საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ვაქცინაციის გეგმის დეტალები - "აიცრება მოსახლეობის 60%, მათ შორის არ იქნებიან 18 წლამდე ადამიანები, დაიხარჯება 170 მლნ-მდე ლარი"
საქართველოს ვაქცინაციის გეგმის დეტალები - "აიცრება მოსახლეობის 60%, მათ შორის არ იქნებიან 18 წლამდე ადამიანები, დაიხარჯება 170 მლნ-მდე ლარი"

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ის აც­რას გუ­ლის­ხმობს.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, ამ შემ­თხვე­ვა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას 18 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი არ გა­ივ­ლი­ან, რად­გან მისი თქმით, 18 წლამ­დე ასაკ­ში ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა ჯერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

„ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა გათ­ვლი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ზე. მო­სახ­ლე­ო­ბას რომ ვამ­ბობ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს 18 წელს ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით 18 წლამ­დე არ არის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა, ახლა იწყე­ბა 12 წლის ზე­მოთ. კო­ლექ­ტი­უ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი რომ შე­იქ­მნას, 60% უნდა გა­ჯერ­დეს და იყოს იმუ­ნუ­რი ფენა ქვე­ყა­ნა­ში, რომ ჩვენ და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს. ჩვე­ნი გეგ­მა გათ­ვლი­ლია ამა­ზე. მე ძა­ლი­ან მინ­და, რომ ეს 60% ავცრათ წელს. რთუ­ლია, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არის. ამი­ტომ, ყვე­ლამ ერ­თად უნდა მო­ვინ­დო­მოთ. აქ უნდა იყოს ძა­ლი­ან დიდი სო­ლი­და­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რო­გორ­მე უნდა დავთრგუ­ნოთ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა იმი­ტომ, რომ ვაქ­ცი­ნა­ზე უკე­თე­სი ჯერ კა­ცობ­რი­ო­ბას არ მო­უ­გო­ნია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე, ჩვენ კო­ვიდს ვერ და­ვა­მარ­ცხებთ, ამი­ტომ, ყვე­ლა უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ და ყვე­ლამ ეს კარ­გად უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას 65 მი­ლი­ო­ნი­დან 170 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის ოდე­ნო­ბის ხარ­ჯის გა­წე­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

„ფი­ნან­სუ­რი გათ­ვლე­ბიც გა­კე­თე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით, ასე­ვე სერ­ვი­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა ეღი­რე­ბა ერთი აცრა, სხვა დამ­ხმა­რე სამ­სა­ხუ­რე­ბის, რო­გო­რიც არის IT სამ­სა­ხუ­რე­ბი, ლო­ჯის­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და შე­ნახ­ვის ხარ­ჯებ­თან ერ­თად ბი­უ­ჯე­ტი ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მერ­ყე­ობს, და­ახ­ლო­ე­ბით, 65 მი­ლი­ო­ნი­დან 170 მი­ლი­ო­ნამ­დე, რომ ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბის 60% ავცრათ,“ - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის და­ნერგვის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი დას­რულ­და. მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის და­ნერგვის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის პირ­ველ პრო­ექ­ტში სა­უ­ბა­რია ლო­ჯის­ტი­კურ ნა­წილ­ზეც, ასე­ვე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­სა და მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ზე.

„არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის პირ­ვე­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. დღე­ვან­დელ საბ­ჭო­ზე მოხ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის წარ­დგე­ნა. იყო გან­ხილ­ვა, წი­ნა­და­დე­ბე­ბი, შე­ნიშ­ვნე­ბი. კონ­სენ­სუ­სის წე­სით მოხ­და გეგ­მის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც და­სამ­ტკი­ცებ­ლად გარ­კვე­უ­ლი ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, წა­რედ­გი­ნე­ბა ჯერ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას.

გეგ­მა არ­სე­ბობს, რომ­ლის 8 ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებს შო­რის გახ­ლავთ სა­მიზ­ნე მო­სახ­ლე­ო­ბა და მოც­ვის ეტა­პი, რა სცე­ნა­რე­ბია ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­გო­რი უნდა იყოს სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი სიმ­ძლავ­რე­ე­ბის შე­მო­ტა­ნა, მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რო­გო­რი უნდა იყოს გვერ­დით მოქ­მე­დე­ბე­ბის აღ­ნუს­ხვა“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მე­დი­ას მი­მარ­თა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და.

„მთა­ვა­რია კო­მუ­ნი­კა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს თქვე­ნი, რომ მოხ­დე­ბა სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. ვაქ­ცი­ნა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რია იმის­თვის, რომ პან­დე­მია დას­რულ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
anakonda
3

ნეტავც არ მინდა სავალდებულო გახადოთ.მერე ნახეთ თქვენ გამოსვლები.გეგმას რომ სახავთ ხალხს არ ეკითხებით????მაგას ჯობია ჯანდაცვის სისტემა იყოს გამართული და წესები იყოს გამკაცრებული,დარწმუნებული იყვაით შეზღუდვებიც არ დაგვჭირდება..კოვიდიანები რომ დატრაშუნობენ მანქანებით აღმა-დაღმა და ვითომ რამდენიმე ათასი რუსი ტურისტის შემოსვლას გადააყოლეთ საქართველო.ნუ გახსნიდით საზღვრებს თავიდანვე.აქ არავის არ გვქონდა.ძალით გაუჩალიჩეთ ხალხს.

DHL
0

Tashiii! cavida ocnebashi)))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

საქართველოს ვაქცინაციის გეგმის დეტალები - "აიცრება მოსახლეობის 60%, მათ შორის არ იქნებიან 18 წლამდე ადამიანები, დაიხარჯება 170 მლნ-მდე ლარი"

საქართველოს ვაქცინაციის გეგმის დეტალები - "აიცრება მოსახლეობის 60%, მათ შორის არ იქნებიან 18 წლამდე ადამიანები, დაიხარჯება 170 მლნ-მდე ლარი"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს.

ამასთანავე, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ამ შემთხვევაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან, რადგან მისი თქმით, 18 წლამდე ასაკში ვაქცინის კლინიკური კვლევა ჯერ არ განხორციელებულა.

„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა, ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ჩვენი გეგმა გათვლილია ამაზე. მე ძალიან მინდა, რომ ეს 60% ავცრათ წელს. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა იმიტომ, რომ ვაქცინაზე უკეთესი ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციის გარეშე, ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ, ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ეს კარგად უნდა გავითავისოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა დასჭირდება.

„ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებასთან მიმართებით, ასევე სერვისის ღირებულების გათვალისწინებით, თუ რა ეღირება ერთი აცრა, სხვა დამხმარე სამსახურების, როგორიც არის IT სამსახურები, ლოჯისტიკური სამსახურები, ამასთანავე, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯებთან ერთად ბიუჯეტი ამ წლის განმავლობაში მერყეობს, დაახლოებით, 65 მილიონიდან 170 მილიონამდე, რომ ჩვენ მოსახლეობის 60% ავცრათ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი დასრულდა. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველ პროექტში საუბარია ლოჯისტიკურ ნაწილზეც, ასევე ვაქცინაციის გვერდით მოვლენებსა და მიზნობრივ ჯგუფებზე.

„არსებობს ეროვნული გეგმის პირველი დასრულებული პროექტი. დღევანდელ საბჭოზე მოხდა დასრულებული ვერსიის წარდგენა. იყო განხილვა, წინადადებები, შენიშვნები. კონსენსუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც დასამტკიცებლად გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ, წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას.

გეგმა არსებობს, რომლის 8 ძირითად მიმართულებებს შორის გახლავთ სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპი, რა სცენარებია ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინების პირობებში, როგორი უნდა იყოს სერვისების მიწოდება, დამატებითი სიმძლავრეების შემოტანა, მობილური ჯგუფები, როგორი უნდა იყოს გვერდით მოქმედებების აღნუსხვა“, - აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ მედიას მიმართა და ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მთავარია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი, რომ მოხდება სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვაქცინაცია განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი მთავარია იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ჯაჭვით არიან გადაბმულები, არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან... კალაძე ფეხით წავა სახლში" - აქცია თბილისის მერიასთან

ფოტოები გიორგი გასვიანის ჯვრისწერიდან - ვინ არიან ტელეწამყვანის მეჯვარეები და როგორი კაბა აცვია პატარძალს