სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი
"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის."

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბუ­წაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ უნდა და­მა­ტე­ბუ­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ტრან­სპორ­ტში ადა­მი­ა­ნებს დის­ტან­ცი­ის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და:

"უკვე საკ­მა­რი­სი დრო გა­ვი­და იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო მოხ­სნამ ცუდი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სულ ტყუ­ი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და იმ ხალ­ხის შეჩ­ვე­ნე­ბა, ვინც მა­ღა­ზი­ებ­ში და­დი­ო­და. ასე რომ, კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

არც შე­ზღუდ­ვე­ბის თე­ბერ­ვლამ­დე გა­და­ვა­დე­ბა მგო­ნია გა­მარ­თლე­ბუ­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩვე­უ­ლებ­რივ დღე­ებ­ში იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ე­შუ­როს სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­კენ, რამ­დე­ნიც დე­კემ­ბრის ბო­ლოს იყო. ცალ­კე­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მაც და ბიზ­ნეს­მაც ყვე­ლა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლეს. ცხა­დია, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრან­სპორ­ტს, კარ­გა ხა­ნია ვი­მე­ო­რებ, რომ უნდა გა­მო­ნა­ხუ­ლი­ყო გზე­ბი (და ამის­თვის საკ­მაო დრო გვქონ­და), რომ ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­მა­ტე­ბუ­ლი­ყო, რი­თაც დის­ტან­ცი­ის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდე­ბო­და. ასე­ვე, თითო ავ­ტო­ბუს­ზე მომ­ხდა­რი­ყო ერთი ისე­თი კონ­ტრო­ლი­ო­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გა­უ­წევ­და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას წე­სე­ბის დაც­ვას.

ასე ავი­რი­დებ­დით თა­ვი­დან ამ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ შე­ზღუდ­ვას, რაც ზუს­ტად იმ სეგ­მენტს აზა­რა­ლებს, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს", - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
11
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, ჭკუა რომ ქონდეს, ბუწაშვილი უნდა დანიშნოს თავის პრეზიდენტად!)))
მანანა
32

ეს ქალი არის მიშმადიდებელი ნაციონალი და ამის ინტერესშია რაც მეტად დაზარალდება ქვეყანა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი

"ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა... თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი" - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ "თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი აუცილებელი არ არის."

აღნიშნულთან დაკავშირებით ბუწაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. ის აღნიშნავს, რომ უნდა დამატებულიყო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ავტობუსების რაოდენობა, რაც ტრანსპორტში ადამიანებს დისტანციის დაცვის შესაძლებლობას მისცემდა:

"უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი.

არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას.

ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს", - წერს მაია ბუწაშვილი.

"უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად" - თინათინ ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს

"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი ეწერებოდა...დედა, ჩემი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს" - გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

"ოქროს ბიჭუნა...ზღაპრის გმირს ჰგავს" - გიორგი მარგველაშვილის უმცროსი შვილი, თომა სამი წლის გახდა (ფოტოები)