საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ჯო ენის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკთან თანამშრომლობას იწყებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სემეკის თავმჯდომარემ და თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ერთმანეთის გვერდში დგომა და დახმარება. მზად ვართ, ჩავერთოთ დონაციის პროგრამაში და გარკვეული პერიოდულობით, გავიღოთ სისხლი“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ.
NS