სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bloomberg: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების გამო, ნორვეგიაში მოსახლეობას აფრთხილებენ
Bloomberg: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების გამო, ნორვეგიაში მოსახლეობას აფრთხილებენ

ნორ­ვე­გი­ის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებთ, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან სა­რის­კო იყოს. ამის შე­სა­ხებ bloomberg.com წერს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­სა­ბა­მის­მა პი­რებ­მა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თეს, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზის მი­ღე­ბი­დან ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში 23 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

"ბლუმ­ბერ­გის“ ცნო­ბით­ვე, ნორ­ვე­გი­ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის 13 ადა­მი­ა­ნის აუ­ტოფ­სი­ის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ვაქ­ცი­ნის გვერ­დით­მა ეფექ­ტებ­მა შე­საძ­ლოა, ხელი შე­უ­წყო ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

რო­გორც "ბლუმ­ბერ­გი" წერს, ამ დრო­ის­თვის ნორ­ვე­გი­ა­ში 33 000 ადა­მი­ანს აქვს მი­ღე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ერთი დოზა, აქ­ცენ­ტი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას გა­კეთ­და მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ზე და ვაქ­ცი­ნას უკე­თებ­დნენ მე­დი­კო­სებს, ასე­ვე მო­ხუ­ცებს. გა­მო­ცე­მა არ აკონ­კრე­ტებს, რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა გა­უ­კეთ­დათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ გარ­და­იც­ვალ­ნენ. ნორ­ვე­გი­ა­ში კეთ­დე­ბა Pfizer-ის, ასე­ვე მო­დერ­ნას ვაქ­ცი­ნე­ბი. ზო­გა­დად, აც­რი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღო და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნით იყ­ვნენ აც­რილ­ნი.

ამ დრო­ის­თვის მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა ზუს­ტი ასა­კი, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლია, ისი­ნი ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მა­ტე­ბით კვლე­ვე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის ზუს­ტად გან­სა­სა­ზღვრად.

წყა­რო: bloomberg.com

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
35

აბა რა ეგონათ რა ვაქცინა კარგია?

ani
16

აი ასე არ გამოვა არაფრის დამალვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

Bloomberg: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების გამო, ნორვეგიაში მოსახლეობას აფრთხილებენ

Bloomberg: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების გამო, ნორვეგიაში მოსახლეობას აფრთხილებენ

ნორვეგიის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 80 წელს გადაცილებულ იმ ადამიანებში, რომლებსაც რაიმე დაავადება აწუხებთ, შესაძლოა, ძალიან სარისკო იყოს. ამის შესახებ bloomberg.com წერს.

აღნიშნული განცხადება შესაბამისმა პირებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან ძალიან მოკლე პერიოდში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

"ბლუმბერგის“ ცნობითვე, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთა შორის 13 ადამიანის აუტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინის გვერდითმა ეფექტებმა შესაძლოა, ხელი შეუწყო ადამიანების გარდაცვალებას.

როგორც "ბლუმბერგი" წერს, ამ დროისთვის ნორვეგიაში 33 000 ადამიანს აქვს მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, აქცენტი ვაქცინაციისას გაკეთდა მოწყვლად ჯგუფებზე და ვაქცინას უკეთებდნენ მედიკოსებს, ასევე მოხუცებს. გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელი ვაქცინა გაუკეთდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალნენ. ნორვეგიაში კეთდება Pfizer-ის, ასევე მოდერნას ვაქცინები. ზოგადად, აცრილების უმეტესობამ „ფაიზერის“ ვაქცინა მიიღო და არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სწორედ აღნიშნული წარმოების ვაქცინით იყვნენ აცრილნი.

ამ დროისთვის მედიისთვის უცნობია გარდაცვლილთა ზუსტი ასაკი, თუმცა როგორც ცნობილია, ისინი ხანში შესული ადამიანები არიან. მიმდინარეობს დამატებით კვლევები გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების ზუსტად განსასაზღვრად.

წყარო: bloomberg.com

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოსკოვში მიმდინარე აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 125-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - რა ვითარებაა რუსეთის ქალაქებში