა:

- საოცარ დესერტებს ქმნით, ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუშებს. მოგვიყევით, როგორ აღმოაჩინეთ ეს ნიჭი თქვენში?

- ხატვის ნიჭმა და ზოგადად, სიყვარულმა ხელოვნების მიმართ, ღრმა ბავშვობიდანვე იჩინა თავი. ჯერ კიდევ ბაღის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მასწავლებელმა მშობელებს ამ ნიჭის შესახება მიანიშნა და განვითარება სთხოვა. ყოველთვის ხელსაქმით ვიყავი დაკავებული, ეზოში თამაშსაც კი სახლში რაიმეს ხატვას ვამჯობინებდი და დიდი მონდომების დამსახურებით ყოველთვის ყველაფერი გამომდიოდა.

- თქვენს პროფესიაზეც მოგვიყევით, ხელოვნებას დაუკავშირეთ ცხოვრება?

- პროფესიით ფერწერის რესტავრატორი და ხატმწერი ვარ. გარდა ამისა, ვფლობ კომპიუტერულ გრაფიკას, ფოტოხელოვნებას – ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავიღო ნამუშევარი ისე, რომ არ დაიკარგოს ფერების აღქმა და დეტალები ისე, როგორც ეს შემქმნელს ჰქონდა ჩაფიქრებული. ასევე გატაცებული ვარ ინტერიერის დიზაინით.

ვმუშაობდი წმინდა სამების სახარებაზე, საპატრიარქოში და მაქვს 4 ფურცელი მოხატული. ხატწერის სიყვარულით ვეზიარე რესტავრაციას. ვმონაწილეობდი მონუმენტური ფერწერის რესტავრაციაციაში მარტვილის მონასტერში 2006–2007 წლებში. ასევე, დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული გერმანიაში. სხვადასხვა პროფესიის ცოდნა და მათი სინთეზი მეხმარება შევქმნა სხვადასხვა დიზაინის ნამუშევარი, ამიტომაც, არ ჰგავს არც ერთი მათგანი ერთმანეთს.

- კულინარია როდის გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- ოჯახზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ბავშვს, რომელიც იზრდება იქ, სადაც მუდამ უგემრიელესი კერძი მზადდება, თავისთავად უყალიბდება რეცეპტორები და გემოვნება. მყავდა გურმანი დედა და ბებია, შესაბამისად, მეც გამიჩნდა ინტერესი და ზრდასთან ერთად ნელ-ნელა დავიხვეწე. დედაც ცდილობდა საოჯახო საქმიანობაში ჩავერთე. ხელოვნებად ეს ყველაფერი 2010 წლიდან ვაქციე, პირველი ინტერესი შოკოლადი იყო. ეს არის ურთულესი მასალა, მარტივად მსხვრევადი, მაგრამ მიყვარს სირთულეებთან შეჭიდება. საკმარისია დავინტერესდე და აუცილებლად მიმყავს ის საბოლოო შედეგამდე.

- რა მასალასა და რა ინსტრუმენტებს იყენებთ?

- მასალის მრავალფეროვნება ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ფქვილი - ვიცით წყალთან შერევით, ან ფქვილთან შერევით რა მოსდის, ასეთ მცირე ექსპერიმენტებს ვატარებ ინგრედიენტებს შორის. წინასწარ ვამუშავებ გონებაში და ვალაგებ აზრებსა. წინასწარ ვადგენ გეგმას. ტონების შემთხვევაშიც იმავენაირად ხდება. ხომ იცით, მხატვარს შეუძლია ძალიან ბევრი ახალი ფერი შექმნას, თუ ფერთა დიდი პალიტრა აქვს.

ყალიბებს თვითონ ვამზადებ, რადგან ყველა მათგანი არ მოიპოვება. მაგალითად, როდესაც რამეს ვყიდულობ და აქვს რამე გეომეტრული ფორმა, ვინახავ, შეიძლება მოგვიანებით გამომადგეს. ყველა ტორტს სხვადასხვა ყალიბი და მინანქარი აქვს. ჩემი არცერთი დესერტი ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არ შედგება....წაიკითხეთ სრულად

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს