საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?
"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

დღეს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ის­ტო­რი­კო­სი და ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ლაშა ბაქ­რა­ძე, სა­უბ­რობს იმ ეპო­ქა­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა თბი­ლი­სის თავ­ზე, ეს არის 1339 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ან­გე­ლი­ნო დულ­სერ­ტის მა­ი­ორ­კა­ზე შექ­მნი­ლი სა­ზღვაო რუკა.

ის­ტო­რი­კო­სის თქმით, ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლოს­თან ჩანს წარ­წე­რა "ტი­ფი­ლის" და იქვე ქვეყ­ნის სა­ხე­ლიც წე­რია - "Georgiania". რუკა საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინა­ხე­ბა.

- სამ­წუ­ხა­როდ, შე­მო­ნა­ხუ­ლი არ არის, თუ რო­გო­რი იყო ქარ­თუ­ლი დრო­შა, ამი­ტო­მაც ამან თა­ვის დრო­ზე დის­კუ­სია გა­მო­იწ­ვია გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გამო, რომ იე­რუ­სა­ლი­მის ჯვა­როს­ნე­ბის გერ­ბი ხუთ­ჯვრი­ა­ნი იყო და მე­გო­ნა, რომ უცხო­ურ რუ­კებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეს დრო­შა ფან­ტა­ზი­ის ნა­წი­ლი იყო. თუმ­ცა, რო­დე­საც სა­კი­თხი ღრმად შე­ვის­წავ­ლე მივ­ხვდი, რომ ეს დრო­შა, მხო­ლოდ ერთ რუ­კა­ზე არ არის, სხვა­გან, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რუ­კებ­ზეც არის გა­მო­სა­ხუ­ლი...

ამ რუ­კა­ზე ად­რინ­დე­ლია კი­დევ ერთი რუკა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით, 1321 წე­ლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი - პი­ეტ­რო ვეს­კონ­ტეს შავი ზღვის რუკა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ვა­ტი­კა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინა­ხე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, პირ­ვე­ლად ჩანს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი, სა­დაც სო­ხუ­მის თავ­ზე ამ ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შის ვა­რი­ან­ტი ჩანს. რაც იმას ადას­ტუ­რებს, რომ აფხა­ზე­თი მა­ში­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო.

აფხა­ზე­თი ქარ­თუ­ლი წი­აღ­ში იყო, თუმ­ცა შემ­დეგ რა­ღა­ცე­ბი იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლად, სო­ხუ­მი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქი. სო­ხუ­მის თავ­ზე ძალ­ზე ხში­რად იყო დრო­შე­ბი, რად­გან ის სა­პორ­ტო ქა­ლა­ქი იყო.

და­ახ­ლო­ე­ბით მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნემ­დე დრო­შე­ბი არც ევ­რო­პა­ში ფიქ­სირ­დე­ბა. რო­მა­ე­ლე­ბის დროს იყო სტან­დარ­ტე­ბი, რომ ბრძო­ლის დროს და­ე­ნა­ხათ, რო­გორ იყო გა­მიჯ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი. სწო­რედ ამ დრო­ი­დან ჩანს დრო­შე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ქარ­თუ­ლი დრო­შის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ა­ცია არ­სე­ბობს, რად­გან შუა სა­უ­კუ­ნებ­ში სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს, სხვა­დას­ხვა მე­ფეს თა­ვი­სი დრო­შა ჰქონ­და, თუმ­ცა ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა ძა­ლი­ან ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა.

არ არ­სე­ბობს წყა­რო, რო­მე­ლიც და­ა­სა­ბუ­თებ­და, რომ ეს არის ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი დრო­შა, მაგ­რამ თუ იმ­დრო­ინ­დელ ევ­რო­პულ დრო­შებს და­ვათ­ვა­ლი­ე­რებთ, დრო­შე­ბი ყველ­გან სწო­რად არის მი­თი­თე­ბუ­ლი. ეს იყო სა­ზღვაო რუ­კე­ბი, რად­გან რო­დე­საც გე­მე­ბი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ, უნდა სცოდ­ნო­დათ, მტე­რი იყო თუ მოყ­ვა­რე, ან ქა­ლაქს რომ უახ­ლოვ­დებ­დნენ, სა­ნა­პი­რო­ზე უნდა და­ე­ნა­ხათ, რო­მე­ლი ქვეყ­ნის ქა­ლაქს უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ.

- ხში­რად გვეს­მის სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შის გარ­შე­მო კა­მა­თი, ის უფრო ეროვ­ნუ­ლია თუ არა, ან რა­ტომ არის ასე მი­ვი­წყე­ბუ­ლი?

- დიახ, მეც მი­მაჩ­ნია, რომ ძვე­ლი სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შაც არის ის­ტო­რი­უ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ახლა არ არის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა. ეს სამი ფერი და ის დრო­შა, გა­და­საგ­დე­ბი და და­სა­ვი­წყე­ბე­ლი არ არის. ხში­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ფერი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის, შემ­დეგ 90-ია­ნე­ბის და გვი­ან­დე­ლი დრო­შა, უფრო ხში­რად უნდა ფი­გუ­რი­რებ­დეს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში.

მა­გა­ლი­თად, 26 მა­ი­სი ყო­ველ­თვის უღიმ­ღა­მოდ აღი­ნიშ­ნე­ბა, არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა, ასე­ვე სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შა გა­მო­ი­ყე­ნოს. ასეთ დღეს მუდ­მი­ვად არ ვი­ყოთ იმის იმე­დად, თუ სა­ხელ­მწი­ფო რას გა­ა­კე­თებს. დრო­შა არის ერთ-ერთი ყველ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლო და და­სა­ვი­წყე­ბე­ლი არ არის.

ბე­ლა­რუს­ში, ლუ­კა­შენ­კო იყე­ნებს კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ინ­დელ დრო­შას, რომ­ლის­გა­ნაც ნამ­გა­ლი და ურო მოხ­სნა, ეროვ­ნუ­ლი დრო­შას კი, თეთ­რი­სა და წი­თე­ლის შე­ხა­მე­ბით, ოპო­ზი­ცია ატა­რებს, ანუ იმ ქვე­ყა­ნა­ში ეს ორი სიმ­ბო­ლო და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამის არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს, მით უფრო, რომ არა­ერ­თი მი­ზე­ზი გვაქვს ის­ტო­რია გა­ვა­ცო­ცხლოთ 25 თე­ბერ­ვალს, ან 26 მა­ისს.

ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბაც იგ­რძნობს, რომ ეს თა­რი­ღე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. 26 მა­ის­ზე ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი გახ­და-მეთ­ქი. ამ დრო­შის გა­მო­ფე­ნით ერ­თმა­ნეთს ვაჩ­ვე­ნებ­დით, რომ ასე­თი დღე­ე­ბი ერ­თად უნდა ვი­ზე­ი­მოთ.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

რაც იყო დავით აღმაშენებლის დროს და თამარის დროს ის დროშა უნდა იყოს

ვასილი
10

ბევრი საინტერესო კომენტარი წავიკითხე. საღად მსჯელობს ბევრი მათგანი. საქმე იმაშია, რომ (1) ამ ''უძველეს ერს'' უფრო შინაარსიანი დროშა უნდა ჰქონდეს!!! უნდა შევთანხმდეთ რაიმე ერთზე. (2) ქვეყანას, სადაც ყოველი მეორე პოეტობას იჩემებს, უკეთესი ჰიმნი უნდა ქონდეს' რა გახდა ერთი კარგი ლექსის დაწერა!!! მელოდიას არა უშავს -- ლექსი შესაცვლელია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

დღეს ქართველი საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ისტორიკოსი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, საუბრობს იმ ეპოქაზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე პირველად დაფიქსირდა ხუთჯვრიანი დროშა თბილისის თავზე, ეს არის 1339 წლით დათარიღებული ანგელინო დულსერტის მაიორკაზე შექმნილი საზღვაო რუკა.

ისტორიკოსის თქმით, ქალაქის სიმბოლოსთან ჩანს წარწერა "ტიფილის" და იქვე ქვეყნის სახელიც წერია - "Georgiania". რუკა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.

- სამწუხაროდ, შემონახული არ არის, თუ როგორი იყო ქართული დროშა, ამიტომაც ამან თავის დროზე დისკუსია გამოიწვია განსაკუთრებით იმის გამო, რომ იერუსალიმის ჯვაროსნების გერბი ხუთჯვრიანი იყო და მეგონა, რომ უცხოურ რუკებზე არსებული ეს დროშა ფანტაზიის ნაწილი იყო. თუმცა, როდესაც საკითხი ღრმად შევისწავლე მივხვდი, რომ ეს დროშა, მხოლოდ ერთ რუკაზე არ არის, სხვაგან, შუასაუკუნეების რუკებზეც არის გამოსახული...

ამ რუკაზე ადრინდელია კიდევ ერთი რუკა, რომელიც დაახლოებით, 1321 წელით არის დათარიღებული - პიეტრო ვესკონტეს შავი ზღვის რუკა, რომელიც ამჟამად ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება და საქართველოს ტერიტორიებზე, პირველად ჩანს საქართველოს დროშები, სადაც სოხუმის თავზე ამ ხუთჯვრიანი დროშის ვარიანტი ჩანს. რაც იმას ადასტურებს, რომ აფხაზეთი მაშინაც საქართველოს შემადგენლობაში იყო.

აფხაზეთი ქართული წიაღში იყო, თუმცა შემდეგ რაღაცები იცვლება, მაგრამ ისტორიულად, სოხუმი დიდი ხნის განმავლობაში იყო ქართული ქალაქი. სოხუმის თავზე ძალზე ხშირად იყო დროშები, რადგან ის საპორტო ქალაქი იყო.

დაახლოებით მეცამეტე საუკუნემდე დროშები არც ევროპაში ფიქსირდება. რომაელების დროს იყო სტანდარტები, რომ ბრძოლის დროს დაენახათ, როგორ იყო გამიჯნული სამხედრო ძალები. სწორედ ამ დროიდან ჩანს დროშები საქართველოს ტერიტორიებზე. ქართული დროშის რამდენიმე ვარიაცია არსებობს, რადგან შუა საუკუნებში სტანდარტი არ არსებობს, სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი დროშა ძალიან ხშირად ფიქსირდება.

არ არსებობს წყარო, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ეს არის ჩვენი ქართული დროშა, მაგრამ თუ იმდროინდელ ევროპულ დროშებს დავათვალიერებთ, დროშები ყველგან სწორად არის მითითებული. ეს იყო საზღვაო რუკები, რადგან როდესაც გემები ერთმანეთს ხვდებოდნენ, უნდა სცოდნოდათ, მტერი იყო თუ მოყვარე, ან ქალაქს რომ უახლოვდებდნენ, სანაპიროზე უნდა დაენახათ, რომელი ქვეყნის ქალაქს უახლოვდებოდნენ.

- ხშირად გვესმის სამფეროვანი დროშის გარშემო კამათი, ის უფრო ეროვნულია თუ არა, ან რატომ არის ასე მივიწყებული?

- დიახ, მეც მიმაჩნია, რომ ძველი სამფეროვანი დროშაც არის ისტორიული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა არ არის სახელმწიფო დროშა. ეს სამი ფერი და ის დროშა, გადასაგდები და დასავიწყებელი არ არის. ხშირად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ეროვნული ფერი, რადგან საქართველოს პირველი რესპუბლიკის, შემდეგ 90-იანების და გვიანდელი დროშა, უფრო ხშირად უნდა ფიგურირებდეს ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში.

მაგალითად, 26 მაისი ყოველთვის უღიმღამოდ აღინიშნება, არადა, საზოგადოებას შეუძლია, როგორც დღევანდელი ხუთჯვრიანი დროშა, ასევე სამფეროვანი დროშა გამოიყენოს. ასეთ დღეს მუდმივად არ ვიყოთ იმის იმედად, თუ სახელმწიფო რას გააკეთებს. დროშა არის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი სიმბოლო და დასავიწყებელი არ არის.

ბელარუსში, ლუკაშენკო იყენებს კომუნისტების დროინდელ დროშას, რომლისგანაც ნამგალი და ურო მოხსნა, ეროვნული დროშას კი, თეთრისა და წითელის შეხამებით, ოპოზიცია ატარებს, ანუ იმ ქვეყანაში ეს ორი სიმბოლო დაპირისპირებულია. საქართველოში კი ამის არავითარი საფუძველი არ გვაქვს, მით უფრო, რომ არაერთი მიზეზი გვაქვს ისტორია გავაცოცხლოთ 25 თებერვალს, ან 26 მაისს.

ამით საზოგადოებაც იგრძნობს, რომ ეს თარიღები მნიშვნელოვანია. 26 მაისზე ვერ ვიტყვი, რომ სახალხო დღესასწაული გახდა-მეთქი. ამ დროშის გამოფენით ერთმანეთს ვაჩვენებდით, რომ ასეთი დღეები ერთად უნდა ვიზეიმოთ.