სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაკურიანი ჩაკეტილია ხომ?! თუმცა რეალობა სხვაა, ბაკურიანი არის სავსე. იყო "თეთრი ეკონომიკა" და გადავედით შავზე" - რას ითხოვს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი
"ბაკურიანი ჩაკეტილია ხომ?! თუმცა რეალობა სხვაა, ბაკურიანი არის სავსე. იყო "თეთრი ეკონომიკა" და გადავედით შავზე" - რას ითხოვს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი

ის თემა, რომ 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან ცა გა­იხ­სნე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყუ­ი­ლი მგო­ნია და არ მჯე­რა - ტუ­რიზ­მი ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ და ახლა მთა­ვა­რი თე­მაა აღ­ვად­გი­ნოთ ტუ­რიზ­მი, - ამის შე­სა­ხებ „სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა შალ­ვა ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ტუ­რიზ­მის სექ­ტორს ქვე­ყა­ნა­ში 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ნი­მუმ 10 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტის შე­მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.

„ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში ხდე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა. მივ­ხვდით, რომ ჩვე­ნი სექ­ტო­რი სა­ერ­თოდ აღარ ვარ­სე­ბობთ მე მგო­ნი. ჩვენ ახლა უნდა ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი აღ­ვად­გი­ნოთ. ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ არა - ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი უკვე კარ­გა ხა­ნია მკვდა­რია და ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი უნდა აღ­ვად­გი­ნოთ, ანუ ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დით და ახ­ლაც ვე­ლო­დე­ბით თე­ბერ­ვლი­დან მა­ღალმთი­ან კუ­რორ­ტებ­ზე სას­ტუმ­რო­ე­ბის გახ­სნას. ეს არის რე­ა­ლო­ბა, რა­საც დღე­საც ვე­ლო­დე­ბით და ჩვენ ჯავ­შნებს ვი­ღებთ თე­ბერ­ვლი­დან - ეს არის ის მი­ნი­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი შიდა ტუ­რიზ­მის­თვის, რაც სას­ტუმ­რო­ებს მხო­ლოდ კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ეს არის თე­ბერ­ვლის და მარ­ტის ჯავ­შნე­ბი მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში და ის თემა, რომ პირ­ველ თე­ბერ­ვალს ვინ­მე გვე­ტყვის, რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი, ასე არ არის, სას­ტუმ­როს გახ­სნა ასე არ ხდე­ბა, სას­ტუმ­როს დღეს სჭი­რე­ბა პა­სუ­ხი უკვე, რომ მე ჯავ­შნე­ბი მი­ვი­ღო თუ არ მი­ვი­ღო. ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ რეკ­ლა­მე­ბი, პერ­სო­ნა­ლი უნდა შე­ვაგ­რო­ვოთ, და­ვატ­რე­ნინ­გოთ და გავ­ხსნათ კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი - ასე არ არის, რომ პირ­ველ თე­ბერ­ვალს გვე­ტყვი­ან რას ვა­კე­თებთ. ის მა­სა­ლე­ბი, ის ნედ­ლე­უ­ლი, რაც ჩვენ ვი­ყი­დეთ რეს­ტორ­ნე­ბის­თვის და სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის, ერთ დღე­ში გვი­თხრეს, რომ იცით, ხვა­ლი­დან და ზე­გი­დან აღარ მუ­შა­ობთ და ის ნედ­ლე­უ­ლი დაგ­ვრჩა და ზოგი გა­ფუჭ­და და ზოგი გა­ვა­ჩუ­ქეთ და ახლა ისიც არ ვი­ცით, ეს ნედ­ლე­უ­ლი ისევ უნდა ვი­ყი­დოთ თუ არა თე­ბერ­ვლამ­დე, უნდა მო­ვემ­ზა­დოთ თუ არა, მი­ვი­ღოთ თუ არა ჯავ­შნე­ბი, რა არის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

წაბ­რძან­დით ბა­კუ­რი­ან­ში და ნა­ხეთ, ბა­კუ­რი­ა­ნიც ჩა­კე­ტი­ლია ხომ?! თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა გვაქვს სხვა, ბა­კუ­რი­ა­ნი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სავ­სე. რა გა­ვა­კე­თეთ?! იყო „თეთ­რი ეკო­ნო­მი­კა“ და გა­და­ვე­დით შავ­ზე - დავ­ბრუნ­დით 90-იან წლებ­ში. ვე­ლო­დე­ბით სულ ყვე­ლა სას­ტუმ­რო, რომ პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან გა­ვიხ­სნათ და უნდა გა­ვიხ­სნათ, უნდა ვის­წავ­ლოთ კო­ვიდ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა. ჩვენ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია მი­ნი­მუმ 10 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი შე­მო­ვი­ტა­ნოთ - ჩვენ ეს სექ­ტო­რი უნდა აღ­ვად­გი­ნოთ. ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ - მოკ­ვდა, ახლა უნდა ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე თუ რო­გორ უნდა აღ­ვად­გი­ნოთ სექ­ტო­რი. ჩვენ ვზი­ვართ და ვფიქ­რობთ, რომ ახა­ლი იდე­ე­ბი მი­ვა­წო­დოთ იმის­თვის, რომ აღ­ვად­გი­ნოთ ეს სექ­ტო­რი. არა­ვინ არა­ვის ფულს არ სთხოვს. „გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ეპი­დე­მი­ოლ­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე“ - ამ ფრა­ზის მოს­მე­ნა აღარ გვინ­და. მო­დით, ეს ფრა­ზა და­ვი­ვი­წყოთ და ახა­ლი ფრა­ზა ვთქვათ: „ვის­წავ­ლოთ ეპი­დე­მი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა“.

არა­ვინ იძა­ხის, რომ რე­გუ­ლა­ცი­ებს არ და­ვი­ცავთ, ჩვენ ამა­ში საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხე­ბი დავ­ხარ­ჯეთ და გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღეთ და მო­დით, ერ­თად დავ­სხდეთ და მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იხ­სნე­ბა ქვე­ყა­ნა. ის თემა, რომ 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან ცა გა­იხ­სნე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყუ­ი­ლი მგო­ნია და არ მჯე­რა იმი­ტომ, რომ ამას ვის­მენ­დით ყო­ვე­ლი თვის პირ­ველ რი­ცხვში. თუ კონ­კრე­ტუ­ლი თე­მე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი არ არის, თუ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი არ არის, ჩვენ თუ ტუ­რის­ტულ პა­კე­ტებს არ ვყი­დით, ცის გახ­სნა რას ნიშ­ნავს?! ჩვენ ამ სა­კი­თხებ­ზე პრე­მი­ე­რის დო­ნე­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია არ გვქო­ნია, ტუ­რიზ­მი ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ და ახლა მთა­ვა­რი თემა არის აღ­ვად­გი­ნოთ ტუ­რიზ­მი, დავ­დოთ სტრა­ტე­გია, რო­გორ მივ­დი­ვართ და რას ვა­კე­თებთ, თუნ­დაც შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ უკვე კო­ვიდ-გა­და­ტა­ნი­ლი ტუ­რის­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა.

ამას­თან, შალ­ვა ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოთხშა­ბათს არამ­ხო­ლოდ ტუ­რიზ­მის, არა­მედ სხვა სექ­ტო­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც გა­ა­კე­თე­ბენ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას, რომ „სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ცხოვ­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
5

მეც ვიყავი ბაკურიანში საახალწლოდ (31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე). სასტუმროები დაკეტილია(ყოველ შემთხვევაში იმ დროს ასე იყო, მაგრამ კერძო აპარტამენტები ჩვეულებრივ ქირავდებოდა და ერთ-ერთ ასეთ კერძო ბინაში ვიყავი მე ჩემს ოჯახთან ერთად. ამის გაკონტროლება ძნელია. ვიტყვი რომ ჩემი ახლობლის ბინაში ვარ რამოდენიმე დღით ჩამოსული, ვინ და რამ უნდა შემიშალოს ამის გაკეთება? კანონი არ კრძალავს, ხოდა სწორედ ასე აქირავებს ყველა მეპატრონე კერძო ბინებს(აპარტამენტებს).

tato
12

დიდი ოდენობით ადამიანები ვისაც ბინები აქვთ ბაკურიანში მიდიან და ისვენებენ თავიანთ სახლებში,რა ვქნათ არ წავიდე,როცა იქ ბინა მაქვს,ჩემნაირი კიდევ რამდენია?სულ არ მჭირდება მე სასტუმრო,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბაკურიანი ჩაკეტილია ხომ?! თუმცა რეალობა სხვაა, ბაკურიანი არის სავსე. იყო "თეთრი ეკონომიკა" და გადავედით შავზე" - რას ითხოვს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი

"ბაკურიანი ჩაკეტილია ხომ?! თუმცა რეალობა სხვაა, ბაკურიანი არის სავსე. იყო "თეთრი ეკონომიკა" და გადავედით შავზე" - რას ითხოვს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი

ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.

„ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ მე მგონი. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ არა - ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ, ანუ ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ეს არის რეალობა, რასაც დღესაც ველოდებით და ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან - ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს. ეს არის თებერვლის და მარტის ჯავშნები მაღალმთიან რეგიონებში და ის თემა, რომ პირველ თებერვალს ვინმე გვეტყვის, რა იქნება შემდეგი, ასე არ არის, სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო. ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები - ასე არ არის, რომ პირველ თებერვალს გვეტყვიან რას ვაკეთებთ. ის მასალები, ის ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა და ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ და ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა.

წაბრძანდით ბაკურიანში და ნახეთ, ბაკურიანიც ჩაკეტილია ხომ?! თუმცა რეალობა გვაქვს სხვა, ბაკურიანი არის აბსოლუტურად სავსე. რა გავაკეთეთ?! იყო „თეთრი ეკონომიკა“ და გადავედით შავზე - დავბრუნდით 90-იან წლებში. ველოდებით სულ ყველა სასტუმრო, რომ პირველი თებერვლიდან გავიხსნათ და უნდა გავიხსნათ, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ჩვენ 2 კვირის განმავლობაში შეგვიძლია მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ - ჩვენ ეს სექტორი უნდა აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი ვერ გადავარჩინეთ - მოკვდა, ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე თუ როგორ უნდა აღვადგინოთ სექტორი. ჩვენ ვზივართ და ვფიქრობთ, რომ ახალი იდეები მივაწოდოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ეს სექტორი. არავინ არავის ფულს არ სთხოვს. „გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ეპიდემიოლგიურ მდგომარეობაზე“ - ამ ფრაზის მოსმენა აღარ გვინდა. მოდით, ეს ფრაზა დავივიწყოთ და ახალი ფრაზა ვთქვათ: „ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება“.

არავინ იძახის, რომ რეგულაციებს არ დავიცავთ, ჩვენ ამაში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები დავხარჯეთ და გამოცდილებაც მივიღეთ და მოდით, ერთად დავსხდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იხსნება ქვეყანა. ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა იმიტომ, რომ ამას ვისმენდით ყოველი თვის პირველ რიცხვში. თუ კონკრეტული თემები, კონკრეტული კონტრაქტები არ არის, თუ მიმართულებები არ არის, ჩვენ თუ ტურისტულ პაკეტებს არ ვყიდით, ცის გახსნა რას ნიშნავს?! ჩვენ ამ საკითხებზე პრემიერის დონეზე კომუნიკაცია არ გვქონია, ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემა არის აღვადგინოთ ტურიზმი, დავდოთ სტრატეგია, როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ, თუნდაც შემოვიყვანოთ უკვე კოვიდ-გადატანილი ტურისტები“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

ამასთან, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს არამხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა სექტორების წარმომადგენლებიც გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ „სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება“.

ღარიბების რიცხვი 18%-ით გაიზარდა - რამდენი ადამიანი იღებს სახელმწიფო შემწეობას

მთავრობა 60 პიკაპის შესაძენად 6-მდე მლნ ლარს დახარჯავს - რომელმა კომპანიამ წარადგინა ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი

"დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა" - რა შემთხვევაში იქნება დასჯადი სახლების გაქირავება?