მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება და სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში?
რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება და სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში?

დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სკო­ლებ­ში მე­ო­რე სე­მესტრი 18 იან­ვარს დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში გა­ნახ­ლდე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტროს მო­ად­გი­ლემ, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც დგე­ბუ­ა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ და­ნარ­ჩენ სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში.

„2021 წლის 18 იან­ვარს იწყე­ბა 2020-21 წლის მე­ო­რე სე­მესტრი. ეს სე­მესტრი და­ი­წყე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის 2020 წლის 27 ნო­ემ­ბრის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ დიდ ქა­ლა­ქებ­ში - თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, თე­ლავ­ში, ზუგ­დიდ­ში, ზეს­ტა­ფონ­ში, გორ­ში, ფოთ­ში, მარ­ნე­ულ­სა და გარ­და­ბან­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, ხოლო აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მედ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ასე­ვე დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში გა­ნახ­ლდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ და­ნარ­ჩენ სკო­ლას სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ უზ­რუნ­ველ­ყო ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­ნი­ტა­რი­ის კუ­თხით მხარ­და­ჭე­რა და ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა სკო­ლე­ბი. მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა ყვე­ლა სხვა სკო­ლა სე­მესტრის გა­ნახ­ლე­ბას და ყვე­ლა ეს სკო­ლა საკ­ლა­სო ოთახ­ში და­ი­წყებს სას­წავ­ლო პრო­ცესს“, - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველ სე­მესტრში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ისევ გაგ­რძელ­დე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცესს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სის­ტე­მა­ტი­უ­რად და­აკ­ვირ­დე­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბას­თან ერ­თად, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთი მთა­ვა­რი რე­სურ­სის, „ტე­ლეს­კო­ლის“ მე­ო­რე სე­მესტრის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სიც გაგ­რძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი 18 იან­ვარს 9:00 სა­ა­თი­დან გა­ნახ­ლდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა დგე­ბუ­ა­ძემ.

ამას­თან, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, 2020-2021 სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე შე­ღა­ვა­თი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტით ისარ­გებ­ლე­ბენ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სამ მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტორ­თან - სს „სილ­ქნეტ­თან“, შპს „მაგ­თი­კომ­თან“ და შპს „ვი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ (ბრენ­დი „ბი­ლა­ი­ნი“) ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს მო­ა­წე­რა ხელი.

„მე­მო­რან­დუ­მის მი­ზა­ნია, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი იყ­ვნენ ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ კავ­ში­რით.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო ბიზ­ნესს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სო­ლი­და­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნა. სა­მა­გა­ლი­თოა ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც „სილ­ქნეტ­მა“, „მაგ­თი­კომ­მა“ და „ვი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლომ“ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნეს.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტერ­ნეტ პრო­ვა­ი­დე­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს 20 GB მო­ბი­ლურ ინ­ტერ­ნეტ­პა­კეტს 10 ლა­რად შეს­თა­ვა­ზე­ბენ, რაც სტან­დარ­ტულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით 2,5-ჯერ ნაკ­ლე­ბია. დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, 20 GB საკ­მა­რი­სი ოდე­ნო­ბაა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­სას­წრე­ბად და ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად,“ - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბის­თვის სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­მა (ან ოჯა­ხის წევ­რებ­მა), სა­ჭი­როა სსიპ გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის (EMIS) მიერ სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ პლატ­ფორ­მა­ზე mobile.emis.ge, მოს­წავ­ლის ან მას­წავ­ლებ­ლის პი­რა­დი ნომ­რის მი­თი­თე­ბით, და­ა­რე­გის­ტრი­რონ ტე­ლე­ფო­ნის ის ნომ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც სურთ, გა­უ­აქ­ტი­ურ­დეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­კე­ტი. პა­კე­ტის მოქ­მე­დე­ბის ვადა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 30 დღით, ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი მე­გა­ბა­ი­ტე­ბი ნულ­დე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ­პა­კე­ტით სარ­გებ­ლო­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ უკვე ორ­შა­ბა­თი­დან შე­ეძ­ლე­ბათ.

„დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის“ პა­კე­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე.

სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს 2 500-მდე სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცე­მათ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
222
0

ლექტორები????????????? დისტანციურ სწავლებაზე არ არიან, თუ მაღალი ხელფასი აქვთ?

ლიმონა
3

დისტანციური სწავლა იგივეა, როგორც აირწინაღით ვარდის ყნოსვა. განათლება ისედაც რა დღეში იყო და ახლა ჩათვალეთ აღარ არსებობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება და სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში?

რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება და სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში?

დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციურ ფორმატში განახლდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში.

„2021 წლის 18 იანვარს იწყება 2020-21 წლის მეორე სემესტრი. ეს სემესტრი დაიწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, რაც გულისხმობს იმას, რომ დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურ ფორმატში განახლდება. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლას სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში. მოგეხსენებათ, რომ განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ჰიგიენური სანიტარიის კუთხით მხარდაჭერა და ყველა საჭირო სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვა სკოლები. მომზადებული ხვდება ყველა სხვა სკოლა სემესტრის განახლებას და ყველა ეს სკოლა საკლასო ოთახში დაიწყებს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა დგებუაძემ.

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ ისევ გაგრძელდება.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის, „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება“, - აღნიშნა დგებუაძემ.

ამასთან, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

მისი ინფორმაციით, პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

„მემორანდუმის მიზანია, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით სარგებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უკვე ორშაბათიდან შეეძლებათ.

„დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

საჩუქრად მიღებული 6000 ლარი მამისგან, ფერწერული ტილოები... - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი