პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პირველი ხელფასი 6 ლარი და 50 თეთრი იყო... უნდა გავძლიერებულიყავი, რომ ცოლ-შვილი შემენახა" - ზურაბ გურული ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე
"ჩემი პირველი ხელფასი 6 ლარი და 50 თეთრი იყო... უნდა გავძლიერებულიყავი, რომ ცოლ-შვილი შემენახა" - ზურაბ გურული ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე

ზუ­რაბ გუ­რუ­ლი აშშ-ის მონტგო­მე­რის ფე­დე­რა­ლუ­რი კლი­ნი­კის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გია-რე­ა­ნი­მა­ცი­ი­სა და ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­სი­სი­პი­სა და ლუ­ი­ზი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია, მაგ­რამ მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს და­ეხ­მა­როს, რჩე­ვა მის­ცეს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ბევ­რის­თვის უც­ნო­ბია, რომ ერ­თობ სა­ინ­ტე­რე­სო რო­მა­ნე­ბის, მო­თხრო­ბე­ბის, ნო­ვე­ლე­ბი­სა და ჩა­ნა­ხა­ტე­ბის ავ­ტო­რია.

ლი­ტე­რა­ტო­რი ექი­მის პირ­ვე­ლი­ვე ცდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი "სპი­ლო წყვდი­ად­ში" მა­ლე­ვე იქცა ბესტსე­ლე­რად. შარ­შან მისი თარ­გმნი­ლი ედ­გარ ალან პოს "ყო­რა­ნი და სხვა ლექ­სე­ბი" გა­მოქ­ვეყ­ნდა. ასე­ვე ნა­თარ­გმნი აქვს ჯა­ლა­ლე­დინ რუ­მი­სა და ჰა­ფე­ზის არა­ერ­თი ლექ­სიც. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, რომ არა ექი­მი, - ფი­ლო­ლო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი, ის­ტო­რი­კო­სი ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო იქ­ნე­ბო­და.ზუ­რაბ გუ­რუ­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ორი შვი­ლი ჰყავს. მე­უღ­ლე - ქეთი გო­გო­ლი ექი­მი-გი­ნე­კო­ლო­გია. მშობ­ლე­ბის გზას გაჰ­ყვა უფ­რო­სი ვა­ჟიც, უმ­ცროს ვაჟს კი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია.

ზუ­რაბ გუ­რუ­ლი:

- მეც­ნი­ე­რე­ბის ოჯახ­ში, ორ ძმას­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე. დედა პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რის ლექ­ტო­რი იყო, მამა - სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე. მშობ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ითა­მა­შეს ჩემს პი­როვ­ნულ და პრო­ფე­სი­ულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, უაღ­რე­სად ლი­ბე­რა­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ჩემ­თან და ჩემს ძმებ­თან. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ე.წ. ღირ­სე­ბის კოდ­ზე იყო აგე­ბუ­ლი, რაც ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას ემ­ყა­რე­ბო­და. ეს ძა­ლი­ან კარ­გი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი გუ­რი­ა­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან გა­ტა­რე­ბულ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს უკავ­შირ­დე­ბა.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ დიდ სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდამ და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ ყვე­ლა სირ­თუ­ლე და­მაძ­ლე­ვი­ნა. ამე­რი­კა­ში მა­შინ წა­ვე­დი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი ამოვ­წუ­რე. სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვას­რუ­ლე. იმა­ვე წელს, ორი თვის შემ­დეგ, თბი­ლი­სის ექიმ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ვი­რი­ცხე და ისიც წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლე. სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­აც და­ვი­ცა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ კარ­გი ექი­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ - რა?!. ჩემი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი 6 ლარი და 50 თეთ­რი იყო. ჩემი შრო­მის ასეთ­მა შე­ფა­სე­ბამ ძა­ლი­ან დამ­თრგუ­ნა. თავი სუ­ლე­ლად წარ­მო­ვიდ­გი­ნე.

ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მა­ტე­ბით დარ­ბოდ­ნენ, ძვი­რად ღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში ის­ხდნენ, ფუ­ლიც ბევ­რი ჰქონ­დათ, მე კი რა მი­ვი­ღე ჩემი შრო­მის შე­დე­გად?! დრო აღარ იყო იმის­თვის, რომ ახა­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა ამეთ­ვი­სე­ბი­ნა. გა­დავ­წყვი­ტე, მაქ­სი­მა­ლუ­რად გავძლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში, ოჯა­ხი, ცოლ-შვი­ლი უნდა შე­მე­ნა­ხა. ჯერ ევ­რო­პა­ში ვცა­დე გზის გაკ­ვალ­ვა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ბო­ლო­ოდ ამე­რი­კა­ში აღ­მოვ­ჩნდი... ამე­რი­კა­ში ექი­მის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი მხო­ლოდ ხელ­ფა­სი არ არის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის შე­უ­ზღუ­და­ვი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზა. შე­სა­ბა­მი­სად, ექიმს, რო­მელ­საც იქ უნდა პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში უძ­ლი­ე­რე­სი ექი­მე­ბის­თვის უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა.

ზუ­რაბ გუ­რუ­ლი დე­დას­თან ერ­თად

ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სტუ­დენ­ტებს ამე­რი­კუ­ლი სის­ტე­მით ამ­ზა­დე­ბენ. გარ­და ამი­სა, მათ­თვის ინ­გლი­სუ­რი ენა მშობ­ლი­უ­რი თუ არა, მე­ო­რა­დი მა­ინც იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლე­ბი უფრო რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვი­დე­ქით. 16 თვე დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ სამი გა­მოც­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ეს იყო კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მა, ერთი დიდი გრძე­ლი ღამე. ყო­ველ­დღე 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. არა­ვინ და არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და ჩემ­თვის, სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რის გარ­და. დღემ­დე ყო­ველ­დღი­უ­რად ვმუ­შა­ობ სა­კუ­თარ თავ­ზე, სულ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ყვე­ლა სი­ახ­ლე უნდა ვი­ცო­დე, სტუ­დენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა რომ გა­დავ­ცე. დიდ უფ­ლე­ბებს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მოს­დევს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა არ გა­მო­გად­გათ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვას­რუ­ლე, ამ დროს ამე­რი­კა 30 წლით წინ იყო. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა თა­ვი­დან მო­მიხ­და. სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი და თვა­ლებ­ჩაც­ვე­ნი­ლი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი და­ვი­ნა­ხე, გა­მიკ­ვირ­და. ერთი თვის შემ­დეგ მეც მათ­სა­ვით თვა­ლებ­ჩაც­ვე­ნი­ლი ვი­ყა­ვი. ამე­რი­კე­ლი ექი­მის გო­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­სა და გა­რე­მო­ე­ბა­ში, დღი­სა და ღა­მის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, ადეკ­ვა­ტუ­რად და სხარ­ტად უნდა მუ­შა­ობ­დეს.

- პი­როვ­ნუ­ლად თუ შეგცვა­ლათ უცხო ქვე­ყა­ნა­ში სირ­თუ­ლე­ებ­თან ჭი­დილ­მა?

- კი, ძა­ლი­ან. აქე­დან რომ წა­ვე­დი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი, რწმე­ნა არ მქონ­და. ნი­ჰი­ლიზ­მით, ში­ნა­გა­ნი ფო­რი­ა­ქით ჩა­ვე­დი ამე­რი­კა­ში... რო­დე­საც რე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი ავი­ღე, წა­ვე­დი და უამ­რა­ვი არა­სა­ჭი­რო ნივ­თი ვი­ყი­დე. სხვა­თა შო­რის, დღემ­დე ვი­ნა­ხავ ამ ნივ­თებს.

- დღეს რო­გო­რია თქვე­ნი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა?

- ჩემი დღე დი­ლის 5 სა­ათ­ზე იწყე­ბა. ფე­ხით მივ­დი­ვარ ტბა­ზე, ვვარ­ჯი­შობ, მზის ამოს­ვლას ვუ­ყუ­რებ. სხვა­თა შო­რის, მზის ამოს­ვლა ჩემი ერთ-ერთი ჰო­ბია. 7 სა­ათ­ზე უკვე სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ვკი­თხუ­ლობ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს გა­დავ­ხე­დავ. უი­კენ­დზე ტყე­ში დავ­ხე­ტი­ა­ლებ ან ტბა­ზე ნა­ვით ვსე­ირ­ნობ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
120

ზვიად ბატონო ღმერთმა მილიონი და მილიარდი გაშოვნინოს ოღონდაც ჩვენ თავი დაგვანებე.

rasa
30

კაი მთქმელს კაი წამკითხველი უნდა. ამ კაცს რაღაცეები შეიძლება ეშლება და სწორად ვერ აფასებს, მაგრამ საშუალოსტატისტიკურ ქართველ ექიმ-ბიუროკრატზე ბევრად მეტი კი იცის და უფრო წინწასულია თავის სფეროში. ამის ნალაპარაკევში შეიძლება ისეთი რამე იყოს, რასაც ჩვენი დასტაქარები ვერ ხვდებიან

ავტორი:

"ჩემი პირველი ხელფასი 6 ლარი და 50 თეთრი იყო... უნდა გავძლიერებულიყავი, რომ ცოლ-შვილი შემენახა" - ზურაბ გურული ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე

"ჩემი პირველი ხელფასი 6 ლარი და 50 თეთრი იყო... უნდა გავძლიერებულიყავი, რომ ცოლ-შვილი შემენახა" - ზურაბ გურული ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე

ზურაბ გურული აშშ-ის მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორია, მაგრამ მუდმივად ცდილობს, სოციალური ქსელით თანამემამულეებს დაეხმაროს, რჩევა მისცეს. შესაბამისად, მისი საექიმო საქმიანობის შესახებ თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ ერთობ საინტერესო რომანების, მოთხრობების, ნოველებისა და ჩანახატების ავტორია.

ლიტერატორი ექიმის პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა - სადებიუტო რომანი "სპილო წყვდიადში" მალევე იქცა ბესტსელერად. შარშან მისი თარგმნილი ედგარ ალან პოს "ყორანი და სხვა ლექსები" გამოქვეყნდა. ასევე ნათარგმნი აქვს ჯალალედინ რუმისა და ჰაფეზის არაერთი ლექსიც. როგორც თავად ამბობს, რომ არა ექიმი, - ფილოლოგი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი ან პროფესიონალი სამხედრო იქნებოდა.ზურაბ გურული დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს. მეუღლე - ქეთი გოგოლი ექიმი-გინეკოლოგია. მშობლების გზას გაჰყვა უფროსი ვაჟიც, უმცროს ვაჟს კი პროფესიული არჩევანი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ზურაბ გურული:

- მეცნიერების ოჯახში, ორ ძმასთან ერთად გავიზარდე. დედა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის ლექტორი იყო, მამა - სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მშობლებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ჩამოყალიბებაში, უაღრესად ლიბერალური და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემთან და ჩემს ძმებთან. ჩვენი ურთიერთობა ე.წ. ღირსების კოდზე იყო აგებული, რაც ერთმანეთის მიმართ ნდობასა და პატივისცემას ემყარებოდა. ეს ძალიან კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, ყველაზე ტკბილი მოგონებები გურიაში ბებია-ბაბუასთან გატარებულ ზაფხულის არდადეგებს უკავშირდება.

- უცხო ქვეყანაში საკუთარი პროფესიით მუშაობა საკმაოდ დიდ სირთულეებს უკავშირდება. როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი?

- უსამართლობის განცდამ და სასოწარკვეთილებამ ყველა სირთულე დამაძლევინა. ამერიკაში მაშინ წავედი, როდესაც საქართველოში პროფესიული განვითარებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ყველანაირი რესურსი ამოვწურე. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავასრულე. იმავე წელს, ორი თვის შემდეგ, თბილისის ექიმთა დახელოვნების ასპირანტურაში ჩავირიცხე და ისიც წარმატებით დავასრულე. საკანდიდატო დისერტაციაც დავიცავი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგი ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ - რა?!. ჩემი პირველი ხელფასი 6 ლარი და 50 თეთრი იყო. ჩემი შრომის ასეთმა შეფასებამ ძალიან დამთრგუნა. თავი სულელად წარმოვიდგინე.

ბიჭები, რომლებიც ავტომატებით დარბოდნენ, ძვირად ღირებულ ავტომობილებში ისხდნენ, ფულიც ბევრი ჰქონდათ, მე კი რა მივიღე ჩემი შრომის შედეგად?! დრო აღარ იყო იმისთვის, რომ ახალი სპეციალობა ამეთვისებინა. გადავწყვიტე, მაქსიმალურად გავძლიერებულიყავი ჩემს პროფესიაში, ოჯახი, ცოლ-შვილი უნდა შემენახა. ჯერ ევროპაში ვცადე გზის გაკვალვა, მაგრამ საბედნიეროდ, საბოლოოდ ამერიკაში აღმოვჩნდი... ამერიკაში ექიმისთვის მიმზიდველი მხოლოდ ხელფასი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკული მედიცინის შეუზღუდავი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შესაბამისად, ექიმს, რომელსაც იქ უნდა პროფესიული საქმიანობის გაგრძელება, მსოფლიოში უძლიერესი ექიმებისთვის უწევს კონკურენციის გაწევა.

ზურაბ გურული დედასთან ერთად

ძალიან ბევრ ქვეყანაში სტუდენტებს ამერიკული სისტემით ამზადებენ. გარდა ამისა, მათთვის ინგლისური ენა მშობლიური თუ არა, მეორადი მაინც იყო. შესაბამისად, ქართველები უფრო რთული გამოწვევის წინაშე ვიდექით. 16 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ სამი გამოცდა ჩამებარებინა. ეს იყო კოლოსალური შრომა, ერთი დიდი გრძელი ღამე. ყოველდღე 10 საათის განმავლობაში ვმეცადინეობდი. არავინ და არაფერი არსებობდა ჩემთვის, სამედიცინო ლიტერატურის გარდა. დღემდე ყოველდღიურად ვმუშაობ საკუთარ თავზე, სულ გამოცდებს ვაბარებ. როგორც უნივერსიტეტის პროფესორმა, ყველა სიახლე უნდა ვიცოდე, სტუდენტებს შესაბამისი ცოდნა რომ გადავცე. დიდ უფლებებს დიდი პასუხისმგებლობაც მოსდევს.

- საქართველოში მიღებული ცოდნა არ გამოგადგათ?

- საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტი რომ დავასრულე, ამ დროს ამერიკა 30 წლით წინ იყო. ძალიან ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა. საოპერაციოში პირველად რომ შევედი და თვალებჩაცვენილი, მოუწესრიგებელი ახალგაზრდები დავინახე, გამიკვირდა. ერთი თვის შემდეგ მეც მათსავით თვალებჩაცვენილი ვიყავი. ამერიკელი ექიმის გონება ნებისმიერ ვითარებასა და გარემოებაში, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ადეკვატურად და სხარტად უნდა მუშაობდეს.

- პიროვნულად თუ შეგცვალათ უცხო ქვეყანაში სირთულეებთან ჭიდილმა?

- კი, ძალიან. აქედან რომ წავედი, შეშინებული ახალგაზრდა ვიყავი, საკუთარი თავის იმედი, რწმენა არ მქონდა. ნიჰილიზმით, შინაგანი ფორიაქით ჩავედი ამერიკაში... როდესაც რეზიდენტის პირველი ხელფასი ავიღე, წავედი და უამრავი არასაჭირო ნივთი ვიყიდე. სხვათა შორის, დღემდე ვინახავ ამ ნივთებს.

- დღეს როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება?

- ჩემი დღე დილის 5 საათზე იწყება. ფეხით მივდივარ ტბაზე, ვვარჯიშობ, მზის ამოსვლას ვუყურებ. სხვათა შორის, მზის ამოსვლა ჩემი ერთ-ერთი ჰობია. 7 საათზე უკვე სამსახურში მივდივარ. სამსახურის შემდეგ ვკითხულობ, სოციალურ ქსელებს გადავხედავ. უიკენდზე ტყეში დავხეტიალებ ან ტბაზე ნავით ვსეირნობ...წაიკითხეთ სრულად

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებულმა 11 248  ტესტმა 546 ახალი ინფიცირებული გამოავლინა, გარდაიცვალა 17 პაციენტი - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"